არქივი
12 თებერვალი 2026, 09:01
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 12 თებერვალს
12 თებერვალს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
12 თებერვალი 2026, 09:00
მსოფლიო
რუსეთმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
12 თებერვალი 2026, 08:45
პოლიტიკა
ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს
ვიზიტის ფარგლებში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოს გუშინ საღამოს ესტუმრა. დახვედრის ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ზორან მილანოვიჩი საქართველოს მეუღლესთან, სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
12 თებერვალი 2026, 08:36
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ჰელსინკის კომისიის ძალიან ბევრი ბიუროკრატი თანამდებობის პირი მხილებულია კორუფციაში, ზოგი ბრალდებულია, ზოგი ფასიანი განცხადებებით შემოიფარგლება
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებულ სკანდალს აფასებს. იგი კომისიის წევრების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე ამახვილებს ყურადღებას.
12 თებერვალი 2026, 08:28
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: როდესაც გაჟღერდა ჰელსინკის კომისიის წევრების მიმართ ბრალდებები, სადაც არის მთელი ჩამონათვალი დანაშაულებისა, რომლებშიც მათ სდებენ ბრალს, ბუნებრივია, მართლაც ჩალის ფასი აქვს ამ კომისიას
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმაურება. მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ბრალდებების გაჟღერების შემდეგ კომისიის აქტივობებს ჩალის ფასი აქვს.
12 თებერვალი 2026, 08:16
რეგიონი
რუსთავის მერია უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე რუსთაველ ფრენბურთელებს ხელფასს გადაუხდის
რუსთავის მერია უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე რუსთაველ ფრენბურთელებს ხელფასს გადაუხდის და ახალი სპორტული ეკიპირებითაც უზრუნველყოფს.
12 თებერვალი 2026, 08:10
მსოფლიო
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხი გამოიყოფა
აქედან 60 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება, ხოლო 30 მილიარდი ევრო მაკრო-ფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის გამოიყოფა. დახმარება ექვემდებარება მკაცრ პირობებს - უკრაინამ უნდა გააგრძელოს რეფორმები, დაიცვას კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, ასევე, გააძლიეროს კორუფციასთან ბრძოლა და დემოკრატიული ინსტიტუტები.
12 თებერვალი 2026, 08:00
საზოგადოება
მთელი ქვეყნის მასშტაბით უახლოეს დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 10-12 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 10 გრადუსამდე სითბო იქნება. დედაქალაქში, უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ხოლო 13-14 თებერვალს, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კვირის ბოლომდე 18 გრადუსამდე აიწევს.
12 თებერვალი 2026, 02:45
პოლიტიკა
ლორა თორნტონი: ვნახოთ, როგორ ჩაივლის არჩევნები უნგრეთში - ვფიქრობ, ამას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ის, თუ როგორ უპასუხებს ევროკავშირი საქართველოს
აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი გამართა.
12 თებერვალი 2026, 02:23
პოლიტიკა
ლორა თორნტონი: ეს კანონები ნამდვილად შეზღუდავს დაფინანსების ნაკადს საქართველოში არსებული საჭიროების მქონე ორგანიზაციებისთვის, მაგრამ ამას შეუძლებელს არ გახდის
აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი გამართა.
12 თებერვალი 2026, 02:10
პოლიტიკა
ლორა თორნტონი: ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა NED, მარშალის ფონდი, სოროსის ფონდი და სხვები, წლების განმავლობაში უჭერდნენ მხარს მცირე სამოქალაქო ორგანიზაციებს ძალიან ჩაკეტილ ქვეყნებში
აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი გამართა.
12 თებერვალი 2026, 01:49
პოლიტიკა
ლორა თორნტონი: არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი - შეგვიძლია ადაპტირება და არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში
აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი გამართა.
12 თებერვალი 2026, 01:19
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატები საქართველოს ვერ დასჯიან — ევროკავშირი ჩვენზე გამავალ დერეფანზეა დამოკიდებული
პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა არსებით გავლენას ვერ მოახდენს ვითარებაზე და გლობალურად საქართველოს დასჯა შეუძლებელია, რადგან ქვეყანა სასიცოცხლო ენერგეტიკული და სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.
12 თებერვალი 2026, 01:14
პოლიტიკა
კლერ კაიზერი ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე: საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალს თავად საქართველო განსაზღვრავს და არა ვაშინგტონი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი გამართა.
