არქივი
11 თებერვალი 2026, 14:41
რეგიონი
შიდა ქართლში არალეგალური სასაკლაოები და კვერცხის საწარმო გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რეგიონში ფრინველთა 8 არალეგალური სასაკლაო და კვერცხის არალეგალური წარმოება გამოავლინეს. ინდმეწარმეები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ.
11 თებერვალი 2026, 14:30
სამართალი
გეკა გელაძე ნარკოდანაშაულთან ბრძოლაზე: ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი საპოლიციო დანაყოფები საკმაოდ დიდ რესურსს დებენ და ბევრ საქმეს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ
ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი საპოლიციო დანაყოფები საკმაოდ დიდ რესურსს დებენ და ბევრ საქმეს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ნარკოდანაშაულთან ბრძოლაზე საუბრისას.
11 თებერვალი 2026, 14:27
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: აი ეს არის ის ფარული მიზნები, რომლებიც ამოძრავებდა შვედეთის დღევანდელ ხელისუფლებას - ერთი მხრივ, თვალში ნაცარს აყრიდნენ მოსახლეობას და ამ დროს ცეცხლს უნთებდნენ ძალადობრივ დემონსტრაციებს რუსთაველზე
„საზოგადოებამ დაინახა რეალურად მეგობრობის ფიცთან ერთად, როგორ მოუწოდებდნენ ასევე ძალადობისკენ, მაიდნის სცენარის გათამაშებისკენ. აი ეს არის ის რეალური დღის წესრიგი, ის ფარული მიზნები, რომლებიც, როგორც ჩანს, გასული წლების განმავლობაში ამოძრავებდა შვედეთის დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ერთი მხრივ, თვალში ნაცარს აყრიდნენ მოსახლეობას - მეგობრობას ეფიცებოდნენ და საერთო ინტერესებზე საუბრობდნენ და ამ დროს ცეცხლს უნთებდნენ ძალადობრივ დემონსტრაციებს რუსთაველზე“, - აცხადებს მახაშვილი.
11 თებერვალი 2026, 14:25
მსოფლიო
ჟორდან ბარდელა: საფრანგეთის, ევროპისა და ემანუელ მაკრონის მთავარი შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ მათ თავი მორალურ აქტორებად მოჰქონდათ მაშინ, როცა მსოფლიოს მთავარი პოლიტიკური ლიდერები მეომრების მანტიაში არიან შემოსილნი
საფრანგეთის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ჟორდან ბარდელამ ევროპა და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
11 თებერვალი 2026, 14:23
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას განცხადებაზე: ჩვენი მოლოდინია, რომ ეს ცივი გეოპოლიტიკური სიო, რომელიც ამერიკიდან უბერავს ევროკავშირს გაგრძელდება
ჩვენი მოლოდინია, რომ ეს ცივი გეოპოლიტიკური სიო, რომელიც ამერიკიდან უბერავს ევროკავშირს გაგრძელდება, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას განცხადებას, რომ „ევროკავშირისგან თავის დაღწევის დროა“.
11 თებერვალი 2026, 14:21
რეგიონი
გიორგი ჯინჭარაძე ფერიის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, რომელთაც ქართულ-აფხაზურ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე და შერიგების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
11 თებერვალი 2026, 14:12
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
შალვა პაპუაშვილმა ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულას ელჩად დანიშვნა მიულოცა და მის საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და მაღალი დონის ვიზიტების დადებითი დინამიკა. მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო ურთიერთობები და თანამშრომლობა ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის მიმართულებით.
11 თებერვალი 2026, 14:07
კულტურა
ბრიტნი სპირსმა თავის მუსიკაზე უფლებები $200 მილიონად გაყიდა
სპირსი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელია: მსოფლიო მასშტაბით მისი ჩანაწერების 150 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. მისი კატალოგი 9 სტუდიურ ალბომს მოიცავს. 2024 წლის იანვარში მომღერალმა განაცხადა, რომ „მუსიკალურ ინდუსტრიას არასოდეს დაუბრუნდება“. მისი ბოლო სიმღერა ელტონ ჯონთან ერთად ჩაწერილი დუეტი გახდა, რომელიც 2022 წელს გამოვიდა.
11 თებერვალი 2026, 14:07
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი: ფასწარმოქმნის ჯაჭვის ზემოთ მდგომი წერტილი უფრო პრივილეგირებულია, ეს ასიმეტრიული ურთიერთობა თავის მხრივ იწვევს ინფლაციურ წნეხს, რაც საბოლოო ჯამში, ერთეულის ფასში აისახება და მომხმარებელი იხდის
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, ოთხი პრობლემის შესახებ ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის ადგილობრივ მწარმოებლებთან საუბრის შედეგად გამოიკვეთა.
