არქივი

16 თებერვალი 2026, 08:57

მსოფლიო

ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები 17 თებერვალს გაიმართება

„შეთანხმების გრძელვადიან პერიოდში მოქმედებისთვის აუცილებელია აშშ-მა ასევე მიიღოს სარგებელი მაღალი და სწრაფი ეკონომიკური შემოსავლის მქონე სფეროებში. მოლაპარაკებების საკითხებს შორის შედის ნავთობისა და გაზის საბადოების, ერთობლივი საბადოების, სამთო ინვესტიციებისა და თვითმფრინავების შესყიდვის საერთო ინტერესებიც კი. 2015 წელს დადებულმა ბირთვულმა შეთანხმებამ ვერ უზრუნველყო აშშ-ის ეკონომიკური ინტერესები“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დიპლომატიის დირექტორის მოადგილემ ჰამიდ ღანბარიმ.

16 თებერვალი 2026, 08:55

თემა

სურვილების რუკა: ოცნებების ასრულება ფენ-შუის მეთოდით

ჩინური კალენდრით 2026 წელი მხოლოდ ახლა შედის ძალაში, ამიტომ ვინც 31 დეკემბრის ღამეს ვერ მოასწრო სურვილების ჩაფიქრება, ახლა აქვს შანსი აინაზღაუროს დანაკლისი, მით უფრო, რომ ფენ-შუის სპეციალისტთა მტკიცებით, ენერგეტიკულად ძლიერი თებერვლის თვე - საუკეთესო პერიოდია სურვილების ჩაფიქრებისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 თებერვალი 2026, 08:43

მსოფლიო

ზელენსკი: ჩვენ გადავეცით ბირთვული იარაღი და სანაცვლოდ მივიღეთ გარანტიები, რომ ჩვენი სუვერენიტეტი დაცული იქნებოდა. საბოლოოდ, უსაფრთხოების გარანტიები არ გვაქვს, რადგან რუსეთი მოვიდა და ჩვენი დამოუკიდებლობა არავინ დაიცვა

„გვქონდა ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელიც მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებდა. ჩვენ გადავეცით ბირთვული იარაღი და სხვა შეიარაღება და სანაცვლოდ მივიღეთ უსაფრთხოების გარანტიები, რომ ჩვენი სუვერენიტეტი დაცული იქნებოდა. საბოლოოდ, უსაფრთხოების გარანტიები არ გვაქვს, რადგან რუსეთი მოვიდა და ჩვენი დამოუკიდებლობა არავინ დაიცვა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მარკო რუბიო

16 თებერვალი 2026, 08:35

მსოფლიო

მარკო რუბიო: არ გთხოვთ, აშშ-ის ვასალი გახდეთ. ჩვენ თქვენი პარტნიორობა გვსურს. ნებისმიერი მთავრობისთვის საკუთარი ხალხისა და ქვეყნის დაცვის უნარზე უფრო მნიშვნელოვანი ვალდებულება არ არსებობს

„არ გვინდა, რომ ჩვენზე იყოთ დამოკიდებული. არ გთხოვთ, აშშ-ის ვასალი გახდეთ. ჩვენ თქვენი პარტნიორობა გვსურს. ნებისმიერი მთავრობისთვის საკუთარი ხალხისა და ქვეყნის დაცვის უნარზე უფრო მნიშვნელოვანი ვალდებულება არ არსებობს. სწორედ ამიტომ ვუსვამთ ხაზს ნატოში ჩვენი პარტნიორების შესაძლებლობების მნიშვნელობას. ყოველთვის, როცა ამას ვამბობთ, ადამიანები პანიკაში ვარდებიან. ფიქრობენ, რომ ეს ნიშნავს, თითქოს ნატოს ან ჩვენს მოკავშირეებს მივატოვებთ. ჩვენი შეხედულებით კი, რაც უფრო ძლიერები არიან ჩვენი მოკავშირეები, მით უფრო ძლიერები ვართ ჩვენ ერთად“, - განაცხადა რუბიომ.