12 თებერვალი 2026, 00:56
პოლიტიკა
კლერ კაიზერი ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე: თუ აშშ აპირებს ჩაერთოს ამ ადრეულ ინიციატივაში სომხეთსა და აზერბაიჯანთან მიმართებით, ის მაქსიმალურ ეფექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ პარტნიორად ძლიერი საქართველო ეყოლება
აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი გამართა.
12 თებერვალი 2026, 00:48
პოლიტიკა
კახა კალაზე: პირველ რიგში ქვეყნის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი პოლემიკა, ჯანსაღი დებატები
პირველ რიგში ქვეყნის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი პოლემიკა, ჯანსაღი დებატები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
12 თებერვალი 2026, 00:44
პოლიტიკა
კახა კალაძე: ოპოზიციის გაქრობაში ხელისუფლებას არანაირი წვლილი არ აქვს. ეს ადამიანები, რომლებიც გარედან მართულები არიან, ქვეყნის მოღალატეები არიან. მათ საქართველოს ინტერესი არ აქვთ
ოპოზიციის გაქრობაში ხელისუფლებას არანაირი წვლილი არ აქვს. ეს ადამიანები, რომლებიც გარედან მართულები არიან, ქვეყნის მოღალატეები არიან. მათ საქართველოს ინტერესი არ აქვთ. გარედან დაფინანსებულები არიან, თავიანთი პატრონები რასაც ეტყვიან, მზად არიან ეს ყველაფერი შეასრულონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
12 თებერვალი 2026, 00:40
პოლიტიკა
კახა კალაძე: მშვიდობის პირობებში ბევრ ადამიანს უჭირს იმის შეფასება, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა
საქართველო თავისი ადგილმდებარეობით დამაკავშირებელია აზიისა და ევროპის, შავი ზღვა გეოპოლიტიკური თვალსაზრისთ ძალიან მნიშვნელოვანია და ამის არაღიარება უბრალოდ წარმოუდგენელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ობიექტური კვლევა საქართველოს წინსვლას აღიარებს.
12 თებერვალი 2026, 00:36
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: როდესაც ყველაფერს აკეთებ სიცრუით, ცრუ ნარატივით, ცრუ დასმენით, როდესაც არანაირი ფაქტი არ გაქვს და ამას აკეთებ შენი ქვეყნის წინააღმდეგ, იხვეწები, რომ ჩემი ქვეყანა დაასანქცირეთ, საბოტაჟია, აბა რა არის?!
როდესაც ყველაფერს აკეთებ სიცრუით, ცრუ ნარატივით, ცრუ დასმენით, არაობიექტურად, არაობიექტურად კიდევ ძალიან რბილი შეფასებაა, სრულ სიცრუეზე დაყრდნობით. არანაირი ფაქტი როდესაც არ გაქვს, ამას როდესაც აკეთებ შენი ქვეყნის წინააღმდეგ, აი, ამ ცრუ ბრალდებებით როდესაც იხვეწები, რომ ჩემი ქვეყანა დაასანქცირე, საბოტაჟია,აბა რა არის?!-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, გადაცემაში „ღამის კურიერი“ ოპოზიციის კრიტიკასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს შორის განსხვავებაზე საუბრისას.
12 თებერვალი 2026, 00:29
პოლიტიკა
კახა კალაძე ბერლუსკონისთან კომუნიკაციის შესახებ: ეს არის სიმართლე - სააკაშვილის დროინდელ თანამდებობის პირებს საქილიკო არაფერი აქვთ, ჩვეულებრივი დამნაშავეები არიან
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტვ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განმარტება გააკეთა იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, აწგარდაცვლილ სილვიო ბერლუსკონისთან 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შემოჭრის დროს, შემდგარი კომუნიკაციის შესახებ, რაზეც საუბარია იტალიური La Gazzetta dello Sport-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
12 თებერვალი 2026, 00:24
პოლიტიკა
კახა კალაძე: ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს პროცესები, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოების დაპირისპირების მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივება, რევოლუციების მოწყობა, რა თქმა უნდა, ყველაფერი არის გარედან თავსმოხვეული
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს პროცესები, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოების დაპირისპირების მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივება, რევოლუციების მოწყობა, რა თქმა უნდა, ყველაფერი არის გარედან თავსმოხვეული პროცესები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
12 თებერვალი 2026, 00:22
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: მარტივი კითხვა გვქონდა ყოველთვის - დაასახელონ ჩვენი ის ერთი ნაბიჯი, რომელიც იყო რუსული, ვერც ერთს ვერ ასახელებენ
ეს ყბადაღებული ბრალდება უკვე ანეკდოტად არის ქცეული, იმდენად გააჩალისფასეს ეს ყველაფერი. ერთი მარტივი კითხვა გვქონდა ყოველთვის და ყველგან - საპარლამენტო წიაღში, პირად საუბრებში თუ გადაცემებში: დაასახელონ ჩვენი ის ერთი ნაბიჯი, რომელიც იყო რუსული, ვერც ერთს ვერ ასახელებენ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან კოლაბორაციის ბრალდებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას "ღამის კურიერის" ეთერში.
