არქივი

ვიქტორ ორბანი

11 თებერვალი 2026, 17:30

მსოფლიო

ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გაგზავნით 800 ათასზე მეტი ადამიანის დაღუპვას დააფინანსებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროპა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გაგზავნით 800 ათასზე მეტი ადამიანის დაღუპვას დააფინანსებს.

11 თებერვალი 2026, 17:21

რეგიონი

ღურტაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, 1971 წლის 11 თებერვალს, სოფელ ღურტაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

ალექსანდრე გაბაშვილი

11 თებერვალი 2026, 17:19

სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ ალექსანდრე გაბაშვილის მამა: პროკურატურა რამდენიმე თვეა უკანონოდ გვებრძვის

„გუშინ საშუალება მქონდა პირადად მენახა ვიდეო და ჩემი შვილი იქ არსად ჩანს. ლიფტში, დანით ხელში კი, ეს ნამდვილად ჩემი შვილია. პროკურატურა, რამდენიმე თვეა უკანონოდ გვებრძვის. მამა ვარ და სანამ შვილი მიდგას ჩემი შვილისთვის ვიბრძოლებ“, - აცხადებს ალექსანდრე გაბაშვილი.

11 თებერვალი 2026, 17:16

მსოფლიო

მედია: კიევი მოსკოვში მოლაპარაკებებზე დელეგაციის გაგზავნას განიხილავს

უკრაინული მედიის ცნობით, კიევი მოსკოვში მოლაპარაკებებზე დელეგაციის გაგზავნას განიხილავს.

Moby

11 თებერვალი 2026, 17:10

კულტურა

Moby საქართველოში კონცერტს გამართავს

რიჩარდ მელვილ ჰოლი მსმენელის წინაშე 30 ივლისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წარდგება. ბილეთების გაყიდვა კი 17 თებერვალს დაიწყება.

11 თებერვალი 2026, 17:07

საზოგადოება

გივი მიქანაძემ გამორჩეულ ქართველ მეცნიერს ელენე აბაშიძეს პროფესიული დღე მიულოცა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე,საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხთან ერთად,ცნობილ ქართველ მეცნიერს ელენე აბაშიძეს ესტუმრა და მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა.

11 თებერვალი 2026, 17:06

რეგიონი

ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ

ფიზიკური პირი ა. კ. (თაყაიშვილის N1) კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე, სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა ხორცს. ხოლო ინდმეწარმე ზ. ა. (გურიის ქ. N35) ვეტერინარული ზედამხედველობისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა თვითნებურად მოწყობილ სასაკლაოში.

11 თებერვალი 2026, 16:48

ეკონომიკა

ITU-ს ევროპის ოფისის ხელმძღვანელი: საქართველოს პროაქტიული მიდგომა და ევროპულ სტრუქტურებთან კოორდინაცია დიდ სარგებელს მოუტანს ციფრული კავშირების თვალსაზრისით

„ინტერნეტმმართველობის ფორუმი არის უმნიშვნელოვანესი მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ციფრულ განვითარებას და, ამავდროულად, აკავშირებს მას გლობალურ საზოგადოებასთან,“ - განაცხადა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა იაროსლავ პონდერმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

თამარ იოსელიანი

11 თებერვალი 2026, 16:45

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: მნიშვნელოვანია, საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც ციფრული ჰაბი და თავისი როლი ითამაშოს ციფრული დერეფნის კონტექსტში

საერთაშორისო ციფრული დაკავშირებადობა და ციფრული ჰაბის განვითარების პერსპექტივები, ხელოვნული ინტელექტი და საქართველოს ინოვაციური მოდერნიზაცია, ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ქსელის განვითარება და ინტერნეტ ხელმისაწვდომობა, - ეს არის მცირე ჩამონათვალი საკითხებისა, რომელიც საჯარო, კერძო და ტექნიკური საზოგადოების წარმომადგენლებმა ინტერნეტ-მმართველობის ფორუმზე (GeoIGF) განიხილეს.

11 თებერვალი 2026, 16:38

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

გარდაბნის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

შოთა ბერეკაშვილი

11 თებერვალი 2026, 16:30

ეკონომიკა

შოთა ბერეკაშვილი: დეტალური საუბარი მნიშვნელოვანია პროცესისთვის, რადგან სწორი პრობლემების იდენტიფიცირება საშუალებას მოგვცემს სწორი ანალიზის გაკეთებისთვის, რაც თავის მხრივ საშუალებას მოგვცემს სწორი მექანიზმების დანერგვისთვის

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა სხდომაზე განხილული საკითხები შეაჯამა და განაცხადა, რომ დისკუსიის დროს გამოვლინდა ხუთი ძირითადი პრობლემა, რომელიც პროდუქციის გაძვირებას იწვევს.

