არქივი
16 თებერვალი 2026, 10:55
რეგიონი
სოფელ თეკლათში ჭალადიდის დამშრობ მასივზე სადრენაჟო არხები დანალექი გრუნტისა და ნატანი მასისგან იწმინდება
შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს დამშრობ არხებზე (სანიაღვრე სისტემებზე) გრუნტის ამოღების და არხების გაწმენდის სამუშაოები. სამუშაოების მიზანია არხებში წყლის გამტარუნარიანობის გაზრდა, რაც გულისხმობს, რომ ჭარბი ნალექის შემთხვევაში წყალი უფრო სწრაფად გაედინება და დატბორვის საფრთხე შემცირდება როგორც საცხოვრებელ ნაკვეთებზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე.
16 თებერვალი 2026, 10:50
რეგიონი
ვახტანგ ბერიძემ კურორტ ბეშუმის გუშაგები მოინახულა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ა(ა)იპ კურორტ ბეშუმის დირექტორთან, ემზარ ბოლქვაძესთან ერთად, კურორტი ბეშუმის გუშაგები მოინახულა. ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
16 თებერვალი 2026, 10:48
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: „იგლ ჰილსის“ პროექტის ფარგლებში პირველად გასაყიდად გამოტანილი საცხოვრებელი სივრცეების 60 პროცენტი საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს
Eagle Hills-ის უპრეცედენტო ინვესტიცია არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის, პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის უზრუნველყოფს 11 მილიარდის პირდაპირ ეფექტს, 24 000 სამუშაო ადგილს მშენებლობის პერიოდში, ხოლო 8 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის ოპერირებაში გაშვების შემდეგ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
16 თებერვალი 2026, 10:43
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ კერძო სექტორთან ერთად სწორი საერთო ძალისხმევით აუცილებლად უზრუნველვყოფთ სასურსათო პროდუქციაზე ფასების შემცირებას
სამომხმარებლო ფასების შემცირებასთან დაკავშირებით კერძო სექტორთან დაწყებული დიალოგის შეფასებისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრები იყო ძალიან საინტერესო და ძალიან გულწრფელი.
16 თებერვალი 2026, 10:40
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, შემდგომი რეალიზაციისა და მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში, მის საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსში უკანონოდ ინახავდა „Multi Tabak“-ის, „Multi Class“-ისა და „Armenia“-ს დასახელების 31 810 კოლოფ უაქციზო სიგარეტს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 159 000 ლარს აღემატება.
16 თებერვალი 2026, 10:39
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი ქართული ადგილობრივი პროდუქცია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ფასების შემცირებასთან დაკავშირებით დაწყებული პროცესის ფარგლებში გამოიკვეთა ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაც, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი ქართული ადგილობრივი პროდუქცია.
16 თებერვალი 2026, 10:36
საზოგადოება
კომუნიკაციების კომისია: 2025 წელს ტელევიზიებმა 2024 წელთან შედარებით 43%-ით მეტი, 99.2 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს
ტელემაუწყებლებისთვის 2025 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 82.3%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ დააგენერირა, რაც 81.7 მილიონია. 10.7% - პროდუქტის განთავსებიდან მიღებული შემოსავალი იყო, რაც 10.6 მილიონი ლარია, ხოლო 6.9% - სპონსორობამ, რამაც 6.8 მილიონი ლარი შეადგინა. შედარებისათვის, 2024 წელს პირდაპირი რეკლამით მიღებული შემოსავალი სარეკლამო შემოსავლების 70.6%-ს შეადგენდა, რაც 49 მილიონ ლარი იყო.
16 თებერვალი 2026, 10:35
სპორტი
42 წლის კანადელმა მოციგურავემ ოლიმპიადაზე პირველად იასპარეზა
დიანა სტელატო-დუდეკი აქტიური სპორტიდან 2000 წელს წავიდა და ყინულზე 16-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. თებერვლის დასაწყისში, ვარჯიშზე ქალმა სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც წყვილს ოლიმპიადაზე გუნდური ტურნირის გამოტოვება მოუწია.
