არქივი
12 თებერვალი 2026, 15:08
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგები განიხილა, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელებას ეხება.
12 თებერვალი 2026, 15:06
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: მომხსენებლები თორნტონი და ვართანიანი, დიდად არ განსხვავდებოდნენ საბჭოთა პერიოდში გამართული პოლიტ - აგიტპროპის შეხვედრებზე საგანგებოდ მოწვეული აგიტატორებისგან თუ პოლიტმუშაკებისგან
აშშ-ის კონგრესის ე.წ. "ჰელსინკის კომისიის" გუშინდელ სხდომას ასდიოდა საბჭოური თვეობით გაურეცხავი ტუალეტის სუნი, რადგან გარემო იყო ისეთი - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
12 თებერვალი 2026, 15:06
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: როდესაც ფინანსური რესურსი პირდაპირ ერთვება შიდაპოლიტიკურ პროცესებში და თან ამას ახლავს კანონის გვერდის ავლის დეკლარირებული მზადყოფნა, ეს არ არის ნეიტრალური მხარდაჭერა. ეს აღიქმება როგორც პოლიტიკური ჩარევა
ლორა თორნტონამდე იყო მარტა კოსი, რომელიც ღიად საუბრობდა იმაზე, რომ ევროკავშირი ეძებს გზებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად ისე, რომ ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუაროს. დღეს უკვე ლორა თორნტონმაც განაცხადა, რომ ასეთი გზები ნაპოვნია - წერს, ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
12 თებერვალი 2026, 15:02
რეგიონი
დავით კოდუა უფასო სასადილოში არსებულ მდგომარეობას გაეცნო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროს ნინო სხულუხიასთან ერთად უფასო სასადილოში იმყოფებოდა, სადაც არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და ბენეფიციარებს გაესაუბრა.
12 თებერვალი 2026, 14:55
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რაზეც დაგვიპირისპირდნენ ევროპელი ბიუროკრატები, იყო ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, როდესაც არ მოვატყუეთ ხალხი და არ ვაცხოვრეთ ზღაპარში, როდესაც მეორე ფრონტი არ გავხსენით, როდესაც სანქციები არ დავუწესეთ რუსეთს
ჩვენ რაზეც დაგვიპირისპირდნენ ევროპელი ბიუროკრატები, იყო ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, როდესაც ჩვენ არ მოვატყუეთ ჩვენი ხალხი და არ ვაცხოვრეთ ზღაპარში, რომ თითქოს უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებდა, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
12 თებერვალი 2026, 14:54
სამართალი
შს მინისტრის მოადგილე: მივესალმებით ინიციატივას, რომლის მიხედვითაც დაიშვება მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ავტომობილების რეგისტრაცია, ეს მინიმალურამდე დაიყვანს რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია ავტომობილების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი სახოკია აფასებს ინიციატივას, რომელიც6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას ითვალისწინებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს ინიციატივა ავტომობილების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.
12 თებერვალი 2026, 14:52
მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უნდა გადავხედოთ მარაგებს, თუ აღარაფერი დარჩა, რისი მიწოდებაც უკრაინისთვის შეიძლება, მაშინ თანხით უნდა დავეხმაროთ
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაზე საუბრისას განაცხადა, რომ მარაგში აღარაფერია დარჩენილი.
12 თებერვალი 2026, 14:52
სპორტი
ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა
„საქართველოს ოლიმპიური გუნდის გამორჩეულ და საოცარი პერსპექტივის მქონე სპორტსმენს ნამდვილად დიდი მომავალი ექნებოდა, რომ არა ეს საბედისწერო შემთხვევა. ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება“, - აღნიშნულია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
12 თებერვალი 2026, 14:52
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი არის ის ღირებულება, რომლის მიმართაც ვერანაირი დიპლომატიური პასპორტების შეჩერების, უვიზო რეჟიმის გაუქმების მოცემულობა ამ კუთხით, ვერ იქნება საპირწონედ
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი არის ის ღირებულება, რომლის მიმართაც ვერანაირი დიპლომატიური პასპორტების შეჩერების, უვიზო რეჟიმის გაუქმების მოცემულობა ამ კუთხით, ვერ იქნება საპირწონედ, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
12 თებერვალი 2026, 14:45
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: თუ ჰგონიათ, რომ ამით დაგვაშანტაჟებენ, რომ უვიზო მიმოსვლა არ გვექნება დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს, ძალიან შემცდარან
„, თუ რამდენად განულებულია რადიკალური ოპოზიცია მთლიანად. მთელს ქვეყანას ვიზას არ უჩერებენ, იქიდან გამომდინარე, რომ იციან - ეს ვერაფერს გამოიწვევს და უკვე ბოლო საშანტაჟო მექანიზმიც აღარ ეჭირებათ ხელში და ვერ შეელევიან ასე მარტივად. ამ შემთხვევაში, აკეთებენ აქცენტს ჩვენთვის ვიზების შეჩერებაზე, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს“, - აცხადებს მაჭავარიანი.