კაია კალასი

16 თებერვალი 2026, 08:29

მსოფლიო

კაია კალასი: წევრი სახელმწიფოები ჯერ არ არიან მზად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული თარიღის დასასახელებლად

„წევრი სახელმწიფოები ჯერ არ არიან მზად კონკრეტული თარიღის დასასახელებლად. წინ ბევრი სამუშაოა, მაგრამ ვფიქრობ, მათი პრიორიტეტია აქტიური მუშაობა და იმის დემონსტრირება, რომ უკრაინა ევროპის ნაწილია“, - განაცხადა კალასმა.

ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა

16 თებერვალი 2026, 08:17

სპორტი

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ოლიმპიადაზე თავისუფალ პროგრამას დღეს შეასრულებენ

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზე არიან. ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე წარადგინა და მსაჯებისგან 75.46 ქულა დაიმსახურა. პირველ ადგილზე გერმანელები მინერვა ჰასე და ნიკიტა ვოლოდინი არიან (80.01), მესამე პოზიციას კი კანადელები ლია პერეირა და მიშო ტრენტი იკავებენ (74.60).

16 თებერვალი 2026, 08:16

სამართალი

პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. დაკავებულებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მაკა ბოჭორიშვილი

16 თებერვალი 2026, 08:13

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი დღეს სლოვაკეთში ჩავა

ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, იურაი ბლანართან გამართავს, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრები პრესასთან განცხადებებს გააკეთებენ.

16 თებერვალი 2026, 08:11

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი „იურიდიული დახმარების შესახებ კანონში“ ცვლილებებს განიხილავს

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელი ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. ამასთან, პრემიერს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება.

16 თებერვალი 2026, 08:07

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ

„გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით „გრანტის“ ცნება ფართოვდება და გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

16 თებერვალი 2026, 08:00

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისშიც უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

16 თებერვალი 2026, 01:40

სპორტი

ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამაში 75,46 ქულა მოაგროვა

მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. მილანში ფიგურულ მოციგურავეთა - ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას - სპორტულმა წყვილმა იასპარეზა.

მაკა ბოჭორიშვილი

16 თებერვალი 2026, 00:37

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მზადაა ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთობების განახლებისთვის

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის კვირის“ ეთერში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა დიალოგისა და ორმხრივი ჩართულობის მნიშვნელობას. მინისტრის განცხადებით, საქართველო არაერთხელ გამოხატავდა ურთიერთობების განახლების მზადყოფნას.

მაკა ბოჭორიშვილი

16 თებერვალი 2026, 00:37

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: განსაკუთრებული ძალისხმევა დაიხარჯა ევროპელ პარტნიორებთან იმ მიმართულებით, რომ საქართველო გარიყულიყო როგორც ევროპული, ისე ამერიკული დღის წესრიგიდან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დინამიკასა და მიმდინარე გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ვაშინგტონში უკვე გაიმართა განხილვები საქართველოსთან დაკავშირებით და იგეგმება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის მიზნით.

გურამ მაჭარაშვილი

15 თებერვალი 2026, 23:57

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალა“ ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ ვამბობდით, რომ ევრო ბიუროკრატიასა და „დიფ სთეისთს“, ამერიკასა თუ ევროკავშირში, მიზნად ჰქონდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა

ჩვენ, „ხალხის ძალა“ ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ ვამბობდით, რომ ევრო ბიუროკრატიასა და „დიფ სთეისთს“, ამერიკასა თუ ევროკავშირში, მიზნად ჰქონდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოში ევრო ბიუროკრატების მიზნებზე საუბრისას.

