არქივი
14 თებერვალი 2026, 17:21
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: კორეის რესპუბლიკასთან ფრენების დაწყება არა მხოლოდ ტურისტული ინიციატივა, არამედ ეკონომიკური, საინვესტიციო და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების პრაქტიკული შედეგი
კორეის რესპუბლიკის წამყვანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „T’way Air“-ი სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი ჩარტერული ფრენების განხორციელებას 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით გეგმავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი მიესალმა ფრენების დაწყებას და განაცხადა, რომ ეს არა მხოლოდ ტურისტული ინიციატივაა, არამედ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, საინვესტიციო და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების პრაქტიკული შედეგია.
14 თებერვალი 2026, 17:19
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: ყველაზე დიდი აჟიოტაჟი და წუხილი ოპონენტებისა გამომდინარეობს იქიდან, რომ მათი მთავარი პროპაგანდისტული თეზა ინგრევა, თითქოს საქართველოს არავინ ელაპარაკება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება იზოლაციაშია
„რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ ანახებს, რომ ეს არის აბსოლუტურად ცრუ პროპაგანდა, რომლითაც ცდილობენ გარკვეული ძალები და ოპონენტები საზოგადოება მოატყუონ“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
14 თებერვალი 2026, 17:18
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ესტონეთის ელჩის სომხეთში გადაყვანაზე: ესტონეთის ხელისუფლების პოლიტიკა არის უმწიფარი და ამის ნათელი გამოხატულებაა ეს ნაბიჯი
ირაკლი ქადაგიშვილი მედიასთან, ესტონეთის მიერ საკუთარი ელჩის საქართველოდან სომხეთში გადაყვანას გამოეხმაურა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ესტონეთის ხელისუფლების პოლიტიკას უმწიფარს უწოდებს.
14 თებერვალი 2026, 17:06
მსოფლიო
ლიზ ტრასის განცხადებით, საფრანგეთის ქალაქ კალეში კრიმინალური ქსელი მოქმედებს, რომელსაც ლა-მანშის სრუტის გავლით გაერთიანებულ სამეფოში არალეგალი მიგრანტები ყოველდღიურად გადაჰყავს
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა საკუთარი შოუს მე-10 ეპიზოდი გაერთიანებულ სამეფოში შექმნილ საემიგრაციო კრიზისს მიუძღვნა.
14 თებერვალი 2026, 16:35
მსოფლიო
მარკო რუბიო: ჩინეთთან მოლაპარაკებების არწარმოება გეოპოლიტიკური შეცდომა იქნებოდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთთან ურთიერთობის საკითხს შეეხო.
14 თებერვალი 2026, 16:26
რეგიონი
ხაშურში წყალმომარაგების პროექტი აქტიურ ფაზაშია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ქალაქ ხაშურში ახორციელებს მასშტაბურ პროექტს, რომლის მიზანია მოსახლეობისთვის უწყვეტი, ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებისა და წყალარინების უზრუნველყოფა.
14 თებერვალი 2026, 15:57
მსოფლიო
მარკო რუბიო: აკონტროლებდე იმას, თუ ვინ და რამდენი ადამიანი შემოდის ჩვენს ქვეყნებში, არ არის ქსენოფობიის, სიძულვილის გამოვლინება. ეს არის ეროვნული სუვერენიტეტის ფუნდამენტური აქტი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ევროკავშირს მოუწოდა საზღვრების კონტროლი გაამკაცროს, რათა უკანონო მიგრაციას ებრძოლოს.
14 თებერვალი 2026, 15:55
რეგიონი
რევაზ სოხაძე შიდა ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
რევაზ სოხაძემ გორში ის ადგილი დაათვალიერა, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 1 000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება, პროექტირება უკვე დაწყებულია.
14 თებერვალი 2026, 15:39
სპორტი
მოთხილამურე ლუკა ბუჩუკურმა ოლიმპიადაზე გიგანტურ სლალომში იასპარეზა
მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. კორტინაში საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდიდან ასპარეზობაში ჩაერთო მოთხილამურე ლუკა ბუჩუკური.
14 თებერვალი 2026, 15:30
მსოფლიო
რუბიო: გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დღემდე აქვს პოტენციალი იყოს სიკეთისა და მშვიდობის ინსტრუმენტი. მაგრამ, ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ დღეს ის არსებით პრობლემებზე პასუხს ვერ იძლევა და პრაქტიკულად არავითარ როლს არ ასრულებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ფიქრობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები რეფორმირებასა და გარდაქმნას საჭიროებენ.