11 თებერვალი 2026, 16:28

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 22 მაისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით ორ დაზარალებულს ჩაქუჩით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ნიკოლოზ მეტრეველი

11 თებერვალი 2026, 16:27

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: შაჰიდ ბატი, რომელიც 1999 წელს იემენში გასამართლდა ტერორისტულ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობისთვის, ამ დღეებში ბირმინგემის საქალაქო საბჭოში იყრის კენჭს - თანამედროვე ბრიტანეთისთვის სწორედ ეს არის დემოკრატია

ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, ოპოზიციური მედიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში სანქციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ბორის ჩელე ყურუა

11 თებერვალი 2026, 16:16

პოლიტიკა

ბორის ჩელე ყურუა: თუ პროტესტს გაზრდა არ სჭირდება, ყველაზე მეტი თუ ჩვენ ვართ, არაფერი გასაკეთებელი თუ არ არის, წინა არჩევნებზე თუ იდეალურად მოვიქეცით, ყველაფერს თუ კარგად ვაკეთებთ და მაინც თუ გვიგებენ, ესე იგი რაღაცაში მართლები არ ვართ

თუ პროტესტს გაზრდა არ სჭირდება, ყველაზე მეტი თუ ჩვენ ვართ, არაფერი გასაკეთებელი თუ არ არის, წინა არჩევნებზე თუ იდეალურად მოვიქეცით, ყველაფერს თუ კარგად ვაკეთებთ და მაინც თუ გვიგებენ ესე იგი რაღაცაში მართლები არ ვართ, - განაცხადა ოპოზიციონერმა, ბორის ჩელე ყურუამ, გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ სტუმრობისას.

შოთა ბერეკაშვილი

11 თებერვალი 2026, 16:12

პოლიტიკა

დროებითი საპარლამენტო კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს ინიციატივით, ფასებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მოსამზადებლად, საერთაშორისო კომპანია მოიწვიოს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს ინიციატივით, პარლამენტმა, კომისიის მუშაობის პარალელურად, მოიწვიოს საერთაშორისო კომპანია.

მარიამ ლაშხი

11 თებერვალი 2026, 16:10

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: ჩვენი ქვეყნის მკვლევართა 55% ქალია. მაშინ, როდესაც მსოფლიოში ქალები მეცნიერებაში საშუალოდ მხოლოდ მესამედს შეადგენენ, ეს მაჩვენებელი ჩვენი ქვეყნისთვის სიამაყის საფუძველია

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მარიამ ლაშხმა ქალ მეცნიერებს პროფესიული დღე მიულოცა და სახელმწიფოს მხრიდან მეცნიერების განვითარებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

11 თებერვალი 2026, 16:03

სამართალი

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.

ნინო წილოსანი

11 თებერვალი 2026, 15:55

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ხელფასები დაახლოებით 20-დან 25 პროცენტამდე გაიზარდა და იდენტურად გაიზარდა პროდუქტების ფასები - ეს ნიშნავს, რომ მათ კეთილდღეობას არაფრით დასტყობია ის, რისკენაც მთელი სახელმწიფო პოლიტიკაა მიმართული, რომ შემოსავლები გაეზარდოთ

სანამ ამ კომისიის მუშაობა საჯაროდ დაიწყებოდა, ჩვენ ბევრი რამ შევისწავლეთ, მათ შორის, ინდივიდუალური გასაუბრებებიც გვქონდა და ფოკუს-ჯგუფებიც. ადამიანებს უწევთ, რომ საკუთარ უბანში, იქიდან გამომდინარე, სად, როდის რა აქციაა, სამ-ოთხ მაღაზიაში იმის მიხედვით შევიდნენ და იყიდონ ესა თუ ის პროდუქცია, ანუ აქციიდან აქციამდე უწევთ, რომ გაიტანონ თავი, - ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, განაცხადა.

ნინო წილოსანი

11 თებერვალი 2026, 15:44

პოლიტიკა

წილოსანი რძის პროდუქტების კომპანიის წარმომადგენელს: თქვენი პროდუქციის საბოლოო ფასზე დამოკიდებულია ჩვენი შვილები როგორი ჯანმრთელები გაიზრდებიან. თხოვნა მაქვს, პროდუქცია გაიაფდეს ისე, რომ მეტის მოხმარება შეძლონ საოჯახო მეურნეობებმა

„რძის პროდუქტები არის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროდუქცია ჩვენი შვილებისთვის და საოჯახო მეურნეობები ალბათ ყველაზე მეტს ამ კუთხით ხარჯავენ. წუხილი და შეშფოთება არის რძის პროდუქტების ფასების ზრდასთან დაკავშირებით. მესმის, რომ ეს თქვენი კეთილი ნებაა, ისაუბრებთ თუ არა რაიმე „ქეშბექების“ პროცენტებზე თუ იმ გადასახადებზე, რომელიც აძვირებს თქვენს პროდუქციას, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ თქვენი პროდუქციის საბოლოო ფასზე დამოკიდებულია ჩვენი შვილები როგორი ჯანმრთელები გაიზრდებიან. ამიტომ, თხოვნა მაქვს, რომ თქვენი თანამშრომლობა ამ კომისიასთან საბოლოო მიზანს ემსახურებოდეს, რომ ეს პროდუქცია შეძლებისდაგვარად გაიაფდეს ისე, რომ გაცილებით მეტის მოხმარება შეძლონ საოჯახო მეურნეობებმა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ნათია გურგულია