16 თებერვალი 2026, 10:27
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
16 თებერვალი 2026, 10:25
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა მოსახლეობის მიმართ და ამ სწორი ბალანსის დაცვას ემსახურება პროცესი, რომელიც ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს
მინისტრის შეფასებით, პროცესში, რომელიც არის საკმაოდ გამჭვირვალე, უპირველესად მოხდა გარკვეული პრობლემის ლუსტრაცია და ყველა მხარე ადასტურებს, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან აწუხებს მოსახლეობას.
16 თებერვალი 2026, 10:24
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი 5 ავტომობილის გაქურდვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1984 წელს დაბადებული ნ.ა.დააკავეს.
16 თებერვალი 2026, 10:22
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს - დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, "ბუპრენორფინი" და ნარკოტიკული საშუალების შემცველი 81 აბი“.
16 თებერვალი 2026, 10:16
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს.
16 თებერვალი 2026, 10:13
საზოგადოება
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ179-კმ182 მონაკვეთზე (კალა-უშგული) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.
16 თებერვალი 2026, 10:13
საზოგადოება
გივი მიქანაძე ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლას ესტუმრა
გივი მიქანაძის თქმით, ვეკუას სკოლა ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლებელია, რომელმაც საქართველოს ფიზიკისა და მათემატიკის დარგში მრავალი პროფესიონალი აღუზარდა და ამ ტრადიციას ღირსეულად აგრძელებს. მინისტრის განცხადებით, სკოლის ინფრასტრუქტურული განვითარება სამინისტროს პრიორიტეტია.
16 თებერვალი 2026, 10:00
თემა
ჩინური ახალი წელი: აღმოსავლური ჰოროსკოპი და 2026 წლის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
აღმოსავლური ანუ ჩინური კალენდარი, რომელიც 60-წლიანი ციკლებისგან შედგება, წელთაღრიცხვის უძველესი და უნიკალური სისტემაა, რადგან ყოველ წელს სიმბოლური ცხოველი განასახიერებს. აღსანიშნავია, რომ 60 წლის განმავლობაში ცხოველები ხუთჯერ მოიპოვებენ მფარველის სტატუსს და ერთ-ერთ სტიქიასთან ერთად განსაზღვრავენ მის ხასიათსა და ენერგიას. მართალია, კალენდარში მკაცრადაა დაცული ცხოველთა რიგითობა - აუცილებლად ვირთხის ნიშნით იწყება და ღორის სიმბოლოთი მთავრდება, მაგრამ იცვლება სტიქია და მისი ფერი. მაგალითად, ცეცხლი წითელიც შეიძლება იყოს და იისფერიც, მიწა - ყვითელი ან ჟანგისფერი, ხე - მწვანე ან ცისფერი, წყალი - შავი ან ლურჯი, მეტალი კი - თეთრი ან ოქროსფერი. ამრიგად, აღმოსავლური კალენდრით, 2026 წელი - წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელია, რომელიც ჟინს და ენერგიას, მოძრაობას და მუდმივ ცვლილებებს განასახიერებს.
16 თებერვალი 2026, 09:58
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ეკონომიკის ზრდის კუთხით საქართველო ლიდერია როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის, ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკის თითოეული სექტორის გაძლიერება
„განსაკუთრებულად აღსანიშნავია ტურიზმის ინდუსტრია, სადაც რეკორდი გვქონდა ორი მიმართულებით - ეს იყო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა და ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, რომელმაც გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმს - 4,7 მილიარდ დოლარს მიაღწია“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
16 თებერვალი 2026, 09:43
მსოფლიო
მარკო რუბიო ბუდაპეშტში ჩავიდა
სლოვაკეთში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უნგრეთში ჩავიდა. რუბიო ბუდაპეშტში კვირას საღამოს ჩაფრინდა, დღეს კი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდება.
