არქივი

12 თებერვალი 2026, 13:33

პოლიტიკა

ზორან მილანოვიჩი: მე ჩამოვედი აქ, რომ საქართველოს სოლიდარობა გამოვუცხადო თავის ძალისხმევაში, დაცული ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობა და მე ამაში სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ

მე ჩამოვედი აქ, რომ საქართველოს სოლიდარობა გამოვუცხადო მის ძალისხმევაში ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობა და მე სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ ამაში, - განაცხადა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

12 თებერვალი 2026, 13:25

საზოგადოება

საერთაშორისო მნიშვნელობის გზების განვითარებისთვის ახალი სტანდარტი დადგინდება

საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტით საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე და გზისპირა ზონებში - გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს - გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული იქნება მშენებლობა, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

12 თებერვალი 2026, 13:23

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ხორვატიის საელჩო საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება და ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად მჭიდრო იქნება

ხორვატიის საელჩო საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ევიკა სილინა

12 თებერვალი 2026, 13:08

მსოფლიო

ლატვიის პარლამენტმა პრემიერი, რომლის მთავრობამ მიგრანტების მიღებაზე უარი განაცხადა, თანამდებობიდან ვერ გადააყენა

ლატვიის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უნდობლობა ვერ გამოუცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ევიკა სილინას. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

12 თებერვალი 2026, 12:54

პოლიტიკა

პრემიერი: „იგლ ჰილსის“ პროექტში, კრწანისის ტერიტორიაზე გაიყიდა 257 ბინა, 147 ბინა იყიდეს ქართველებმა, 110 ბინა - უცხოელებმა, არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა მხოლოდ 8 ბინა შეიძინეს - არაბიზაციის დაანონსებული პროცესი ჩაუვარდა ოპოზიციას

„იგლ ჰილსის“ პროექტში ბინების წინასწარი გაყიდვები დაიწყო კონკრეტულად კრწანისის ტერიტორიაზე, გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

12 თებერვალი 2026, 12:50

რეგიონი

ბათუმში „ქართულ-აფხაზური საგას“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებით, ბათუმში, „ქართულ-აფხაზური საგას“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ირაკლი კობახიძე

12 თებერვალი 2026, 12:48

პოლიტიკა

პრემიერი: წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას, ეს მნიშვნელოვანია ეკოლოგიისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისა და ადამიანების კომფორტული გადაადგილებისთვის

პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

12 თებერვალი 2026, 12:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე ეტაპობრივად შეზღუდვების დაწესება, რომელიც არის სურსათთან პირდაპირ შეხებაში

ჩვენი მიზანია პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე ეტაპობრივად შეზღუდვების დაწესება, რომელიც არის სურსათთან პირდაპირ შეხებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

12 თებერვალი 2026, 12:34

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა ვაშინგტონში უშედეგოდ დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

ირაკლი კობახიძე

12 თებერვალი 2026, 12:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2025 წლის ბიუჯეტი შესრულდა გადაჭარბებით შემოსავლის ყველა კატეგორიაში, 2026 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 36 300 000 000 ლარამდე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე წელს 8 მლრდ ლარზე მეტი მიიმართება

2025 წლის ბიუჯეტი რომ შევაჯამოთ, შესრულდა გადაჭარბებით შემოსავლის ყველა კატეგორიაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე

12 თებერვალი 2026, 12:30

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენ დავიწყეთ ფასების სიღრმისეული შესწავლა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა - სურსათი, მედიკამენტები და საწვავი და ანალოგიურ პროცესს ვიწყებთ პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებების მიმართულებითაც

მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ ფასების სიღრმისეული შესწავლა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა - სურსათი, მედიკამენტები და საწვავი და ანალოგიურ პროცესს ვიწყებთ პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებების მიმართულებითაც, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

12 თებერვალი 2026, 12:27

საზოგადოება

CashBack-ის და Mastercard-ის ვალენტინობის შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს

ვალენტინობის დღისთვის, ლიბერთი თავის მომხმარებლებს გაზრდილი ქეშბექის აქციას სთავაზობს. 13 და 14 თებერვალს, ლიბერთის Mastercard ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, მომხმარებლები შეძლებენ ყველაზე მაღალი, 50%-მდე ქეშბექის მომენტალურად დაბრუნებას.

