არქივი
16 თებერვალი 2026, 14:01
მსოფლიო
Politico: აშშ-სა და ევროპას ერთმანეთი სჭირდებათ, თუმცა მათ შორის ნდობა შერყეულია
გამოცემის ცნობით, მართალია, მიუნხენის კონფერენციაზე პოლიტიკოსები ღიად ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობის აუცილებლობაზე ლაპარაკობდნენ, თუმცა კულუარებში შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ ურთიერთობები განხეთქილების ზღვარზეა.
16 თებერვალი 2026, 13:59
ეკონომიკა
პრემიერი: რეკორდულ ნიშნულზეა ჩვენი სავალუტო რეზერვები, ძალიან მყარია ლარის კურსი, ინფლაციური პროცესები სწორად რეგულირდება, მონეტარული, ფისკალური პოლიტიკის კუთხით, ეროვნული ბანკის საქმიანობა არის ძალიან წარმატებული
თავიდან ბოლომდე ვენდობი ეროვნული ბანკის საქმიანობას, გამომდინარე იმ ორწლიანი გამოცდილებიდან, რომელიც გვაქვს ჩვენ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის კუთხით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
16 თებერვალი 2026, 13:57
პოლიტიკა
პრემიერი: ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან როდესაც მოვისმინეთ არგუმენტები, რაღაცას შეიძლება ვეთანხმებოდით, რაღაცას არა. გამოვიტანეთ დასკვნა, რომ თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება აღარ იყო მიზანშეწონილი
ჩვენ გვქონდა შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან და შეიძლება, იმ დისკუსიაში რაღაცას დავეთანხმეთ, რაღაცას არ დავეთანხმეთ, მაგრამ, მთლიანობაში, ჩვენ ჩამოგვიყალიბდა განცდა და შესაბამისად, გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ამ კონკრეტულ მომენტში და ზოგადად, არ იყო მიზანშეწონილი თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება, შესაბამისად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
16 თებერვალი 2026, 13:57
პოლიტიკა
პრემიერი: მინდა მადლობა გადავუხადო პირადად შს მინისტრს და მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას, ყველა მიმართულებით საქმიანობის თვისებრივად გააქტიურებისთვის - გვაქვს გამორჩეული შედეგები და კიდევ უფრო მეტი შედეგების მიღწევა გვინდა
ყველა მიმართულებით საქმიანობის თვისებრივად გააქტიურებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გეკა გელაძეს და მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
16 თებერვალი 2026, 13:57
რეგიონი
ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ125 (ოფიტარა-მელეს) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამავე გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე კი ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“.
16 თებერვალი 2026, 13:51
პოლიტიკა
გიორგი ჯინჭარაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
გიორგი ჯინჭარაძემ ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. ასევე დეტალურად ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.
16 თებერვალი 2026, 13:42
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვაცხადებთ, რომ აშშ-სთან გვსურს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, გზავნილები, რასაც ჩვენ ვისმენთ კონკრეტულად მარკო რუბიოს მხრიდან, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს
ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით და კიდევ ერთხელ, ასეთი გზავნილები, რასაც ჩვენ ვისმენთ კონკრეტულად ამ შემთხვევაში მარკო რუბიოს მხრიდან, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხად
16 თებერვალი 2026, 13:38
პოლიტიკა
პრემიერი: უნივერსიტეტები არ უნდა შედიოდნენ პოლიტიკურ პროცესებში, მათი სურვილი უნდა იყოს საგნობრივი მსჯელობა ყველა თემაზე, რაც მე პირადად შევთავაზე ილიას უნივერსიტეტის რექტორს და ორ დღეში საპროტესტო აქცია გამართეს
მე ვერ ვიგებ ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასეთ დროს პოლიტიკური განცხადებებით არ შეიძლება გამოდიოდეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
16 თებერვალი 2026, 13:34
პოლიტიკა
