არქივი

16 თებერვალი 2026, 12:13

რეგიონი

რუსთავში მესხიშვილის ქუჩის ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება. პროექტის ფარგლებში ენერგოეფექტური რეაბილიტაცია მე-14 მ/რ-ის N10, N11 და N12-ს ჩაუტარდება. სატენდერო პროცედურები უკვე დაწყებულია. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

16 თებერვალი 2026, 12:10

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, კლიმატის ცვლილების თემაზე, ახალგაზრდა მოხალისეების პროგრამაზე განცხადებების მიღება დაიწყო

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, აცხადებს მოხალისეთა მიღებას.

ლაშა გეგეჭკორი

16 თებერვალი 2026, 12:04

საზოგადოება

ლაშა გეგეჭკორი: 2025 წელს სეს-ის მიერ გაკეთდა სტერილიზაცია-კასტრაციის 9 600 ოპერაცია და ცოფზე აიცრა ამდენივე ცხოველი. მიზანმიმართულ შეურაცხყოფის კამპანიას სათავეში უდგანან ადამიანები, რომლებიც თვითონ ფლობენ კერძო თავშესაფარს

2025 წელს სეს-ის მიერ გაკეთდა სტერილიზაცია-კასტრაციის 9 600 ოპერაცია და ცოფზე აიცრა ამდენივე ცხოველი. მიზანმიმართულ შეურაცხყოფის კამპანიას სათავეში უდგანან ადამიანები, რომლებიც თვითონ ფლობენ კერძო თავშესაფარს, ვეტ კლინიკას. მოგიწოდებთ! თავი დაანებეთ მიზანმიმართულად ორკესტრირებულ სიძულვილის კამპანიას, - წერს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის რეგიონული სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი.

გლენ დისენი

16 თებერვალი 2026, 12:02

მსოფლიო

გლენ დისენი დანიის პრემიერის განცხადებაზე: ეს შეშლილი ხალხი კიდევ ერთ მსოფლიო ომს გამოიწვევს

„დანიის პრემიერ-მინისტრი ნატოს ეგრეთწოდებულ წითელ ხაზზე უარს ამბობს და რუსეთში სამხედრო დარტყმებს მოითხოვს, ნატოს რაკეტებით, ნატოს კონტრაქტორების მიერ, ნატოს დაზვერვის მიერ შერჩეულ სამიზნეებზე. ეს შეშლილი ხალხი კიდევ ერთ მსოფლიო ომს გამოიწვევს“, - წერს გლისენი.

პიმენ ყურაშვილი

16 თებერვალი 2026, 11:55

ჯანდაცვა

პიმენ ყურაშვილი: სახელმწიფო დააფინანსებს ფილტვის კიბოს სკრინინგს ყოველწლიური დაბალი დასხივების ტომოგრაფიული გამოკვლევით, რაც ძალიან საჭიროა - ვისაც გეკუთვნით ეს კვლევა, აუცილებლად მიჰყევით რეკომენდაციებს და ყოველწლიურად ჩაიტარეთ

რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა რომ სახელმწიფო დააფინანსებს ფილტვის კიბოს სკრინინგს ყოველწლიური დაბალი დასხივების ტომოგრაფიული გამოკვლევით, რაც ძალიან საჭიროა. მითუმეტეს საქართველოში მწეველთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოება „ქართულის“ წევრი პიმენ ყურაშვილი. ყურაშვილი განმარტავს, ვის ეკუთვნის სკრინინგი.

გერმან გალუშენკო

16 თებერვალი 2026, 11:55

მსოფლიო

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილს მინისტრს ფულის გათეთრებაში წაუყენეს ბრალი

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, გერმან გალუშენკოს ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობაში წაუყენეს ბრალი. ინფორმაციას უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა და უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებენ.

