არქივი

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპი

13 თებერვალი 2026, 20:11

მსოფლიო

ტრამპი: მე ამაყი ვიყავი, როდესაც 2022 წელს მხარი დავუჭირე ვიქტორ ორბანის ხელახალ არჩევას და ჩემთვის პატივია, რომ ამას კვლავ ვაკეთებ

უნგრეთის დიდად პატივსაცემი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ჭეშმარიტად ძლიერი და გავლენიანი ლიდერია, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის დადასტურებული გამოცდილება აქვს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ზურაბ ქადაგიძე

13 თებერვალი 2026, 20:01

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: რადიკალური ოპოზიცია არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების ლობისტები არიან. პირდაპირი და ირიბი კავშირები აქვთ მაღალჩინოსნებთან. მათ ვალი აქვთ თავიანთ დამფინანსებლებთან, ისინი მაღალი ფასების მხარეს დადგებიან

მსოფლიოში არც ერთ ქვეყანაში არ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს აჯერებდნენ, რომ ფასები არ დაიწევს, არ გადაიჭრება ეს პრობლემა. ეს ერთი შეხედვით სასაცილოა და მათ ხასიათს ავლენს. რაც არის ცუდი ქვეყანაში, ეს რადიკალური ოპოზიციისთვის არის კარგი, სადაც არის უბედურება, ტრაგედია - ეს ყველაფერი რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკურ ქულებში იწერება - განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ, გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“.

მარკო რუბიო

13 თებერვალი 2026, 19:54

მსოფლიო

მარკო რუბიო სლოვაკეთსა და უნგრეთზე: ესენი არიან ქვეყნები, რომლებიც ჩვენთან ერთად ძალიან მტკიცედ დგანან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, სლოვაკეთსა და უნგრეთში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება და ხაზს უსვამს ამ ქვეყნებთან პარტნიორობის მნიშვნელობას. რუბიოს განცხადებით, აღნიშნული სახელმწიფოები ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და საიმედო მოკავშირეები არიან.

ფრიდრიხ მერცი

13 თებერვალი 2026, 19:48

მსოფლიო

Le Monde: მერცმა აღიარა, რომ ევროპასა და აშშ-ს შორის ბზარი გაჩნდა, თუმცა ვაშინგტონს მოწოდებით მიმართა - „მოდით, ერთად აღვადგინოთ და გამოვაცოცხლოთ ტრანსატლანტიკური ნდობა“

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აღიარა, რომ ევროპასა და აშშ-ს შორის ბზარი გაჩნდა, თუმცა ვაშინგტონს მოწოდებით მიმართა - „მოდით, ერთად აღვადგინოთ და გამოვაცოცხლოთ ტრანსატლანტიკური ნდობა“, - წერს ფრანგული გამოცემა Le Monde სტატიაში სათაურით „გერმანიის კანცლერი მერცი აშშ-ს მოუწოდებს, აღადგინოს კავშირები ევროპასთან“.

მიხეილ ყაველაშვილი
 ზორან მილანოვიჩი

13 თებერვალი 2026, 19:46

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: დღეს დასრულდა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, დიდი მადლობა ჩემს კოლეგას და მის მეუღლეს სტუმრობისთვის და ჩვენი ქვეყნის დაფასებისთვის

„დღეს დასრულდა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩისა და მისი მეუღლის, სანია მუსიჩ მილანოვიჩის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მე და ჩემი მეუღლე ბედნიერები ვართ ბატონი ზორანის და ქალბატონი სანიას გაცნობით და იმედს გამოვთქვამთ, რომ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და საშუალება გვექნება ხორვატიისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა უმაღლეს დონეზე ავიყვანოთ. დიდი მადლობა ჩემს კოლეგას და მის მეუღლეს სტუმრობისთვის და ჩვენი ქვეყნის დაფასებისთვის“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

13 თებერვალი 2026, 19:42

ეკონომიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ხილ-პროდუქტების და წვენების მწარმოებლებს მოუსმინეს