11 თებერვალი 2026, 15:35

საზოგადოება

„ყვარლის ბაგას“ დირექტორი: მიუხედავად სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისა სოფლის განვითარების სააგენტოსთან, კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე იხარჯება

ჩვენს შემთხვევაში მრავალი გამოწვევა იწვევს ფასების ზრდას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება. ჩვენი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ყველაზე ახლო ბაზარი, თუმცა იქ არსებული კვოტები, ექსპორტის გადასახადები და ტრანსპორტირების მაღალი ღირებულება მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ხარჯებს, -განაცხადა კომპანია „ყვარლის ბაგას“ დირექტორმა ნათია გარგულიამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

კინგა გალი

11 თებერვალი 2026, 15:26

მსოფლიო

კინგა გალი: ევროკომისია ცენზურის მანქანას კონსერვატიული მემარჯვენე ხმების გასაჩუმებლად იყენებს და ამას წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის არჩევნებში ჩარევის კონტექსტში აკეთებს

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ ლიდერი, კინგა გალი აცხადებს, რომ ევროკომისია ცენზურის მანქანას კონსერვატიული მემარჯვენე ხმების გასაჩუმებლად იყენებს და ამას წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის არჩევნებში ჩარევის კონტექსტში აკეთებს.

11 თებერვალი 2026, 15:18

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ ქალ მეცნიერებს პროფესიული დღე მიულოცა

,,ეს ჯილდო არის ჩვენი მადლიერების, აღიარებისა და პატივისცემის ერთგვარი გამოხატულება - ქალ მეცნიერთა დაუღალავი შრომის მიმართ, რომელიც ქვეყნის პროგრესსა და უკეთეს მომავალს ემსახურება. ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია მეცნიერებისა და განათლების სფეროში ქალებისთვის კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი ინიციატივის განხორციელება. ამას ადასტურებს ისიც, რომ ბოლო წლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსებში ბოლო 5 წლის განმავლობაში ქალ მეცნიერთა 2 700-მდე პროექტი დაფინანსდა. მათი მიღწევები და ინოვაციური ხედვა აძლიერებს სამეცნიერო სფეროს, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და უკეთესობისკენ ცვლის ჩვენი ქვეყნის მომავალს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

11 თებერვალი 2026, 15:17

საზოგადოება

გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს, მან აღნიშნულ თანამდებობაზე თეიმურაზ კუპატაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

11 თებერვალი 2026, 15:10

ეკონომიკა

„სანტეს“ იურისტი: ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა ნედლეულის ფასი. რაც უფრო მეტი ფერმა იქნება, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის, რადგან რძის ფასი გაიაფდება და შესაბამისად გამოიწვევს საბოლოო პროდუქტის ფასის გაიაფებას

კომპანია „სანტეს“ წარმომადგენელმა, გიორგი გეწაძემ, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე იმ მთავარ გამოწვევაზე ისაუბრა, რომლის წინაშეც კომპანია დგას.

11 თებერვალი 2026, 15:01

საზოგადოება

საქართველო აკვაკულტურის სექტორს იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ ციფრულ სისტემაში გააერთიანებს

წყლის ცხოველთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს აკვაკულტურის მდგრადი განვითარების 2024-2028 წლების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს სტრატეგია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ტექნიკური მხარდაჭერით შემუშავდა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (MEPA) 2024 წლის სექტემბერში დაამტკიცა.

ვიქტორ ორბანი რობერტ ფიცო

11 თებერვალი 2026, 15:00

პოლიტიკა

რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, უნგრეთი და სლოვაკეთი ანტიქართული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდნენ

რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.

11 თებერვალი 2026, 14:54

ეკონომიკა

„სანტეს“ წარმომადგენელი: ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ რძის ფასი საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, ქსელებთან ურთიერთობებს რაც შეეხება, ვადასტურებთ, რომ მათ საბაზრო ძალაუფლება აქვთ

საკითხები, რომლებიც თქვენ გაინტერესებდათ, გეთანხმებით იმაში, რომ პრობლემურია. გამოწვევები გვაქვს, მაგალითად, ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ რძის ფასი საქართველოში არის გაცილებით მაღალი, ვიდრე საშუალო სტატისტიკურ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. ეს არის მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენს კომპანიას ამჟამად აქვს, - ამის შესახებ კომპანია "სანტეს" წარმომადგენელმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე
ვალიდ აბუ ჰაია

11 თებერვალი 2026, 14:52

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ და ისრაელის ელჩმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

11 თებერვალი 2026, 14:50

საზოგადოება

გლდანის რაიონის გამგებელი: მე-8 მიკრორაიონის მე-13 კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით 7000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება

გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, თბილისის მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ დეტალებს ასაჯაროებს.

თენგიზ შარმანაშვილი

11 თებერვალი 2026, 14:48

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სამწუხაროა, რომ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ორგანიზებას უწევენ უცხო ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გადაზრდას სისხლიან გადატრიალებაში

სამწუხაროა, რომ ორგანიზებას უწევენ უცხო ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გადაზრდას სისხლიან გადატრიალებაში, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.