არქივი
15 თებერვალი 2026, 10:57
სამართალი
სამართალდამცველებმა 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარიდან მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ბრალდებულის სახით დააკავეს.
15 თებერვალი 2026, 10:47
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მიუნხენი-2026 იქცა არა იმდენად კოლექტიური დასავლეთის ფორუმად, რამდენადაც მისი შიდა ბზარების გამოაშკარავების ვიტრინად
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია-2026-ს ეხმიანება და აცხადებს, რომ წლევანდელმა ფორუმმა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე ფორმალური დისკუსიის მიღმა დასავლური ერთობის შიდა წინააღმდეგობები გამოკვეთა. მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესები მიუთითებს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გადაფასებაზე და გეოპოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილებაზე.
15 თებერვალი 2026, 10:29
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება
ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე თამაშს სტუმრად ნიდერლანდებთან ჩაატარებენ. თამაში ამსტერდამში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ტელეკომპანია „იმედი“ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
15 თებერვალი 2026, 10:18
მსოფლიო
ირანში აცხადებენ, რომ მზად არიან დათმობებისთვის, თუ აშშ სანქციების მოხსნას განიხილავს
„ბურთი ახლა ამერიკის მოედანზეა, რათა დაამტკიცონ, რომ მათ ნამდვილად სურთ შეთანხმება. თუ ისინი გულწრფელები იქნებიან, დარწმუნებული ვარ, შეთანხმებისკენ მიმავალ გზას დავადგებით“, - აღნიშნა მინისტრმა.
15 თებერვალი 2026, 09:51
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ბრიტანეთის გავლენის გაფართოების მექანიზმები, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოების შერყევას ისახავს მიზნად მის ტრადიციულ ინტერესთა ზონაში, სრულ სიმძლავრეზეა ამუშავებული
„ლონდონი ტრადიციულად ერიდება პირდაპირ კონფრონტაციას. მისი სტრატეგიაა მართვადი პერიფერიის შექმნა - დამოკიდებულებისა და კონტროლირებადი არასტაბილურობის ზოლის სახით. თუმცა მაშინ, როდესაც რეგიონში სრული მასშტაბით ბრუნდება აშშ და რუსეთი მას სასიცოცხლო ინტერესთა სივრცედ განიხილავს, ბრიტანული მოდელი მზარდი ზემოქმედების ქვეშაა - ამის იგნორირება სტრატეგიული შეცდომა იქნება. ახალი გავლენების გადანაწილების ეპოქაში დაუსჯელობის ილუზია ყველაზე მოწყვლადი აქტივია ნებისმიერი იმპერიული კონსტრუქციისთვის. საქართველოს გადასახედიდან კი, ამ მონსტრების სპეცსამსახურების გააქტიურებას რეგიონში მათი მისამართით ყველაზე კარგად მიესადაგება შექსპირის ტრაგედიიდან „რომეო და ჯულიეტა“ მერკუციოს ფრაზა: A plague o’ both your houses! - „შავი ჭირი ორივე თქვენს სახლს!“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
15 თებერვალი 2026, 09:42
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირი უნგრეთისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე რუსეთი
„უნდა შევეჩვიოთ აზრს, რომ მათ, ვისაც თავისუფლება უყვარს, აღმოსავლეთის კი არა, ბრიუსელის უნდა ეშინოდეთ. პუტინით ხალხის დაშინება პრიმიტიული და არასერიოზულია. ბრიუსელი კი ხელშესახები რეალობა და გარდაუვალი საფრთხის წყაროა. ეს მწარე სიმართლეა და ჩვენ ამას არ შევეგუებით“, - განაცხადა მან.
15 თებერვალი 2026, 09:24
მსოფლიო
შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიაში თავდასხმისას სულ მცირე 30 ადამიანი მოკლეს
თავდასხმები ნიგერის შტატში მდებარე დასახლებებში - ტუნგა-მაკერიში, კონკოსოსა და პისაში მოხდა. ეს სოფლები ბორგუს რეგიონის ნაწილია, რომელიც კვარას შტატს ესაზღვრება, სადაც თვის დასაწყისში ისლამისტებმა 160-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.