დავით მათიკაშვილი

15 თებერვალი 2026, 23:50

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ჩვენ რომ 2022 წელს ავყოლოდით იმ ზეწოლას, რომელიც საქართველოზე ხორციელდებოდა, დღეს ბევრად უარეს დღეში ვიქნებოდით, ვიდრე არის სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი უკრაინა. საერთოდ, საქართველო იქნებოდა თუ არა, ესეც საკითხავია

ჩვენ რომ მათ ავყოლოდით, დღეს ბევრად უარეს დღეში ვიქნებოდით, ვიდრე არის სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი უკრაინა. საერთოდ საქართველო იქნებოდა თუ არ იქნებოდა, როგორ სახელმწიფო, ესეც არის საკითხავი, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევრობიუროკრატების მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრისას.

დავით მათიკაშვილი

15 თებერვალი 2026, 23:39

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ევრობიუროკრატებზე: შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ სასამართლო მათ სჭირდებოდათ და სჭირდებათ ინსტრუმენტად, რათა დააყენონ ის პოლიტიკური შედეგი, რაც მათ სურთ, რაც მათ დააყენეს რუმინეთში

შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ სასამართლო მათ სჭირდებოდათ და სჭირდებათ ინსტრუმენტად, რათა დააყენონ ის პოლიტიკური შედეგი, რაც მათ სურთ, რაც მათ დააყენეს რუმინეთში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა. მან ევრობიუროკრატების მხრიდან ქართულ სასამართლოზე განხორციელებულ თავდასხმაზე, ვეტინგის მოთხოვნასა და სასამართლო სისტემაში უცხოელი სპეციალისტების ჩარევის სურვილზე ისაუბრა.

დავით მათიკაშვილი

15 თებერვალი 2026, 23:29

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: გაუგონარი თავდასხმა ხდებოდა ქართულ სუვერენიტეტზე მაშინ, როდესაც ევროპელი მაღალჩინოსნები თბილისის ქუჩებში დაიარებოდნენ ადგილობრივ რადიკალებთან ერთად და პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ ჩვენს მოსახლეობაზე

გაუგონარი თავდასხმა ხდებოდა ქართულ სუვერენიტეტზე მაშინ, როდესაც ევროპელი მაღალჩინოსნები თბილისის ქუჩებში დაიარებოდნენ ადგილობრივ რადიკალებთან ერთად და პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ამომრჩევლებზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი

15 თებერვალი 2026, 23:24

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ევროკავშირის რეპუტაცია დღეს ძალიან შებღალულია. ევროკავშირის რეპუტაციის ანალიზი თუ გვინდა, იმ სტრატეგიას უნდა გადავავლოთ თვალი, რაც აშშ-ში სულ ცოტა ხნის წინ დაიდო

ევროკავშირის რეპუტაცია დღეს ძალიან შებღალულია. ევროკავშირის რეპუტაციის ანალიზი თუ გვინდა, იმ სტრატეგიას უნდა გადავავლოთ თვალი, რაც აშშ-ში სულ ცოტა ხნის წინ დაიდო, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, რომელმაც ევრობიუროკრატთა ორმაგ სტანდარტზე ისაუბრა.

დავით მათიკაშვილი

15 თებერვალი 2026, 23:23

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რუმინეთი არის მაგალითი, თუ როგორ შეუძლიათ საფუძვლის გარეშე სახელმწიფოს საქმეებში ჩაერიონ, შემდგარი არჩევნების პირველი ტური გააუქმონ და დღის წესრიგში დააყენონ მოცემულობა, რაც ამ ქვეყნის ინტერესებში არ შედის

რუმინეთი არის ცალსახა მაგალითი, თუ როგორ შეუძლიათ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ჩაერიონ, თითიდან გამოწოვილი მიზეზებით უკვე შემდგარი არჩევნების პირველი ტური გააუქმონ და დღის წესრიგში დააყენონ ისეთი პოლიტიკური მოცემულობა, რაც ამ კონკრეტული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა რუმინეთის სასამართლოს მიერ არჩევნების შედეგების გაუქმებაზე საუბრისას.