„ჯერ პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპზე ვართ. შემდეგი ეტაპი ანალიტიკა იქნება და ბოლოს - შესაბამისი ინსტრუმენტების ამოქმედება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სექტორი უფრო კონკურენტუნარიანი და ეფექტიანი გავხადოთ. მნიშვნელოვანია სექტორის სტრუქტურული პრობლემების გამოვლენა და სისტემური მიდგომა ამ პრობლემების გადასაჭრელად, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება როგორც მომხმარებელზე, ასევე სექტორში მონაწილე ყველა მხარეზე და საბოლოო ჯამში საშუალებას მოგვცემს სექტორში მნიშვნელოვანი ფასის კორექციას მივაღწიოთ კლების მიმართულებით,“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

13 თებერვალი 2026, 19:32

საზოგადოება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა

„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო კვლევისა და პოპულარიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული მრავალწლიანი სამეცნიერო მუშაობის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინოს 8000 წლის წინ აყენებდნენ და ეს ტრადიცია დღემდე უწყვეტად გრძელდება.

13 თებერვალი 2026, 19:28

საზოგადოება

გივი მიქანაძემ საუდის არაბეთის ელჩს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში საუდის არაბეთის ელჩს, სალმან აბდულრაჰმან ალ შეიხს უმასპინძლა.

ზურაბ ქადაგიძე

13 თებერვალი 2026, 19:21

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოს შეაფასებს არა როგორც თოჯინას მის ხელში, არამედ, ჩვენი, საქართველოს ინტერესებიდან, მისწრაფებებიდან და ეროვნული იდენტობიდან გამომდინარე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, მედიასთან გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხს „ნეტგაზეთის“ კითხვაზე, რომელიც ეხებოდა მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველო-ირანის ურთიერთობას. ქადაგიძემ თქვა, რომ დეპარტამენტის სპიკერმა ხაზი გაუსვა საქართველო-ამერიკის პარტნიორულ ურთიერთობებსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მეტყველებს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის შეცვლილ დამოკიდებულებაზე ჩვენი სახელმწიფოს მიმართ.

ანდრიი სიბიგა

13 თებერვალი 2026, 19:16

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ჩინეთს შეუძლია ომის დასრულებაში დახმარება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიგამ განაცხადა, რომ მან თავისი ჩინელი კოლეგა უკრაინაში მიიწვია და დასძინა, რომ პეკინს შეუძლია დაეხმაროს რუსეთთან ოთხწლიანი ომის დასრულებაში.

13 თებერვალი 2026, 18:58

საზოგადოება

M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დამატებით განმარტებებს აკეთებს

სამინისტროს ინფორმაციით, კერძოდ, საავტომობილო, სარკინიგზო ან თვითსვლით წამოსული ავტომობილების შემთხვევაში გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ ავტომობილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარს გადმოკვეთს არაუგვიანეს 2026 წლის 1 ივლისისა და იმპორტიორი წარმოადგენს დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომ ტრანსპორტირება დაწყებულია 2026 წლის 1 აპრილამდე.

ნია გიუაშვილი

13 თებერვალი 2026, 18:57

საზოგადოება

ნია გიუაშვილი: 2000-2025 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში 45%-ით შემცირდა ავადობისა და სიკვდილობის ტვირთი, მხოლოდ 2008-2019 წლებში 22%-ით შემცირდა გამონაბოლქვების საერთო რაოდენობა, რამაც მოიტანა გაუმჯობესებული ჯანმრთელობის შედეგები

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა ნია გიუაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იმ ევროპულ გამოცდილებაზე ისაუბრა, რომელმაც სატრანსპორტო გამონაბოლქვის შემცირების შემდეგ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების შემცირებაც განაპირობა.

მაიკ უოლცი

13 თებერვალი 2026, 18:54

მსოფლიო

გაეროში აშშ-ის ელჩი: ტრამპი გაეროსთვის იმავეს გააკეთებს, რაც ბოლო ათწლეულში ნატოსთვის გააკეთა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გაეროში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა ორგანიზაციის რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაეროს „დიეტა“ სჭირდება, რადგან „ყველა თანხმდება, რომ ცვლილებები გარდაუვალია“.

13 თებერვალი 2026, 18:51

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულას შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და კატარს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.