14 თებერვალი 2026, 15:20
საზოგადოება
6 საგანმანათლებლო პროგრამას საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა
6 საგანმანათლებლო პროგრამას საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა - კერძოდ, სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო და ასევე, საექთნო საქმის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას.
14 თებერვალი 2026, 15:19
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ესტონეთზე: მათთვის საინტერესო ის კი არ არის, რომ დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანასთან ჰქონდეთ ურთიერთობა, არამედ თავიანთი მიზნებს მოემსახურონ
მათგან ასეთი დე მარში არ მიკვირს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ესტონეთის მიერ საკუთარი ელჩის საქართველოდან სომხეთში გადაყვანის შესახებ
14 თებერვალი 2026, 15:15
მსოფლიო
მარკო რუბიო: არ გვინდა, რომ ჩვენი მოკავშირეები დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობით იყვნენ შებოჭილნი. ჩვენ გვინდა მოკავშირეები, რომლებიც ამაყობენ თავიანთი კულტურითა და მემკვიდრეობით
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონს არ სურს, რომ მისი მოკავშირეები დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობით იყვნენ შებოჭილნი.
14 თებერვალი 2026, 15:01
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია ესტონეთის ელჩის სომხეთში გადაყვანაზე: საქართველოს ამით არც არაფერი მოემატება და არც არაფერი დააკლდება. სამწუხაროდ, ელჩის საქმიანობა იყო აბსოლუტურად უსუსური და აბსოლუტურად უშედეგო საქართველოსთან მიმართებით
ჩვენ ესტონეთს ვეღარ განვიხილავთ, როგორც ახლო პარტნიორ ქვეყანას, მისი ხელმძღვანელების მხრიდან წარმოებული პოლიტიკის გამო, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.
14 თებერვალი 2026, 15:00
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ბალტიის ქვეყნები გამოირჩევიან ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის უსაფუძვლო და უარგუმენტო კრიტიკით, მათ რეკორდული ექსპორტი აქვთ რუსეთთან ამ ომის განმავლობაში
ბალტიის ქვეყნები გამოირჩევიან ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის უსაფუძვლო და უარგუმენტო კრიტიკით. ამ ქვეყნებს რეკორდული ექსპორტი აქვთ რუსეთთან ამ ომის განმავლობაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
14 თებერვალი 2026, 14:49
მსოფლიო
მარკო რუბიო: ამერიკელებისთვის ჩვენი სახლი, შესაძლოა, დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ევროპის შვილები ვიქნებით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ ამერიკელებისთვის დასავლეთ ნახევარსფერო, შესაძლოა, სახლი იყოს, მაგრამ ყველანი ევროპის შვილები არიან.
14 თებერვალი 2026, 14:44
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია შფოთავს ყველაფერზე, რაც კი შეიძლება, საქართველოსთვის სასიკეთო იყოს, მათ შორის, იმაზე, რომ აშშ-თან ჩვენი განცხადებული პოლიტიკა გადატვირთვასთან დაკავშირებით შეიძლება, ნაბიჯ-ნაბიჯ რეალიზდეს
ოპოზიციის შფოთვის მიზეზი სწორედ ეს არის, რომ საქართველო უნდა იყოს იზოლირებული, საქართველო უნდა იყოს დასანქცირებული, საქართველოში ეკონომიკა არ უნდა ვითარდებოდეს, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
14 თებერვალი 2026, 14:44
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი შეერთებულ შტატებში სუს-ის უფროსის ვიზიტზე: ეს ვიზიტი და ის ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა შტატებში ვიზიტის შემდეგ, გვაძლევს იმედს, რომ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები და მოხდება სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვა
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი შეერთებულ შტატებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტს ეხმაურება.
14 თებერვალი 2026, 14:25
მსოფლიო
მარკო რუბიო: ჩვენი კონკურენტები იყენებენ ნავთობს, ქვანახშირს, ბუნებრივ აირს და სხვას, რასაც არ ვაკონტროლებთ, არა მხოლოდ საკუთარი ეკონომიკების ზრდისთვის, არამედ ჩვენზე ზეწოლის ბერკეტად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დასავლეთი ენერგეტიკული პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აღნიშნული ადამიანებს აღარიბებს.