სტეფანო ახოკე

15 თებერვალი 2026, 23:17

პოლიტიკა

სტეფანო ახოკე: ჰელსინკის კომისია „დიფ სთეითის“ ინსტრუმენტია, მისი წევრები, რომელთაც ახლო კავშირები აქვთ ქართულ ოპოზიციასთან, „დიფ სთეითს“ წარმოადგენენ. საქართველოს ხელისუფლება შესანიშნავად უწევს წინააღმდეგობას კომისიის გავლენებს

დუნაის უნივერსიტეტის ევროპული პოლიტიკის მკვლევარი სტეფანო ახოკე „იმედის კვირასთან“ საქართველოს მიმართ ჰელსინკის კომისიის მიდგომაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომისია პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იქცა.

დავით მათიკაშვილი

15 თებერვალი 2026, 23:16

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ევროკავშირი დღეს აბსოლუტურად დაცლილია ყველა ღირებულებისგან და არის არაფორმალური გავლენების ხელში ინსტრუმენტად გადაქცეული, მათ შორის სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში ჩარევის თვალსაზრისით

ევროკავშირი რა ღირებულებების გარშემო იქმნებოდა ჩვენ კარგად გვახსოვს, ეს არის ევროპელი ხალხების ეკონომიკური კეთილდღეობა და მშვიდობის უზრუნველყოფა ევროპის კონტინენტზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

იან პრაუდი

15 თებერვალი 2026, 22:49

პოლიტიკა

იან პრაუდი: ჰელსინკის კომისია უცხო სახელმწიფოებში ზეგავლენის ინსტრუმენტია, ეს კარგად ჩანს საქართველოს შემთხვევაში

ჰელსინკის კომისია უცხო სახელმწიფოებში ზეგავლენის ინსტრუმენტია, ეს კარგად ჩანს საქართველოს შემთხვევაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ბრიტანელმა დიპლომატმა და საერთაშორისო ეკონომიკის მკვლევარმა იან პრაუდმა. არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი - შეგვიძლია ადაპტირება და არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში

მაკა ბოჭორიშვილი

15 თებერვალი 2026, 22:25

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: აშშ-სთან ურთიერთობის განახლება მოითხოვს დიალოგს, ურთიერთობებს ორივე მხრიდან, რათა დავინახოთ, თუ რა ინტერესებით მოქმედებს აშშ ჩვენს რეგიონში და რა შეიძლება იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის დღის წესრიგში

მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით იყო უკვე საუბარი, ჰქონდათ საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტში და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება იმისთვის, რომ მოხდეს გადახედვა იმ მდგომარეობის, რა მდგომარეობაც არის დღეს და იმ მემკვიდრეობის, რა მემკვიდრეობაც არის დღეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

ტომაშ ფროელიხი

15 თებერვალი 2026, 22:22

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ფროელიხი: ჰელსინკის კომისია დემოკრატიის შესახებ რიტორიკის მიღმა იმალება, როდესაც მშვიდობას ძირს უთხრის. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შესანიშნავად ამოიცნო, ეს გახლავთ პრაგმატული ხელისუფლების დაპირისპირება ომის პარტიასთან

