არქივი

ცოტნე ანანიძე

15 თებერვალი 2026, 14:48

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: როცა დებატებში მარცხდები, დებატების დაკნინებას იწყებ - ეს არის ოპოზიციის სტრატეგია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განათლების რეფორმის შესახებ გამართულ დებატებს ეხმიანება.

15 თებერვალი 2026, 14:45

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, 14 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პაბლო კირნოსთან.

მარკო რუბიო

15 თებერვალი 2026, 14:37

მსოფლიო

მარკო რუბიომ რუსეთ-უკრაინის ომს უაზრო უწოდა

„არ მგონია ვინმე იგებდეს. რუსები ახლა კვირაში 7-8 ათას ჯარისკაცს იღებენ, დაჭრილებისა და დაღუპულების ჩათვლით. უკრაინამაც უზარმაზარი ზიანი განიცადა, მათ შორის იერიშები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ამ ქვეყნის აღდგენას მილიარდობით დოლარი და მრავალი წელი დასჭირდება. ეს უაზრო ომია. ჩვენ უნიკალურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, როგორც ალბათ ერთადერთი ქვეყანა დედამიწაზე, რომელსაც შეუძლია ორივე მხარე ერთად დასვას და ომის მოლაპარაკებების გზით დასრულების შესაძლებლობა განიხილოს. ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომელსაც არ მოვერიდებით“, - განაცხადა რუბიომ.

ოსკარ პისტორიუსი

15 თებერვალი 2026, 14:25

მსოფლიო

ბორის პისტორიუსი: ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

„ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მაშინ როცა ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს მომავალშიც გააგრძელებს სტრატეგიული და ბირთვული მხარდაჭერის უზრუნველყოფას, ნატო უფრო ევროპული ხდება, რათა დარჩეს ტრანსატლანტიკური. თვით შეერთებულ შტატებსაც კი არ შეუძლია მარტო მოქმედება, მას სჭირდება მოკავშირეები. ნატოს ფარგლებში მათი არსებობა, შეერთებულ შტატებს სხვა ძალებზე ძლიერს ხდის“, - აღნიშნა პისტორიუსმა.

15 თებერვალი 2026, 14:19

პოლიტიკა

გვარამია-ჯაფარიძის კოალიციის დაშლას უარყოფს თავად ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე კი „ქრონიკის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს

გვარამია-ჯაფარიძის კოალიციის დაშლას უარყოფს თავად ნიკა გვარამია. ზურა ჯაფარიძემ კი „ქრონიკის“ სატელეფონო ზარს არ უპასუხა. „პრაიმ-ტაიმის“ ინფორმაციით კი, ზურა ჯაფარიძემ და მისი პარტიის წევრებმა საერთო ჩატები დატოვეს. ვ

მეუფე შიო

15 თებერვალი 2026, 14:19

საზოგადოება

მეუფე შიომ სამებაში მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა

„ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული. მართალი სიმეონის შეხვედრისა უფალთან, ადამიანის შეხვედრისა ღმერთთან, ძველი აღქმის ახალ აღქმასთან. ღმერთთან შეხვედრა ხდება შეჭირვებული ადამიანის გვერდით. ღმერთთან შეხვედრა შეიძლება მოხდეს დიდი სიხარულის დროს, რომელსაც უფალი გვაძლევს, მაგრამ განსაკუთრებით, ღმერთთან შეხვედრა ხდება წმინდა ზიარების საიდუმლოში. ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ უფალს, ვერ ვცნობთ მას“, - განაცხადა მეუფე შიომ.

15 თებერვალი 2026, 14:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში.

