არქივი
14 თებერვალი 2026, 12:48
რეგიონი
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დმანისში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დმანისში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თითოეულ სოფელში გაეცნენ მოქალაქეების საჭიროებებს. გამოიკვეთა მთავარი პრიორიტეტები გარე განათების მოწყობა, შიდა გზების მოწესრიგება და საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეების განვითარება.
14 თებერვალი 2026, 12:47
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ესტონეთი გამოირჩევა ანტიქართული რიტორიკით, ანტიქართული გადაწყვეტილებებით. ბუნებრივია, ელჩის გადაყვანის საკითხი არის მათი ნება-სურვილი
ბუნებრივია, ელჩის გადაყვანის საკითხი არის მათი ნება-სურვილი, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიტიური დღის წესრიგი, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს მიმართ ესტონეთის ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრისას.
14 თებერვალი 2026, 12:45
რეგიონი
ინფრასტრუქტურის მინისტრმა სოფელ მეჯვრისხევში დაგეგმილი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის ტერიტორია დაათვალიერა
ინფრასტრუქტურის მინისტრმა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად სოფელ მეჯვრისხევში დაგეგმილი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის ტერიტორია დაათვალიერა.
14 თებერვალი 2026, 12:36
მსოფლიო
მარკო რუბიო: მსოფლიო საზღვრების გარეშე იდეისკენ სწრაფვით, ჩვენ კარი გავუღეთ უპრეცედენტო მასობრივ მიგრაციას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, დასავლეთის ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
14 თებერვალი 2026, 12:29
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ესტონეთს პირდაპირ შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ის, სამწუხაროდ, თავიდან ბოლომდე ზის იმ ევრობიუროკრატიის ნარატივზე, რომელსაც ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია
ესტონეთს პირდაპირ შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ის, სამწუხაროდ, თავიდან ბოლომდე ზის იმ ევრობიუროკრატიის ნარატივზე, რომელსაც ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს მიმართ ესტონეთის ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრისას.
14 თებერვალი 2026, 12:26
მსოფლიო
მარკო რუბიო: „ცივი ომის“ ტრიუმფის ეიფორიამ სახიფათო შეცდენამდე მიგვიყვანა - მივედით იმ ისტორიის დასასრულამდე, სადაც საუბარი იყო, რომ თითოეული ერი ლიბერალური დემოკრატია გახდებოდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, „ცივი ომის“ ტრიუმფის ეიფორიამ დასავლეთი სახიფათო შეცდენამდე მიიყვანა.
14 თებერვალი 2026, 12:10
სამართალი
უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე - 1981 წელს დაბადებული თ.ქ. და 1997 წელს დაბადებული ი.ჰ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.
14 თებერვალი 2026, 12:07
პოლიტიკა
ქართველიშვილი ფეისბუკ გვერდზე „დედამიწის გარშემო": ეს აგენტურის ერთ-ერთი გვერდია, ფოტოზე კი სპორტის ლეგენდები, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები სჩანან - იმის ნაცვლად, რომ ამაყობდნენ, საკუთარი ქვეყნის ლეგენდებზე გაღიზიანებული ხალხია
ეს აგენტურის ერთ-ერთი გვერდია, ფოტოზე კი სპორტის ლეგენდები, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები სჩანან - ეს საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტია, - წერს ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი, ფეისბუკ გვერდ "დედამიწის გარშემოს" მიერ გამოქვეყნებული პოსტის შესახებ.
14 თებერვალი 2026, 12:05
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელს ბანუ თერზიოღლუს შეხვდა.
14 თებერვალი 2026, 11:56
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლური პროდუქციის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.
14 თებერვალი 2026, 11:54
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ესტონეთის ელჩის გადაყვანაზე: ზოგან საელჩოები ხშირად ელჩის გარეშე ფუნქციონირებს, ამაში არ არის არაფერი განსაკუთრებული, თუკი ამას თავად ესტონური მხარე არ აძლევს რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას
ეს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყნის, საგარეო უწყების პრეროგატივაა, საკუთარი შეხედულებისამებრ გადაიყვანონ ელჩები ერთი თანამდებობიდან მეორე თანამდებობაზე და შესაბამისად, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ”, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ესტონეთის გადაწყვეტილებაზე, საქართველოში საკუთარი ელჩო სომხეთში გადაიყვანოს.
14 თებერვალი 2026, 11:53
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ვუფრთხილდებით რადიკალების ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომ არ ინერვიულონ, ძალიან არ მოეწონებათ დეტალური ინფორმაცია ბატონი მამუკა მდინარაძის ვიზიტთან დაკავშირებით
რადიკალები ავრცელებენ რაღაც ჭორაობას. სურთ, რომ ისევ ქაოსი შემოიტანონ ჩვენს საზოგადოებაში. მეორე მხრივ, გვეკითხებიან, თუ ვისთან იყო შეხვედრა და როგორ ჩაიარა, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა აშშ-ში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.
14 თებერვალი 2026, 11:28
მსოფლიო
ნატოში აშშ-ის ელჩი: ჩინეთს ხვალვე შეუძლია, შეაჩეროს რუსეთის ომი უკრაინაში
ნატოში აშშ-ის ელჩის, მეთიუ უიტაკერის განცხადებით, რუსეთის ომს უკრაინაში ჩინეთი უჭერს მხარს.