15 თებერვალი 2026, 09:08
სპორტი
გიორგი მიქაუტაძემ „ხეტაფეს“ გაუტანა⚽
ერთადერთი გოლი „ვილიარეალის“ შემადგენლობაში ქართველმა ფორვარდმა გაიტანა, რომელიც მოედანზე მატჩის მეორე ნახევარში გავიდა. მან მეტოქის კარი 76-ე წუთზე, თამაშში ჩართვიდან 11 წუთში აიღო.
15 თებერვალი 2026, 09:02
სპორტი
გიორგი შერმადინმა „ბრეოგანთან“ 18 ქულა დააგროვა🏀
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:07 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. გიორგიმ 11-დან 8 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა.
15 თებერვალი 2026, 08:47
სპორტი
ზამთრის ოლიმპიადის ისტორიაში პირველად ოქრო სამხრეთამერიკელმა სპორტსმენმა მოიპოვა
ორი მცდელობის ჯამში 25 წლის სპორტსმენის შედეგი 2 წუთი და 25 წამი იყო. მეორე ადგილზე შვეიცარიელი მარკო ოდერმატი გავიდა, ბრინჯაო კი ასევე შვეიცარიელმა მოთხილამურემ, ლოიკ მეიარმა მოიპოვა.
15 თებერვალი 2026, 08:32
მსოფლიო
Bloomberg: ევროპის ქვეყნები რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების დაკავების შესაძლებლობას განიხილავენ
გამოცემის ცნობით, შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, რიჩარდ ნაიტონმა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, ტანკერების წინააღმდეგ მოქმედების სხვადასხვა ვარიანტი წარადგინა, მათ შორის გემების დაკავების ერთობლივი ოპერაციები.
15 თებერვალი 2026, 08:05
სპორტი
დღეს ოლიმპიადაზე ნინო წიკლაური და ანასტასტია მეტელკინა/ლუკა ბერულავა იასპარეზებენ
მოგვიანებით კი ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამით წარდგება ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი. მოკლე პროგრამა 22:45 საათზე დაიწყება.
15 თებერვალი 2026, 00:54
სპორტი
ქართველი ტყვიის მსროლელი მარიამ მარშავა ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონია
ბულგარეთის ქალაქ ბურგასში ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. ახალგაზრდებს შორის მარიამ მარშავამ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. მან სოლო ტურნირის ფინალში, 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ჩეხი ვიქტორია სინდლეროვა 15:13 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
15 თებერვალი 2026, 00:32
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ დაიწყო განათლების პრობლემის რეალურად მოგვარება, ღიად, საზოგადოებასთან თანამშრომლობით - დებატებმა კარგად აჩვენა, რომ პოლიტიკის გამო ზოგიერთი მზადაა, თეთრზე შავი ამტკიცოს
დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ დაიწყო ამ პრობლემის რეალურად მოგვარება - განათლების ყველა დონეზე მთავარი მიზეზების გარკვევა და მათი აღმოფხვრა. არა ჩაკეტილ ოთახში, არამედ ღიად, საზოგადოებასთან თანამშრომლობით და მათი ჩართულობით, - წერს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში „იმედის” ეთერში გამართულ დებატებთან დაკავშირებით.
15 თებერვალი 2026, 00:24
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: დღევანდელი განათლების დებატები — მასტერკლასი vs. ფიასკო, სულ უფრო ნაკლებად გვხვდება ოპონირება, რომელიც არგუმენტს, ცოდნასა და ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის განცდას ეფუძნება, ამის მაგალითი დღეს პირდაპირ ეთერში ვნახეთ
ერთ მხარეს — პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის უმაღლესი დონის, ფაქტებზე დაფუძნებული გამოსვლა. პრემიერმა კონკრეტული მაგალითებით — ნიდერლანდების, შვეიცარიისა და გერმანიის გამოცდილებით — აჩვენა, რა მიმართულებით მოძრაობს დასავლური განათლება. მეორე მხარეს — ვითომ-ექსპერტები, მაღალფარდოვანი რიტორიკა და სრულიად უარგუმენტო დისკუსია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი, "იმედის" ეთერში გასული დებატების შესახებ, სოციალურ ქსელში.
