არქივი

შალვა პაპუაშვილი

12 თებერვალი 2026, 23:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი განათლების რეფორმაზე: ერთხელ და სამუდამოდ დიპლომების განათლების სისტემას გადაიყვანს ცოდნის განათლების სისტემაზე, როდესაც მთლიანად ეს პროცესი იქნება შინაარსსა და განათლებაზე დაფუძნებული

ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ეს არის ნაწილი იმ დიდი რეფორმის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დიპლომების განათლების სისტემას, გადაიყვანს ცოდნის განათლების სისტემაზე, როდესაც მთლიანად ეს პროცესი იქნება შინაარსზე და განათლებაზე დაფუძნებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტებზე საუბრისას. პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა ახალი ინიციატივის თაობაზე ოპონენტთა რეაქციებსაც.

შალვა პაპუაშვილი

12 თებერვალი 2026, 23:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე ადამიანების ჯანმრთელობა, რომელზეც პირდაპირ აისახება ავტომობილების რაოდენობა, ხარისხი, ცვეთა, გამონაბოლქვი და ა.შ.

არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე ადამიანების ჯანმრთელობა, რომელზეც პირდაპირ აისახება ავტომობილების რაოდენობა, ხარისხი, ცვეთა, გამონაბოლქვი და ა.შ., - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

12 თებერვალი 2026, 22:38

მსოფლიო

ბრიტანეთის მთავრობა: პოლიტიკაში გამჭვირვალობის რეფორმები მოიცავს ახალ მითითებებს - „იცნობდე შენს დონორს“ - ეს ზომები განამტკიცებს მთავრობის ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომას უცხოური ჩარევის მიმართ

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ წარადგინა ახალი წესები, რომლებიც ასახულია „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ კანონპროექტში, რათა უზრუნველყოს მეტი გამჭვირვალობა და უსაფრთხოება პოლიტიკური შემოწირულობების გარშემო.

12 თებერვალი 2026, 22:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ბრიტანელი მინისტრის განცხადებაზე: დარწმუნებული ვარ, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის ელჩი ამას ასე არ დატოვებს

დარწმუნებული ვარ, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის ელჩი ამას ასე არ დატოვებს!, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრის განცხადებას.

12 თებერვალი 2026, 22:25

სამართალი

პროკურატურა: შსს-ს გენინსპექციის მომართვისა და არასრულწლოვანის მშობლის შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება შსს-ს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე

პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი

სამანტა დიქსონი

12 თებერვალი 2026, 21:59

მსოფლიო

დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრი: მკაცრ ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უკანონო უცხოური ფულით ძირი გამოუთხაროს ჩვენს არჩევნებს

მკაცრ ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უკანონო უცხოური ფულით ძირი გამოუთხაროს ჩვენს არჩევნებს, - განაცხადა დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრმა, სამანტა დიქსონმა.

12 თებერვალი 2026, 21:51

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, რამშტაინის ფორმატის რიგით 33-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ნატოს შტაბ-ბინაში საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი ჯონ ჰილი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ხელმძღვანელობდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სტივ რიდი

12 თებერვალი 2026, 21:35

მსოფლიო

ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი: კანონპროექტი „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ დაიცავს ჩვენს დემოკრატიას უცხოური ჩარევისგან - არ დავუშვებთ, რომ გამოიყენონ „ბინძური ფული“ ჩვენი არჩევნების საყიდლად

კანონპროექტი „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ დაიცავს ჩვენს დემოკრატიას უცხოური ჩარევისგან და ახალგაზრდებს ხმის მიცემის უფლებას მისცემს, - განაცხადა საბინაო, თემთა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა, სტივ რიდმა.

12 თებერვალი 2026, 21:16

მსოფლიო

ბრიტანეთის მთავრობა: უცხოელი აქტორები ვეღარ შეძლებენ თავიანთი ფულის გამოყენებას დიდი ბრიტანეთის არჩევნებში ჩარევის მიზნით

უცხოელი აქტორები ვეღარ შეძლებენ თავიანთი ფულის გამოყენებას დიდი ბრიტანეთის არჩევნებში ჩარევის მიზნით, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

12 თებერვალი 2026, 21:15

საზოგადოება

გიორგი გაბუნია პროექტ „გიგანტური წიგნების“ მეორე ტომის წარდგენას დაესწრო

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში პროექტ „გიგანტური წიგნების“ მეორე ტომის წარდგენა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ მიიღო.