12 თებერვალი 2026, 00:21
პოლიტიკა
კახა კალაძე: ევროპული ბიუროკრატია არის კრიზისში, არის უმძიმეს მდგომარეობაში
საოცრება იყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის მეორედ შეჩერებაზე საუბრისას. კალაძის განცხადებით, დღევანდელი მოცემულობით მას არ აქვს მოლოდინი რომ ევროკავშირთან ურთიერთობები შეიცვლება.
12 თებერვალი 2026, 00:17
პოლიტიკა
კახა კალაძე საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებზე: მარკო რუბიომ პირდაპირ თქვა, რომ ძალიან მძიმე და ცუდი მემკვიდრეობა დახვდათ და საჭიროა სიტუაციის გადატვირთვა და განახლება
ყველაზე მნიშვნელოვანი არის საუბრის შინაარსი და არა მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის. მათ დახვდათ ძალიან მძიმე და ცუდი მემკვიდრეობა და რა არის ეს მემკვიდრეობა ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის. ეს არის არასამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე საუბრისას.
12 თებერვალი 2026, 00:11
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: როდესაც აქაური უსამშობლოები და ბრიუსელის მიერ ხელდასხმული აგენტურა, ევროკავშირის დროშით ხელში აქ პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას წვავენ, ზიზღის ენას აფრქვევენ, ამ დროშის შეურაცხყოფაა
ევროპაში ევროპა უნდა დაბრუნდეს, ის ღირებულებები და ფასეულობები. მათი საქციელი იმ დროშის შეურაცხყოფაა, რომელიც ზურგსუკან უდგათ და აკეთებენ ასეთ განცხადებებს ჩვენი ქვეყნის და თუნდაც, თავიანთი წევრი ქვეყნების მიმართ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, გადაცემაში "ღამის კურიერი".
12 თებერვალი 2026, 00:01
სპორტი
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ოლიმპიადაზე თავისუფალი ცეკვების კატეგორიაში იასპარეზა
მილანში 2026 წლის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის ინდივიდუალური ასპარეზობები მიმდინარეობს. მაყურებლების წინაშე თავისუფალ ცეკვაში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი წარდგა; მათ მსაჯებისგან ქულა 118,87 დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი 196,02 ქულა დააგროვეს, რაც ამ ეტაპზე პირველი შედეგია.
11 თებერვალი 2026, 23:57
პოლიტიკა
კახა კალაძე: 2012 წლიდან მოყოლებული ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ვარ, ვისაც ყველანაირად თავს ესხმიან, ეს მე ვერაფერს დამაკლებს
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური ოპონენტებისგან თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გახდა, რომლის მთავარი მიზეზიც ქვეყნის სიყვარულია.
11 თებერვალი 2026, 23:56
პოლიტიკა
კახა კალაძე: ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს უსახური ფარეხები, რომლებსაც მოსახლეობა ფაქტობრივად არ იყენებს. მაქსიმალურად მზად ვართ, როგორც დემონტაჟის დროს, ასევე თვითონ პროექტის განხორციელების დროს, მოსახლეობას თანხა არ დაეხარჯება
ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს უსახური ფარეხები, რომლებსაც მოსახლეობა ფაქტობრივად არ იყენებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
11 თებერვალი 2026, 23:55
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: საქართველოს მომავალი უნდა განისაზღვროს თბილისში, ქართველი ხალხის ჩართულობით და არა დასავლეთში, დასავლელი ბიუროკრატების კაბინეტებში
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „ბრიუსელი შეაქებდა საქართველოს თუკი ისინი ომში წავიდოდნენ, შეაქებდა თუ გეი ქორწინება დაკანონდებოდა, ვინაიდან საქართველოს არ სურს ზემოთ ჩამოთვლილის გაკეთება, შესაბამისად, არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ბრიუსელი შეგაქებთ“.
11 თებერვალი 2026, 23:52
ჯანდაცვა
კახა კალაძე ჯანდაცვის პროგრამებზე: მალე დავაანონსებთ ახალ პროგრამებს
ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენს ბიუჯეტში, ეს თანხობრივადაც გამოიხატება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჯანდაცვის პროგრამაზე საუბრისას. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიდის და ვითარდება, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, ვისაც სახელმწიფოს თანადგომა სჭირდება.