11 თებერვალი 2026, 14:05
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კანადაში მასობრივი სროლით გამოწვეული ტრაგედიის გამო, ჩვენი ფიქრები მიმართულია დაშავებულებისა და ყველა კანადელისკენ, რომლებიც ამ მძიმე ტრაგედიას გლოვობენ
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კანადაში მასობრივი სროლით გამოწვეული ტრაგედიის გამო. ჩვენი ფიქრები მიმართულია დაშავებულებისა და ყველა კანადელისკენ, რომლებიც ამ მძიმე ტრაგედიას გლოვობენ,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
11 თებერვალი 2026, 13:46
რეგიონი
ბათუმის სანაპირო ზოლზე უნებართვო ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს
ძველი ბულვარის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბს, ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოეწურა, რის საფუძველზეც მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
11 თებერვალი 2026, 13:46
რეგიონი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მდინარეების შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 18 000 ქვირითით დათევზიანდა
დუშეთის მუნიციპალიტეტის მდინარეების შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 18 000 ქვირითით დათევზიანდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
11 თებერვალი 2026, 13:44
ეკონომიკა
პაატა კვიჟინაძე: უნდა ვიცოდეთ, რომ ერთ მხარეს არის 60%, რომელიც წარმოებაა, რაც ჯდება თავისი მოგებით და არის მეორე მხარეს ხარჯები, რომელიც გაყიდვას უკავშირდება - დაახლოებით 40% ჯდება, რომ პროდუქტი მივიდეს მომხმარებლამდე
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომაზე დაინტერესდა, რა სხვაობაა კონკრეტული პროდუქციის მაღაზიის მიერ მწარმოებლისგან შესყიდულ ფასსა და მაღაზიის მიერ ამ პროდუქტის გასაყიდ ფასს შორის.
11 თებერვალი 2026, 13:32
მსოფლიო
ჟორდან ბარდელა: არ მსურს, რომ აშშ-მა, რუსეთმა ან ჩინეთმა ფრანგი ხალხისა და ევროპის მომავალი გადაწყვიტონ
საფრანგეთის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ჟორდან ბარდელამ განაცხადა, რომ მას არ სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა ან ჩინეთმა ფრანგი ხალხის და ევროპის მომავალი გადაწყვიტონ.
11 თებერვალი 2026, 13:20
საზოგადოება
„დილის პროდუქტების“ დირექტორი: ახალი წლისთვის არ გვინდოდა კვერცხის გაძვირება და გავაძვირეთ 9 იანვრიდან. პრემიერის გამოსვლის შემდეგ ნაბიჯიც გადავდგით საიმისოდ, რომ დავუბრუნდით ძველ ფასებს, მაგრამ დავუბრუნდით ჩვენი მოგების ხარჯზე
მე როგორც კრიტიკული მართვის მენეჯერი ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩემი წარმოება იყოს დაუცველი და კონკრეტულად არ ვიშოვო იმდენი ფული, მეყოს იმისთვის, რომ ეს დარგი რისკების გარეშე ვამუშაო, - განაცხადა კვერცხის მწარმოებელი კომპანიის „დილის პროდუქტები“ დირექტორმა, გია ლობჟანიძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
11 თებერვალი 2026, 13:20
სპორტი
ნორვეგიელმა ბიატლონისტმა მედლის მოპოვების შემდეგ აღიარა, რომ შეყვარებულს უღალატა
„ნახევარი წლის წინ ჩემი ცხოვრების სიყვარული შევხვდი... ხოლო სამი თვის წინ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი - მას ვუღალატე. ამის შესახებ ერთი კვირის წინ ვუთხარი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი კვირა“, - განუცხადა ჟურნალისტებს 28 წლის ბიატლონისტმა.
11 თებერვალი 2026, 13:15
მსოფლიო
Politico: დიდ ბრიტანეთში უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჯეფრი ეპშტეინის სკანდალის გამო კირ სტარმერი უნდა გადადგეს
სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ამომრჩეველთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
11 თებერვალი 2026, 13:06
ეკონომიკა
„კოდას“ წარმოების დირექტორი: წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში - ყოველი ახალი გახსნილი მაღაზიის მოსაკრებელს ვიხდით ერთჯერადად 500-დან 3000 ლარამდე, რათა ამ ობიექტზე ჩვენი პროდუქცია გაიყიდოს
ჩვენი გაყიდვების 80% მოდის ქსელურ მარკეტებზე, დისტრიბუციის მომსახურებას ჩვენს კომპანიას ჩვენვე ვუწევთ. ჩვენ პრობლემებს ვხედავთ იმაში, რომ წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში, - განაცხადა კომპანია „კოდას“ წარმოების დირექტორმა, გიორგი ავალიანმა, ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე საუბრისას.