12 თებერვალი 2026, 14:36
მსოფლიო
Reuters: Mercedes-Benz-ის შემოსავალი 2025 წელს განახევრდა
გერმანული ავტოგიგანტის Mercedes-Benz-ის საოპერაციო შემოსავალი 2025 წელს განახევრდა და 5,8 მილიარდი ევრო შეადგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
12 თებერვალი 2026, 14:30
საზოგადოება
გივი მიქანაძე: გასულ წლებში სტუდენტების მიღება თვისებრივად იყო აცდენილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, შესაბამისად სტუდენტების უმრავლესობა იმთავითვე განწირული იყო, რომ უნივერსიტეტებში დაუფლებული სპეციალობით ვერასოდეს ისარგებლებდნენ
შრომის ბაზრის კვლევის შედეგები იმაზე შემაშფოთებელია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლებოდა გვეფიქრა. ზოგადი დასკვნის სახით, უნდა ითქვას, რომ გასული წლების განმავლობაში, სტუდენტების მიღება თვისებრივად იყო აცდენილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
12 თებერვალი 2026, 14:28
ეკონომიკა
„იგლ ჰილს საქართველოს“ გენერალური მენეჯერი: 24 საათის განმავლობაში ჩვენ სრულად მოვახდინეთ იმ ობიექტების რეალიზება, რაც გამოვიტანეთ გასაყიდად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ობიექტების 60%-მდე რეალიზება მოხდა სწორედ ქართველებზე
24 საათის განმავლობაში ჩვენ სრულად მოვახდინეთ იმ ობიექტების რეალიზება, რაც გამოვიტანეთ გასაყიდად. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანი იყო, რომ 60%-მდე ამ ობიექტებისა რეალიზება მოხდა სწორედ ქართველებზე, - განაცხადა „იგლ ჰილს საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა თორნიკე ზირაქიშვილმა.
12 თებერვალი 2026, 14:25
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ გვჯერა, რომ კონსტრუქციული და აქტიური დიალოგით შესაძლებელია საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციებს შორის არსებული განსხვავებების გადალახვა და ურთიერთობების ნორმალიზება
„საბედნიეროდ ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც უსამართლო მიდგომებზე თვალს არ ხუჭავენ, ხედავენ და ობიექტურად აფასებენ საქართველოს პროგრესს და ევრობიუროკრატების აგრესიული რიტორიკის ნაცვლად, დიალოგსა და დიპლომატიას ირჩევენ. მხოლოდ ამ გზითაა ნამდვილი ევროპული ფასეულობების გადარჩენა შესაძლებელი. ვსარგებლობ შემთხვევით, მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას, ბატონ პრეზიდენტს, რომელიც ამ ფასეულობების ერთგულია და იმედს ვიტოვებ, რომ რიცხვი, როგორც პოლიტიკოსების ასევე ქვეყნების ნამდვილად გაიზრდება, ბევრი ქვეყანა დააფასებს ჩვენს არსებულ რეალობას და ძალისხმევას“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
12 თებერვალი 2026, 14:23
საზოგადოება
გივი მიქანაძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით
სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
12 თებერვალი 2026, 14:23
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ხაზგასმით უნდა აღინიშნოს საქართველოსა და ხორვატიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემისა და მხარდაჭერის საკითხი
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს საქართველოსა და ხორვატიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემისა და მხარდაჭერის საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორი ქვეყნისთვის და ასევე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს და ხორვატიას, რომ ჩვენ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და მხარს უჭერს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
12 თებერვალი 2026, 14:23
პოლიტიკა
ზორან მილანოვიჩი: ვნახე მინისტრები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობისთვის. ამისი გადახვევა მინდოდა ტვინში, ვფიქრობდი, როგორ ვიგრძნობდი თავს ჩემს ქვეყანაში რომ ჩამოსულიყვნენ
„ვნახე მინისტრები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობისთვის. ამისი გადახვევა მინდოდა ტვინში, ვფიქრობდი, როგორ ვიგრძნობდი თავს, ეს პოლიტიკოსები რომ ჩამოსულიყვნენ ჩემს ქვეყანაში“, - განაცხადა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
12 თებერვალი 2026, 14:13
საზოგადოება
მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა. დეტალურად
დღეს დამტკიცდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების მიღების კვოტები, რომელიც პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
12 თებერვალი 2026, 14:10
პოლიტიკა
ზორან მილანოვიჩი: ქვეყანას ბარიერებს უქმნიან, მორალური დილემის წინაშე აყენებენ, აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია. ისინი აშანტაჟებენ ამ ქვეყანას, ხდება ხელების გადაგრეხა და შანტაჟი, ჩამოვედი საქართველოში, რომ ეს მეთქვა
„ქვეყანას ბარიერებს უქმნიან, მორალური დილემის წინაშე აყენებენ, აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია. ეს არის მორალური შანტაჟი“, - განაცხადა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
12 თებერვალი 2026, 14:10
პოლიტიკა
საქართველოსა და ხორვატიის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების თაობაზე იმსჯელეს, ყურადღება პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე გამახვილდა.
