არქივი
14 თებერვალი 2026, 23:24
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: კიდევ ერთი დებატი, ამჯერად განათლების რეფორმის ირგვლივ. ე.წ ექსპერტების სრული ფიასკო, მათი ამ თემის ირგვლივ სრული არაკომპეტენტურობის ლუსტრაცია, ნული არგუმენტი
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შემდგარ დებატებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ეხმიანება.
14 თებერვალი 2026, 22:38
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, თუ აცხადებთ, რომ კონკრეტული მიმართულებით, საჭიროა არა 5-ის, არამედ 20-ის მიღება, მზად ვართ
ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე საუბრისას. პრემიერის თქმით, სავალდებულო წესით აისახა ეს ყველაფერი შესაბამის კვოტებში და ეს იყო მთავარი ამოცანა.
14 თებერვალი 2026, 22:21
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საკადრო შიმშილია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების მაჩვენებელი დაბალი არ არის, აქედან ჩანს, რამდენად გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ჩვენთან განათლების სისტემას
საკადრო შიმშილია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების მაჩვენებელი დაბალი არ არის, აქედან ჩანს, რამდენად გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ჩვენთან განათლების სისტემას, - განაცახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართული დისკუსიისას.
14 თებერვალი 2026, 22:04
პოლიტიკა
პრემიერი: ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რა თქმა უნდა, არ არის გეოგრაფიული საკითხი, თბილისში სწავლობს სტუდენტების 85 %, ეს ხელს უშლის ჩვენი რეგიონების თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას
ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რა თქმა უნდა, არ არის გეოგრაფიული საკითხი, თბილისში სწავლობს სტუდენტების 85 %, რაც არის გამოწვევა ქვეყნისთვის, ეს ხელს უშლის ჩვენი რეგიონების თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, - განაცხადა გადაცემაში “ ღია ეთერი - დებატები” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე საუბრისას. მისივე თქმით, როდესაც მთავრობა საუბრობს გეოგრაფიულ დეკონცენტრაციაზე, აქ საქმე არ ეხება ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპს, არამედ იმას, რომ ხელისუფლების სურვილია, განსაკუთრებულად გააძლიეროს ქუთაისი, როგორც საუნივერსიტეტო კერა, შესაბამისად, გეოგრაფია, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის შემთხვევაში, არ არის რელევანტური გზავნილი.
14 თებერვალი 2026, 22:01
საზოგადოება
პრემიერი: შრომის ბაზრის ანალიზს შეუძლია მსხვილი სფეროები მოიცვას და ვერ ჩაუღრმავდება თითოეულ სპეციალობას - თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, ვიმსჯელოთ და ჩავასწოროთ ის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არის გამოცემული
თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ და ჩავასწოროთ ის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არის გამოცემული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შრომის ბაზრის ანალიზს შეუძლია, მსხვილი სფეროები მოიცვას და ვერ ჩაუღრმავდება თითოეულ სპეციალობას და ქვესპეციალობას, შესაბამისად, ეს არ არის შრომის ბაზრის პრობლემა.
14 თებერვალი 2026, 21:56
საზოგადოება
გივი მიქანაძე: ყველა საფეხურის სწავლა, დაწყებული სკოლამდელით, დამთავრებული უმაღლესით, მხარდაჭერილი არის სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენს თავზე ავიღეთ ვალდებულება, რომ ფინანსურად უზრუნველყოთ ეს მიმართულებები
ამ რეფორმის გარეშე, მხოლოდ უფასო სწავლაზე გადასვლას ეფექტი ვერ ექნება და ვერ მოგვცემს იმ შედეგიანობას, რაზეც ჩვენი საზოგადოებაა ორიენტირებული. ამიტომ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველ რიგში ჩვენი მოქალაქის აღზრდაზე, მისი კომპეტენციის განვითარებაზე, მის პროფესიონალურად ჩამოყალიბებაზე არის ორიენტირებული.