15 თებერვალი 2026, 00:13
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: უმაღლესი განათლების რეფორმა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის
უმაღლესი განათლების რეფორმას არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გამართული დებატების დასრულების შემდეგ. მთავრობის მეთაურმა დებატების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უმაღლესი განათლების რეფორმაზე ისაუბრა.
15 თებერვალი 2026, 00:03
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რადგან ვერ ვისმენთ ალტერნატიულ არგუმენტებს, ლოგიკურია, რომ მივყვებით იმ გზას, რომელიც არის ასახული ჩვენს კონცეფციაში
რადგან ვერ ვისმენთ ალტერნატიულ არგუმენტებს, ლოგიკურია, რომ მივყვებით იმ გზას, რომელიც არის ასახული ჩვენს კონცეფციაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართული დებატების დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, უმაღლესი განათლების რეფორმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.
15 თებერვალი 2026, 00:01
საზოგადოება
დღეს მირქმაა
მირქმა, ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ.
14 თებერვალი 2026, 23:57
პოლიტიკა
გივი მიქანაძე განათლების რეფორმაზე: თუ ტექნიკურად კონკრეტული საკითხები შეიძლება, კიდევ დაკორექტირდეს, არასდროს ამაზე არ გვითქვამს უარი, მაგრამ არის ძირეული პრინციპული საკითხები, რომლებზეც საწინააღმდეგო არგუმენტები არ არსებობს
ის, თუ ტექნიკურად რაღაც კონკრეტული საკითხები შესაძლოა კიდევ დაკორექტირდეს, არასდროს ჩვენ ამაზე არ გვითქვამს უარი, მაგრამ არის იქ ძირეული პრინციპული საკითხები, რომლებზეც საწინააღმდეგო არგუმენტები არ არსებობს, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შემდგარი დებატების შემდეგ.
14 თებერვალი 2026, 23:56
საზოგადოება
მიქანაძე: არ დაგავიწყდეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება - შემდეგი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება უფასო. რეფორმის გარეშე კი, უფასო სწავლაზე გადასვლა ვერ იქნება ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული
არ დაგავიწყდეთ ისტორიული და მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება - შემდეგი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება უფასო. რეფორმის გარეშე კი, უფასო სწავლაზე გადასვლა ვერ იქნება ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული, - განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
14 თებერვალი 2026, 23:50
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: პრემიერის ინიციატივა ჯანსაღ დისკუსიასთან დაკავშირებით, ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ მოისმინოს არგუმენტები ორივე მხარისგან - რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას უარგუმენტოდ
რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას, აბსოლუტურად უარგუმენტოდ, ცდილობენ აღქმების შექმნითა და იარლიყების მიწეპებით მოატყუონ საზოგადოება, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართულ დებატებს.
14 თებერვალი 2026, 23:49
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: უმნიშვნელოვანესია და მისასალმებელია, რომ დებატები დაიწყო. ეს არის აუცილებელი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ჩამოყალიბებული ხედვა ყველა მნიშვნელოვან პროცესთან მიმართებაში
„უმნიშვნელოვანესია და მისასალმებელია, რომ დებატები დაიწყო. ეს არის აუცილებელი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ჩამოყალიბებული ხედვა ყველა მნიშვნელოვან პროცესთან მიმართებაში“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შემდგარ დებატებთან დაკავშირებით.
14 თებერვალი 2026, 23:49
პოლიტიკა
ნინო წილოსანი დებატებზე: ნული არგუმენტი ოპონენტების მხრიდან. სწორედ ამიტომ არ სურდათ დებატებში მონაწილეობა, ხვდებოდნენ, რომ ასეთი გაცამტვერება ელოდათ წინ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან ხელისუფლების ოპონენტების გამოსვლები შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან არგუმენტი არ ყოფილა.
14 თებერვალი 2026, 23:42
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე „იმედის“ ეთერში გამართულ დებატებზე: ვფიქრობ, დღეს გამოიკვეთა, სად არის არგუმენტები და სად საერთოდ არ არის არგუმენტები
მე ვფიქრობ დღეს გამოიკვეთა, სად არის არგუმენტები და სად საერთოდ არ არის არგუმენტები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართული დებატების შემდეგ. პრემიერი მიიჩნევს, რომ დღეს საზოგადოებამ მიიღო ბევრად მეტი ინფორმაცია, ვიდრე მონოლოგის რეჟიმში სხვადასხვა მხრიდან იღებდა მთელი ამ დროის განმავლობაში.
