არქივი
16 თებერვალი 2026, 23:13
პოლიტიკა
შაქარიშვილი: ვისი უსაფრთხოება უზრუნველყო NATO-მ, რა უსაფრთხოების გარანტიაა დღეს NATO?! - პირიქით, NATO უდრის ომს და ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები
„უკრაინა არის ამის ნათელი მაგალითი. NATO-ს ყველა წევრი ქვეყანა იბრძვის დღეს რუსეთის წინააღმდეგ, NATO-სკენ ამ ეფემერულ მისწრაფებაში უკრაინამ დაკარგა მილიონზე მეტი ადამიანი, ათეულობით მილიონი ადამიანი გახდა იძულებით გადაადგილებული დევნილი, თავიდან ბოლომდე ჩამოიქცა ქვეყნის ეკონომია, სახელმწიფოებრიობას კარგავს და უბრუნდება იმ წერტილს, რა წერტილშიც შეეძლო ამხელა მსხვერპლის გარეშე ყოფილიყო 2022 წელს. ჩვენ არ გვინდა, რომ ამ მსხვერპლის ხარჯზე მივიდეთ ნეიტრალიტეტამდე, არამედ ჩვენი საგარეო პრიორიტეტები იყოს ადეკვატური ახალ მსოფლიო რეალობასთან," - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
16 თებერვალი 2026, 23:04
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ის, რაზეც იდგა ევროპა, სწორედ ეს არის ჩვენი ღირებულებითი თანხვედრა და ასეთ ევროპაში გვინდა ჩვენ შესვლა
„ეს დებატი და ამაზე მსჯელობა სამწუხაროდ, არის დღევანდელი იქაური მმართველი კლასის და მათი პოლიტიკის დამსახურება. იმ არარჩეული ბიუროკრატების პოლიტიკის დამსახურება, რომელიც ასევე შემადგენელია ამ მმართველი კლასის. ის, რაზეც იდგა ევროპა ეს არის სწორედ ჩვენი ღირებულებითი თანხვედრა ევროპასთან და ასეთ ევროპაში გვინდა ჩვენ შესვლა. სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენი სუვერენიტეტის დაცვით და იმ პრაგმატული პოლიტიკით, რასაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ახორციელებს,"- აცხადებს ირაკლი კირცხალია.
16 თებერვალი 2026, 23:01
მსოფლიო
ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი, რომელიც ცნობილია ფილმებით „ნათლია“ (1972) და „აპოკალიფსი ახლა“ (1979), 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალი Variety იტყობინება.
16 თებერვალი 2026, 22:42
პოლიტიკა
ხაინდრავა: ევროპა ჩვენი სახლია და ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან აბსოლუტურად ბუნებრივია ჩვენთვის - ეს ასეა, იქნება და გაგრძელდება. რაც შეეხება ევროკავშირს - ის არის გუშინდელი დღე და ამას თვითონ ევროკავშირი ადასტურებს
„სხვა საქმეა ევროკავშირი - ამ ორ ცნებას, დღეს, ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ევროპა ბევრად დიდია, ვიდრე ევროკავშირი, მაგალითად, ევროკავშირში არ შედიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ისლანდია... ეს კავშირი სულ სხვა თემაა. ეს არის მკვდარი, გახრწნილი, აბსოლუტურად დეგრადირებული, კორუფციით გაჯერებული ორგანიზაცია და ამას ჩვენ ვხედავთ არა ჩვენი ფაქტებით, არამედ რასაც თვითონ ლაპარაკობენ შიგნით, რა განცხადებებსაც აკეთებენ დეპუტატები, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დასკვნაა იმასთან დაკავშირებით, რას წარმოადგენს ევროკავშირი“.
16 თებერვალი 2026, 22:30
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია
„გვაძლევს ევროკავშირი უსაფრთხოებას? - ცხადია, არა. პირიქით, ევროკავშირი უდრის ომს. ევროკავშირი არის დღეს ომში ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ევროკავშირს არ შესწევს ძალა უზრუნველყოს საკუთარი თავის უსაფრთხოება, განსაკუთრებით ამერიკული უსაფრთხოების ქოლგის გარეშე და ამ მოცემულობის მიუხედავად, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ომის ესკალაცია მოხდეს და ომი გახანგრძლივდეს,"- აცხადებს ვატო შაქარიშვილი.
16 თებერვალი 2026, 22:18
სპორტი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამორინის კადეტთა ევროპის თასზე ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა
14-15 თებერვალს სლოვაკეთის ქალაქ სამორინში ძიუდოში კადეტთა ევროპის თასი გაიმართა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა, კერძოდ, ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით.
16 თებერვალი 2026, 22:15
რეგიონი
სულხან თამაზაშვილმა ხულოს მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული მეჩეთი დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ხულოს მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული ცენტრალური მეჩეთი დაათვალიერა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მეჩეთის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული მნიშვნელოვანი სოციალური პროექტია და მუსლიმ მრევლს კეთილმოწყობილ და უსაფრთხო გარემოში ლოცვის შესაძლებლობას მისცემს.