პრემიერი: კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ლიდერი ქვეყანაა, ეს ჭეშმარიტება ასახულია ობიექტურ დასკვნებში. ამისგან განსხვავდება უხეში, პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები - ეს ორმაგი სტანდარტებია, რასაც აჩვენებს ევროპული ბიუროკრატია
კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო არის მოწინავე და ლიდერი ქვეყანა, ეს არის უტყუარი ჭეშმარიტება, რომელიც ასახულია ობიექტურ დასკვნებში - ამისგან განსხვავდება უხეში, პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები, რასაც აკეთებენ ხოლმე პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
16 თებერვალი 2026, 13:34
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს
„ვერცერთ გვარზე ვერაფერს გეტყვით, გვარებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, შესაბამისი უწყება. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16 თებერვალი 2026, 13:31
პოლიტიკა
პრემიერი ჩვენ, როგორც ხელისუფლება, არ ვსაუბრობთ კურსის ცვლილების შესაძლებლობაზე, კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი და ეს გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური ამოცანაა
„ყველა თემასთან დაკავშირებით პლუს-მინუსები შეიძლება იყოს განხილული, მათ შორის, განსაკუთრებით, იმ ყალბი კამპანიების ფონზე, რომლებიც წარიმართება. საზოგადოებას აჯერებენ, მაგალითად, როგორც ერთი ტყუილი იყო, რომ ეკა გიგაური წარადგენდა წელიწადში ერთხელ დეკლარაციას და ხვალ ვიღვიძებდით ჩელიაბინსკში, ასევე ატყუებენ ადამიანს, რომ ევროკავშირის წევრი თუ გავხდებით, ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში ან ბერლინში. ესეც ჩვეულებრივი ტყუილია“.
16 თებერვალი 2026, 13:24
პოლიტიკა
პრემიერი სიმონ ჯანაშიაზე: ეს პიროვნება უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, ისინი მოკალათებულები არიან თბილ ოთახებში და საერთოდ არ აწუხებთ ის, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს სხედან ციხეში
ეს პიროვნება უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, ისინი მოკალათებულები არიან თბილ ოთახებსა და სავარძლებში და საერთოდ არ აწუხებთ ის, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს სხედან ციხეში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან სიმონ ჯანაშიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
16 თებერვალი 2026, 13:21
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას სარჩელი განსახილველად არ მიიღო
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო მისი წარდგინებები, რომლითაც ის საკანონმდებლო ცვლილებების კონსტიტუციისთვის შეუსაბამოდ ცნობას ითხოვდა.
16 თებერვალი 2026, 13:18
პოლიტიკა
პრემიერი: თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ, საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონი უნდა დაუპირისპირდეს
არიან საერთაშორისო სუბიექტები, რომლებიც არ აღიარებენ ქვეყნის ტერიტორიის 20 %-ზე საქართველოს იურისდიქციას და არიან ქვეყნის შიგნით ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100 %-ზე არ აღიარებენ ქვეყნის ხელისუფლების იურისდიქციას, ოკუპაციის შესახებ კანონი უპირისპირდება პირველ პრობლემას, ახლა მიიღება ახალი კანონი, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც უპირისპირდება მეორეს, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონი უნდა დაუპირისპირდეს, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
16 თებერვალი 2026, 13:14
პოლიტიკა
პრემიერი: რუსეთი და 4 სხვა ქვეყანა არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე და საქართველოში არიან ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ხელისუფლების იურისდიქციას ტერიტორიის 100%-ზე
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ გაქვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მაინც აგრძელებ საბოტაჟს და აგრძელებ ექსტრემიზმს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა.
