არქივი
17 მაისი 2026, 14:33
პოლიტიკა
პრემიერი: 17 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებულია იმის გამოც, რომ ეს დღესასწაული ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის დაწესებულია. ილია მეორეში იყო განსხეულებული ყველა ის ფასეულობა, რომელსაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა მოიაზრებს
„წელს პირველად აღვნიშნავთ ამ დღეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარეშე. 17 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებულია იმის გამოც, რომ ეს დღესასწაული ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის დაწესებულია. ჩვენს ცნობიერებაში ნახევარი საუკუნის განმავლობაში ილია მეორეში იყო განსხეულებული ყველა ის ფასეულობა, რომელსაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა მოიაზრებს. ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული სიმძაფრით გაგვააზრებინა ქრისტიანობის, სიყვარულისა და ერთიანობის მნიშვნელობა. მადლობა უწმინდესსა და უნეტარესს უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც კიდევ დიდხანს გაუნათებს გზას ჩვენს ქვეყანას ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვის გზაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
17 მაისი 2026, 14:30
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: გავიხსენებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა ამ დღის მნიშვნელობა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციებსა და საზოგადოების საფუძვლად ქცეულ ფასეულობებს ქვეყნის განვითარებისათვის განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. ამ თემაზე მან მსვლელობის დროს, მედიასთან ისაუბრა.
17 მაისი 2026, 14:23
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის
„უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის. ღმერთმა დალოცოს ჩვენი დედა ეკლესია, ღმერთმა ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი და ჩვენი ხალხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
17 მაისი 2026, 14:15
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე: ვზეიმობთ დღესასწაულს, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სახელთანაა დაკავშირებული და ეფუძნება ჩვენ ტრადიციებს და ურთიერთპატივისცემას
„ოჯახი თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე და საყრდენია. სწორედ ძლიერი ოჯახები ქმნის ძლიერ საზოგადოებას და ძლიერ ქვეყანას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს!“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
17 მაისი 2026, 14:13
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ოჯახი ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს ეროვნულ იდენტობას ინახავს. როგორც ჩვენს წინაპრებს, დღეს ჩვენც ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია
„ამ ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობას დღეს ღირსეულად აგრძელებს უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. მისი წინამძღოლობით ეკლესია კვლავაც მყარად დგას მშვიდობის, ერთობის, ოჯახური ღირებულებებისა და მორალური სიმტკიცის სადარაჯოზე. თანამედროვე სამყაროს გლობალური გამოწვევების ფონზე, ჩვენი ვალია, დავიცვათ და გავაძლიეროთ ის წმინდა სივრცე, სადაც სიყვარული, ერთგულება და თაობათაშორისი კავშირი ცოცხლობს. გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს! ღმერთმა დალოცოს, გაამრავლოს და გააძლიეროს ყოველი ქართული ოჯახი. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო -საქართველო!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
17 მაისი 2026, 14:08
საზოგადოება
ჩეხეთის მიტროპოლიტი როსტისლავი: მტკიცედ მწამს, რომ ძმური ურთიერთობები ჩვენს ეკლესიებს შორის კვლავ განვითარდება და გაძლიერდება
„მტკიცედ მწამს, რომ ძმური ურთიერთბები ჩვენს ეკლესიებს შორის კვლავ განვითარდება და გაძლიერდება და თქვენი დახმარებით ეს მოხდება ორმხრივი პატივისცემისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით მსოფლიოში, რომელსაც ძალზედ ესაჭიროება ქრისტეს სიტყვა, რომელსაც მოაქვს ჭეშმარიტება და მშვიდობა და ურთიერთგაგება ადამიანებს შორის“, - განაცხადა მიტროპოლიტმა როსტისლავმა.
17 მაისი 2026, 13:57
საზოგადოება
შიო მესამე: გაგრძელდება ნეტარხსენებული ილია მეორის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიცია, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა
გაგრძელდება მის [ილია მეორის] მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლისა და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სამების ტაძარში სიტყვით გამოსვლისას.