16 თებერვალი 2026, 11:46

თავდაცვა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლდნენ

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები გათავისუფლდნენ პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურის გადახდისაგან. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს

16 თებერვალი 2026, 11:37

სპორტი

მოთხილამურე ლუკა ბუჩუკური ოლიმპიადაზე დღეს იასპარეზებს

დღეს, ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებზე სლალომში სამთო მოთხილამურე ლუკა ბუჩუკური იასპარეზებს. შეჯიბრი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

16 თებერვალი 2026, 11:36

საზოგადოება

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში დაიწყო რეგისტრაცია სასწავლო კურსზე „სატარიფო რეგულირების პრინციპები და პრაქტიკა“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ახალ სასწავლო კურსზე - „სატარიფო რეგულირების პრინციპები და პრაქტიკა“ - რეგისტრაცია დაიწყო. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

16 თებერვალი 2026, 11:33

მსოფლიო

ისრაელში ულტრაორთოდოქსების სამხედრო სამსახურში გაწვევის მცდელობა არეულობაში გადაიზარდა

ისრაელის ქალაქ ბნეი-ბრაკში ულტრაორთოდოქსების სამხედრო სამსახურში გაწვევის მცდელობა არეულობაში გადაიზარდა. ადგილობრივი მოსახლეობა სამართალდამცველებს დაუპირისპირდა. დააზიანეს ავტომობილები.

შალვა პაპუაშვილი

16 თებერვალი 2026, 11:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საიას მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომ წყლის ჭავლით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს: „კამიტი“ და „პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი“ სად გაქრა?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ „წყლის ჭავლით და შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით საია სამართალწარმოებას იწყებს“.

მარიამ ქვრივიშვილი

16 თებერვალი 2026, 11:25

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: „აწარმოე საქართველოში“ გამსხვილდება და ჩამოყალიბდება ეკონომიკის განვითარების ბანკის სახით, სადაც იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მხარდაჭერის ინსტრუმენტები

ჩვენი დიდი საზრუნავია ქვეყანაში წარმოების ხელშეწყობა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება. შესაბამისად, ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ეკონომიკის განვითარების ბანკიდან დაიფარება, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

16 თებერვალი 2026, 11:25

მსოფლიო

ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელური ნავთობით დატვირთული კიდევ ერთი ტანკერი დააკავეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ინდოეთის ოკეანეში პანამის დროშით მცურავი ტანკერი „ვერონიკა III“ დააკავა. გემს, რომელზეც ამერიკული სანქციები ვრცელდება, ვენესუელური ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტვირთი გადაჰქონდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ და დონალდ ტრამპი

16 თებერვალი 2026, 11:19

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ირანთან ნებისმიერ შეთანხმებას სკეპტიკურად ვუყურებ. თუ შეთანხმება უნდა შედგეს, მას რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი უნდა ჰქონდეს

„ირანთან ნებისმიერ შეთანხმებას სკეპტიკურად ვუყურებ. თუ შეთანხმება უნდა შედგეს, მას რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი უნდა ჰქონდეს. პირველი - მთელი გამდიდრებული ბირთვული მასალა უნდა გავიდეს ირანიდან. მეორე - არ უნდა არსებობდეს გამდიდრების შესაძლებლობა. უნდა მოხდეს იმ მოწყობილობებისა და ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, რომელიც გამდიდრებას უზრუნველყოფს. მესამე - უნდა მოგვარდეს ბალისტიკური რაკეტების საკითხი. მეოთხე - უნდა დაიშალოს ირანის მიერ შექმნილი ტერორის ღერძი. ის სერიოზულად დაზიანებულია, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს და აღდგენის მცდელობას აგრძელებს, ისევე როგორც თავად ირანი“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

16 თებერვალი 2026, 11:17

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება ენერგეტიკული სექტორისთვის იყო საკმაოდ ოპტიმალური და სამართლიანი მიდგომა, პროცესი უკვე ძალიან აქტიურ ფაზაშია და დარწმუნებულები ვართ, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ბიძგი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, იმისთვის, რომ სახელმწიფომ სწორი ინსტრუმენტები უზრუნველყოს კერძო სექტორისთვის, მათთან მუდმივი დიალოგი მიმდინარეობს, მათ შორის, ენერგეტიკის დარგთან. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ამ დიალოგის ფარგლებში მოხდა სწორედ სახელმწიფოს მხრიდან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება - მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება ენერგეტიკული სექტორისთვის. მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის პირობიანი პატიება, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ ვერ მოხდება დათქმულ, ახალ ვადაში პროექტის განხორციელება, ინვესტორს აღუდგება ნაპატიები ჯარიმა და დაეკისრება ახალი ჯარიმაც.

