არქივი
13 თებერვალი 2026, 10:55
საზოგადოება
UNESCO: საქართველო გაეროს იმ 8 წევრ ქვეყანას შორისაა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე საგნად ისწავლება
UNESCO-ს 2025 წლის კვლევის მიხედვით, მედიაწიგნიერება, როგორც დამოუკიდებელი სასკოლო საგანი მსოფლიოს 194 ქვეყნიდან მხოლოდ 8 ქვეყანაში ისწავლება, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორისაა. კერძოდ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერებისა და ციფრული კომპეტენციების დეპარტამენტმა განახორციელა კვლევა „მედია და ინფორმაციული წიგნიერება ყველასთვის: ხარვეზების აღმოფხვრა“, რომელიც მიზნად ისახავდა 194 ქვეყანაში ფორმალურ განათლებაში მედია და ინფორმაციული წიგნიერების დანერგვისა და მედიაწიგნიერების ეროვნული პოლიტიკის თვალსაზრისით არსებული გარემოს შეფასებას.
13 თებერვალი 2026, 10:55
მსოფლიო
BBC: ევროსაბჭოს ყოფილ გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს ეპშტეინთან სავარაუდო კავშირების გამო ბრალი წაუყენეს
ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროსაბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი, ტორბიორნ იაგლანდი ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო „უხეშ კორუფციაში“ დაადანაშაულეს. ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 თებერვალი 2026, 10:53
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ავტომობილების იმპორტის ახალ რეგულაციაზე: ავტოპარკი ეტაპობრივად განახლდება და ეს თავის მხრივ შეამცირებს გაფრქვევებს - აკრძალვა არ ვრცელდება ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზე
ავტოპარკი ეტაპობრივად განახლდება და ეს განახლება თავის მხრივ შეამცირებს გაფრქვევებს და მეორეს მხრივ აღარ დაემატება იმდენი - 25-30%-ზე მეტი ავტომობილი ყოველწლიურად, რაც საბოლოო ჯამში ერთიან ჭრილში გარკვეულ გაუმჯობესებას მოგვცემს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „იმედის დილაში“ ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებზე საუბრისას.
13 თებერვალი 2026, 10:52
პოლიტიკა
„ხალხის ძალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრებმა რუსთავის, მარნეულის და გარდაბნის საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციის წევრებთან შეხვედრები გამართეს
მათთან ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და პარტიის ხედვებზე ისაუბრეს, ადგილობრივი წარმომადგენლებისგან კი ლოკალური საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრებზე პარტიის გაძლიერების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები და სამომავლო გეგმები დაისახა, ასევე, აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაიმართება.
13 თებერვალი 2026, 10:52
პოლიტიკა
რევაზ სოხაძე: თბილისის შემოვლითი გზა შუა დერეფნის უწყვეტობისთვის სტრატეგიულია
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი“ ქვეყნის მაგისტრალური გზების მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია.
13 თებერვალი 2026, 10:50
რეგიონი
რევაზ სოხაძე: კეთილსინდისიერად მომუშავე კომპანიებისთვის სახელმწიფოსთან პარტნიორობა იქნება მაქსიმალურად კომფორტული
,,კეთილსინდისიერება და პატიოსნება იქნება თანამშრომლობის მთავარი წინაპირობა. ჩვენი მიზანია, პატიოსნად მომუშავე კომპანიებისთვის სახელმწიფოსთან პარტნიორობა იყოს მაქსიმალურად კომფორტული. თუმცა, ხარისხთან დაკავშირებით გვექნება უმკაცრესი მიდგომა“ - დასძინა მინისტრმა.
13 თებერვალი 2026, 10:49
რეგიონი
რევაზ სოხაძე: არქიტექტურული კონკურსები რეგიონებში ახალ ესთეტიკურ სტანდარტებს დაამკვიდრებს
„ეტაპობრივად, ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით, გადავდივართ თანამედროვე სტანდარტებზე. ეს ეხება როგორც მასალების ხარისხს, ისე ფერების გამას, რათა მივიღოთ ერთიანი, მოწესრიგებული და თანამედროვე ურბანული გარემო“ - დასძინა მინისტრმა
13 თებერვალი 2026, 10:49
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კლიმატის ცვლილების საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა
საქართველოს მთავრობის წევრებმა კლიმატის ცვლილების საბჭოს სხდომაზე საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის მე-3 ციკლის დოკუმენტზე (NDC 3.0)იმსჯელეს. კლიმატის ცვლილების საბჭოს სხდომა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
13 თებერვალი 2026, 10:46
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი: გასულ წელს 146 ათასი ახალი მანქანა შემოვიდა საქართველოში. 2024 წლის მონაცემებთან შედარებით, ეს იყო 25%-იანი ზრდა, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს მეტ მავნე აირის გაფრქვევას და მეტ ჰაერის დაბინძურებას დიდ ქალაქებში
მხოლოდ გასულ წელს 146 ათასი ახალი მანქანა შემოვიდა საქართველოში. 2024 წლის მონაცემებთან შედარებით, ეს იყო 25%-იანი ზრდა, ანუ ყოველწლიურად იმატებს ავტომობილების შემოსვლის და რეგისტრაციის მაჩვენებელი, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს მეტ მავნე აირის გაფრქვევას და მეტ ჰაერის დაბინძურებას დიდ ქალაქებში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „იმედის დილაში“.
