არქივი
14 თებერვალი 2026, 08:00
სპორტი
ნიკა ეგაძემ ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა
მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ნიკა ეგაძემ იასპარეზა. თავისუფალ პროგრამაში მან მსაჯებისგან 175,16 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი 260,27 ქულა დააგროვა და ოლიმპიადა მეათე ადგილზე დაასრულა.
14 თებერვალი 2026, 00:13
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: მთავარია, ახალგაზრდამ იცოდეს, სადაა მოთხოვნა. კარგად ვიცით, ბაზარზე არაა იურისტსა და ეკონომისტზე მოთხოვნა, მაგრამ გვაქვს აგრონომიის, გეოლოგიისა და სხვა ტექნიკური მიმართულებების სპეციალისტების ნაკლებობა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა განათლების რეფორმაზე. დეპუტატმა თქვა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქციები უსაფუძვლოა.
14 თებერვალი 2026, 00:11
მსოფლიო
ზელენსკი კითხვაზე, რომ რომ აშშ უკრაინასა და რუსეთზე თანაბარ ზეწოლას ახორციელებს: არის გარკვეული ფიქრები, რომლებიც ჩემთვის უნდა დავიტოვო
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი კვლავ არ ავლენს ომის დასრულების რეალურ ინტერესს და კრემლის „თამაშების“ შესაჩერებლად საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გაცილებით ძლიერი ზეწოლაა საჭირო.
14 თებერვალი 2026, 00:00
მსოფლიო
ზელენსკი აშშ-ის ადმინისტრაციაზე: ისინი უფრო მეტ სიგნალს იძლევიან იმის შესახებ, რომ კომპრომისებზე უკრაინა უნდა წავიდეს და არა რუსეთი - ვფიქრობ, ეს არ არის სწორი პოზიცია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მშვიდობისკენ იძულების რეალური ძალა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს შესწევს. გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში მან ღიად ისაუბრა იმ მოლოდინებსა და იმედგაცრუებებზე, რაც ვაშინგტონის ამჟამინდელ პოლიტიკას უკავშირდება.
13 თებერვალი 2026, 23:43
მსოფლიო
მაკრონი: უკრაინაში ჯარების გაგზავნა ამ ეტაპზე დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ განმარტა თავისი პოზიცია უკრაინაში დასავლური ჯარების შესაძლო გაგზავნასთან დაკავშირებით. კითხვაზე, თუ რატომ არ არის ის მზად ამ ნაბიჯისთვის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევამდე, მაკრონმა ვრცელი და არგუმენტირებული პასუხი გასცა.
13 თებერვალი 2026, 23:37
სპორტი
ნიკა ეგაძემ ოლიმპიადაზე თავისუფალი პროგრამით იასპარეზა და მსაჯებისგან 175.16 ქულა დაიმსახურა
მილანის 2026 წლის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის ინდივიდუალური ასპარეზობები მიმდინარეობს. მაყურებლების წინაშე თავისუფალი პროგრამით ნიკა ეგაძე წარდგა; მან მსაჯებისგან 175, 16 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი 269, 27 ქულა დააგროვა, რაც ამ ეტაპზე პირველი შედეგია. მანამდე სპორტსმენმა მოკლე პროგრამაში 85,11 ქულა მოაგროვა.
13 თებერვალი 2026, 23:27
მსოფლიო
Financial Times: მარკო რუბიომ გამოტოვა მიუნხენში ევროპელ ლიდერებთან დაგეგმილი შეხვედრა უკრაინის საკითხზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, გამოტოვა შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან უკრაინის ომის საკითხზე - ეს ნაბიჯი ევროპულ დედაქალაქებში აღიქმება როგორც სიგნალი იმისა, რომ ვაშინგტონის ინტერესი - ჩართოს ისინი კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევაში - მცირდება, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.
13 თებერვალი 2026, 23:09
მსოფლიო
მაკრონი: უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემთხვევაში, ევროპას მოუწევს რუსეთთან თანაარსებობის წესების განსაზღვრა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომის დასასრულებლად სამშვიდობო შეთანხმება მიიღწევა, ევროპას მოუწევს რუსეთთან „თანაარსებობის ახალი წესების“ შემუშავება.
13 თებერვალი 2026, 23:05
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: მთავარია, ახალგაზრდამ იცოდეს, სადაა მოთხოვნა. კარგად ვიცით, ბაზარზე არაა იურისტსა და ეკონომისტზე მოთხოვნა, მაგრამ გვაქვს აგრონომიის, გეოლოგიისა და სხვა ტექნიკური მიმართულებების სპეციალისტების ნაკლებობა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა განათლების რეფორმაზე. დეპუტატმა თქვა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქციები უსაფუძვლოა. მან ხაზი გაუსვა, პედაგოგიური მიმართულების მნიშვნელობას და აღნიშნა ისიც, რომ ბაზარზე სერიოზული მოთხოვნაა ტექნიკური მიმართულებების სპეციალისტებზე.
