არქივი
14 თებერვალი 2026, 19:47
რეგიონი
მესტიაში, ზურულდი-ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი ჩატარდა გიგანტურ სლალომში
ნებისმიერ მსურველს ჰქონდა საშუალება ეასპარეზა, მონაწილეებს შორის იყვნენ ვეტერანი სპორტსმენები და თეზო ჯაფარიძის მეგობრები სხვადასხვა რეგიონიდან. ტურნირის გამარჯვებულები დღის ბოლოს სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. შეჯიბრება მე-12 წელია ტარდება. ვეტერანი მოთხილამურე თეზო ჯაფარიძე 2014 წელს მესტიაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
14 თებერვალი 2026, 19:45
ჯანდაცვა
რეპროდუქტოლოგი, პროფესორი არჩილ ხომასურიძე: უშვილობის გამომწვევ მიზეზებს შორის მესამე ადგილზეა გარემოს მოწამვლა
„გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, რამდენიმე ათეული წლის წინ, მსოფლიოს მასშტაბით, დაიწყო კვლევა, რომელშიც ჩაერთო საქართველოც, ინდოეთიც, სამხრეთ ამერიკაც - ის ქვეყნები, სადაც გარემოს, ჰაერის, წყლის, ნიადაგის პოლუცია, ანუ მოწამვლა მაღალია.
14 თებერვალი 2026, 19:42
რეგიონი
რუსთავში ახალი მულტიფუნქციური სავაჭრო და გასართობი სივრცე გაიხსნა
რუსთავში ახალი მულტიფუნქციური სავაჭრო და გასართობი სივრცე გაიხსნა.
14 თებერვალი 2026, 19:30
მსოფლიო
სომხეთში კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ზოჰრაბიანი განმარტავს, რომ საქმე აღიძრა მასიატსოტნის ეპარქიის ყოფილი წინამძღვრის, არმან საროიანის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით, რომელიც განკვეთილი იყო. 10 იანვარს კათოლიკოსმა საროიანი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მასიატსოტნის ეპარქიის წინამძღვრის თანამდებობიდან გადააყენა, შემდეგ კი ეპისკოპოსი განკვეთა.
14 თებერვალი 2026, 19:00
საზოგადოება
ივანე ჩხაიძე: ერთ-ერთი მძიმე მეტალია ტყვია, რომელიც შეიძლება იყოს გამონაბოლქვში და რომელმაც შეიძლება, ბავშვის ორგანიზმზე იმოქმედოს
„საქართველოში, ტყვიის ზედამხედველობის პროგრამას, რომელიც 2019 წლიდან ხორციელდება, თან ახლდა კითხვარი საცხოვრებელი ადგილის გამოკვლევის და იქ იყო ასეთი კითხვა: ხომ არ არის თქვენი საცხოვრებელი ადგილი ან სკოლა მაგისტრალური გზებისგან 200-300 მეტრის მოშორებით? ეს არის ის უსაფრთხო მანძილი, რომლის იქეთ შეიძლება ავტომობილების გამონაბოლქვი და მტვერი ვეღარ ახდენდეს ზეგავლენას. ეს რაც შეეხება გზებს და იმ მაგისტრალებს, რომელიც შეიძლება ქალაქგარეთ არსებობდეს“.
14 თებერვალი 2026, 18:53
ჯანდაცვა
კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თეიმურაზ კობიძე: არაგადამდები დაავადებების დიდი ნაწილი ატმოსფეროს დაბინძურებით არის გამოწვეული, მწვავე მოწამვლათა რაოდენობა კი ყოველწლიურად მატულობს
„მსოფლიოში, უკვე ათეული წლებია, რაც შექმნილია „ტოქსიკური სიტუაცია“ - მრეწველობის საწარმოები ატმოსფეროში, ნიადაგსა და წყალში, წამში, 310 კგ ტოქსიკურ ნივთიერებას აფრქვევს. აქედან, დაახლოებით, 65 კგ აღიარებული კანცეროგენული ნივთიერებაა. წლის განმავლობაში კი, მსოფლიო სამრეწველო საწარმოები, გარემოში გამოყოფს, დაახლოებით, 10 მილიონ ტონა ტოქსიკურ ქიმიურ ნაერთს, რომლის 2 მილიონ ტონაზე მეტი აღიარებულ კანცეროგენულ ნივთიერებად ითვლება“, - ამბობს საქართველოს კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თეიმურაზ კობიძე.
14 თებერვალი 2026, 18:50
პოლიტიკა
გვარამია/ჯაფარიძის კოალიცია დაიშალა - გირჩის წევრებმა ჩატები დატოვეს
Prime Time - ისთვის ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ კოალიცია "ახალი/გირჩი/დროა" დაიშალა. ინფორმაციის თანახმად, ზურა ჯაფარიძემ და მისი პარტიის წევრებმა საერთო ჩატები დატოვეს და კოალიციური კომუნიკაცია სრულად გაწყვიტეს.