13 თებერვალი 2026, 10:35
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ავტომობილების იმპორტის ახალ რეგულაციებზე: ვისაც შეძენილი აქვთ ავტომობილი და მოასწრებენ ტრანსპორტირების დაწყებას პირველ აპრილამდე, ჩვეულებრივად შეძლებენ, რომ შემოიყვანონ და დაარეგისტრირონ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „იმედის დილაში“ ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებზე ისაუბრა.
13 თებერვალი 2026, 10:31
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენმა ხელისუფლებამ შეიტანა კონსტიტუციაში შესწორება, რომლითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აკრძალა. ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში არალეგალი მიგრანტების გაძევების და ამ პრობლემის მოგვარების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ისე არაა, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი ამტკიცებს, მიგრაციის მიმართულებით ბევრი რამაა დასახვეწი და გასაუმჯობესებელი.
13 თებერვალი 2026, 10:22
მსოფლიო
მარკო რუბიო: მსოფლიო, რომელშიც მე გავიზარდე, წარსულს ჩაბარდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსოფლიო სწრაფად იცვლება.
13 თებერვალი 2026, 10:21
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოში მცხოვრები უცხოელების 7.4%-ს თურქები, ხოლო 3.7%-ს ირანელები შეადგენენ - მათი წილი საქართველოს მოსახლეობაში 0.7%-ია, ხოლო არაბთა საემიროებიდან, საუდის არაბეთიდან და ქუვეითიდან მიგრანტები პრაქტიკულად არ გვყავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნულ თემაზე საქართველოში მცხოვრები თურქებისა და ირანელების შესახებ მონაცემებს ასახელებს.
13 თებერვალი 2026, 10:18
პოლიტიკა
პრემიერი: შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა გასული ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული ათი წლის განმავლობაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა გასული ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული ათი წლის განმავლობაში, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
13 თებერვალი 2026, 10:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროპაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საზოგადოების წუხილი და მიგრაციის საკითხით დაინტერესება მისასალმებელია, თითოეული პატრიოტის სურვილია, საქართველომ ეროვნული, რელიგიური იდენტობა დაიცვას
მიგრაციის საკითხი ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებულად აწუხებს, ევროპაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საზოგადოების წუხილი და ამ საკითხით დაინტერესება, არათუ საფუძველს მოკლებული, არამედ, პირიქით, მხოლოდ მისასალმებელია, თითოეული პატრიოტი ქართველის სურვილია, საქართველომ თავისი ეროვნული და რელიგიური იდენტობა მყარად დაიცვას და შეინარჩუნოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
13 თებერვალი 2026, 10:15
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს მოსახლეობა 3,914,000-ს შეადგენს, საიდანაც უცხოელი მაქსიმუმ 257 ათასი, ანუ მოსახლეობის 6.6 პროცენტია - ამაში შედის ყველა უცხოელი, საქართველოში არალეგალურად მყოფი მიგრანტების ჩათვლით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიგრაციის საკითხის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს. იგი აღნიშნავს, რომ მიგრაციისა და მიგრაციული პოლიტიკის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია და კონკრეტულ მონაცემებს ასახელებს.