13 თებერვალი 2026, 22:44
მსოფლიო
მაკრონი: ჩვენი გეოგრაფია არ შეიცვლება, ჩვენ კვლავ რუსეთის მეზობლად ვიცხოვრებთ - ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მოლაპარაკებები თავად ევროპელებმა უნდა წარმართონ
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა ევროპის წამყვან როლს მომავალი მშვიდობის ჩამოყალიბებაში.
13 თებერვალი 2026, 22:37
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ ვგზავნით მეორე ავიამზიდს იმ შემთხვევისთვის, თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდს გზავნის.
13 თებერვალი 2026, 22:32
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ბიზნესის განვითარებისთვის ქვეყანაში ყველაფერი კეთდება და ასე გაგრძელდება, მაგრამ მოსაძებნია „ოქროს შუალედი“, რომ მოქალაქე არ ზარალდებოდეს. სწორედ ამისთვის არსებობს სახელმწიფო
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სურსათის ფასების დაწევასთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობას ეხმიანება. მისი თქმით, ქვეყანაში ფასების შემცირება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბალანსი ბიზნესის მოგებასა და მოქალაქეების ინტერესებს შორის.
13 თებერვალი 2026, 22:29
მსოფლიო
მარტა კოსი უკრაინაზე: სრული წევრობა მხოლოდ სრული რეფორმების შემდეგ ხდება
ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რეფორმების განხორციელებისთვის „მოკლე გზა“ არ არსებობს, მიუხედავად იმ ვარაუდებისა, რომ კიევის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება შესაძლოა მომავალ წელსვე მოხდეს.
13 თებერვალი 2026, 22:21
მსოფლიო
ტრამპი: რუსეთს გარიგების დადება სურს და ზელენსკის მოქმედება მოუწევს
რუსეთს გარიგების დადება სურს და ზელენსკის მოქმედება მოუწევს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
13 თებერვალი 2026, 21:55
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად, ასამდე ქვეყანაა, ვინც მიულოცა ირანს ეს დღე. ეს არის ჩვეულებრივად პროტოკოლური ნაწილი და ამაში არაფერია განსაკუთრებული
ისლამური რევოლუცის წლისთავი პარიზსა და ჰააგაში, მისალოცი გზავნილები გაეროსა და საქართველოს ყველა მეზობელი სახელმწიფოსგან - ამ ფონზე კი თბილისის ანძის განათება სპეკულაციის საბაბი გახდა.
13 თებერვალი 2026, 21:47
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ავტომობილების იმპორტის ახალ რეგულაციებზე: ვინც ამას ეწინააღმდეგება, ის ეწინააღმდეგება ჩვენი შვილების ჯანმრთელ გარემოს
„სახელმწიფოს ვალდებულებაა მსგავს მოცემულობაში აქტიურად ჩაერთოს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს იმას, რომ გარემო პირობები გაჯანსაღდეს. ვინც ამას ეწინააღმდეგება, ის ეწინააღმდეგება ჩვენი შვილების ჯანმრთელ გარემოს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
13 თებერვალი 2026, 21:40
საზოგადოება
მაგდა ანიკაშვილი „ღია ეთერი - დებატებზე“: ჩვენი ამოცანა არის ძალიან მკაფიო - არაფერი უნდა დარჩეს უთქმელი, ყველა კითხვა უნდა დაისვას და გაეცეს პასუხი. საბოლოო ჯამში გამარჯვებული უნდა იყოს მაყურებელი
„თემა არის ძალიან აქტუალური, ძალიან მნიშვნელოვანი. ბოლო დღეების მოვლენებმა კიდევ უფრო მეტი ინტერესი გააჩინა ამ საკითხის მიმართ. ჩვენი ამოცანა არის ძალიან მკაფიო - არაფერი არ უნდა დარჩეს უთქმელი, ყველა კითხვა უნდა დაისვას და გაეცეს პასუხი. საბოლოო ჯამში გამარჯვებული უნდა იყოს მაყურებელი“, - განაცხადა გადაცემის წამყვანმა.
13 თებერვალი 2026, 21:27
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი უკრაინელებს: თქვენ ამ ომში იმარჯვებთ - უბრალოდ განაგრძეთ ის, რასაც აკეთებთ და, საბოლოო ჯამში, თქვენ აჯობებთ და გაიმარჯვებთ ამ ომში
ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომში სტრატეგიული მარცხი უკვე განიცადა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
13 თებერვალი 2026, 21:26
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: როდესაც საქართველომ დაიწყო ამის კეთება, მთელი ევროკავშირის ისტებლიშმენტი შემოგვესია - როგორ გავბედეთ და დავიწყეთ ჩვენი შიდაპოლიტიკური არეალის დაცვა. ახლა თვითონ დადგნენ ამის წინაშე
გვამუნათებდნენ იმაზე, რომ როგორ გავბედეთ და დავიწყეთ ჩვენი შიდაპოლიტიკური არეალის დაცვა. ახლა თვითონ დადგნენ ამის წინაშე, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა დიდ ბრიტანეთზე საუბრისას, რომელიც უცხოური გავლენებისგან ქვეყნის დაცვის მიზნით კანონმდებლობას ამკაცრებს.