ირაკლი კობახიძე

12 თებერვალი 2026, 12:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო ინვესტორებმა დააფიქსირეს რეკორდულად მაღალი 2,8 მილიარდი დოლარის მოთხოვნა ჩვენს ფასიან ქაღალდებზე, რაც შეთავაზებულ ოდენობას 5,5-ჯერ აღემატება, ესეც თავისთავად მეტყველებს მაღალ ნდობაზე

„საპროცენტო განაკვეთი დაფიქსირდა 5,125 პროცენტის ოდენობით, რაც არის ევროობლიგაციების ბაზრისთვის საუკეთესო მაჩვენებელი, რაც დაფიქსირდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, შესაბამისად, ეს არის ის მაჩვენებელი, რომლითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ. საერთაშორისო ინვესტორებმა დააფიქსირეს რეკორდულად მაღალი 2,8 მილიარდი დოლარის მოთხოვნა ჩვენს ფასიან ქაღალდებზე, რაც შეთავაზებულ ოდენობას 5,5-ჯერ აღემატება, ესეც თავისთავად მეტყველებს მაღალ ნდობაზე. უშუალოდ ტრანზაქციაში 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა. ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინვესტორები ბევრად ნაკლებრისკიანად აფასებენ საქართველოს და მზად არიან, საქართველოს ფასიან ქაღალდებში 2,8 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელონ, მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მაღალია ნდობა ჩვენი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ამ შემთხვევაშიც, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი
ზორან მილანოვიჩი

12 თებერვალი 2026, 12:23

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

12 თებერვალი 2026, 12:22

პოლიტიკა

პრემიერი: დღეს მთავრობა დაამტკიცებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს, რომელიც პირველად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს და განისაზღვრება ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპით

დღეს, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს, ეს კვოტები პირველად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დაეფუძნება შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს, რომელიც განხორციელდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ, განათლების სამინისტროსთან ერთად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

12 თებერვალი 2026, 12:20

რეგიონი

აჭარაში 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სხვადასხვა პროფილის 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

12 თებერვალი 2026, 12:18

პოლიტიკა

პრემიერი: წელს ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. ვფიქრობთ, ამ გეგმას წელსაც გადაჭარბებით შევასრულებთ. კონსერვატიული პროგნოზით, ეკონომიკა წელს 114 მლრდ ლარს მიაღწევს, ხოლო 1 სულ მოსახლეზე 11 000 დოლარს გადააჭარბებს

„რაც შეეხება 2026 წელს, ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ გეგმას წელსაც გადაჭარბებით შევასრულებთ. არსებული კონსერვატიული პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 114 მლრდ ლარს მიაღწევს, ხოლო 1 სულ მოსახლეზე 11 000 დოლარს გადააჭარბებს. თუმცა, როგორც ვთქვი, ჩვენი მიზნები კიდევ უფრო ამბიციურია და ჩვენი ოპტიმიზმის ერთ-ერთი საფუძველია ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც გატარდა ჩვენს ქვეყანაში გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, განსაკუთრებით, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში, მათ შორის, სახელმწიფო საწარმოებში. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო ოპტიმისტური პროგნოზები გავაკეთოთ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

12 თებერვალი 2026, 12:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იანვარში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დამატებით 141 მილიონი დოლარით შეავსო, რის შედეგადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი, ჩვენმა სარეზერვო აქტივებმა მთლიანობაში 6,3 მილიარდი დოლარი შეადგინა

იანვარში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დამატებით 141 მილიონი დოლარით შეავსო, რის შედეგადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

12 თებერვალი 2026, 12:12

თემა

თინეიჯერებისთვის საშიში ნარკოტრენდი TikTok-ზე სულ უფრო პოპულარული ხდება

თინეიჯერები ნარკოტიკების მოხმარების ამსახველ ვიდეოებს იღებენ და ერთმანეთს უზიარებენ კონკრეტული ჰეშთეგით. ასეთი პოსტების ნახვა TikTok-ზე მილიონებს აღწევს. აღნიშნული ტრენდის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები Deutsche Welle-მ მოიძია.