„ჰელსინკის კომისია წარმოადგენს ყველაფერ კორუმპირებულს, როდესაც საგარეო პოლიტიკურ არქიტექტურაზე ვსაუბრობთ, მათ არ აქვთ ანგარიშვალდებულება. კომისიაში შეაღწია უცხო ფულმა, ეს კომისია დემოკრატის შესახებ რიტორიკის მიღმა იმალება, როდესაც მშვიდობას ძირს უთხრის. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შესანიშნავად ამოიცნო, ეს გახლავთ პრაგმატული ხელისუფლების დაპირისპირება ომის პარტიასთან“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხმა. „ჰელსინკის კომისია სხვა სახელმწიფოთა საქმეში ჩარევის ინსტრუმენტია, თავად კომისიის შიდა გამოძიებამ დაადგინა რომ კომისიაში ადგილი აქვს სისტემურ ჩავარდნას უცხო გავლენის აგენტთა რეგისტრაციას, ფარულ დაფინანსებას უცხოეთიდან, საკმაოდ საეჭვო ურთიერთობას კომისიის თანამშრომლებსა და უცხო სახელმწიფოებს შორის“„საუბარი ასევე ეხება ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაქცეულ ფინანსისტებს, ეს გახლავთ უსაფრთხოების კლასიკური გამოწვევა, ეს კომისია არ ემსახურება ამერიკულ ინტერესებს, ის ემსახურება ნაწილობრივ ვაშინგტონში და რაც მთავარია ბრიუსელში მყოფ ელიტებს, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ეს ინსტიტუტი იმ ძალის წარმომადგენელია რომელიც მუდმივი კონფლიქტით საზრდოობს.

15 თებერვალი 2026, 22:12

კულტურა

თბილისის მერიამ პროექტების დასაფინანსებლად, კონკურსის „შემოქედებითი თბილისი“ ახალი ეტაპი გამოაცხადა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ქართულ ზღაპრებზე დაფუძნებული კომპიუტერული თამაშები, პროექტები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, სამეცნიერო, პოპულარული წიგნები, თანამედროვე ხელნაკეთი ნივთები - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლებიც დედაქლაქის მერიამ კონკურსის - ,,შემოქედებითი თბილისი“ ფარგლებში, დააფინანსა.

ტიერი მარიანი

15 თებერვალი 2026, 21:50

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: ევროკომისია მაგონებს საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს - თუ ეთანხმები ამ თანამედროვე პოლიტბიუროს პოლიტიკას, მაშინ მათი მხარდაჭერა და ფული შენია, თუ პოლიტიკის წარმოებას სამშობლოს ინტერესებით აპირებ, დიდი გამოწვევები გელის წინ

ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროკავშირის რეალურ პოლიტიკასა და მიდგომებზე ისაუბრა.

15 თებერვალი 2026, 21:50

პოლიტიკა

საქართველოს წყლის რესურსების პოტენციალი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ახლახან, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP)ორგანიზებით, „წყლის მომავლის პირველი საერთაშორისო ფორუმი“ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა ყველა, ვინც წყლის რესურსების მართვის მსოფლიო პოლიტიკას ქმნის.

ლევან მახაშვილი

15 თებერვალი 2026, 21:46

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საქართველოს პოლიტიკა არ იყო გამიზნული იმაზე, რომ სხვა დედაქალაქი ესიამოვნებინა, აქ მთავარი იყო, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო იმავე ტრაგედიებს, რა მდგომარეობაშიც სამწუხაროდ დღეს არის უკრაინა და მოძმე უკრაინელები

ჩვენ არაფერი არ გვიკვირს, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რაც მივიღეთ, რაც ემსახურებოდა ეროვნული ინტერესების დაცვას და დავინახეთ, რომ როდესაც ზოგი ქვეყანა ასე იქცევა, ეძახის ეროვნული ინტერესების დაცვას, მაგრამ თუ არ აწყობს, სტრატეგიული კურსიდან გადახვევას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევრო ბიუროკრატიაზე საუბრისას.

თამთა მეგრელიშვილი

15 თებერვალი 2026, 21:33

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: დებატების შედეგად გამოიკვეთა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის მიმართ სისტემურად ჩამოყალიბებული არგუმენტირებული წინააღმდეგობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ წინააღმდეგობა წინააღმდეგობისთვის

„იმედის“ ეთერში გამართულმა დებატებმა აჩვენა სხვაობა არაპროფესიულ და პროფესიულ მსჯელობას შორის. პრემიერი და განათლების მინისტრი ყურადღებას ამახვილებდა სისტემურ ცვლილებებზე, ინსტიტუციურ მოწყობასა და გრძელვადიან შედეგებზე - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.