13 თებერვალი 2026, 21:18
მსოფლიო
სიკორსკი: ევროპა უნდა მონაწილეობდეს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში - ჩვენ ვიხდით ომისთვის და ყოველთვის სრულ ინფორმაციასაც კი არ ვფლობთ, ჩვენ ვხარჯავთ რეალურ ფულს, მაშინ როცა აშშ, ფაქტობრივად, შოულობს ამ ომით
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროპა უნდა მონაწილეობდეს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესში, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს.
13 თებერვალი 2026, 21:17
პოლიტიკა
ღია დისკუსია განათლების რეფორმის შესახებ 14 თებერვალს, 20:00 საათზე - დებატები „იმედზე“. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხვალ, „იმედზე“ „ღია ეთერი” დებატებით ბრუნდება. მზად არის სტუდია, ზუსტდება ბოლო ტექნიკური დეტალები. დებატებს მაგდა ანიკაშვილი გაუძღვება.
13 თებერვალი 2026, 20:55
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად მუდმივად ვითარდება, ეს ჩანს მაჩვენებლებშიც. ჩვენ ვართ სტაბილური ქვეყანა, რომელსაც ყველა მეზობელთან სტრატეგიული ურთიერთობა აკავშირებს
ცვლილებების დროში ვცხოვრობთ, რაც ჩვენს რეგიონს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. საქართველო არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზა, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.
13 თებერვალი 2026, 20:53
მსოფლიო
El Pais: აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველომ ვენესუელის ნავთობზე დაწესებული სანქციები გააუქმა
აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველომ (OFAC) ვენესუელის ნავთობზე დაწესებული სანქციები გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
13 თებერვალი 2026, 20:51
საზოგადოება
ზრუნვა მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კომფორტულ გადაადგილებაზე - პირველი აპრილიდან 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვა წესდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავრობის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა განმარტა და აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები მნიშვნელოვანია ეკოლოგიისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისა და კომფორტული გადაადგილებისთვის.
13 თებერვალი 2026, 20:47
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის კონსპირაციულ შეხვედრაზე: ის, რომ ელჩის სახლში არის შეხვედრა, უკვე ნიშნავს, რომ რაღაც უფრო პრივატულია, ვიდრე საელჩოში შეხვედრა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „ქრონიკასთან“ ეკა გიგაურისა და გერმანიის ელჩის ფარულ შეხვედრას გამოეხმაურა.
13 თებერვალი 2026, 20:32
პოლიტიკა
ბრიტანეთი პოლიტიკაში შავი ფულის წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს - საქართველოს კრიტიკოსები გამჭვირვალობის აუცილებლობამდე მიდიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს კრიტიკოსები გამჭვირვალობის აუცილებლობამდე მიდიან. უცხოური გავლენებისგან ქვეყნის დაცვა და ე.წ. შავი ფულის კონტროლი - ბრიტანეთი კანონმდებლობას ამკაცრებს.
13 თებერვალი 2026, 20:27
პოლიტიკა
როგორ ხედავს საქართველო საკუთარ თავს ევროპის უსაფრთხოების ნაწილად - ქვეყნის პირველი დიპლომატი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. „ქრონიკა“ გერმანიიდან
საქართველოს პირველი დიპლომატი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეა. მაკა ბოჭორიშვილი პანელურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. შედგა ორმხრივი შეხვედრებიც.
13 თებერვალი 2026, 20:22
პოლიტიკა
სუს-ის უფროსის შტატებში ვიზიტი - რატომ შფოთავს ოპოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის შეერთებულ შტატებში ვიზიტი ოპოზიციის თავსატეხად იქცა. სპეკულაციისთვის უწყების და ამერიკული მხარის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიღმა, სხვადასხვა ვერსიას ხედავენ და ავრცელებენ.
13 თებერვალი 2026, 20:20
პოლიტიკა
საქართველო სრულად გათავისუფლდება არალეგალი მიგრანტებისგან - პრემიერ-მინისტრის გზავნილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო სრულად გათავისუფლდება არალეგალი მიგრანტებისგან - ეს პრემიერ-მინისტრის გზავნილია. გლობალური გამოწვევების ფონზე, ხელისუფლების ამოცანა ქვეყნის იდენტობის დაცვა და შენარჩუნებაა.
13 თებერვალი 2026, 20:18
მსოფლიო
ფაშინიანი: სომხეთი და ირანი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ
სომხეთი და ირანი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.