12 თებერვალი 2026, 21:14

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

12 თებერვალი 2026, 21:12

მსოფლიო

ბრიტანული მთავრობა პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახალი რეგულაციების მიღების აუცილებლობას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა პოლიტიკაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით ხსნის.

ზაალ ანჯაფარიძე

12 თებერვალი 2026, 21:06

პოლიტიკა

ანჯაფარიძე: თორნტონმა განაცხადა, რომ შემოვლითი გზებით ფული მიდის სამოქალაქო სექტორის დესტრუქციულ ნაწილთან - მარტა კოსის შემდეგ, ის მეორეა, ვინც საუბრობს „სამოქალაქო სექტორის“ ნიღბით მოქმედი რადიკალური ენჯეოების შემოვლით დაფინანსებაზე

სამწუხაროა, რომ ამერიკული FARA-ს ქართული ანალოგი ჯერ ბოლომდე და სრულად არ ამოქმედდა. ეს რომ მომხდარიყო, ბევრი რამ დალაგდებოდა. უცხოური დაფინანსების მიმღებნი და რეგისტრაციაზე უარის მთქმელნი, კანონის ძალით დაისჯებოდნენ, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ნაჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

12 თებერვალი 2026, 21:00

მსოფლიო

The Wall Street Journal: პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში გადასასროლად მეორე ავიამზიდს ამზადებს

სამი ამერიკელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, პენტაგონმა ავიამზიდის მეორე დამრტყმელ ჯგუფს ახლო აღმოსავლეთში გადასასროლად მომზადება დაავალა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ირაკლი ნადარეიშვილი

12 თებერვალი 2026, 20:59

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ბოლო ხუთი წლის ჭრილში გვაქვს ეკონომიკური ზრდის რეკორდული მაჩვენებელი არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ფართო რეგიონში

„შარშანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო - ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 7,5 პროცენტი შეადგინა. ბოლო ხუთი წლის ჭრილში ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის რეკორდული მაჩვენებელი არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ფართო რეგიონშიც. ამას საფუძვლად უდევს ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრები და რეფორმები, რომელთაც სახელმწიფო თანმიმდევრულად ახორციელებს. დღეს ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდის აღნიშნული ტემპი მომავალ წლებში შევინარჩუნოთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

ირაკლი ნადარეიშვილი

12 თებერვალი 2026, 20:57

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: „იგლ ჰილსის“ პროექტების მიმართ ინტერესი და ნდობა ძალიან მაღალია

„კომპანია „იგლ ჰილსის“ პროექტები იმ გეგმით ვითარდება, როგორც შეთანხმდა სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის. რეალურად უფრო მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა, ვიდრე პირველადი შეთავაზება იყო გაკეთებული კომპანიის მიერ, რაც ნამდვილად ცხადყოფს, რომ ინტერესი და ნდობა პროექტის მიმართ ძალიან მაღალია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

12 თებერვალი 2026, 20:57

პოლიტიკა

საკუთარი თავის მხილება საქართველოს იმიჯის დაზიანების ნაცვლად - ჰელსინკის კომისიაზე მკაფიოდ ითქვა, რომ გარე ძალები საქართველოში რადიკალური პროცესების დასაფინანსებლად ფარული გზების ძიებაში არიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საკუთარი თავის მხილება საქართველოს იმიჯის დაზიანების ნაცვლად - მოსმენაზე, რომელიც რეპუტაცია შელახულმა ჰელსინკის კომისიამ გაიმართა, მკაფიოდ ითქვა, რომ გარე ძალები საქართველოში რადიკალური პროცესების დასაფინანსებლად ფარული გზების ძიებაში არიან.

12 თებერვალი 2026, 20:53

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მდივანი ეკა სეფაშვილი ჟენევაში, გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) სესიაში მონაწილეობს.

12 თებერვალი 2026, 20:51

პოლიტიკა

დეზინფორმაციული კამპანია ე.წ. არაბიზაციის შესახებ და ოპოზიციისთვის მძიმე სტატისტიკა. „იგლ ჰილსში“ გაყიდული ბინების უმეტესობა ქართველებს ეკუთვნის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მფლობელთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, არაბული სახელმწიფოს წარმომადგენელი კი მხოლოდ 8.