11 თებერვალი 2026, 13:03
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სუს-ის დირექტორის, მამუკა მდინარაძის 7–10 თებერვლის ვიზიტი აშშ-ში უფრო ჰგავს არა პროტოკოლურ ფოტოსესიას, არამედ, სამუშაო შესვლას ამერიკულ ძალოვან კონტურში - იქ, სადაც გადაწყვეტილებები პრესრელიზების გარეშე მიიღება
ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტს, სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ვიზიტი უფრო სამუშაო ფორმატს ჰგავდა, ვიდრე პროტოკოლურ შეხვედრას. ქართველიშვილის თქმით, სწორედ ეს „უხილავი უსაფრთხოების ბიუროკრატია“ ხშირად უფრო ეფექტურია, ვიდრე ლამაზი ფოტო, ხელის პროტოკოლური ჩამორთმევით. მისივე თქმით, თუ ვიზიტი ასეთ დახურულ კონტურზე იყო აგებული, მისი შინაარსი არ არის ბანალური „ურთიერთობების გადატვირთვა“, არამედ, მკაცრი კონკრეტიკა
11 თებერვალი 2026, 12:58
საზოგადოება
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთიდან, იტალიიდან და შვედეთიდან მოთხილამურე ბლოგერებს უმასპინძლა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთიდან, იტალიიდან და შვედეთიდან მოთხილამურე ბლოგერებს უმასპინძლა, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
11 თებერვალი 2026, 12:58
საზოგადოება
სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა საერთაშორისო ფორუმზე წყალმომარაგების სექტორის გამოწვევებზე ისაუბრა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა „წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმის“ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
11 თებერვალი 2026, 12:58
ტაბლოიდი
ჩინეთში პინგვინების აღლუმი გაიმართა🐧
პინგვინების შოუს ყოველწლიურად პარკი Harbin Polarland-ი ატარებს. 2026 წელს პინგვინებმა მაყურებლების წინ ჩაიარეს, რის შემდეგაც მაყურებლებს პატარა არენაზე ფრინველებზე დაკვირვების საშუალება ჰქონდათ.
11 თებერვალი 2026, 12:47
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი: აფხაზური ენის სწავლება არ ნიშნავს მხოლოდ ენის დაუფლებას, ეს არის უდიდესი კულტურისა და ისტორიის გაზიარება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად ხელვაჩაურში, სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
11 თებერვალი 2026, 12:44
ჯანდაცვა
გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს შალვა მაღლაკელიძე უხელმძღვანელებს.
11 თებერვალი 2026, 12:38
ტექნოლოგიები
ChatGPT-ში რეკლამის ტესტირება დაიწყო
„რეკლამა არანაირ გავლენას არ ახდენს იმ პასუხებზე, რომლებსაც ChatGPT-სგან იღებთ. რეკლამის განმთავსებლებს არ აქვთ წვდომა თქვენს ჩატებზე, საუბრების ისტორიაზე, შენახულ მონაცემებზე ან პირად ინფორმაციაზე. რეკლამის განმთავსებლები ხედავენ მხოლოდ რეკლამის ეფექტიანობის ზოგად მაჩვენებლებს, როგორიცაა ნახვების ან დაწკაპუნებების რაოდენობა“, - განაცხადეს OpenAI-ში.
11 თებერვალი 2026, 12:20
საზოგადოება
კოდა - სოფელი ალგეთის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (კოდა-სოფელი ალგეთი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე - აკრძალულია.
11 თებერვალი 2026, 12:15
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ტვინგაღუნულ ნაცექსპერტებს ეგონათ, რომ სუს-ის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე მოსკოვში ჩავიდოდა და თურმე ვაშინგტონში ყოფილა
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მათგანი შეცდომით ვარაუდობდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე მოსკოვში ჩავიდოდა, თუმცა ის 7-10 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
11 თებერვალი 2026, 12:14
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი და ზოგიერთი დედაქალაქი სანქციებს დაგვიწესებს კი არა, მათი ნება რომ იყოს ტანკსაც შემოიყვანდა აქ „დემოკრატიის“ დასამყარებლად. საშუალება არ აქვთ, თორემ ზოგიერთს ჭკუა არ მოეკითხება ამ მხრივ
ბრიუსელი და ზოგიერთი დედაქალაქი, სანქციებს დაგვიწესებს კი არა, მათი ნება რომ იყოს ტანკსაც შემოიყვანდა აქ დემოკრატიის დასამყარებლად. საშუალება არ აქვთ, თორემ ზოგიერთს ჭკუა არ მოეკითხება ამ მხრივ და ვატყობთ, რომ ამის გამკეთებლებიც კი არიან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა
11 თებერვალი 2026, 12:13
საზოგადოება
გლდანის მერვე მიკრორაიონში მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა
„სამუშაოები, დაახლოებით, 7 000 კვ.მეტრ ფართობზე ჩატარდება. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ასევე, მოეწყობა სავარჯიშო სივრცე და სასეირნო ბილიკები. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაირგვება ხე-მცენარეები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
11 თებერვალი 2026, 12:09
კულტურა
ახალი „მუმია“ ეკრანებზე 2028 წელს გამოვა
ახალი ნაწილის რეჟისორები მეთ ბეტინელი-ოლპინი და ტაილერ ჯილეტი იქნებიან. Universal-მა გამოაცხადა, რომ ახალი „მუმია“ გაქირავებაში 2028 წლის 19 მაისს გამოვა.