16 თებერვალი 2026, 13:11
პოლიტიკა
პრემიერი: იმ სტატისტიკამ, რომელიც გამოვაქვეყნეთ, მათ შორის, „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება და ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში
იმ სტატისტიკამ, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, მათ შორის, „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება და ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
16 თებერვალი 2026, 13:05
პოლიტიკა
პრემიერი: ყველამ დაინახა, რომ „BBC“-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას კამიტთან დაკავშირებით
ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი“-ზე გავრცელებული ეს ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას კამიტთან დაკავშირებით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, საიას სარჩელთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
16 თებერვალი 2026, 12:58
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე „გრანტების შესახებ“ კანონზე: ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება იმ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში
„კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ხვრელების პოვნას არსებულ კანონმდებლობაში და ასეთი გზით, საქართველოში პოლიტიკური პროცესების დაფინანსებას. რა თქმა უნდა, ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება იმ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში და რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16 თებერვალი 2026, 12:52
მსოფლიო
FT: ევროკავშირი ორბანის მიმართ კრიტიკას არბილებს, რათა თავიდან აიცილოს ბრალდებები არჩევნებში ჩარევის შესახებ
წყაროების თქმით, კომისიამ უკვე დაიწყო უფრო ფრთხილი საჯარო განცხადებების გაკეთება უნგრეთსა და კანონის უზენაესობის საკითხებთან დაკავშირებით. მიუხედავად ბოლოდროინდელი შეშფოთებისა, ორბანის მთავრობას არჩევნებამდე შესაძლოა დაახლოებით 2,4 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი სახსრები გამოეყოს.
16 თებერვალი 2026, 12:46
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: საიას შეუძლია, სასამართლოს ნებისმიერ რაღაცაზე მიმართოს - ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და შესაბამის განაჩენს დაელოდო
„პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაც ძალაშია - ნებისმიერ დაინტერესებულ საერთაშორისო აქტორს შეუძლია, ჩამობრძანდეს და ყველა საგამოძიებო მასალას მივაწვდით, რათა თავიანთი დასკვნა დადონ. ამ შეთავაზებაზე გამოხმაურება დღემდე არ ყოფილა. ძალიან ეჭვი მეპარება, საია-ს, პოლიტიკური მიზნების გარდა, სხვა მიზნები ამოძრავებდეს. საია-ც ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
16 თებერვალი 2026, 12:40
მსოფლიო
ალის ვაიდელი: ჩვენ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება აშშ-ზე დამოკიდებულებით ჩავანაცვლეთ და ეს არასწორია
„გერმანიის მთავრობას რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შემცირება უნდოდა. მაგრამ სად ვართ ახლა? ჩვენ ეს ენერგოდამოკიდებულება ხუთჯერ უფრო მაღალ ტარიფებში გავცვალეთ. ამერიკული თხევადი გაზს უზარმაზარი ტერმინალების აშენება სჭირდება. თანაც ძალიან ბევრი უბრალოდ ატლანტის ოკეანეში ტრანსპორტირებისას იკარგება, ვარდება ეფექტიანობა და შემდეგ ამის კომპენსირება ხდება საჭირო. მემარცხენეებს ეს მაინც არ ესმით“, - განაცხადა ვაიდელმა.
16 თებერვალი 2026, 12:16
მსოფლიო
ზელენსკი: ევროპელებმა ბევრი გააკეთეს, მაგრამ არ დაუწესებიათ სანქციები რუსული ბირთვული ენერგოსექტორისთვის, „როსატომისთვის“, ადამიანებისთვის, მათი ნათესავებისთვის, ბავშვებისთვის, ვინც ევროპასა და შტატებში ცხოვრობენ, სწავლობენ ევროპაში
„წადით უკან, რუსეთში. წადით სახლში. თქვენ არ სცემთ პატივს არავის ამერიკის შეერთებულ შტატებში. თქვენ არ სცემთ პატივს წესებს. თქვენ არ სცემთ პატივს დემოკრატიას. თქვენ არ სცემთ პატივს უკრაინას, ევროპას და ა.შ. წადით სახლში. რატომ ხართ აქ? ეს არ არის სწორი. ასე რომ, ვფიქრობ, ტრამპმა უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია. მე ასე მგონია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
16 თებერვალი 2026, 12:13
რეგიონი
რუსთავში მესხიშვილის ქუჩის ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება
რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება. პროექტის ფარგლებში ენერგოეფექტური რეაბილიტაცია მე-14 მ/რ-ის N10, N11 და N12-ს ჩაუტარდება. სატენდერო პროცედურები უკვე დაწყებულია. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
16 თებერვალი 2026, 12:10
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, კლიმატის ცვლილების თემაზე, ახალგაზრდა მოხალისეების პროგრამაზე განცხადებების მიღება დაიწყო
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, აცხადებს მოხალისეთა მიღებას.