14 თებერვალი 2026, 21:50
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე გვარამია-ჯაფარიძის კოალიციის დაშლაზე: ოპოზიციის ყოველი ახალი გაერთიანება უკვე მკვდარშობილია, რადგან მათთვის ბრძოლის მიზანს და მოტივაციას არა ქვეყნის კეთილდღეობა, არამედ პირადი სარგებელი წარმოადგენს
ქართული პოლიტიკური სპექტრი მორიგი ცვლილების მომსწრე გახდა: გირჩმა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ დატოვა. ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო, რადგან გაერთიანება თავიდანვე შექმნილი იყო იდეური ერთობის გარეშე, ხოლო, შიგნით გადაწყვეტილებების მიღება ერთპიროვნულად ხდებოდა, რაც უკმაყოფილებას აძლიერებდა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
14 თებერვალი 2026, 21:50
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში
ახალგაზრდები ირიცხებიან უნივერსიტეტებში, შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქმდება არა დიპლომის შესაბამისად, ანუ, ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ექსპერტების სტატუსით მოსაუბრე ადამიანები აცხადებენ, რომ როგორ შეიძლება გაკეთდეს შრომის ბაზრის ანალიზი, ვინ ეკითხება სახელმწიფოს შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარებას და ამის საფუძველზე კვოტების განსაზღვრას.
14 თებერვალი 2026, 21:49
სპორტი
მარიამ ჭანტურია ევროპის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია
ლიუბლიანაში ევროპის ღია პირველობა მიმდინარეობს. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ ჭანტურიამ (-78 კგ).
14 თებერვალი 2026, 21:49
პოლიტიკა
პრემიერი: დისკუსიას სთავაზობს მთავრობა სახელმწიფო უნივერსიტეტს და 2-3 დღეში ყოველგვარი დისკუსიის გარეშე აქციას აწყობ. სრული მზაობა გამოვხატეთ დისკუსიისთვის, პასუხი იყო საპროტესტო აქცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია
ჩვენ, როდესაც პროექტი შევადგინეთ ამ კონცეფციის, შეხვედრა გავმართეთ 19 სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებთან, შემდეგ ბატონ გივის და მის მოადგილეს ჰქონდათ შეხვედრა კერძო უნივერსიტეტების რექტორებთან და იქ ყველას ჰქონდა აზრის გამოთქმის საშუალება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმათან დაკავშირებით გამართულ დებატებზე.
14 თებერვალი 2026, 21:47
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელიც სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე წარედგინება პარლამენტს განსახილველად
ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ დისკუსიისას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამჟამად განათლებისა და მეცნიერების სფეროს წინა ხელისუფლების დროს მიღებული კანონმდებლობის მიხედვით, 7 კანონი არეგულირებს, რომელიც დღევანდელ რეალობას ვერ პასუხობს.
14 თებერვალი 2026, 21:45
პოლიტიკა
პრემიერი: საუნივერსიტეტო ავტონომიის პრინციპი გაჩნდა სწორედ ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შეგვიძლია აკადემიურ სტილში და აკადემიური ფორმით ვისაუბრით აკადემიურ სისტემაზე
ჩვენ გვაქვს დისკუსია და თან გვაქვს ამბიცია, რომ შეგვიძლია აკადემიურ სტილში და აკადემიური ფორმით ვისაუბრით აკადემიურ სისტემასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმათან დაკავშირებით გამართულ დებატებზე.
14 თებერვალი 2026, 21:34
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 2011 წელს მიზანმიმართულად კეთდებოდა თსუ-ს გამოშიგვნა, თსუ-დან გაყავდათ აკადემიური პერსონალი, რომ მერე გაეწოვათ კერძო უნივერსიტეტებში, ილიაუნიში ან სხვა პოლიტიკურად მისაღებ უნივერსიტეტებში
2011 წელს მე იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავაკტირიკე, სამეცნიერო კუთხით, გამაგდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მერე სამი უნივერსიტეტიდან მივიღე შეთავაზება, მაშინ თსუ-დან გაყავდათ აკადემიური პერსონალი, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თსუ-ს გამოშიგვნა მიზანმიმართულად კეთდებოდა, რადგან კერძო უნივერსიტეტებში, ან ილიას უნივერსიტეტში, ან სხვა პოლიტიკურად მისაღებ უნივერსიტეტებში გაეყვანათ აკადემიური პერსონალი, ეს იყო მაშინდელი მოცემულობა.