16 თებერვალი 2026, 22:11
სპორტი
საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ნაკრებმა ევროპის ჩემიონატზე ასპარეზობა 21 მედლით დაასრულა
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში შერეული საბრძოლო ხელოვნების ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალგაზრდულმა და ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა იასპარეზეს. ქართველმა მებრძოლებმა ექვს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს და ჯამში 21 მედალი მოიპოვეს, აქედან ორი ოქროს, შვიდი ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალია.
16 თებერვალი 2026, 22:08
სპორტი
სუმოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის თასზე ექვსი მედალი მოიპოვა
ესტონეთში სუმოს ევროპის თასი „West Viru Open 2026" ჩატარდა. საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულა; აქედან ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია. ჩემპიონობა ნიკოლოზ აქუბარდიამ (-70კგ) და ლუკა ბერიძემ (-77 კგ) იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონები დავით აქუბარდია (-100 კგ) და ზურა წიქორაძე (+115 კგ) გახდნენ.
16 თებერვალი 2026, 22:06
საზოგადოება
ბაია კვიციანმა მონაწილეობა მიიღო ჟენევაში გამართულ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის 79-ე სესიაში
შეხვედრის ფარგლებში, ბაია კვიციანმა კომიტეტის წევრებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საანგარიშო პერიოდში პაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
16 თებერვალი 2026, 22:00
პოლიტიკა
სადღობელაშვილი: ბაჩო ახალაია არის „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე, რაც უფრო მეტს ამოიღებს ხმას, მით უფრო დარწმუნდებიან მოქალაქეები, თუ რაოდენ ბოროტებასთან გვქონდა საქმე, მით უფრო მადლიერი ვიქნებით ივანიშვილის, როგორც ერის გადამრჩენელის
სადღობელაშვილის განცხადებით, ბაჩო ახალაიას მიერ წარმოთქმული სიტყვა არაფრით ჰგავს უდანაშაულო ადამიანის სიტყვას, მისივე თქმით ახალაიას ტექსტში იკითხება „მუქარა, ღვარძლი, რევანშიზმი და ძალადობისკენ მიდრეკილება“. სადღობელაშვილი აღნიშნავს, რომ ბაჩო ახალაია არის „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე და რაც უფრო მეტჯერ დაინახავს მას საზოგადოება და მის საუბარს მოისმენს, მით უფრო დარწმუნდება თუ რაოდენ დიდ ბოროტებასთან ჰქონდა ქვეყანას საქმე.
16 თებერვალი 2026, 22:00
კულტურა
მოზარდ მაყურებელთა თეატრში 20 თებერვალს სპექტაკლის პრემიერაა
მოზარდ მაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 20 თებერვალს სულხან-საბა ორბელიანის იგავის, „გლახაკი და ქილა ერბოს“ სიუჟეტურ მოტივებზე დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართება.
16 თებერვალი 2026, 21:46
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართა
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართა.
16 თებერვალი 2026, 21:40
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: რაღაც ბოდვაშია გადასული, მართლაც ერთ ბუმბულგაცვენილ თუთიყუშამდე ხომ არ დავალთ - ეს არის მათი სახე. ეს იყო ის ტყუილი, ის სიცარიელე, რომელიც ძალიან მალე, მოკლე დროში ჩამოიშალა
ეს სახუმარო თემაც აღარ არის. რაღაც ბოდვაშია გადასული, რომ რეალურად, მართლაც ერთ ბუმბულგაცვენილ თუთიყუშამდე ხომ არ დავალთ. ეს არის მათი სახე. ეს იყო ის ტყუილი, ის სიცარიელე, რომელიც ძალიან მალე, მოკლე დროში ჩამოიშალა, - განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
16 თებერვალი 2026, 21:33
მსოფლიო
კაია კალასი: აშშ შეიცვალა, ეს სრულიად ნათელია და, როგორც ვთქვი, ნდობა შეირყა - ტრანსატლანტიკურმა კავშირებმა მძიმე დარტყმა მიიღო
აშშ შეიცვალა, ეს სრულიად ნათელია და, როგორც ვთქვი, ნდობა შეირყა, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა.
16 თებერვალი 2026, 21:32
პოლიტიკა
მოსამართლე, რომელიც მოსამართლის ჩარჩოებიდან გასულია - ვლადიმერ ხუჭუას წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჰიპოთეზურ დაშვებაზე დაფუძნებული და პოლიტიკური ნიშნით გაჯერებული სარჩელი - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო. მოსამართლე იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომლის გამოყენებაც მის განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებში არ უწევდა.
16 თებერვალი 2026, 21:23
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია მაიკ ბენცის განცხადებაზე: დადასტურდა ერთი რამ, რომ NED-ის, EED-ის და USAID-ის მხრიდან მოდიოდა კოლოსალური თანხები ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სურვილი ჰქონდა „დიფ სთიეთს", რომ ისინი პროქსი სახელმწიფოებად ექცია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის და კიბერუსაფრთხოების ექსპერტის, მაიკ ბენცის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, 2024 წელს „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი USAID- ი აფინანსებდა.
16 თებერვალი 2026, 21:19
მსოფლიო
უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი: ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში
უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა, პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ისინი მხარს არ დაუჭერენ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში.