14 თებერვალი 2026, 11:28
პოლიტიკა
დღეს, 20:00 საათზე „იმედის“ ეთერში დებატები იწყება
ღია ეთერში დისკუსია განათლების რეფორმის შესახებ გაიმართება. ღია ეთერის სტუმრები პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე, თსუ-ს პროფესორი ლევან გორდეზიანი, „ერასმუს +“ ეროვნული ოფისის ყოფილი დირექტორი ლიკა ღლონტი, პარტია „თავისუფლების მოედნის“ წარმოამდგენელი სიმონ ჯანაშია იქნებიან. დებატებს „იმედზე“ ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი წაიყვანს
14 თებერვალი 2026, 11:25
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე: შეხვედრა მქონდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. შვეიცარია არის ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა - მნიშვნელოვანია ეუთოს დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა, უსაფრთხოების გამოწვევის თვალსაზრისით
საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს. მაკა ბოჭორიშვილი კონფერენციის ფარგლებში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
14 თებერვალი 2026, 11:15
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რადიკალების ლოგიკით, ორბანი „პუტინის კაცია“, ტრამპიც „პუტინის კაცი“ გამოდის და, შესაბამისად, ვლადიმერ პუტინი მართავს ფაქტობრივად, მთელს მსოფლიოს - მაშინ, რანაირად უნდა მოეგო უკრაინას ომი რუსეთისთვის, ლოგიკური დისონანსია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისადმი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ლევან მაჭავარიანი. იგი რადიკალების იმ ლოგიკაზე წერს, რომლის მიხედვითაც, ორბანი პუტინის კაცია და სვამს რიტორიკულ კითხვას, რომ რადიკალების ლოგიკის განვითარებით ტრამპიც პუტინის კაცი გამოდის.
14 თებერვალი 2026, 10:50
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას „პროფესია პოლიციელი“
კამპანიის ფარგლებში საჯარო სკოლის მოსწავლები შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ეწვივნენ, სადაც გაეცნენ დანაყოფების მუშაობის სპეციფიკას, დაათვალიერეს თანამედროვე ტექნიკა და სამუშაო გარემო.
14 თებერვალი 2026, 10:46
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის სამხედროები ირანში პოტენციური სამხედრო ოპერაციისთვის ემზადებიან
ამერიკელი სამხედროები ირანში პოტენციური სამხედრო ოპერაციისთვის ემზადებიან, რომელმაც, შესაძლოა, რამდენიმე კვირა გასტანოს. ინფორმაციას Reuters-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
14 თებერვალი 2026, 10:46
სამართალი
პოლიციამ ქურდობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავა
დაკავებულთაგან ერთი-ერთი არასრულწლოვანი წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი და ძარცვისთვის მხილებულია, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული სამართალდამცველების მიერ მხილებული იყო ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე „ნიკორა-ტრეიდის" კუთვნილი ერთ-ერთი ფილიალიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია, ასევე, თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
14 თებერვალი 2026, 10:45
სამართალი
იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს.
14 თებერვალი 2026, 10:44
სამართალი
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 61 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ დაფასოებული 61 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
14 თებერვალი 2026, 10:02
მსოფლიო
მარკო რუბიო დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა. ინფორმაციას დანიის მთავრობა ავრცელებს.
14 თებერვალი 2026, 09:56
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში და ხაზი გაუსვა დაკავშირებადობის გაძლიერების მნიშვნელობას და ხედვას, რომელიც „შუა დერეფანს“ არა მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტად, არამედ უსაფრთხო, სწრაფ და ეფექტიან ეკონომიკურ ხიდად მოიაზრებს.
14 თებერვალი 2026, 09:42
მსოფლიო
The Telegraph: რუსულ ნავთობზე უპრეცედენტო ფასდაკლება პუტინის სამხედრო მანქანას ურტყამს
რუსეთი იძულებულია გაყიდოს საკუთარი ნავთობი რეკორდული ფასდაკლებით, რათა ვინმე მაინც დააინტერესოს. სტატიას ამ შინაარსით The Telegraph-ი ავრცელებს.
14 თებერვალი 2026, 09:23
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 თებერვალს საქართველოში
14 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
14 თებერვალი 2026, 09:00
მსოფლიო
ზელენსკი: თუ ტრამპი პუტინს ორი-სამი თვით ომის შეწყვეტისკენ უბიძგებს, ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ
უკრაინა არჩევნების ჩატარებას შეძლებს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებს და ორი-სამი თვით ომს შეაჩერებს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Politico-თან ინტერვიუს დროს.
14 თებერვალი 2026, 08:45
მსოფლიო
რუსული ძალების დარტყმის შედეგად ოდესასა და კიევის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაიწვა, დაშავებული ორი ადამიანი
რუსული ძალების მიერ დარტყმის შედეგად ოდესის ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაცია ოდესის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ლისაკმა გაავრცელა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
14 თებერვალი 2026, 08:10
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში
14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს.
14 თებერვალი 2026, 08:00
სპორტი
ნიკა ეგაძემ ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა
მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ნიკა ეგაძემ იასპარეზა. თავისუფალ პროგრამაში მან მსაჯებისგან 175,16 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი 260,27 ქულა დააგროვა და ოლიმპიადა მეათე ადგილზე დაასრულა.
14 თებერვალი 2026, 00:13
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: მთავარია, ახალგაზრდამ იცოდეს, სადაა მოთხოვნა. კარგად ვიცით, ბაზარზე არაა იურისტსა და ეკონომისტზე მოთხოვნა, მაგრამ გვაქვს აგრონომიის, გეოლოგიისა და სხვა ტექნიკური მიმართულებების სპეციალისტების ნაკლებობა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა განათლების რეფორმაზე. დეპუტატმა თქვა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქციები უსაფუძვლოა.