14 თებერვალი 2026, 18:33
საზოგადოება
ივანე ჩხაიძე: აუტიზმსა და ავტომობილების გამონაბოლქვით გამოწვეულ ჰაერის დაბინძურებას შორის შესაძლო კავშირზე საწყისი ეტაპის კვლევები არსებობს და შესაძლოა, ეს კავშირი საბოლოოდ დადგენილიც იყოს
შესაძლებელია აუტიზმის, რომლის მიზეზები საბოლოოდ დადგენილი არ არის, ერთ-ერთი მიზეზი იყოს სწორედ მანქანების გამონაბოლქვით გამოწვეული დაბინძურება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
14 თებერვალი 2026, 18:27
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი ესტონეთის ელჩის სომხეთში გადაყვანაზე: შავ ზღვაზე დაისვენებს მათი ელჩი ზაფხულში თუ სევანის ტბაზე, ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს საქართველოს ღირსებას ვერაფერს ავნებს
შავ ზღვაზე დაისვენებს მათი ელჩი ზაფხულში თუ სევანის ტბაზე, ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს და არც დანარჩენი მსოფლიო წესრიგისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა ესტონეთის ელჩის სომხეთში გადაყვანასთან დაკავშირებით.
14 თებერვალი 2026, 18:19
სამართალი
ივანე ჩხაიძე: ბავშვები თავიანთი ასაკის შესაბამისი სიმაღლის მიხედვით მიწასთან ახლოს არიან და შესაბამისად, მტვრის ნაწილაკები გაცილებით უფრო იოლად ხვდება ბავშვის ფილტვში და ორგანიზმში, ვიდრე მოზრდილი ადამიანის შემთხვევაში
ბავშვი უფრო ხშირად სუნთქავს და მისი სხეულის მოცულობა გაცილებით უფრო მცირეა მოზრდილთან შედარებით, აქედან გამომდინარე შესუნთქულ ჰაერში დამაბინძურებლების რაოდენობა გაცილებით უფრო მეტია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
14 თებერვალი 2026, 18:15
მსოფლიო
ამერიკელმა სამხედროებმა კარიბის ზღვაში გემი გაანადგურეს, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა
აშშ-ის არმიის სამხრეთ სარდლობის ინფორმაციით, მათ კარიბის ზღვაში გემი გაანადგურეს, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა.
14 თებერვალი 2026, 18:05
მსოფლიო
პარიზში დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციელებს თავს დაესხა
პარიზში დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციელებს თავს დაესხა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
14 თებერვალი 2026, 18:04
საზოგადოება
ივანე ჩხაიძე: ავტომობილის გამონაბოლქვში 38 სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება შედის. ამათგან ნაწილი პირდაპირ ხასიათდება ონკოგენური აქტიურობით - ეს არის ყველაზე ცუდი და საგანგაშო
ჰაერის დაბინძურება მიეკუთვნება ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ამის უკან ბევრი ფაქტორია, თუმცა არსებობს უფრო მუდმივი დამაბინძურებლები, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ავტომობილის გამონაბოლქვი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
14 თებერვალი 2026, 18:01
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
14 თებერვალი 2026, 17:58
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: ძალიან დადებითად ვაფასებ მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობას მიუნხენის კონფერენციაში. უსაფრთხოება ის თემაა, რომელიც აერთიანებს ყველა ღირსეულ სახელმწიფოს
ძალიან დადებითად ვაფასებ მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობას მიუნხენის კონფერენციაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.
14 თებერვალი 2026, 17:55
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: ჩვენი დაკარგვა არ უნდათ, გვესაუბრებიან, ამავე დროს ცდილობენ, კრიტიკული განცხადებების რიტორიკა შეინარჩუნონ - ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და იმისთვის, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები თვისობრივად გადაიტვირთოს
ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და იმისთვის, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები თვისობრივად გადაიტვირთოს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ. მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრები და გამოსვლები შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ორმაგ პოლიტიკურ სტანდარტებში დაადანაშაულა.
14 თებერვალი 2026, 17:52
მსოფლიო
ბრაზილიაში ხანძარს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიაში ძლიერი ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ცეცხლი გამთენიისას სან-სალვადორის ტექნოლოგიურ ცენტრში ერთ-ერთ საწყობს გაუჩნდა.
14 თებერვალი 2026, 17:34
მსოფლიო
ზელენსკი ორბანზე: ვიქტორი ფიქრობს, თუ როგორ გაზარდოს თავისი მუცელი და არა ჯარი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე ვიქტორ ორბანზე ისაუბრა.
14 თებერვალი 2026, 17:34
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა დამოუკიდებელი უნდა გახდეს, რადგან სხვა გამოსავალი არ გვაქვს
ურსულა ფონ დერ ლაიენმა არსებული საფრთხეების ფონზე ევროპის თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. სიტყვით გამოვიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც, მისი განცხადებით რუსეთის აგრესია არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის კონტინენტს, მის დემოკრატიასა და ღირებულებებს უქმნის საფრთხეს, გამოწვევებთან გასამკლავებლად კი სწრაფად მოქმედებაა საჭირო.