ზურაბ ქადაგიძე

15 თებერვალი 2026, 13:43

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის შესახებ: შინაარსში კი არ „არ შედიან“, უბრალოდ არ შეუძლიათ! ზედაპირულობა - მათი სტილია. უნიათობა - მათი ბუნება. ყვირილი - არგუმენტების ერთადერთი ალტერნატივა

„2023 წელს, როცა „ხალხის ძალამ“ გამჭვირვალობის კანონპროექტი წარადგინა, ლიბერალური ელიტის მთავარი ლოზუნგი იყო: „შინაარსში არ შევიდეთ!“. მაშინ ეს გამიზნული მავნებლობა გვეგონა... თუმცა, „იმედის“ დებატებმა ყველაფერს ფარდა ახადა და ეს ფრაზა ახლებურად „ააჟღერა“. აღმოჩნდა, რომ შინაარსში კი არ „არ შედიან“, არამედ, უბრალოდ არ შეუძლიათ! ზედაპირულობა - მათი სტილია. უნიათობა - მათი ბუნება. ყვირილი - არგუმენტების ერთადერთი ალტერნატივა. როცა ცოდნა ნულია, დარჩენილი გამოსავალი შინაარსისგან გაქცევაა. გუშინდელმა ეთერმა დაადასტურა: ჩვენ საქმე გვაქვს არა ძლიერ ოპონენტთან, არამედ ინტელექტუალურ ბლეფთან, რომელიც პირველივე სერიოზულ კითხვაზე ჩამოიშალა“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

კაია კალასი

15 თებერვალი 2026, 13:35

მსოფლიო

კაია კალასი: რუსეთი არ არის ზესახელმწიფო. მის მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე მინიმალისტური რეაგირება არ შეიძლება

„რუსეთის მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე მინიმალისტური რეაგირება არ შეიძლება. თუ უკრაინის არმია ზომაში შეიზღუდება, რუსეთის არმიაც ასევე უნდა შეიზღუდოს. რუსეთმა უკრაინას ნგრევისთვის საფასური უნდა გადაუხადოს. სამხედრო დამნაშავეებისთვის არანაირი ამნისტია არ უნდა არსებობდეს. დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ. ეს არის მინიმუმი, რასაც რუსეთი უნდა დაეთანხმოს, თუკი მშვიდობა მისი მიზანია“, - განაცხადა კალასმა.

პედრო სანჩესი

15 თებერვალი 2026, 13:17

მსოფლიო

პედრო სანჩესის განცხადებით, ბირთვული გადაიარაღება პუტინის აგრესიისგან არავის დაიცავს

სანჩესმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბირთვულ იარაღზე ყოველ საათში 11 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს. მხოლოდ აშშ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ბირთვულ არსენალზე 946 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს. „ეს თანხა საკმარისია მსოფლიოში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნა ესპანეთის პრეზიდენტმა.

მარკო რუბიო

15 თებერვალი 2026, 12:44

მსოფლიო

მარკო რუბიო „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

„ლიდერებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა კონფლიქტები აფრიკაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, ისევე როგორც რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები ინდოეთსა და წყნარი ოკეანეს რეგიონსა და დასავლეთ ნახევარსფეროში. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება ვენესუელაში სტაბილურობის ხელშეწყობისა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებების მიმართ. სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და მისმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს დიდი შვიდეულის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის გლობალური საფრთხეების მოსაგვარებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიტალი კლიჩკო

15 თებერვალი 2026, 12:38

მსოფლიო

ვიტალი კლიჩკო: კიევი კატასტროფის ზღვარზეა. უკრაინა გადარჩება თუ არა, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

Financial Times-ი კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საგანგაშო გზავნილებზე საუბრობს. კლიჩკო აღნიშნავს, რომ კიევი კატასტროფის ზღვარზეა და უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობა, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

თამარ ჩიბურდანიძე

15 თებერვალი 2026, 12:29

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: არჩევნებამდე ჯერ ადრეა და ასე თუ გაგრძელდა, დარჩენილ ოპოზიციას სანთლით საძებნელი ეყოლება საკუთარი ამომრჩეველი

პარტია „ხალხის ძალის“ წვერი, თამარ ჩიბურდანიძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება განათლების რეფორმის შესახებ „იმედის“ ეთერში გამართულ დებატებს და წერს, რომ ოპოზიციურად განწყობილმა პროფესორ-ექსპერტებმა რეფორმების საწინააღმდეგოდ ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიყვანეს.