13 თებერვალი 2026, 10:14
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: უცხოელი სტუდენტების წვლილი ჩვენს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, ისინი დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ ქვეყანას, შესაბამისად, დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან
უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის, გარდა ამისა, მათ ხარჯზე, საქართველოში 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი, შესაბამისად, უცხოელი სტუდენტების პროგრამების გაუქმებით, საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს და დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვანი დანაკლისი შეექმნებოდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
13 თებერვალი 2026, 10:09
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველო სრულად გათავისუფლდება არალეგალი მიგრანტებისგან
საქართველო სრულად გათავისუფლდება არალეგალი მიგრანტებისგან - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
13 თებერვალი 2026, 09:43
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, რისიც ეშინიათ ბრიუსელში და რასაც ჩვენს მთავარ იარაღად აღიქვამენ, არის ჩვენი მართალი სიტყვა. ამიტომ უნდათ ჩვენი გაჩუმება
ამიტომ უნდათ ჩვენი გაჩუმება, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
13 თებერვალი 2026, 09:39
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: თუ 35 წლის წინათ დემოკრატიის გაგებისთვის წარმოუდგენელი იყო აზრის გამო ადამიანების დევნის დაკანონება, დღეს დემოკრატიის გაგებაში ჯდება ინტერნეტით გავრცელებული საკუთარი მოსაზრებების გამო ადამიანების დაპატიმრებაც კი
ამ ყველაფერმა ჩვენი ტიპის ქვეყნებს და არა მარტო ჩვენნაირებს, არამედ თვით ამერიკასაც გაუჩინა განცდა იმისა, რომ ვინაიდან ევროპა და მისი სტრუქტურები დაცლილია ყოველგვარი ღირებულებისგან, სხვა ღირებულებებია მოსაძებნი და თან აუცილებლად სხვაგან. ეს “სხვაგან” შეიძლება იყოს ნებისმიერი მიმართულებით, საითაც შენს ქვეყანას უფრო გამოადგება. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც უდავო ჭეშმარიტებად უნდა გავიხადოთ, რომ ყველა მიმართულებით მტრები კი არა, ჩვენი ქვეყნისადმი კეთილგანწყობილი პარტნიორები ვეძებოთ, თუნდაც მტრების მეგობრებად გადაქცევა ვცადოთ და არა პირიქით.
13 თებერვალი 2026, 09:20
მსოფლიო
ტრამპი იმედოვნებს, რომ აშშ ირანთან გარიგებას მარტში დადებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ირანთან ბირთვულ შეთანხმებას სავარაუდოდ მარტში გააფორმებს.
13 თებერვალი 2026, 09:05
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 თებერვალს არასრულწლოვანი გადაადგილდებოდა ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გადამოწმების მიზნით, იგი გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა შეაჩერეს. პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპოლიციო ღონისძიებები,არასრულწლოვანი პირის გამოკითხვა, მისი იდენტიფიცირების მიზნით.
13 თებერვალი 2026, 09:00
მსოფლიო
ზელენსკი: ტრამპი დაინტერესებულია, რომ უკრაინაში ომი ნოემბრამდე დაასრულოს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ აშშ-ის ლიდერი, დონალდ ტრამპი საკუთარი პოზიციების და „რესპუბლიკური“ პარტიის გაძლიერებით არის დაინტერესებული, მან ომი ნოემბრამდე, ანუ ამერიკის კონგრესში შუალედური არჩევნების ჩატარებამდე უნდა დაასრულოს. ინფორმაციას გამოცემა The Atlantic-ი ავრცელებს.
13 თებერვალი 2026, 08:38
მსოფლიო
პორტუგალიის პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 13-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს
კანონპროექტის ინიციატორები აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციის შემოღება აუცილებელია კიბერბულინგისა და მავნე კონტენტებისგან ბავშვების დასაცავად. შეზღუდვების უგულებელყოფის შემთხვევაში ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაძლოა ჯარიმები დაეკისროთ მათი გლობალური შემოსავლის 2%-ის ოდენობით.
13 თებერვალი 2026, 08:34
მსოფლიო
უკრაინამ შორი რადიუსის დრონებით რუსეთის კომის ოლქში მდებარე უხტის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში
უკრაინამ შორი რადიუსის დრონებით რუსეთის კომის ოლქში მდებარე უხტის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1 750 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
13 თებერვალი 2026, 08:20
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 13 თებერვალს
ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
13 თებერვალი 2026, 08:19
საზოგადოება
2025 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი წელს მერვედ ჩატარდა და მისი გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.
13 თებერვალი 2026, 08:16
რეგიონი
ლაგოდეხში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
13 თებერვალი 2026, 08:14
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე: ერთის მხრივ, აკრიტიკებენ იმას, რომ საქართველო ებრძვის უცხოურ ჩარევას, მეორეს მხრივ, ისინი ამკაცრებენ თვიანთ კანონმდებლობას უცხოური ჩარევების წინააღმდეგ
ერთის მხრივ, აკრიტიკებენ იმას, რომ საქართველო ებრძვის უცხოურ ჩარევას, მეორეს მხრივ, ისინი ამკაცრებენ თვიანთ კანონმდებლობას უცხოური ჩარევების წინააღმდეგ, - განაცხადა მედიასთან საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
13 თებერვალი 2026, 08:10
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე: დემონსტრირებაა იმის, თუ როგორ იყენებენ თავის მძლავრ პოზიციას შედარებით სუსტი საქართველოს წინააღმდეგ
დემონსტრირებაა იმის, თუ როგორ იყენებენ თავის მძლავრ პოზიციას შედარებით სუსტი საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.