16 თებერვალი 2026, 12:04
საზოგადოება
ლაშა გეგეჭკორი: 2025 წელს სეს-ის მიერ გაკეთდა სტერილიზაცია-კასტრაციის 9 600 ოპერაცია და ცოფზე აიცრა ამდენივე ცხოველი. მიზანმიმართულ შეურაცხყოფის კამპანიას სათავეში უდგანან ადამიანები, რომლებიც თვითონ ფლობენ კერძო თავშესაფარს
2025 წელს სეს-ის მიერ გაკეთდა სტერილიზაცია-კასტრაციის 9 600 ოპერაცია და ცოფზე აიცრა ამდენივე ცხოველი. მიზანმიმართულ შეურაცხყოფის კამპანიას სათავეში უდგანან ადამიანები, რომლებიც თვითონ ფლობენ კერძო თავშესაფარს, ვეტ კლინიკას. მოგიწოდებთ! თავი დაანებეთ მიზანმიმართულად ორკესტრირებულ სიძულვილის კამპანიას, - წერს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის რეგიონული სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი.
16 თებერვალი 2026, 12:02
მსოფლიო
გლენ დისენი დანიის პრემიერის განცხადებაზე: ეს შეშლილი ხალხი კიდევ ერთ მსოფლიო ომს გამოიწვევს
„დანიის პრემიერ-მინისტრი ნატოს ეგრეთწოდებულ წითელ ხაზზე უარს ამბობს და რუსეთში სამხედრო დარტყმებს მოითხოვს, ნატოს რაკეტებით, ნატოს კონტრაქტორების მიერ, ნატოს დაზვერვის მიერ შერჩეულ სამიზნეებზე. ეს შეშლილი ხალხი კიდევ ერთ მსოფლიო ომს გამოიწვევს“, - წერს გლისენი.
16 თებერვალი 2026, 11:55
ჯანდაცვა
პიმენ ყურაშვილი: სახელმწიფო დააფინანსებს ფილტვის კიბოს სკრინინგს ყოველწლიური დაბალი დასხივების ტომოგრაფიული გამოკვლევით, რაც ძალიან საჭიროა - ვისაც გეკუთვნით ეს კვლევა, აუცილებლად მიჰყევით რეკომენდაციებს და ყოველწლიურად ჩაიტარეთ
რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა რომ სახელმწიფო დააფინანსებს ფილტვის კიბოს სკრინინგს ყოველწლიური დაბალი დასხივების ტომოგრაფიული გამოკვლევით, რაც ძალიან საჭიროა. მითუმეტეს საქართველოში მწეველთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოება „ქართულის“ წევრი პიმენ ყურაშვილი. ყურაშვილი განმარტავს, ვის ეკუთვნის სკრინინგი.
16 თებერვალი 2026, 11:55
მსოფლიო
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილს მინისტრს ფულის გათეთრებაში წაუყენეს ბრალი
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, გერმან გალუშენკოს ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობაში წაუყენეს ბრალი. ინფორმაციას უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა და უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებენ.
16 თებერვალი 2026, 11:46
თავდაცვა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლდნენ
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები გათავისუფლდნენ პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურის გადახდისაგან. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს
16 თებერვალი 2026, 11:37
სპორტი
მოთხილამურე ლუკა ბუჩუკური ოლიმპიადაზე დღეს იასპარეზებს
დღეს, ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებზე სლალომში სამთო მოთხილამურე ლუკა ბუჩუკური იასპარეზებს. შეჯიბრი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.


