არქივი
13 თებერვალი 2026, 15:14
პოლიტიკა
ზვიად გაბისონია: ინფორმაცია, თითქოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილება სტუდენტთა კვოტირების შესახებ მოქმედ სტუდენტებს ეხება არის სრული სიცრუე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიას განმარტებით მთავრობის ახალი დადგენილება სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა კვოტირების შესახებ არ ვრცელდება მოქმედ სტუდენტებზე.
13 თებერვალი 2026, 15:11
პოლიტიკა
შპს „ტირიფონის ხილის“ წარმომადგენელი ზურაბ გოჯიაშვილი: რომ არ ყოფილიყო ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც შექმენით 2013 წელს, ჩვენ ასეთ რისკიან ბიზნესს ხელს არ მოვკიდებდით
დღევანდელ სხდომაზე, კომისიის წევრები, ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების შესახებ მსჯელობენ.
13 თებერვალი 2026, 15:11
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსა და ხორვატიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გვაქვს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ხორვატიის ბიზნეს-ფორუმი გახსნა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
13 თებერვალი 2026, 15:10
პოლიტიკა
გერმანიის საელჩოს მხრიდან ამ დრომდე უპასუხოდ რჩება „ქრონიკის” კითხვა პეტერ ფიშერისა და ეკა გიგაურის შეხვედრის შესახებ
გერმანიის საელჩოს მხრიდან ამ დრომდე უპასუხოდ რჩება „ქრონიკის” კითხვა - რა თემები განიხილეს და რა მიზანი ჰქონდა ეკა გიგაურისა და პეტერ ფიშერის შეხვედრას. ფარულ შეხვედრაზე, რომელიც გერმანიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა პოლიტიკური შეფასებები კეთდება.
13 თებერვალი 2026, 15:10
პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა“ 5 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა“ 5 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
13 თებერვალი 2026, 15:07
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის კონსპირაციულ შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში
გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ გერმანიის ელჩთან კითხვები არსებობს და მათ შორის კითხვები შეეხება ეკა გიგაურთან პეტერ ფიშერის კონპისრაციულ შეხვედრასაც, ამიტომ გერმანიის ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობას პასუხი უნდა გასცეს მის მიერ დანიშნული პირის საქმიანობასთან დაკავშირებით.
13 თებერვალი 2026, 14:57
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი ჩარევებთან დაკავშირებით ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე: ევროპაში არაერთხელ უმსჯელიათ ამ საკითხზე, თუმცა, როდესაც საქმე ეხება საქართველოს, ვხედავთ სხვაგვარ მიდგომას - ყველას შეუძლია, ისარგებლოს საქართველოს გამოცდილებით
ევროპაში არაერთხელ უმსჯელიათ ამ საკითხზე, თუმცა როდესაც საქმე ეხება საქართველოს, უკვე ცხადად ვხედავთ სულ სხვაგვარ მიდგომას, მაშინ, როდესაც გამჭვირვალობა იქცევა დემოკრატიის უკუსვლის წინაპირობად, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებით ბრიტანეთის გადაწყვეტილების შეფასებისას.
13 თებერვალი 2026, 14:52
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ეკა გიგაურის და პეტერ ფიშერის შეხვედრაზე: შეხვედრა, რომელსაც ასე გულდასმით არ ასაჯაროებდნენ, ემსახურებოდა იმას, რომ ალბათ გარკვეული დავალებები მიეღო და მათ შორის, ერთად მოეძებნათ კანონის გვერდის ავლის გზები
გუშინდელი შეხვედრაც, რომელსაც ასე გულდასმით არ ასაჯაროებდნენ, ემსახურებოდა იმას, რომ ალბათ გარკვეული დავალებები მიეღო და მათ შორის, ერთად მოეძებნათ კანონის გვერდის ავლის გზები, - აცხადებს „ქრონიკასთან“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.