ლევან სურგულაძე

13 თებერვალი 2026, 18:46

ეკონომიკა

ლევან სურგულაძე: ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე ინვესტირების შესაძლებლობის მოპოვება მნიშვნელოვანი, დროული და ლოგიკური ნაბიჯია

მიმდინარე გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციისა და შეზღუდვებთან დაკავშირებული რისკების ფონზე, ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაცია სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან კონცენტრაცია ვიწრო სავალუტო და საბაზრო არეალში მოწყვლადობას ზრდის, - აცხადებს ფინანსისტი ლევან სურგულაძე.

13 თებერვალი 2026, 18:45

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს იგნასიო კასისს შეხვდა.

13 თებერვალი 2026, 18:43

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მითვისების და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში ბუღალტრის პოზიციაზე იყო დასაქმებული, სხვადასხვა დროს დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა გამოყენებით, საწარმოს კუთვნილი, დიდი ოდენობის თანხები პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა. აღნიშნული გზით, ბრალდებულმა კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით, ჯამში 300 000 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

13 თებერვალი 2026, 18:43

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბახტიორ საიდოვის შეხვედრა გაიმართა.

ზურაბ ქადაგიძე

13 თებერვალი 2026, 18:40

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით: პრემიერის ინიციატივაა, რომ ჩვენ მივიღოთ პრევენციული ზომები, რაც დაიცავს ჩვენს ეთნიკურ და რელიგიურ თვითმყოფადობას

„პრემიერის ინიციატივაა, რომ ჩვენ წინასწარ დავიწყოთ მზადება და შევქმნათ ის „ჯავშანი“, რომელიც დაიცავს ჩვენს ეთნიკურ და რელიგიურ თვითმყოფადობას, რადგან მსოფლიო გეოპოლიტიკა ბრიუსელის პოლიტიკის გამო კატასტროფის წინაშე იდგა და ეს ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო"- აღნიშნა პარლამენტის წევრმა და განმარტა, რომ აუცილებელია წინასწარი პრევენციული ნაბიჯების გადადგმა ეთნიკური და რელიგიური თვითმყოფადობის დასაცავად“.

იოსებ მანჯავიძე

13 თებერვალი 2026, 18:40

ეკონომიკა

კომპანია „ქართული აგროპროდუქტის“ წარმომადგენელი: 3 ქსელიდან გამოგვისტუმრეს, უარი გვითხრეს დახლების თანხის გადახდაზე, რადგან დახლების 90% უკვე გაყიდულია, ძირითადი მფლობელები ამ დახლებისა არიან სადისტრიბუციო კომპანიები, ჩაკეტილი წრეა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომპანია „ქართული აგრო პროდუქტის“ წარმომადგენელმა, იოსებ მანჯავიძემ, ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც მის კომპანიას სუპერმარკეტების ქსელების მხრიდან დახლზე მოსახვედრად აქვს.

ნია გიუაშვილი

13 თებერვალი 2026, 18:35

საზოგადოება

ჯანდაცვის ექსპერტი: ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს - გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებები, სხვადასხვა ტიპის სიმსივნისა და დიაბეტის განვითარება, სწორედ ჰაერის დაბინძურებასთან არის დაკავშირებული

სატრანსპორტო ემისიების წილი, განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, 2-ჯერ აჭარბებს სამრეწველო ემისიებს და სწორედ ამითი არის გამოწვეული განსაკუთრებული მნიშვნელობა სატრანსპორტო ემისიების შემცირებისა. ეს განსაკუთრებით მწვავეა თბილისისათვის, სადაც მთელი ქვეყნის მოსახლეობის 35%-ამდე ცხოვრობს და შესაბამისად, დაბინძურების ერთ-ერთი მაღალი დონე სწორედ თბილისშია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ნია გიუაშვილმა.

ფრიდრიხ მერცი

13 თებერვალი 2026, 18:30

მსოფლიო

მერცი: ევროპას შეუძლია გლობალურ დონეზე ახალ სავაჭრო და პოლიტიკურ პარტნიორებს მიმართოს - პარტნიორობა არ მოითხოვს ყველა ღირებულებისა და ინტერესის სრულ თანხვედრას

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროპას შეუძლია გლობალურ დონეზე ახალ სავაჭრო და პოლიტიკურ პარტნიორებს მიმართოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემ The Guardian-ი ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

13 თებერვალი 2026, 18:30

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: 2021- 2025 წლებში ჩვენი ეკონომიკა, საშუალოდ, 9.3%-ით გაიზარდა, რაც საქართველოს ლიდერს ხდის როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის

