არქივი
13 თებერვალი 2026, 12:48
მსოფლიო
რუბიოს განცხადებით, მიუნხენში, შესაძლოა, ის ზელენსკის შეხვდეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ის, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს.
13 თებერვალი 2026, 12:42
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ერთადერთი მიზეზი, რატომაც ნებაყოფლობით ვაკეთებთ, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს, უკრაინელი ხალხისთვის გვერდით დგომაა. სხვა არავინ იმსახურებს ჩვენს ასეთ დამოკიდებულებას - არც ბრიუსელი, არც ზელენსკი და არც ევროკომისია
ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები, ვიდრე ევროკავშირის ელჩის ინტერესები, რომლებიც ჩვენთვის შემთხვევში ნაკლებად საინტერესოა ამ შემთხვევაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
13 თებერვალი 2026, 12:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გერმანიის საგარეო უწყებას პრეზიდენტად მითითებული აქვს ზურაბიშვილი, მინისტრად კი, დარჩიაშვილი, სამინისტროში რომ დაიბარეს ელჩი, ნახა იქ დარჩიაშვილი? ეს სამარცხვინოა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული საქართველოს პრეზიდენტად და ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
13 თებერვალი 2026, 12:32
პოლიტიკა
მარიამ ლაშხმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2025-ის“ გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2025-ის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
13 თებერვალი 2026, 12:30
ეკონომიკა
2026 წლის იანვარში ექსპორტი 19%-ით გაიზარდა
2026 წლის იანვარში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა და 480.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
13 თებერვალი 2026, 12:30
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი წყლის მართვის ესპანური კომპანიის Aqualia და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) წარმომადგენლებს შეხვდა
აღსანიშნავია, რომ Aqualia ევროპის მასშტაბით წყლის მართვის სფეროში მეოთხე უმსხვილესი კომპანიაა, ხოლო Global Water Intelligence-ის რეიტინგის მიხედვით, მომსახურებული მოსახლეობის რაოდენობით, მსოფლიოში მეცხრე ადგილს იკავებს.
13 თებერვალი 2026, 12:27
ეკონომიკა
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე კვირაში ქართული ღვინო ორ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი
ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო მიმდინარე კვირაში საფრანგეთში ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.
13 თებერვალი 2026, 12:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული. შავი იუმორის სფერო არის, რომ ბრალდებული პირი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს
გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი, რომელსაც აქვს შეფარდებული პატიმრობა და არის ძებნაში. რა თქმა უნდა სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ. შავი იუმორის სფერო არის, რომ ბრალდებული პირი უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, მედიის წარმომადგენლის კითხვაზე თუ როგორ შეაფასებს ის ფაქტს, რომ გიორგი გახარია მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
13 თებერვალი 2026, 12:23
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ანსამბლ „ბორჯომის“ წევრებს მადლობის სიგელები გადასცა
სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზაალ გელაშვილმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან, მამუკა გელაშვილთან, მერის მოადგილესთან, გელა მაღრაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ანსამბლ „ბორჯომის“ წევრებს მადლობის სიგელები გადასცა.
13 თებერვალი 2026, 12:16
პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ 33 წლის განმავლობაში იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორი. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად
ნეტგაზეთმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ჰკითხა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველო-ირანს შორის ამჟამად არსებულ ურთიერთობებს აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობებზე და უფრო ფართო რეგიონულ პოლიტიკურ საკითხებზე.
13 თებერვალი 2026, 12:15
პოლიტიკა
პაპუაშვილი: საქართველო რუსეთთან აფხაზეთის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს
საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციასთან აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
13 თებერვალი 2026, 12:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: BBC-სგან საჩივარზე რამდენიმე დღის წინ პასუხი მივიღეთ. რა თქმა უნდა წინასწარვე ჰქონდათ თავისი პოზიცია გამჟღავნებული. ჩვენი იურისტები მუშაობენ უკვე საპასუხო მიმართვაზე
BBC-სგან საჩივარზე რამდენიმე დღის წინ პასუხი მივიღეთ. რა თქმა უნდა წინასწარვე ჰქონდათ თავისი პოზიცია გამჟღავნებული, არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
13 თებერვალი 2026, 12:01
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე: ისეთი სხდომა იყო, რომელსაც ჯო უილსონიც კი არ დაესწრო, არა თუ სხვა კონგრესმენები - მგონი, გასაგებია, რასთან გვქონდა საქმე
ისეთი სხდომა იყო, რომელსაც ჯო უილსონიც კი არ დაესწრო, არა თუ სხვა კონგრესმენები. ჯო უილსონიც რომ დაესწრება, მგონი, გასაგებია, რასთან გვქონდა საქმე. ვნახეთ, რომ ოლესია ვართანიანი, ბახტი ნიშანოვი ერთმანეთში ჭორაობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით. შინაარსიც ხომ მნიშვნელოვანია - როგორ ითხოვდნენ ჩარევას ქართულ შიდა საქმეებში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ჰელსნკის კომისიის ორი დღის წინანდელ ბრიფინგზე საუბრისას.
13 თებერვალი 2026, 11:59
თავდაცვა
სასაზღვრო პოლიციის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფების 11-მა წევრმა, თურქეთის რესპუბლიკაში, NATO-ს საზღვაო ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფების 11-მა წევრმა, თურქეთის რესპუბლიკაში, NATO-ს საზღვაო ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation Sea Guardian) მიიღო მონაწილეობა.