15 თებერვალი 2026, 12:14

ჯანდაცვა

ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების დღეს, მიხეილ სარჯველაძე იაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა

მიხეილ სარჯველაძემ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტები მოინახულა, შეხვდა მათ მშობლებსა და სამედიცინო პერსონალს. მინისტრი ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.

15 თებერვალი 2026, 12:12

მსოფლიო

გერმანიაში ბოლო 2 თვის განმავლობაში მეხუთე ბანკი გაძარცვეს

მძარცველებმა შენობის სარდაფში გაურკვეველი სითხე გაასხურეს. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო, დაახლოებით 15:30 საათზე, ბანკის თანამშრომლები შეუძლოდ გახდნენ. ადგილზე მეხანძრეები და მედიკოსები მივიდნენ. ორ თანამშრომელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, შენობიდან კი ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. სპეციალურმა გაზომვებმა შენობაში სახიფათო ნივთიერებების მომატებული კონცენტრაცია ვერ გამოავლინა.

ზურიკო დავითაშვილი

15 თებერვალი 2026, 11:52

სპორტი

„სენტ-ეტიენმა“ „გინგამს“ დავითაშვილის დუბლით მოუგო

სტუმართა ქართველმა შემტევმა მე-10 წუთზე ანგარიში ზუსტი თერთმეტმეტრიანით გახსნა, ზუსტად 4 წუთში კი მეორე გოლი თავით გაიტანა. მიმდინარე სეზონში დავითაშვილის ანგარიშზე უკვე 10 გოლია და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.

15 თებერვალი 2026, 11:48

საზოგადოება

ილუზიების მუზეუმში „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე დავით მაჭავარიანის ციფრული პროექტია წარმოდგენილი

ილუზიების მუზეუმში „ვეფხისტყაოსნის“ ახალი ფორმით შეცნობას შეძლებთ. დავით მაჭავარიანის გრაფიკულმა რომანმა „ვეფხისტყაოსანი” კიდევ უფრო თანამედროვე სახე შეიძინა.

15 თებერვალი 2026, 11:47

მსოფლიო

საფრანგეთში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

შტორმ „ნილსით“ გამოწვეული წყალდიდობის გამო საფრანგეთის ლოტ-ი-გარონის რეგიონში განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული. გადაუღებელი წვიმის შედეგად, მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. წყლითაა დაფარული დასახლებული პუნქტები. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგანაც წყლის დონე მატებას განაგრძობს. სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

ვიქტორ ორბანი

15 თებერვალი 2026, 11:39

მსოფლიო

ორბანი ზელენსკის: რაღაც არასწორად გესმით - ეს დისკუსია არც ჩემზე და არც თქვენზეა. საქმე უნგრეთის, უკრაინის და ევროპის მომავალს ეხება. სწორედ ამიტომ ვერ გახდებით ევროკავშირის წევრი

„პატივცემულო ვოლოდიმირ ზელენსკი, მადლობა ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი კიდევ ერთი წინასაარჩევნო გამოსვლისთვის. ეს უნგრელებს დაეხმარება სიტუაცია კიდევ უფრო ნათლად დაინახონ, თუმცა თქვენ რაღაც არასწორად გესმით: ეს დისკუსია არც ჩემზე და არც თქვენზეა. საქმე უნგრეთის, უკრაინის და ევროპის მომავალს ეხება. სწორედ ამიტომ ვერ გახდებით ევროკავშირის წევრი“, - წერს ორბანი.

ილჰამ ალიევი

15 თებერვალი 2026, 11:30

პოლიტიკა

ილჰამ ალიევი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე: მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტს

„ჩვენ მოვხსენით აზერბაიჯანის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე ყველა შეზღუდვა. მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტს, მას შემდეგ, რაც საქონელი საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან სომხეთში ჩავა. ასევე, დავიწყეთ ნავთობპროდუქტების მიწოდება სომხეთისთვის, რაც მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტია და ამით პრაქტიკულად ორმხრივი ვაჭრობა დავიწყეთ. დამაკავშირებელი პროექტები და დერეფნები კიდევ უფრო გაგვაერთიანებს, ურთიერთდამოკიდებულებს გაგვხდის, შექმნის სრულიად ახალ სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში, სადაც აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი საბოლოოდ დაიწყებენ სამმხრივ საფუძველზე თანამშრომლობას“, - აღნიშნა ალიევმა.