საქართველოს ეკონომიკა 2021- 2025 წლების პერიოდში, საშუალოდ, 9.3%-ით გაიზარდა, რაც ჩვენს ქვეყანას ლიდერს ხდის ევროპის, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებს შორის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სავალუტო ფონდის თანახმად, საშუალოვადიან, 2026 - 2030 წლების პერიოდში საქართველო კვლავ განაგრძობს, იყოს ლიდერი და ჰქონდეს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა - საშუალოდ, 5.1%-ის ოდენობით, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ხორვატიის ბიზნესფორუმზე გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

13 თებერვალი 2026, 18:26

პოლიტიკა

თეა ახვლედიანისა და ანიეს ქოთუს ხელმძღვანელობით გაფართოებული ფორმატის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანად წარმართვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დესპანის ანიეს ქოთუს ხელმძღვანელობით, გაფართოებული ფორმატის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სხდომას სახელმწიფო მინისტრის აპარატის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან მაჭავარიანი

13 თებერვალი 2026, 18:20

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიას ასეთი ელჩი ჰყავს - თუმცა, ჩვენი და გერმანიის ურთიერთობა ერთ ელჩს ნამდვილად არ გადაჰყვება. თუ არ ვცდები, მას მისია ზაფხულში უმთავრდება და თავის ქვეყანაში წაბრძანდება

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ელჩი ჰყავს ევროკავშირს და ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიას ასეთი ელჩი ჰყავს - ფაქტობრივად, მისი სურვილია, რომ ეს ურთიერთობა დაინგრეს. თუმცა, ჩვენი და გერმანიის ურთიერთობა ერთ ელჩს ნამდვილად არ გადაჰყვება. თუ არ ვცდები, მას მისია ზაფხულში უმთავრდება და იგი თავის ქვეყანაში წაბრძანდება“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

ფრიდრიხ მერცი

13 თებერვალი 2026, 18:18

მსოფლიო

მერცი: ზესახელმწიფოების ეპოქაში ჩვენი თავისუფლება აღარ არის გარანტირებული, ის საფრთხის ქვეშაა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გააფრთხილა დამსწრენი, რომ ზესახელმწიფოების ეპოქაში ევროპული ქვეყნების თავისუფლება აღარ არის გარანტირებული მოცემულობა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

13 თებერვალი 2026, 18:06

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: თუ ბატონი მამუკა მდინარაძის ვიზიტზე ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, რადიკალებს, მათ გარე პატრონებს მეტ დეტალს მივაწვდით, ნამდვილად შეერყევათ ჯანმრთელობის მდგომარეობა

ოპოზიციის დღის წესრიგი არის, რომ ყველაფერთან დაკავშირებით ბუნდოვანება შემოიტანონ და საზოგადოება კიდევ უფრო დააბნიონ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აშშ-ში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე.

ლევან მაჭავარიანი

13 თებერვალი 2026, 18:04

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერ გრანტს მთავრობა მიიღებს და მადლობას გადაიხდის, ოღონდ დონორმა ორგანიზაციამ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს გრანტი არ ხმარდება პოლიტიკურ აქტივობას

მდიდარი „ენჯეოები“ გიგაური, ლომჯარია, ბაბუცა პატარაია და მათი მსგავსი „ენჯეო“ ორგანიზაციები არიან ინსტრუმენტი არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ხელში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

13 თებერვალი 2026, 17:55

პოლიტიკა

ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის საქართველოში ვიზიტი დასრულდა

ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის საქართველოში ვიზიტი დასრულდა. ზორან მილანოვიჩი და მისი მეუღლე სანია მუსიჩ მილანოვიჩი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, საგარეო მინისტრის მოადგილემ და საქართველოში ხორვატიის ელჩმა გააცილეს.

კეტრინ რუმლერი

13 თებერვალი 2026, 17:52

მსოფლიო

Politico: აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი ბანკის, Goldman Sachs-ის წამყვანი იურისტი ეპშტეინთან კავშირის გამო თანამდებობიდან გადადგა

აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი ბანკის, Goldman Sachs-ის წამყვანი იურისტი, თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი, კეტრინ რუმლერი ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის გამო დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.