დავით ქართველიშვილი

16 თებერვალი 2026, 11:17

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: იმისთვის, რომ გადაილახოს ეს „დიდი დეპრესია“ და სტაგნაცია, საჭიროა საზოგადოებაში დიალოგის კულტურის დაბრუნება, ოჯახის, როგორც ზეღირებულების, აღდგენა და მომავლისკენ ორიენტაცია

პარტია „ხალის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს ქართული საზოგადოების გახლეჩასა და ეროვნული ღირებულებებისგან ჩამოშორებაზე. ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებაზე გავლენას ახდენს ახალგაზრდების არჩევანი, არ შექმნან პოლიტიკური იდეოლოგიით „შერეული“ ოჯახები.

არჩილ გორდულაძე

16 თებერვალი 2026, 11:16

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე საკანონმდებლო პაკეტის განხილვაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ იქნება აკრძალული, არც შეზღუდული და ზღვარი გაივლის იქ, სადაც გადის გერმანიაში

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არ იქნება აკრძალული, არც შეზღუდული და ზღვარი გაივლის იქ, სადაც გადის გადის გერმანიაში, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

მარიამ ქვრივიშვილი

16 თებერვალი 2026, 11:14

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკის სექტორის სიძლიერე პირდაპირ გულისხმობს ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველო გახდეს თვითკმარი ელექტროენერგიის გენერაციის თვალსაზრისით

„დღეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სექტორი, როგორც საზრუნავი ჩვენი ქვეყნისთვის, არის ენერგეტიკა, რადგან ამ სექტორის სიძლიერე პირდაპირ გულისხმობს ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველო თვითკმარი გახდეს ელექტროენერგიის გენერაციის თვალსაზრისით. ეკონომიკის სამინისტროში უკვე გვაქვს შემუშავებული სექტორის განვითარების 10-წლიანი ხედვა, რომელიც პასუხობს აღნიშნულ მთავარ ამოცანას და ღირებულებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

კაროლ ნავროცკი

16 თებერვალი 2026, 11:13

მსოფლიო

კაროლ ნავროცკი: ვემხრობი პოლონეთის ბირთვულ პროექტთან მიერთებას

„მე ვემხრობი პოლონეთის ბირთვულ პროექტთან მიერთებას. პოლონეთი არის ქვეყანა, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის საზღვარზე მდებარეობს. ვიცით ისიც, თუ რა დამოკიდებულება აქვს აგრესიულ იმპერიას, რუსეთის ფედერაციას პოლონეთის მიმართ. პოლონეთმა თავის დროზე ხელი მოაწერა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას, ამიტომაც ამ საკითხზე მუშაობის დასაწყებად პოლონეთს გარკვეული მიმართულებით მოუწევს მოქმედება და ეს საერთაშორისო ნორმების დაცვით უნდა მოხდეს“, - განაცხადა ნავროცკიმ.

16 თებერვალი 2026, 11:12

პოლიტიკა

სუს-ის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - დაზვერვის სააგენტოს მიხეილ ძაგნიძე უხელმძღვანელებს

სუს-ის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - დაზვერვის სააგენტოს მიხეილ ძაგნიძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

16 თებერვალი 2026, 11:10

პოლიტიკა

სისხლის სამართლის სისტემის კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია, ყველაზე მაღალი კორუფციით კი მოლდოვა, ალბანეთი და უკრაინა გამოირჩევა

ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა.