ემანუელ მაკრონი

12 თებერვალი 2026, 12:06

მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპას ერთიანი ენერგეტიკული ბაზრის შექმნისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპას ერთიანი ენერგეტიკული ბაზრის შექმნისკენ მოუწოდა.

12 თებერვალი 2026, 12:05

კულტურა

Stray Kids-ის საკონცერტო ფილმი გლობალური გაქირავების ლიდერი გახდა

The dominATE Experience მოგვითხრობს Stray Kids-ის მსოფლიო ტურნესა და მათ მასშტაბურ გამოსვლაზე ლოს-ანჯელესის SoFi Stadium-ზე. Universal-ის მონაცემებით, ფილმმა გაყიდვების ტემპით გადაასწრო წინა კეი-პოპ საკონცერტო რელიზებს, მათ შორის ცნობილ BTS: Yet to Come in Cinemas-ს.

გია აბაშიძე

12 თებერვალი 2026, 11:55

პოლიტიკა

გია აბაშიძე: აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში ინვესტიციებში ევროკავშირს აშშ უსწრებს - კაია კალასები და მარტა კოსები ჩვენს, ვითომ დამორჩილებას სანქციებით ცდილობენ - გაიღვიძეთ დე ფაქტო ხელმძღვანელებო, დეპოში არ გაიჭედოთ!

სარკასტულ-ცინიკურად ვუყურებ უმსგავსო ევროკრატების ე.წ. სანქციებს ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

კაია კალასი

12 თებერვალი 2026, 11:53

მსოფლიო

კაია კალასი ფიქრობს, რომ ომის პირობებში უკრაინაში არჩევნების ჩატარება კარგი გამოსავალი არ არის

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ომის პირობებში უკრაინაში არჩევნების ჩატარება კარგი გამოსავალი არ არის.

პროკურორი ლევან ვეფხვაძე

12 თებერვალი 2026, 11:45

სამართალი

საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ, პროკურატურამ საქმის განხილვის გადადება მოითხოვა. შესაბამისი შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს მიმართა.

12 თებერვალი 2026, 11:29

რეგიონი

ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებთან შეხვედრები მიმდინარეობს. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ნაცარგორას, დიდი ფლევის, პატარა ფლევის და ტკოცის მოსახლეობას შეხვდნენ.

დავით მათიკაშვილი

12 თებერვალი 2026, 11:29

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: გული მინდა დავწყვიტო ქალბატონ ლორას, ჩვენი ქვეყანა ქმნის ყველა ისეთ პლაცდარმს საკანონმდებლო დანაწესებით, რომლის შესაბამისად შეუძლებელი იქნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა

გული მინდა დავწყვიტო ქალბატონ ლორას, ჩვენი ქვეყანა ქმნის ყველა ისეთ პლაცდარმს საკანონმდებლო დანაწესებით, რომლის შესაბამისად შეუძლებელი იქნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

12 თებერვალი 2026, 11:28

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ზორან მილანოვიჩის შეხვედრა, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისათვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

გურამ მაჭარაშვილი

12 თებერვალი 2026, 11:27

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ჰელსინკის კომისიაზე: არანაირი სანდოობით აღარ სარგებლობს თავად ამერიკაშიც კი ეს კომისია, მითუმეტეს ქალბატონი თორნტონი, რომელიც ასევე არ სარგებლობს არანაირი პატივისცემით თავისივე ქვეყანაში

არანაირი სანდოობით აღარ სარგებლობს თავად ამერიკაშიც კი ეს კომისია, მითუმეტეს ქალბატონი თორნტონი, რომელიც ასევე არ სარგებლობს არანაირი პატივისცემით თავისივე ქვეყანაში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებულ სკანდალზე საუბრისას.

თენგიზ შარმანაშვილი

12 თებერვალი 2026, 11:25

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ლორა თორნტონმა ძალიან ფასეული ინფორმაცია მოგვაწოდა ყველას ერთად - ჩამოთვალა ის ორგანიზაციები, რომლებიც აპირებენ საქართველოში თანხების უკანონოდ შემოტანას

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გზების შესახებ ლორა თორნტონის განცხადებას ეხმაურება.

12 თებერვალი 2026, 11:23

სამართალი

ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა

ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.