13 თებერვალი 2026, 14:52
პოლიტიკა
ნინო წილოსანი სურსათის მწარმოებლებთან შეხვედრაზე: მოვისმენთ მათ საჭიროებებს, მათ დანახულ პრობლემებს და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობაზე გვექნება კითხვები
მოვისმენთ მათ საჭიროებებს, მათ დანახულ პრობლემებს და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობაზე გვექნება კითხვები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე სურსათის მწარმოებლებთან.
13 თებერვალი 2026, 14:51
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი: რძის, ხორცისა და კვერცხის წარმოებაში ნედლეულის დაახლოებით 90% იმპორტირებულია, მწარმოებლებს აქვთ ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები, ასევე, გამოწვევაა საკრედიტო რესურსის სიძვირე
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, შეაჯამა პირველ სხდომაზე განხილული საკითხები და დაასახელა ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც გამოიკვეთა რძის, ხორცისა და კვერცხის მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებთან.
13 თებერვალი 2026, 14:45
პოლიტიკა
შოთა ბერეკაშვილი: დღევანდელი შეხვედრა გვექნება ბოსტნეულის, ხილის, წვენების და ჯემების მწარმოებელ კომპანიებთან. ჩვენი მიზანია, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლა დავიწყოთ ქვემოდან ზემოთ
„დღევანდელი შეხვედრა გვექნება ბოსტნეულის, ხილის, წვენების და ჯემების მწარმოებელ კომპანიებთან. ჩვენი მიზანია, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლა დავიწყოთ ქვემოდან ზემოთ, რაც ნიშნავს, რომ ჯერ ჩვენ შევხვდებით მწარმოებლებს, შემდეგ იმპორტიორებს და დისტრიბუტორებს. ბოლო ეტაპზე შევხვდებით ქსელური მაღაზიების და სუპერმარკეტების წარმომადგენლებს. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი სწორად წარიმართოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოება. მიგვაჩნია, რომ საშუალო და მცირე წარმოება არის ეკონომიკის ზრდის ყველაზე მაღალი მაგენერირებელი. შემდეგ დაიწყება ანალიტიკის და შესწავლის ნაწილი. საბოლოო ჯამში, მივალთ იქ, რომ საუკეთესო მექანიზმებს ავამოქმედებთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გავაუმჯობესოთ სექტორი“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.
13 თებერვალი 2026, 14:45
მსოფლიო
Daily Mail: „ლეიბორისტული პარტია“ ტრანსგენდერ ბავშვებს დაწყებითი სკოლების კარს უხსნის: მთავრობა 4 წლის ბავშვებს სქესის შეცვლის ნებას რთავს
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სკოლის ასაკის მოზარდებს, რომლებსაც საკუთარ გენდერულ იდენტობაში ეჭვი ეპარებათ, ნება მისცეს გამოიყენონ სხვადასხვა ნაცვალსახელები. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
13 თებერვალი 2026, 14:40
საზოგადოება
პულმონოლოგი: ჰაერის დაბინძურება დღესდღეობით წინა პლანზეა წამოწეული და შემცირების ტენდენცია ნაკლებად ისახება - იზრდება რესპირატორული სისტემის როგორც ქრონიკულად მიმდინარე, აგრეთვე, მწვავედ გამოწვეული პრობლემები
პულმონოლოგი ოთარ გაბრიჭიძე დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული დაავადებების შესახებ განმარტებას აკეთებს. 12 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომელიც 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვას ეხება. „წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას, ეს მნიშვნელოვანია ეკოლოგიისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისა და ადამიანების კომფორტული გადაადგილებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
13 თებერვალი 2026, 14:39
ჯანდაცვა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი ავტომანქანების იმპორტის რეგულაციებზე: ევროკავშირის გამოცდილება გვეუბნება, რომ შესაძლებელია ჰაერის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სხვადასხვა რეგულაციის გზით
ავტომანქანების იმპორტთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი ნია გიულაშვილი ეხმაურება.