13 თებერვალი 2026, 11:52
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთი წარმომადგენლის ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი, როდესაც მათი მთავარი გამომქომაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი
რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთ წარმომადგენელს, მათ ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი. როდესაც მათი მთავარი გამომქომაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
13 თებერვალი 2026, 11:49
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ყულევისა და „შუა დერეფნის“ თემა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობენ ფეხზე ამოსული პატარა მუწუკი, ადამიანის რეპროდუქციული სისტემის კრიზისად წარმოაჩინონ
„ეს არის ქართული გაკოტრებული ოპოზიციის მისამართით გადაგდებული ძვალი - საქართველოს შიდა პოლიტიკური პოლემიკის გაღვივების მიზნით,“ - ასე აფასებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დასავლურ პრესაში ყულევისა და "შუა დერეფნის" თემაზე ატეხილ აჟიოტაჟს. მისი თქმით, ამ საკითხის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება სრული დეზინფორმაცია.
13 თებერვალი 2026, 11:40
პოლიტიკა
პაპუაშვილი გიგაურზე: როგორც მივხვდი, შეხვდნენ ბინაში და არა საელჩოში, იყო პირადი ხასიათის შეხვედრა. ალბათ მეგობრობენ. არ ვიცი, რაზე ჰქონდათ საუბარი, ასეთი ზიზღით დამუხტული, როგორ გამოვიდა გერმანიის ელჩთან შეხვედრიდან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურისა და საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შეხვედრას გამოეხმაურა.
13 თებერვალი 2026, 11:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებით ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე: ეს აჩვენებს იმ ფარისევლობას, რომელიც ყოველთვის იყო, უბრალოდ კარგად იფუთებოდა და დღეს ვეღარ იფუთება, რადგან ჩვენ ვამხილეთ. ამიტომ ცდილობენ გაგვაჩუმონ
ეს აჩვენებს იმ ფარისევლობას, რომელიც ყოველთვის იყო, უბრალოდ კარგად იფუთებოდა და დღეს ვეღარ იფუთება იმიტომ, რომ ჩვენ ვამხილეთ ბევრჯერ. ეს არის ჩვენი მთავარი იარაღი - მართალი სიტყვა, რისიც ეშინიათ. ამიტომ ცდილობენ ჩვენს დასჯას, ჩვენს დევნას, რომ გაგვაჩუმონ, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც უცხოური ჩარევების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა.
13 თებერვალი 2026, 11:31
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში
კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში.
13 თებერვალი 2026, 11:31
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: პრემიერ-მინისტრმა მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში
პრემიერ-მინისტრმა მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
13 თებერვალი 2026, 11:30
საზოგადოება
ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა
ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა. ოფიციალური ვერსიით, ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელი 2008 წელს ლონდონში, საკუთარ სახლში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. დღემდე მისი სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა არსებობს.
13 თებერვალი 2026, 11:20
საზოგადოება
ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, შიდა ქართლში მდინარე ტანას შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 20 000 ქვირითით დათევზიანდა
ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, შიდა ქართლში, ტანასა და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე, მდინარე ტანას შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 20 000 ქვირითით დათევზიანდა.
13 თებერვალი 2026, 11:18
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: გვარამიაზე რა შეიძლება ვთქვა - ორღობის ქალები რომ ჭორაობას დაიწყებენ და მეზობლებს ამბებს უგონებენ, მაგ დონეზეა დასული
არ დამეზარა და ნიკა გვარამიას გუშინდელი ეთერი სრულად ვნახე. მაინტერესებდა, ისევ მორალური და პოლიტიკური დეგრადაციის ფსკერზე იმყოფება ოპოზიცია თუ ამდენი გაკვეთილისგან რაიმე ისწავლა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.
13 თებერვალი 2026, 11:17
მსოფლიო
მედია: სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაიჭრა
სამხრეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი კი დაიჭრა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
13 თებერვალი 2026, 11:12
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში პროექტის „გმირის დღე“ ფარგლებში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრის რიმა ბერაძის ორგანიზებით, ჩუღურეთის რაიონში, დროებითი კომისიის მიერ ინიცირებული პროექტის „გმირის დღე“ ფარგლებში, საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.
13 თებერვალი 2026, 11:12
სამართალი
კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე აგრარულ ბაზარში, ცივი იარაღის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა 1960 წელს დაბადებული ზ.ბ.-ს. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
13 თებერვალი 2026, 11:11
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქე: 1999 წელს დაბადებული ი.პ. და 1990 წელს დაბადებული მ.რ., ხოლო მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1983 წელს დაბადებული ბ.დ. ბათუმში სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
13 თებერვალი 2026, 11:11
სამართალი
შსს-ს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, იორდანიის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, იორდანიის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს.
13 თებერვალი 2026, 11:08
სამართალი
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული გ.ნ. და 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, მ.ნ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
13 თებერვალი 2026, 10:57
რეგიონი
რევაზ სოხაძე: 2028 წლისთვის საქართველოს ყველა ქალაქი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ წყალმომარაგების სექტორში არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, წყალმომარაგების სისტემების განვითარება ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს, ამ მიმართულებით დაფინანსება 2012 წელთან შედარებით 20-ჯერ არის გაზრდილი.