16 თებერვალი 2026, 21:07
მსოფლიო
კარლ ბილდტი: მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, რუბიომ ვერ გამონახა დრო კაია კალასთან შესახვედრად, თუმცა ამის ნაცვლად სასწრაფოდ გაემგზავრა ბუდაპეშტში
შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ევროპულ ტურნეს და ყურადღებას ამახვილებს მის დიპლომატიურ პრიორიტეტებზე.
16 თებერვალი 2026, 20:53
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: პოლიტიკურად საკმაოდ დატვირთული პლენარული და სასესიო კვირა გვექნება - ხვალ გვეწვევა საქართველოს პრეზიდენტი. ასევე, ოთხშაბათს ინტერპელაციის წესით მოწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო ტრიბუნიდან ესაუბრა მიგრაციის თემაზე, - განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
16 თებერვალი 2026, 20:32
მსოფლიო
„არავინ უნდა კვდებოდეს საკუთარი იდეების გამო“ - ლიონში 23 წლის მემარჯვენე აქტივისტის მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს
ძალადობის დაგმობა, რომელიც ვერანაირი პოლიტიკური ბრძოლით ვერ იქნება გამართლებული - საფრანგეთის პოლიტიკური სპექტრის ყველა მხრიდან ისმოდა მას შემდეგ, რაც ნაციონალისტი აქტივისტი ხუთშაბათს მიღებული ტვინის შერყევის შედეგად გარდაიცვალა, რაც ნიღბებში მყოფ უცნობ პირებთან დაპირისპირების შედეგი იყო, - წერს Euronews-ი.
16 თებერვალი 2026, 20:31
პოლიტიკა
სად გაქრა ბრალდებები პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღზე, უსაფუძვლო კამპანიის კრახი - რადიკალების შეცვლილი რიტორიკა და სტრატეგია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უმძიმესი ბრალდებები პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ უძველესი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ უკვალოდ გაქრა.
16 თებერვალი 2026, 20:23
პოლიტიკა
რეალობის გაყალბების მცდელობა - წარუმატებელი პოლიტიკური პერფორმანსი და მენტორთა ავანტიურას შეწირული ახალგაზრდები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რეალობის გაყალბების მცდელობა - წარუმატებელი პოლიტიკური პერფორმანსი და მენტორთა ავანტიურას შეწირული ახალგაზრდები.
16 თებერვალი 2026, 20:21
პოლიტიკა
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება და თანმდევი კანონპროექტები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მეორე მოსმენით მხარდაჭერილია. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
დამხობის მცდელობის, ან მოწოდების გარდა, კანონით დასჯადი ამ ქმედებისთვის ნიადაგის მომზადება ხდება. ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ - ახალი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში.
16 თებერვალი 2026, 20:18
სამართალი
ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა - კიდევ 7 გახსნილი დანაშაული. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა „ქართული ოცნებისთვის“ პრიორიტეტული საკითხია. სამართალდამცველთა 24-საათიანი მუშაობის შედეგი კარგად ჩანს ამ მძიმე დანაშაულისთვის დაკავებულთა და ამოღებული ნარკოტიკის რაოდენობითაც.
16 თებერვალი 2026, 20:10
პოლიტიკა
იურაი ბლანარი: ევროკავშირმა და პარტნიორებმა ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა, ჩვენი ვალდებულებაა, პატივი ვცეთ საქართველოში არჩევნების შედეგებს
ევროკავშირმა და პარტნიორებმა ძალიან ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციისას.
16 თებერვალი 2026, 20:10
პოლიტიკა
საქართველო უკანონო მიგრანტებისგან სრულად გათავისუფლდება - მთავრობის მიზანზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს უკანონო მიგრანტებისგან სრულად გათავისუფლება - მთავრობის მიზანი პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა. ამ გამოწვევასთან ბრძოლა ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტებს შორის არის. კანონმდებლობის გამკაცრების გარდა, სრულად განახლდა მიგრაციის დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
16 თებერვალი 2026, 20:03
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი დეზინფორმაციული კამპანიების მსხვერპლი გახდა ბოლო პერიოდში. ბევრი არასწორი ინფორმაცია იყო მიწოდებული საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ბევრი პროცესი იყო წარმართული უცხოური ჩარევებით
ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი დეზინფორმაციული კამპანიების მსხვერპლი გახდა ბოლო პერიოდში. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია იყო მიწოდებული საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ძალიან ბევრი პროცესი იყო ქვეყანაში წარმართული უცხოური ჩარევებით, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
16 თებერვალი 2026, 19:58
მსოფლიო
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ რუსეთი შემოიჭრება, ჩვენ ომს რუსეთის ტერიტორიაზე გადავიტანთ
ნარატივი იმის შესახებ, რომ ესტონეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ქვეყანაა, არის „ფეიკ ნიუსი“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნა DW-სთან ინტერვიუში.
16 თებერვალი 2026, 19:53
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა სანქციების თავიდან არიდება არ მოხდეს საქართველოს გავლით
საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა სანქციების თავიდან არიდება არ მოხდეს საქართველოს გავლით, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.