14 თებერვალი 2026, 21:30
საზოგადოება
მიქანაძე სიმონ ჯანაშიას: თუ ასე შეისწავლეთ ჩემი ბიოგრაფია, ისიც გეცოდინებათ, რომ ჩემი პირველი სამსახური იყო სკოლის პედაგოგად მუშაობა და ერთი წუთი არ შემიწყვეტია საგანმანათლებლო სივრცეში მოღვაწეობა
„ბატონო სიმონ, თუ თქვენ ასე კარგად შეისწავლეთ ჩემი ბიოგრაფია, ისიც გეცოდინებათ, რომ ჩემი პირველი სამსახური იყო სკოლის პედაგოგად მუშაობა და მთელი ცხოვრება, ერთი წუთი არ შემიწყვეტია საგანმანათლებლო სივრცეში მოღვაწეობა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა პროფესიას პატივი უნდა ვცეთ და ის, რომ ადამიანს აქვს კონკრეტული წოდება, ეს ყველაფერი დამსახურებითაა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
14 თებერვალი 2026, 21:30
პოლიტიკა
მიქანაძე უმაღლესი განათლების რეფორმაზე: ყველაფერი გამომდინარეობს კონცეფციიდან, რომელიც 4 თვის წინ პრემიერმა წარადგინა, ყველას ვეუბნებოდით, თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, წარმოადგინეთ - 4 თვე გავიდა და ახლა ვისმენთ, რომ რაღაცით ხართ უკმაყოფილო
კანონმდებლობასთან დაკავშირებით ითქვა, აბსურდული და ფრაგმენტულიაო. არანაირი აბსურდული და ფრაგმენტული არ არის, ბატონო ლევან. ეს ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა ჯერ დეკემბერში, ხოლო შემდეგ ერთი კვირის წინ პარლამენტმა განიხილა და დაამტკიცა, გამომდინარეობს იმ კონცეფციიდან, რომელიც 4 თვის წინ პრემიერმა წარადგინა, - მიმართა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ოპონენტს, თსუ-ს პროფესორს, ლევან გორდეზიანს უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ დისკუსიისას.
14 თებერვალი 2026, 21:29
პოლიტიკა
ლევან გორდეზიანი პრემიერს: ხომ დაგპირდით, რომ არგუმენტი არ მექნებოდა?
ხომ დაგპირდით, რომ არგუმენტი არ მექნებოდა? ასე მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან გორდეზიანმა საქართველოს პრემიერს გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. გორდეზიანის განცხადებით, ხელისუფლება საკუთარ თავს აიგივებს ქვეყანასთან და განათლების რეფორმაც ამ მიდგომიდან გამომდინარეობს.
14 თებერვალი 2026, 21:29
პოლიტიკა
პრემიერი: მე, როდესაც ვამბობ, რომ მწირი რესურსი გვაქვს და ამ მწირ რესურსს სჭირდება ოპტიმალური გამოყენება, ეს არის არგუმენტი, შეიძლება, არ მოგეწონოთ ჩემი არგუმენტი და უნდა დაუპირისპიროთ თქვენი არგუმენტი, მაგრამ თქვენ არგუმენტი არ გაქვთ
მესამე გამოსვლა - ნული არგუმენტი, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებში განათლების ექსპერტ ლიკა ღლონტს. მთავრობის მეთაურის თქმით, არგუმენტს აქვს კლასიკური გაგება და ოპონენტების მხრიდან საკითხთან დაკავშირებით ვერანაირი არგუმენტი ვერ მოისმინა.
14 თებერვალი 2026, 21:29
პოლიტიკა
მიქანაძე: ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს 2026 წლის ბიუჯეტი განათლების სამინისტროსი არის ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე წინა წლების და ეს არის მთავრობის მხარდაჭერაო? ესეც არის ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ეწევიან მიზანმიმართულად
„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს 2026 წლის ბიუჯეტი განათლების სამინისტროსი არის ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე წინა წლების და ეს არის მთავრობის მხარდაჭერაო? ესეც არის ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ეწევიან მიზანმიმართულად“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
14 თებერვალი 2026, 21:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს რომ არ აქვს ქართველ ახალგაზრდას განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს უნდა შეიცვალოს და კეთილი ინებეთ და როდესაც ჩვენ არგუმენტებით გესაუბრებით, ან არგუმენტები წარმოადგინეთ, ან აღიარეთ, რომ არ გაქვთ ეს არგუმენტები
დღეს რომ არ აქვს ქართველ ახალგაზრდას განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს უნდა შეიცვალოს და კეთილი ინებეთ და როდესაც ჩვენ არგუმენტებით გესაუბრებით, ან არგუმენტები წარმოადგინეთ, ან აღიარეთ, რომ არ გაქვთ ეს არგუმენტები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე.