16 თებერვალი 2026, 09:30
მსოფლიო
უკრაინული დელეგაცია ჟენევაში აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრა
„ჟენევისკენ მიმავალ გზაზე. წინ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდია. გზაში კოლეგებთან ერთად ჩვენი ისტორიის გაკვეთილებს განვიხილავთ და სწორი დასკვნების ძიებაში ვიქნებით. უკრაინის ინტერესები დაცული უნდა იყოს“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
16 თებერვალი 2026, 09:24
მსოფლიო
მარკო რუბიო: რაც უფრო ძლიერები არიან ჩვენი მოკავშირეები, მით უფრო ძლიერები ვართ ჩვენ ერთად
რაც უფრო ძლიერები არიან ჩვენი მოკავშირეები, მით უფრო ძლიერები ვართ ჩვენ ერთად, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სლოვაკეთში, რობერტ ფიცოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
16 თებერვალი 2026, 09:15
მსოფლიო
ნავთობის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აღვიქვამ, როგორც პოლიტიკურ შანტაჟს უნგრეთისა და სლოვაკეთის მიმართ, მათი უკომპრომისო პოზიციის გამო, უკრაინის ევროკავშირში გაწევრების საკითხზე - რობერტ ფიცო უკრაინას პოლიტიკურ შანტაჟში ადანაშაულებს
„ნავთობის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აღვიქვამ, როგორც პოლიტიკურ შანტაჟს უნგრეთისა და სლოვაკეთის მიმართ, მათი უკომპრომისო პოზიციის გამო, უკრაინის ევროკავშირში გაწევრების საკითხზე. ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომლის მეშვეობითაც რუსული ნავთობი, უკრაინის გავლით, უნგრეთსა და სლოვაკეთში ხვდება, შესაძლოა, ბოლო დაზიანების შემდეგ უკვე შეკეთებულია, თუმცა უკრაინა, შეიძლება განზრახ აჭიანურებს მიწოდების აღდგენას, რათა ზემოქმედება მოახდინოს სლოვაკეთზე და აიძულოს ბრატისლავა, არ შეეწინააღმდეგოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრების საკითხს“.
16 თებერვალი 2026, 08:57
მსოფლიო
ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები 17 თებერვალს გაიმართება
„შეთანხმების გრძელვადიან პერიოდში მოქმედებისთვის აუცილებელია აშშ-მა ასევე მიიღოს სარგებელი მაღალი და სწრაფი ეკონომიკური შემოსავლის მქონე სფეროებში. მოლაპარაკებების საკითხებს შორის შედის ნავთობისა და გაზის საბადოების, ერთობლივი საბადოების, სამთო ინვესტიციებისა და თვითმფრინავების შესყიდვის საერთო ინტერესებიც კი. 2015 წელს დადებულმა ბირთვულმა შეთანხმებამ ვერ უზრუნველყო აშშ-ის ეკონომიკური ინტერესები“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დიპლომატიის დირექტორის მოადგილემ ჰამიდ ღანბარიმ.
16 თებერვალი 2026, 08:55
თემა
სურვილების რუკა: ოცნებების ასრულება ფენ-შუის მეთოდით
ჩინური კალენდრით 2026 წელი მხოლოდ ახლა შედის ძალაში, ამიტომ ვინც 31 დეკემბრის ღამეს ვერ მოასწრო სურვილების ჩაფიქრება, ახლა აქვს შანსი აინაზღაუროს დანაკლისი, მით უფრო, რომ ფენ-შუის სპეციალისტთა მტკიცებით, ენერგეტიკულად ძლიერი თებერვლის თვე - საუკეთესო პერიოდია სურვილების ჩაფიქრებისთვის.