არჩილ გორდულაძე

15 თებერვალი 2026, 11:18

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: როდესაც საკითხი საჯარო დებატების ფორმატამდე მივიდა, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ თავდამსხმელების მხარეს არცერთი არგუმენტი არ არსებობს

„არაერთხელ მოვისმინეთ ე.წ. ექსპერტების კრიტიკა განათლების მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა როდესაც საკითხი საჯარო დებატების ფორმატამდე მივიდა, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ თავდამსხმელების მხარეს არცერთი არგუმენტი არ არსებობს. სწორედ ამიტომ დასრულდა დებატები პრემიერ-მინისტრისა და ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 100:0. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საგნობრივი და არგუმენტებზე დაფუძნებული მსჯელობა ,,ქართული ოცნების” ველია და სწორედ ამის გამო გაურბიან საგნობრივ საუბარს ოპონენტები“, - წერს გორდულაძე.

მაკა ბოჭორიშვილი

15 თებერვალი 2026, 11:14

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების კონფერენციის კონტექსტში სწორედ შუა დერეფნის განვითარებაზე იყო საუბარი

„ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც შეეხება დაკავშირებადოებას, შუა დერეფნის ფუნქციონირებას, განვითარებას, იყო მსჯელობა არაერთ ფორმატში, მათ შორის ერთ-ერთი დიალოგში მეც მქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო, აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ უსაფრთხოების კონფერენციის კონტექსტში სწორედ შუა დერეფნის განვითარებაზე იყო საუბარი. საინტერესო მოხსენებებიც მოვისმინეთ, რაც ალბათ მნიშვნელოვანი გადასაფასებელი იქნება ევროპელი ლიდერებისთვის და გასათვალისწინებელი სამომავლო პოლიტიკის შემუშავებაში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

15 თებერვალი 2026, 11:08

კულტურა

სლოვაკეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თინათინ რუხაძე სლოვაკეთის კულტურის მინისტრს შეხვდა

მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების პერსპექტივაზე იმსჯელეს. ყურადღება დაეთმო თეატრის, კინოს, ფოლკლორისა და სამუზეუმო მიმართულებებს. ასევე, განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთის კულტურის დღეების გამართვის საკითხი, რაც ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივი ახალგაზრდული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

15 თებერვალი 2026, 11:06

სამართალი

საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“ გრძელდება

კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრებმა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისსა და ქუთაისში VI–IX კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედება, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა, სოციალური წნეხის ამოცნობა და მასთან გამკლავების ეფექტიანი გზები.

15 თებერვალი 2026, 11:02

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ 2021 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ბ.ს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მსჯავრდებული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

15 თებერვალი 2026, 11:02

სამართალი

კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 4 პირი - 2001 წელს დაბადებული ქ.ა., 2002 წელს დაბადებული ე.კ., 1995 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული შ.კ. დააკავეს.

15 თებერვალი 2026, 10:58

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1984 წელს დაბადებულ ა.გ-ს ცივი იარაღით მუცლის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

15 თებერვალი 2026, 10:57

სამართალი

სამართალდამცველებმა 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარიდან მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ბრალდებულის სახით დააკავეს.

დავით ქართველიშვილი

15 თებერვალი 2026, 10:47

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მიუნხენი-2026 იქცა არა იმდენად კოლექტიური დასავლეთის ფორუმად, რამდენადაც მისი შიდა ბზარების გამოაშკარავების ვიტრინად

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია-2026-ს ეხმიანება და აცხადებს, რომ წლევანდელმა ფორუმმა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე ფორმალური დისკუსიის მიღმა დასავლური ერთობის შიდა წინააღმდეგობები გამოკვეთა. მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესები მიუთითებს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გადაფასებაზე და გეოპოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილებაზე.

15 თებერვალი 2026, 10:29

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე თამაშს სტუმრად ნიდერლანდებთან ჩაატარებენ. თამაში ამსტერდამში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ტელეკომპანია „იმედი“ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.