14 თებერვალი 2026, 21:20
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: სწორედ ბატონი პრემიერის მხარდაჭერით და დამსახურებით, უკვე მესამე წელიწადია ზედიზედ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის ბიუჯეტი არის ქვეყანაში ნომერ მესამე ბიუჯეტი, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის ბიუჯეტების შემდეგ
სწორედ ბატონი პრემიერის მხარდაჭერით და დამსახურებით, უკვე მესამე წელიწადია ზედიზედ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის ბიუჯეტი არის ქვეყანაში ნომერ მესამე ბიუჯეტი, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის ბიუჯეტების შემდეგ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
14 თებერვალი 2026, 21:03
პოლიტიკა
პრემიერი ჯანაშიას: ჩვენ გასული წლების განმავლობაში გამოვიარეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, თქვენ ფრონტის წინა ხაზზე ამ ძალადობრივ აქციებში გაუშვით ეს ახალგაზრდები და ახლა მოკალათებული ხართ სავარძელში
კონკრეტული ადამიანები კონკრეტული დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, ეს იყო მძიმე დანაშაული, ჩვენ გასული წლების განმავლობაში გამოვიარეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერის თქმით, ეს იყო ძალადობრივი მცდელობები, რომლებშიც ჩართულები იყვნენ კონკრეტული ადამიანები.
14 თებერვალი 2026, 21:03
საზოგადოება
ლიკა ღლონტი პრემიერს: მე ვიზიარებ თქვენს არგუმენტს, რომ ქვეყანას მწირი რესურსი აქვს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ქალაქში უნდა იყოს ერთი ფაკულტეტი, ამას არ უნდა შევწიროთ კარგი უნივერსიტეტები
„ის პოტენციალი, რომელიც აქვს თბილისში არსებულ უნივერსიტეტებს, არ უნდა შეეწიროს ამ პრინციპს და ხელოვნურად არ უნდა მოხდეს ამის გადანაწილება. მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ქალაქში უნდა იყოს ერთი ფაკულტეტი, ამას არ უნდა შევწიროთ კარგი უნივერსიტეტები. ჩვენ ვნახეთ ეს, როდესაც მცდელობა იყო თსუ-ს და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტების სრულიად გაუგებარი გაერთიანებისა, ახლა ამ პრინციპის ეწირება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“, - აღნიშნა ლიკა ღლონტმა.
14 თებერვალი 2026, 20:58
პოლიტიკა
გია აბაშიძე გვარამია-ჯაფარიძის კოალიციის დაშლაზე: რამე ქმედითი გააკეთა პოლიტიკაში ამ ნაცტრიომ? ვერაფერი, „ქართულ ოცნებაზე" ამბობენ „იშლებაო" და ბოლოს თავიანთი კანტორები ენგრევათ
ანალიტიკოსი გია აბაშიძე გვარამია-ჯაფარიძის კოალიციის დაშლას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებაზე" ამბობენ იშლებაო და ბოლოს თავიანთი კანტორები ენგრევათ“.