16 თებერვალი 2026, 08:43
მსოფლიო
ზელენსკი: ჩვენ გადავეცით ბირთვული იარაღი და სანაცვლოდ მივიღეთ გარანტიები, რომ ჩვენი სუვერენიტეტი დაცული იქნებოდა. საბოლოოდ, უსაფრთხოების გარანტიები არ გვაქვს, რადგან რუსეთი მოვიდა და ჩვენი დამოუკიდებლობა არავინ დაიცვა
„გვქონდა ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელიც მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებდა. ჩვენ გადავეცით ბირთვული იარაღი და სხვა შეიარაღება და სანაცვლოდ მივიღეთ უსაფრთხოების გარანტიები, რომ ჩვენი სუვერენიტეტი დაცული იქნებოდა. საბოლოოდ, უსაფრთხოების გარანტიები არ გვაქვს, რადგან რუსეთი მოვიდა და ჩვენი დამოუკიდებლობა არავინ დაიცვა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
16 თებერვალი 2026, 08:35
მსოფლიო
მარკო რუბიო: არ გთხოვთ, აშშ-ის ვასალი გახდეთ. ჩვენ თქვენი პარტნიორობა გვსურს. ნებისმიერი მთავრობისთვის საკუთარი ხალხისა და ქვეყნის დაცვის უნარზე უფრო მნიშვნელოვანი ვალდებულება არ არსებობს
„არ გვინდა, რომ ჩვენზე იყოთ დამოკიდებული. არ გთხოვთ, აშშ-ის ვასალი გახდეთ. ჩვენ თქვენი პარტნიორობა გვსურს. ნებისმიერი მთავრობისთვის საკუთარი ხალხისა და ქვეყნის დაცვის უნარზე უფრო მნიშვნელოვანი ვალდებულება არ არსებობს. სწორედ ამიტომ ვუსვამთ ხაზს ნატოში ჩვენი პარტნიორების შესაძლებლობების მნიშვნელობას. ყოველთვის, როცა ამას ვამბობთ, ადამიანები პანიკაში ვარდებიან. ფიქრობენ, რომ ეს ნიშნავს, თითქოს ნატოს ან ჩვენს მოკავშირეებს მივატოვებთ. ჩვენი შეხედულებით კი, რაც უფრო ძლიერები არიან ჩვენი მოკავშირეები, მით უფრო ძლიერები ვართ ჩვენ ერთად“, - განაცხადა რუბიომ.
16 თებერვალი 2026, 08:29
მსოფლიო
კაია კალასი: წევრი სახელმწიფოები ჯერ არ არიან მზად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული თარიღის დასასახელებლად
„წევრი სახელმწიფოები ჯერ არ არიან მზად კონკრეტული თარიღის დასასახელებლად. წინ ბევრი სამუშაოა, მაგრამ ვფიქრობ, მათი პრიორიტეტია აქტიური მუშაობა და იმის დემონსტრირება, რომ უკრაინა ევროპის ნაწილია“, - განაცხადა კალასმა.
16 თებერვალი 2026, 08:17
სპორტი
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ოლიმპიადაზე თავისუფალ პროგრამას დღეს შეასრულებენ
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზე არიან. ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე წარადგინა და მსაჯებისგან 75.46 ქულა დაიმსახურა. პირველ ადგილზე გერმანელები მინერვა ჰასე და ნიკიტა ვოლოდინი არიან (80.01), მესამე პოზიციას კი კანადელები ლია პერეირა და მიშო ტრენტი იკავებენ (74.60).
16 თებერვალი 2026, 08:16
სამართალი
პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. დაკავებულებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
16 თებერვალი 2026, 08:13
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი დღეს სლოვაკეთში ჩავა
ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, იურაი ბლანართან გამართავს, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრები პრესასთან განცხადებებს გააკეთებენ.
16 თებერვალი 2026, 08:11
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი „იურიდიული დახმარების შესახებ კანონში“ ცვლილებებს განიხილავს
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელი ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. ამასთან, პრემიერს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება.