13 თებერვალი 2026, 14:36
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძე: იმ მძღოლებს და ავტომფლობელებს, რომლებიც შეიძენენ ავტომობილებს 2026 წლის 1 აპრილამდე და მათი ტრანსპორტირება საზღვარგარეთიდან დაიწყება 2026 წლის 1 აპრილამდე, ეს ცვლილება არ შეეხება
„ცვლილება ძალაში შედის პირველი აპრილიდან, თუმცა იმ მძღოლებს და ავტომფლობელება, რომლებიც შეიძენენ ავტომობილებს 2026 წლის 1 აპრილამდე და მათი ტრანსპორტირება საზღვარგარეთიდან დაიწყება 2026 წლის 1 აპრილამდე, ეს ცვლილება არ შეეხებათ. ასევე ცვლილება არ ეხება რეექსპორტზე გასატან ავტომობილებს და იმ ავტომობილებს, რომელიც უკვე საქართველოშია და რეგისტრირებულია“, - აღნიშნა დარახველიძემ.
13 თებერვალი 2026, 14:23
პოლიტიკა
ქადაგიშვილი სუს-ის უფროსის აშშ-ში ვიზიტზე ოპოზიციის სპეკულაციებზე: კონტაქტები, რომლებიც შედგა წინაპირობაა, რომ შესაძლოა სრულად განახლდეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა. ოპოზიციისთვის, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი, სუს-ის უფროსის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს ეხმაურება.
13 თებერვალი 2026, 14:20
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, გვქონდეს კომუნიკაცია პარტნიორებთან და შესაძლებლობის ფარგლებში ვისაუბროთ ჩვენს პრიორიტეტებზე
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, გვქონდეს კომუნიკაცია პარტნიორებთან და შესაძლებლობის ფარგლებში ვისაუბროთ ჩვენს პრიორიტეტებზე, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
13 თებერვალი 2026, 14:16
პოლიტიკა
ვოლსკი სუს-ის უფროსის აშშ-ში ვიზიტზე: არანაირი ვალდებულება იმისა, რომ ვრცელი განცხადება გააკეთოს საუბარზე, რომელიც შედგა ვაშინგტონში, მას არ აქვს - რაც შეეხება „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მოთხოვნებს, ისტერიკის ერთ-ერთი გამოვლინებაა
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი შეერთებულ შტატებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტსა და იქ გამართულ შეხვედრის თემას ეხმაურება. მისი შეფასებით, შეხვედრის შინაარსის საკითხზე ოპოზიციის მოთხოვნები ისტერიკის გამოვლინებაა.
13 თებერვალი 2026, 14:13
პოლიტიკა
ვის შეხვდა სუსის უფროსი აშშ-ში და რა იყო განხილვის თემა - რა ვერსიებს ასახელებენ ოპოზიციის წევრები
ვის შეხვდა სუს-ის უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა იყო განხილვის თემა. საკითხი ოპოზიციის მხრიდან გააქტიურდა, ასახელებენ რამდენიმე ვერსიას, მათ შორის ამბობენ, რომ მამუკა მდინარაძე შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორს ტულსი გაბარდს შეხვდა.
13 თებერვალი 2026, 14:03
საზოგადოება
ათენში პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო” პრეზენტაცია გაიმართა
ახალგაზრდული პროექტი “მე, ოჯახი, სახელმწიფო” საქართველოს საზღვრებს გასცდა და მასში დიასპორული ორგანიზაციებიც ჩაერთნენ. „ხალხის ძალის“ ცნობით, 9-11 თებერვალს საბერძნეთის დედაქალაქში პროექტის ავტორმა, “ხალხის ძალის” წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ ათენში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პრეზენტაცია გამართა.
13 თებერვალი 2026, 13:58
მსოფლიო
უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი სექს-სკანდალში გაეხვა
უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მაგიარმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც აღნიშნა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს.
13 თებერვალი 2026, 13:53
რეგიონი
სოფელ გურიფულში, ხობი-უტორას დამშრობ მასივზე შემკრები არხები იწმინდება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხობის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს, რაც მიზნად ისახავს არსებული დამშრობი სისტემების ფუნქციონირების გაუმჯობესებას და, შედეგად, სასოფლო-სამერნეო დანიშნულების მიწების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობას.