12 თებერვალი 2026, 20:44

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-მა საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგ ირანში ფარულად შეიტანა Starlink-ის ათასობით ტერმინალი

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ თვეში რეჟიმის მიერ დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შემდეგ ირანში ფარულად გაგზავნა Starlink-ის ათასობით ტერმინალი. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

12 თებერვალი 2026, 20:34

პოლიტიკა

სავიზო შეზღუდვა ისევ დიპლომატიური პასპორტებისთვის. „ქართული ოცნებისთვის“ „დიფ სთეითის“ ყველა სვლა უკვე გაშიფრულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სავიზო შეზღუდვა ისევ დიპლომატიური პასპორტებისთვის. „ქართული ოცნებისთვის“ „დიფ სთეითის“ ყველა სვლა უკვე გაშიფრულია.

12 თებერვალი 2026, 20:24

პოლიტიკა

„ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის“ დაანონსებული აქცია ვერ შედგა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან „ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის“ დაანონსებული მასშტაბური აქცია ვერ შედგა. მიზეზი აქციაზე მისული პირების სიმცირე გახდა.

12 თებერვალი 2026, 20:23

მსოფლიო

დონალდ ტრამპი მინესოტაში ICE-ის ოპერაციის დასრულებას დათანხმდა

ტომ ჰომანმა, რომელიც თეთრი სახლის საიმიგრაციო კამპანიას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ადმინისტრაცია მინესოტის შტატში ოპერაცია Metro Surge-ის დასრულებაზე შეთანხმდა.

12 თებერვალი 2026, 20:23

პოლიტიკა

„საქართველოს აშანტაჟებენ“ ხორვატიის პრეზიდენტის მხარდაჭერა საქართველოს და ზორან მილანოვიჩის კრიტიკა ბრიუსელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს აშანტაჟებენ - ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ხორვატიის პრეზიდენტმა თბილისიდან თქვა. ზორან მილანოვიჩმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ისიც დაადასტურა, რამდენად უცნაურია - რუსეთის აგენტობას აბრალებდე ქვეყანას, რომელსაც ამ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობაც არ აქვს და რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული.

12 თებერვალი 2026, 20:14

პოლიტიკა

მთავრობამ უკვე განსაზღვრა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელ სპეციალობებზე მიიღებს სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან - გადაწყვეტილება ბაზრის კვლევას ეფუძნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გადაწყვეტილება ბაზრის კვლევას ეფუძნება. როგორც ირკვევა, კონკრეტულ პროფესიებზე ჩარიცხულ სტუდენტთა რიცხვი 5-ჯერ და მეტჯერაც აღემატებოდა რეალურ მოთხოვნას.

12 თებერვალი 2026, 20:09

პოლიტიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: სახელმწიფოს მონაწილეობით ოთხი საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორის საქართველოში შემოსვლა ის ფუნდამენტია, რომელიც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრა გამართა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“ განმახორციელებელ საერთაშორისო აქსელერატორების წარმომადგენლებსა და სტარტაპებთან.

12 თებერვალი 2026, 20:08

მსოფლიო

POLITICO Poll-ის გამოკითხვა: კანადაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში მკვეთრად დაეცა აშშ-ის მიმართ ნდობა

იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ლიდერები გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იკრიბებიან, The POLITICO Poll-ის ახალი შედეგები აჩვენებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევა - გადახედოს დიდი ხნის საერთაშორისო ურთიერთობებს, განსაკუთრებით ევროპაში - აფრთხობს მრავალწლიან, ტრადიციულად ერთგულ პარტნიორებს.

12 თებერვალი 2026, 19:55

პოლიტიკა

ეკა გიგაურის ფარული შეხვედრა გერმანიის ელჩთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკა გიგაურის ფარული შეხვედრა გერმანიის ელჩთან. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელი დირექტორი დიპლომატის სახლში იმყოფებოდა.

12 თებერვალი 2026, 19:35

საზოგადოება

თბილისის საკრებულოში სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

თბილისის საკრებულოში სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

12 თებერვალი 2026, 19:27

ეკონომიკა

თამარ იოსელიანმა აშშ - ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოს სატრანსპორტო სექტორში მიმდინარე პროექტები გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორ ლაშა აბაშიძესთან ერთად, აშშ - ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ალან პერსელს და სარკინიგზო ტრანსპორტის ამერიკული მანქანათმშენებელი კორპორაციის Wabtec - ის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.