14 თებერვალი 2026, 17:26
პოლიტიკა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ეუთოს იმედი ამ გამოწვევების დაძლევის გზაზე, მათ შორს დაკავშირებადობის მიმართულებით. მაკა ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრს. ორი ქვეყნის დიპლომატებმა დიპლომატიურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. შეხვედრაზე ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზე იმსჯელეს
14 თებერვალი 2026, 17:21
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: კორეის რესპუბლიკასთან ფრენების დაწყება არა მხოლოდ ტურისტული ინიციატივა, არამედ ეკონომიკური, საინვესტიციო და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების პრაქტიკული შედეგი
კორეის რესპუბლიკის წამყვანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „T’way Air“-ი სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი ჩარტერული ფრენების განხორციელებას 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით გეგმავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი მიესალმა ფრენების დაწყებას და განაცხადა, რომ ეს არა მხოლოდ ტურისტული ინიციატივაა, არამედ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, საინვესტიციო და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების პრაქტიკული შედეგია.
14 თებერვალი 2026, 17:19
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: ყველაზე დიდი აჟიოტაჟი და წუხილი ოპონენტებისა გამომდინარეობს იქიდან, რომ მათი მთავარი პროპაგანდისტული თეზა ინგრევა, თითქოს საქართველოს არავინ ელაპარაკება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება იზოლაციაშია
„რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ ანახებს, რომ ეს არის აბსოლუტურად ცრუ პროპაგანდა, რომლითაც ცდილობენ გარკვეული ძალები და ოპონენტები საზოგადოება მოატყუონ“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
14 თებერვალი 2026, 17:18
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ესტონეთის ელჩის სომხეთში გადაყვანაზე: ესტონეთის ხელისუფლების პოლიტიკა არის უმწიფარი და ამის ნათელი გამოხატულებაა ეს ნაბიჯი
ირაკლი ქადაგიშვილი მედიასთან, ესტონეთის მიერ საკუთარი ელჩის საქართველოდან სომხეთში გადაყვანას გამოეხმაურა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ესტონეთის ხელისუფლების პოლიტიკას უმწიფარს უწოდებს.
14 თებერვალი 2026, 17:06
მსოფლიო
ლიზ ტრასის განცხადებით, საფრანგეთის ქალაქ კალეში კრიმინალური ქსელი მოქმედებს, რომელსაც ლა-მანშის სრუტის გავლით გაერთიანებულ სამეფოში არალეგალი მიგრანტები ყოველდღიურად გადაჰყავს
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა საკუთარი შოუს მე-10 ეპიზოდი გაერთიანებულ სამეფოში შექმნილ საემიგრაციო კრიზისს მიუძღვნა.
14 თებერვალი 2026, 16:35
მსოფლიო
მარკო რუბიო: ჩინეთთან მოლაპარაკებების არწარმოება გეოპოლიტიკური შეცდომა იქნებოდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთთან ურთიერთობის საკითხს შეეხო.
14 თებერვალი 2026, 16:26
რეგიონი
ხაშურში წყალმომარაგების პროექტი აქტიურ ფაზაშია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ქალაქ ხაშურში ახორციელებს მასშტაბურ პროექტს, რომლის მიზანია მოსახლეობისთვის უწყვეტი, ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებისა და წყალარინების უზრუნველყოფა.
14 თებერვალი 2026, 15:57
მსოფლიო
მარკო რუბიო: აკონტროლებდე იმას, თუ ვინ და რამდენი ადამიანი შემოდის ჩვენს ქვეყნებში, არ არის ქსენოფობიის, სიძულვილის გამოვლინება. ეს არის ეროვნული სუვერენიტეტის ფუნდამენტური აქტი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ევროკავშირს მოუწოდა საზღვრების კონტროლი გაამკაცროს, რათა უკანონო მიგრაციას ებრძოლოს.
14 თებერვალი 2026, 15:55
რეგიონი
რევაზ სოხაძე შიდა ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
რევაზ სოხაძემ გორში ის ადგილი დაათვალიერა, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 1 000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება, პროექტირება უკვე დაწყებულია.
14 თებერვალი 2026, 15:39
სპორტი
მოთხილამურე ლუკა ბუჩუკურმა ოლიმპიადაზე გიგანტურ სლალომში იასპარეზა
მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. კორტინაში საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდიდან ასპარეზობაში ჩაერთო მოთხილამურე ლუკა ბუჩუკური.
14 თებერვალი 2026, 15:30
მსოფლიო
რუბიო: გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დღემდე აქვს პოტენციალი იყოს სიკეთისა და მშვიდობის ინსტრუმენტი. მაგრამ, ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ დღეს ის არსებით პრობლემებზე პასუხს ვერ იძლევა და პრაქტიკულად არავითარ როლს არ ასრულებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ფიქრობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები რეფორმირებასა და გარდაქმნას საჭიროებენ.