13 თებერვალი 2026, 13:35
სამართალი
გელაძე: 2025 წელს განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ეფექტური გახადა უკანონო მიგრაციიასთან ბრძოლა - ბოლო 1 წლის განმავლობაში 1300-ზე მეტი არალეგალია გაძევებული, რაც 2024 წელთან შედარებით 207 %-ით არის მომატებული
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მნიშვნელობაზე საუბრობს. გეკა გელაძე აღნიშნავს, რომ 2025 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ეფექტური გახადა მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა.
13 თებერვალი 2026, 13:23
პოლიტიკა
თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
13 თებერვალი 2026, 13:20
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი აშშ-ში მამუკა მდინარაძის ვიზიტზე: რადიკალებს სპეკულაციები რომ ექნებათ, გასაგებია, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ამ ყველაფერს ვიგებთ ისე, როგორც პოზიტიურ სიგნალს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სუს-ის ხელმძღვანელის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს ეხმაურება.
13 თებერვალი 2026, 13:19
სამართალი
გეკა გელაძე: ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს და გეგმას წარმოადგენს მიმდინარე წელს 3500-დან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება და სწორი ინსტრუმენტების და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით ამას აუცილებლად შევძლებთ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მნიშვნელობაზე საუბრობს. გეკა გელაძე აღნიშნავს, რომ 2025 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ეფექტური გახადა მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა.
13 თებერვალი 2026, 13:10
მსოფლიო
Politico: აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს არ მიცემს მანამ, სანამ კიევი მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმებას არ მიაღწევს
აშშ-ის ხელისუფლებამ ნათლად მიანიშნა უკრაინას, რომ ის მას უსაფრთხოების გარანტიას არ მისცემს მანამ, სანამ კიევი და მოსკოვი ომის საბოლოო დასრულებაზე არ შეთანხმდებიან. ინფორმაციას Politico ორ ევროპელ და ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 თებერვალი 2026, 13:09
საზოგადოება
გივი მიქანაძემ ბრაზილიის ელჩთან შეხვედრა გამართა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კარლოს რიკარდო მარტინს სელიასთან შეხვედრა გამართა.
13 თებერვალი 2026, 13:06
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მოსკოვი პირველად საჯარო რიტორიკაში უშვებს აზრს, რომ 2008 წლის სამართლებრივი სტატუსი „გრანიტზე ამოკვეთილი მუდმივობა“ კი არა, კონკრეტულ პოლიტიკურ კონფიგურაციაში მიღებული გადაწყვეტილებაა
„თუ ადრე რიტორიკა კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უპირობო და მუდმივ უცვლელობაზე იდგა, ახლა ჩნდება პირობითობა,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც ეხმიანება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას იმის შესახებ, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ ცნობის თაობაზე გადაწყვეტილება, შესაძლოს გაუქმდეს.
13 თებერვალი 2026, 12:52
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე: ზოგიერთი პოლიტიკური აქტივისტი ჩივის, ნაცებთან რატომ გვაიგივებენო - ნაცი არ არის პარტიული კუთვნილება, ეს არის სულიერი მდგომარეობა, ამ სულიერ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, ყოველ დილას იღვიძებს აზრით, თუ ვის რა ავნოს
ზოგიერთი პოლიტიკური აქტივისტი ჩივის, ნაცებთან რატომ გვაიგივებენო. მათ საყურადღებოდ ვიტყვი, რომ ნაცი არ არის პარტიული კუთვნილება, ეს არის სულიერი მდგომარეობა. ამ სულიერ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ყოველ დილას იღვიძებს აზრით, თუ ვის რა ავნოს, როგორ მოწამლოს გარემო და რა ფორმით გამოხატოს უარყოფითი ემოციები, - წერს პოლიტოლოგი, სოსო მანჯავიძე, სოციალურ ქსელში.