14 თებერვალი 2026, 14:18
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის აშშ-ში ვიზიტი უსაფრთხოების საკითხებს ეხება. რის თქმისა და საზოგადოებისთვის მიწოდების რესურსიც ამ შეხვედრიდან გამომდინარე არსებობდა, ეს უკვე განხორციელდა
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აშშ-ში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
14 თებერვალი 2026, 13:51
მსოფლიო
რუბიო: მივიღეთ დოგმატური ხედვა თავისუფალი და არაფრით შეზღუდული ვაჭრობის შესახებ მაშინ, როცა სხვა ქვეყნები საკუთარ ეკონომიკებს იცავდნენ, კომპანიებს სუბსიდირებას უკეთებდნენ, ხოლო ჩვენს კომპანიებს სისტემატურად ძირს უთხრიდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა.
14 თებერვალი 2026, 13:48
ეკონომიკა
ავიაკომპანია „T’way Air“-ი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონურ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს
კორეის რესპუბლიკის წამყვანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „T’way Air“-ი სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განხორციელებას გეგმავს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კერძოდ 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით Airbus A330-ის და Boeing B777-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. სულ, ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის რვა ავიარეისის განხორციელება იგეგმება.
14 თებერვალი 2026, 13:35
მსოფლიო
მარკო რუბიო: ჩვენ სულ უფრო ხშირად საკუთარ სუვერენიტეტს გადავცემდით საერთაშორისო ინსტიტუტებს მაშინ, როცა ბევრი ქვეყანა სოციალური უზრუნველყოფის უდიდეს სისტემებში ინვესტიციებს აბანდებდა, რათა თავად დაეცვა საკუთარი თავი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები სულ უფრო ხშირად საკუთარ სუვერენიტეტს გადასცემდნენ საერთაშორისო ინსტიტუტებს.
14 თებერვალი 2026, 13:07
კულტურა
ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა სიმფონიური მუსიკის საღამო გამართა
მსმენელის წინაშე სოპრანო მარიკა მაჩიტიძე წარდგა. რიხარდ შტრაუსის ბოლო ოთხი სიმღერა საქართველოში პირველად შესრულდა. ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო კახი სოლომნიშვილი დირიჟორობდა.
14 თებერვალი 2026, 13:01
საზოგადოება
ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის „ბედნიერ სახლში“ ქვეყანაში მოქმედი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, პარტნიორებთან და ფონდის აქტიურ მხარდამჭერებთან შეხვედრა გაიმართა
ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის „ბედნიერ სახლში“ ქვეყანაში მოქმედი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მარკეტინგის და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან, პარტნიორებთან და ფონდის აქტიურ მხარდამჭერებთან გაიმართა შეხვედრა. განიხილეს გასული წლის საქმიანობა, შეაჯამეს შედეგები და სოციალურ პროექტებზე მიმართული, სტრატეგიული განვითარების გეგმა წარადგინეს
14 თებერვალი 2026, 12:56
პოლიტიკა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს მართავს
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი კოლეგა მინისტრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
14 თებერვალი 2026, 12:56
პოლიტიკა
„ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: გახარიებმა 4-ში თქვეს, მდინარაძე ამერიკაშიაო, სუსმა, არა თბილისშიაო. 7-ში წავიდა, 10-ში ჩამოვიდა და ამათმა, ხომ ვთქვით 4-ში, ამერიკაშიაო
„ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით, გახარიას პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
14 თებერვალი 2026, 12:54
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: ადამიანებმა, რომლებმაც ააშენეს ჩემი სამშობლო, თან მოიტანეს საკუთარი წინაპრების ტრადიციები და ქრისტიანული მრწამსი, როგორც წმინდა მემკვიდრეობა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ევროპელების მიერ ამერიკის დაარსება გაიხსენა.
14 თებერვალი 2026, 12:52
რეგიონი
ახალციხის ბავშვთა საკალათბურთო აკადემიამ მოსწავლეების მიღება დაიწყო
ვარლამ წიკლაურმა მოზარდებს, მათ მშობლებს და მწვრთნელებს აკადემიაში სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ ახალციხის ბავშვთა საკალათბურთო აკადემიაში სწავლას მერია აფინანსებს. აკადემიაში 4-დან 14 წლამდე ვაჟები და გოგონები ისწავლიან
14 თებერვალი 2026, 12:48
რეგიონი
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დმანისში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დმანისში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თითოეულ სოფელში გაეცნენ მოქალაქეების საჭიროებებს. გამოიკვეთა მთავარი პრიორიტეტები გარე განათების მოწყობა, შიდა გზების მოწესრიგება და საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეების განვითარება.