14 თებერვალი 2026, 23:32
პოლიტიკა
მაია ბითაძე „იმედზე“ გამართულ დებატებზე ხელისუფლების ოპონენტების გამოსვლაზე: ასე ხდება, როცა განათლებას პოლიტიკურ იარაღად იყენებ — დაპირებული არგუმენტები ქრება, განათლება პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი არ არის — ეს ქვეყნის მომავალია
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე, „იმედის“ ეთერში, განათლების საკითხზე გამართულ დებატებს ეხმიანება, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს ოპონირებას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე, თსუ-ს პროფესორი ლევან გორდეზიანი, „ერასმუს +“ ეროვნული ოფისის ყოფილი დირექტორი ლიკა ღლონტი და პარტია „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელი სიმონ ჯანაშია უწევდნენ.
14 თებერვალი 2026, 23:24
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: კიდევ ერთი დებატი, ამჯერად განათლების რეფორმის ირგვლივ. ე.წ ექსპერტების სრული ფიასკო, მათი ამ თემის ირგვლივ სრული არაკომპეტენტურობის ლუსტრაცია, ნული არგუმენტი
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შემდგარ დებატებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ეხმიანება.
14 თებერვალი 2026, 22:38
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, თუ აცხადებთ, რომ კონკრეტული მიმართულებით, საჭიროა არა 5-ის, არამედ 20-ის მიღება, მზად ვართ
ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე საუბრისას. პრემიერის თქმით, სავალდებულო წესით აისახა ეს ყველაფერი შესაბამის კვოტებში და ეს იყო მთავარი ამოცანა.
14 თებერვალი 2026, 22:21
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საკადრო შიმშილია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების მაჩვენებელი დაბალი არ არის, აქედან ჩანს, რამდენად გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ჩვენთან განათლების სისტემას
საკადრო შიმშილია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების მაჩვენებელი დაბალი არ არის, აქედან ჩანს, რამდენად გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ჩვენთან განათლების სისტემას, - განაცახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართული დისკუსიისას.
14 თებერვალი 2026, 22:04
პოლიტიკა
პრემიერი: ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რა თქმა უნდა, არ არის გეოგრაფიული საკითხი, თბილისში სწავლობს სტუდენტების 85 %, ეს ხელს უშლის ჩვენი რეგიონების თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას
ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რა თქმა უნდა, არ არის გეოგრაფიული საკითხი, თბილისში სწავლობს სტუდენტების 85 %, რაც არის გამოწვევა ქვეყნისთვის, ეს ხელს უშლის ჩვენი რეგიონების თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, - განაცხადა გადაცემაში “ ღია ეთერი - დებატები” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე საუბრისას. მისივე თქმით, როდესაც მთავრობა საუბრობს გეოგრაფიულ დეკონცენტრაციაზე, აქ საქმე არ ეხება ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპს, არამედ იმას, რომ ხელისუფლების სურვილია, განსაკუთრებულად გააძლიეროს ქუთაისი, როგორც საუნივერსიტეტო კერა, შესაბამისად, გეოგრაფია, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის შემთხვევაში, არ არის რელევანტური გზავნილი.
14 თებერვალი 2026, 22:01
საზოგადოება
პრემიერი: შრომის ბაზრის ანალიზს შეუძლია მსხვილი სფეროები მოიცვას და ვერ ჩაუღრმავდება თითოეულ სპეციალობას - თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, ვიმსჯელოთ და ჩავასწოროთ ის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არის გამოცემული
თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ და ჩავასწოროთ ის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არის გამოცემული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შრომის ბაზრის ანალიზს შეუძლია, მსხვილი სფეროები მოიცვას და ვერ ჩაუღრმავდება თითოეულ სპეციალობას და ქვესპეციალობას, შესაბამისად, ეს არ არის შრომის ბაზრის პრობლემა.