12 თებერვალი 2026, 14:02
პოლიტიკა
ზორან მილანოვიჩი: ამ ერს მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი ჰყავდა. ამავე დროს, ყველაზე წინ წასულ ევროპულ ქვეყნებს არ გააჩნდათ ასეთი დონის ლიტერატურა და ხელოვნება
„ამ ერს მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი ჰყავდა. ამავე დროს, ყველაზე წინ წასულ ევროპულ ქვეყნებს არ გააჩნდათ ასეთი დონის ლიტერატურა და ხელოვნება და ქაღალდის ფურცელზე წერდნენ. საქართველო იმსახურებს გაგებას, მხარდაჭერას და ამისთვის ვიმყოფები აქ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
12 თებერვალი 2026, 14:00
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება მშვიდობას არ მოიტანს, ის ევროპას ომს მოუტანს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება ევროპას ომს მოუტანს.
12 თებერვალი 2026, 14:00
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა მოეწყო, - ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
12 თებერვალი 2026, 14:00
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი კვანძი, დაინტერესებულია, გააღრმაოს თანამშრომლობა ხორვატიასთან და ხელი შეუწყოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ბალკანეთის რეგიონსა და აზიის ქვეყნებს შორის
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შუა დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს დერეფნის განვითარებას.
12 თებერვალი 2026, 14:00
პოლიტიკა
ხორვატიის პრეზიდენტი: ევროპულ ბიუროკრატიას არ მივცემ უფლებას ჩემი სახელით ილაპარაკოს - საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს მოსკოვთან და აბრალებენ პრორუსულობას
ეს არის ქვეყანა, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს მოსკოვთან და აბრალებენ, რომ რუსეთის აგენტია, მე ამას ვერ ვიგებ. ამიტომ, გადავწყვიტე პირადად ჩამოვსულიყავი, რომ მენახა თუ რა ხდება, - განაცხადა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
12 თებერვალი 2026, 13:53
ჯანდაცვა
საქართველოს დელეგაცია ჟენევაში გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის სესიაში მონაწილეობს
საქართველოს დელეგაცია, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ირაკლი სასანიას ხელმძღვანელობით, ჟენევაში იმყოფება, სადაც „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის შესრულების ანგარიშის განხილვაში მონაწილეობს, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
12 თებერვალი 2026, 13:38
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: საბედნიეროდ, ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც უსამართლო მიდგომებზე თვალს არ ხუჭავენ, ობიექტურად აფასებენ საქართველოს პროგრესს და ევრობიუროკრატების აგრესიული რიტორიკის ნაცვლად დიალოგსა და დიპლომატიას ირჩევენ
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მთელი რიგი გამოწვევების წინაშეა.
12 თებერვალი 2026, 13:36
პოლიტიკა
ზორან მილანოვიჩი: ჩემთან ერთად არიან ეკონომისტები, რომლებიც წამყვან ბიზნესებს წარმოადგენენ. მათ ძალიან აინტერესებთ საქართველოს ბაზარი. საქართველო იმსახურებს გაგებას, მხარდაჭერას და ამისთვის ვიმყოფები აქ
„ყველაფერი შესაძლებელია დღევანდელ სამყაროში. ამიტომაც ვიმყოფები აქ ჩემს მეგობრებთან ერთად. ზოგიერთს წლების ვიცნობ. მანამდე არ შევხვედრილვარ პრეზიდენტ ყაველაშვილს. უკვე შევხვდით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები იქნება ძალიან მაღალ დონეზე. ნება მომეცით დავასრულო, ამ ერს მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი ჰყავდა. ამავე დროს, ყველაზე წინ წასულ ევროპულ ქვეყნებს არ გააჩნდათ ასეთი დონის ლიტერატურა და ხელოვნება და ქაღალდის ფურცელზე წერდნენ. საქართველო იმსახურებს გაგებას, მხარდაჭერას და ამისთვის ვიმყოფები აქ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
12 თებერვალი 2026, 13:33
პოლიტიკა
ზორან მილანოვიჩი: მე ჩამოვედი აქ, რომ საქართველოს სოლიდარობა გამოვუცხადო თავის ძალისხმევაში, დაცული ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობა და მე ამაში სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ
მე ჩამოვედი აქ, რომ საქართველოს სოლიდარობა გამოვუცხადო მის ძალისხმევაში ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობა და მე სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ ამაში, - განაცხადა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
12 თებერვალი 2026, 13:25
საზოგადოება
საერთაშორისო მნიშვნელობის გზების განვითარებისთვის ახალი სტანდარტი დადგინდება
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტით საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე და გზისპირა ზონებში - გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს - გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული იქნება მშენებლობა, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.