14 თებერვალი 2026, 20:50
პოლიტიკა
გივი მიქანაძე განათლების რეფორმაზე: ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რა არის სიმართლე, რაზე ვართ ორიენტირებული და ეს პროცესები რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს რა არის მნიშვნელოვანი, რა არის სიმართლე, რაზე ვართ ორიენტირებული და ეს პროცესები რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
14 თებერვალი 2026, 20:47
საზოგადოება
გივი მიქანაძე: შემიძლია არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც სამწუხაროდ, არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს და ეს არის ის რეალობა, რამაც ფუნდამენტი დაუდო იმას, რომ ეს რეფორმა განხორციელებულიყო
შემიძლია არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც სამწუხაროდ, არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს და ეს არის ის რეალობა, რამაც ფუნდამენტი დაუდო იმას, რომ ეს რეფორმა განხორციელებულიყო, - განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
14 თებერვალი 2026, 20:38
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოში არის ნიდერლანდებზე, შვეიცარიაზე, ავსტრიაზე მეტი უნივერსიტეტი, მაგრამ რომ ავიღოთ ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო „თაიმსის“ რეიტინგი, ჩვენი არც ერთი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის
საქართველოში არის 64 უნივერსიტეტი, საქართველოში არის ნიდერლანდებზე, შვეიცარიაზე, ავსტრიაზე მეტი უნივერსიტეტი, მაგრამ ხარისხი როგორიც არის, ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ. შიდა კონკურენცია აქ არ არის არგუმენტი, რადგან შიდა კონკურენციას ყველა შემთხვევაში არ მოაქვს გარე კონკურენციაში უპირატესობა და ამას ვხედავთ. ეს მტკიცებულებებით დასტურდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართული დისკუსიისას.
14 თებერვალი 2026, 20:37
პოლიტიკა
სიმონ ჯანაშია: როცა რეფორმაზე ვსაუბრობთ, უნდა განვიხილოთ კონტექსტი, რომელშიც ეს რეფორმა ხორციელდება, მერე უნდა გადავიდეთ რეფორმის მიზნებზე და მერე უნდა გადავიდეთ საშუალებებზე
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ სტუდიაში ითქვას სიმართლე, აქ ვითომ დებატები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნახევარი საათი გავიდა და ვერაფერს ვხედავ, - განაცხადა „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ.
14 თებერვალი 2026, 20:35
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპთან დაკავშირებით, ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება - მწირ რესურსებში იგულისხმება მათ შორის, მწირი ადამიანური რესურსების ეფექტური გამოყენება
რაც შეეხება ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპს - ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართული დისკუსიისას.
14 თებერვალი 2026, 20:34
პოლიტიკა
ილიაუნის რექტორი „იმედის“ დებატებზე: მე აქ სადებატოდ არ მოვსულვარ
მე აქ სადებატოდ არ მოვსულვარ, მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა, რომ თქვენი ეთერის მაყურებელს გავაგებინო რა საფრთხესთან გვაქვს საქმე, - გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ. დობორჯგინიძე უმაღლესი განათლების რეფორმას ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას უწოდებს. „რაც არ უნდა ვეცადოთ კონსტიტუციური მუხლების განმარტებას, ვერანაირი ინსტიტუციური ავტონომია და ვერანაირი აკადემიური თავისუფლება აქ შენარჩუნებული ვერ იქნება. ჩემთვის ეს არის სრულიად ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება, ძალიან ვწუხვარ“, - აღნიშნა დობორჯგინიძემ. მისივე თქმით, რეფორმის შედეგად ილიაუნის პროგრამების 92% „ჩამოეჭრა“ „92% უნივერსიტეტში არსებული პროგრამებისა ჩამოგვაჭრეს და ახლა გვესაუბრებიან რაღაც დებატებზე. მე აქ სადებატოდ არ მოვსულვარ, მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა, რომ თქვენი ეთერის მაყურებელს გავაგებინო რა საფრთხესთან გვაქვს საქმე. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. თქვენ ვერ ნახავთ მსოფლიოს მეტ-ნაკლებად დემოკრატიული ქვეყანას, სადაც ინსტიტუციური ავტონომია ასე ესმით, რომ უნივერსიტეტის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე მას დაჩეხავენ“, - განაცხადა ილიაუნის რექტორმა „იმედის“ ეთერში.
14 თებერვალი 2026, 20:32
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენმა ახალგაზრდებმა საქართველოში მიიღონ მაღალი დონის უმაღლესი განათლება, რასაც სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეწყობა საჯარო დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით, ალბათ რთულია, ვიდავოთ იმაზე, რომ მდგომარეობა საქართველოში, უმაღლესი განათლების სისტემაში არის საკმაოდ მძიმე, რასაც სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართული დისკუსიისას.