თენგიზ შარმანაშვილი

16 თებერვალი 2026, 11:09

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: არ დავუშვებთ, რომ კონსტიტუციური დებულებების საწინააღმდეგო კანონმდებლობა იყოს მიღებული - არავითარი გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული არ იქნება

„კანონმა უნდა დაიცვას სახელმწიფო ექსტრემიზმისგან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია, რომ მოწოდება იყოს დასჯადი, რომ კონსტიტუციური ორგანოების არცნობა არ მოხდეს. ნებისმიერი არცნობა არ იქნება დასჯადი, იქ მყისიერი საფრთხე უნდა არსებობდეს და იქნება სხვა დეტალები. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კონსტიტუციური დებულებების საწინააღმდეგო კანონმდებლობა იყოს მიღებული, არავითარი გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული არ იქნება“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

ვიქტორ ორბანი

16 თებერვალი 2026, 11:08

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიში ავლენს ბრიუსელიდან მომდინარე ცენზურასა და ჩარევას არჩევნებში ევროპაში

„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიში ავლენს ბრიუსელიდან მომდინარე ცენზურასა და ჩარევას არჩევნებში მთელ ევროპაში. ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, მოსყიდული ჟურნალისტები, მანიპულირებული ალგორითმები, დივერსიულ სქემებში ჩადებული მილიონობით ევრო - ეს არის რეალური საფრთხე თავისუფლებისა და ხალხის სუვერენული ნებისთვის და ჩვენ ამას არ შევეგუებით“, - წერს ორბანი.

დავით ქართველიშვილი

16 თებერვალი 2026, 11:05

პოლიტიკა

ქართველიშვილი: 2025 წლის სექტემბერში რუსეთმა ესპანური ღვინის იმპორტი 916 ტონამდე გაზარდა, რაც წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა სანქციების სიაში მათ ვერ იხილავთ. იქ „ყულევს“, „სოკარს“ ამატებენ. ასეთია ბრიუსელის „ლოგიკა“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროსტატის გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომელთა მიხედვით, 2025 წლის ბოლოსთვის, საფრანგეთი და პოლონეთი დასახელდნენ ევროკავშირის ქვეყნებს შორის რუსეთის უმსხვილესი ღვინის მიმწოდებლებად,

ვლადიმერ კონსტანტინიდი

16 თებერვალი 2026, 11:02

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

16 თებერვალი 2026, 11:00

საზოგადოება

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

მარიამ ქვრივიშვილი

16 თებერვალი 2026, 11:00

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, რომ შუა დერეფნის მარშრუტზე ყოველწლიურად იზრდებოდეს ტვირთნაკადები. მომდევნო წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებში 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში, რომლის გამტარუნარიანობაც 20 მილიონი მგზავრი იქნება. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ფაქტობრივად გაოთხმაგდება ის მოცულობა, რომელიც დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვაზიანის აეროპორტი კიდევ უფრო დიდ ღირებულებას შესძენს ქვეყნის სატრანსპორტო მიმართულებებს, მისი ფუნქციონირება ასევე დადებითად აისახება ტურიზმისა და, ჯამურად, ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე.

16 თებერვალი 2026, 10:58

საზოგადოება

სოსო გიორგაძემ ბათუმის საბავშვო ბაღებს საქპატენტის პოლიგრაფიულ ბაზაზე დაბეჭდილი მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები გადასცა

2025 წელს სოსო გიორგაძემ ბათუმის საბავშვო ბაღებს ასევე გადასცა ინტელექტუალური საკუთრების თემაზე შექმნილი ზღაპრები, რომლებშიც ასახულია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შესახებ სახალისო, შემეცნებითი ხასიათის ისტორიები.

16 თებერვალი 2026, 10:55

რეგიონი

სოფელ თეკლათში ჭალადიდის დამშრობ მასივზე სადრენაჟო არხები დანალექი გრუნტისა და ნატანი მასისგან იწმინდება

შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს დამშრობ არხებზე (სანიაღვრე სისტემებზე) გრუნტის ამოღების და არხების გაწმენდის სამუშაოები. სამუშაოების მიზანია არხებში წყლის გამტარუნარიანობის გაზრდა, რაც გულისხმობს, რომ ჭარბი ნალექის შემთხვევაში წყალი უფრო სწრაფად გაედინება და დატბორვის საფრთხე შემცირდება როგორც საცხოვრებელ ნაკვეთებზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე.

16 თებერვალი 2026, 10:50

რეგიონი

ვახტანგ ბერიძემ კურორტ ბეშუმის გუშაგები მოინახულა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ა(ა)იპ კურორტ ბეშუმის დირექტორთან, ემზარ ბოლქვაძესთან ერთად, კურორტი ბეშუმის გუშაგები მოინახულა. ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.