17 მაისი 2026, 13:56
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ნებისმიერი საზოგადოებისთვის და ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას ტრადიციული ღირებულებებისა და საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
17 მაისი 2026, 13:55
საზოგადოება
შიო მესამე: ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოჯახი არამარტო პირადი სივრცე, არამედ ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს
სიმბოლურია ისიც, რომ დღეს ჩვენი ეკლესია და ერი აღნიშნავს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს, რომელიც ნეტარხსენებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სამების ტაძარში სიტყვით გამოსვლისას.
17 მაისი 2026, 13:32
საზოგადოება
შიო მესამე: დღეს თქვენ წინაშე მდგარი სიმდაბლისა კრძალვით კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის
„წლევანდელი წელი იმითაც არის გამორჩეული, რომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ვზეიმობთ. ძვირფასო სტუმრებო, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უახლოეს მომავალში მოგიწვიოთ ამ თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, რათა ქრისტეს მიერ ერთობით ვიდღესასწაულოდ ეს მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა“, - განაცხადა პატრიარქმა.
17 მაისი 2026, 13:31
საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძარში მივიდნენ
ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძარში მივიდნენ. მსვლელობა ქაშვეთის ტაძრიდან დაიწყო. მასში მონაწილეობას მოქალაქეებთან ერთად საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
17 მაისი 2026, 13:06
საზოგადოება
გენო პეტრიაშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და ულამაზესი დღეა. მინდა ჩვენ მოსახლობას მხნეობა, ერთიანობა და სიყვარული ვუსურვო
პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი, გენო პეტრიაშვილი სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს. ამის თაობაზე მან მსვლელობის დროს, მედიასთან ისაუბრა.
17 მაისი 2026, 13:02
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა და იმ გზის გაგრძელება, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს
„რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ დღეს, ვიტყოდი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა და იმ გზის გაგრძელება, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. აღვნიშნავ, რომ ჩვენმა უწმინდესმა, ილია მეორემ როდესაც დააწესა ეს დღე, მთელმა საქართველომ აიტაცა და, რა თქმა უნდა, მიიღო ისე, როგორც ქართველ ერს შეეფერება. ასევე, მივულოცავ ახალ უწმინდესს, შიო მესამეს. დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად გააგრძელებს იმ გზას, რაც ჩვენმა პატრიარქმა, ილია მეორემ დატოვა. ჩვენი უმთავრესი მოვალეობა და ვალია, რომ შევასრულოთ ეს ყველაფერი და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დღემდე მოგვიტანეს“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.
17 მაისი 2026, 12:58
პოლიტიკა
კობა კობალაძე: მინდა, დღევანდელი დღე, მივულოცო ჩვენი სანუკვარი სამშობლოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, განურჩევლად სამშობლოდან ფიზიკურად შორს მყოფობისა
მინდა, დღევანდელი დღე, მივულოცო ჩვენი სანუკვარი სამშობლოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, განურჩევლად სამშობლოდან ფიზიკურად შორს მყოფობისა, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ.
17 მაისი 2026, 12:53
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი: მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის
უმნიშვნელოვანესია დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.
17 მაისი 2026, 12:52
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: გილოცავთ ყველას. ეს არის ეროვნული ერთიანობის, ეროვნული სოლიდარობის დღე
„გილოცავთ ყველას. ეს არის ოჯახის სიწმინდის დღე, როგორც დაგვიწესა ილია მეორემ, ჩვენმა პატრიარქმა და პირველი საპატრიარქო წირვა იქნება, რომელსაც შიო მესამე ჩაატარებს. დიდი დღეა ამ მხრივაც. საერთოდ, ეს არის ეროვნული ერთიანობის, ეროვნული სოლიდარობის დღე. ეს არ არის მარტო ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. უამრავი ხალხია გამოსული, თავდადებულია თავისი ქვეყნისთვის და ეს არის მანიფესტაცია ერთობით ძლიერების, ბავშვების მხიარულების დღეა და გილოცავთ ყველას - დიდსა და პატარას“, - განაცხადა ვოლსკიმ.
17 მაისი 2026, 12:52
სამართალი
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ბათუმის, ხელვაჩაურის და ოზურგეთის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
საქართველოს პროკურატურა აგრძელებს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს. პროკურორებმა ბათუმის N2, N16, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების და ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
17 მაისი 2026, 12:50
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ხალხის დამოკიდებულება იგრძნობა თავისი ეროვნულობისა და იდენტობის მიმართ იმაში, რაც დღეს ხდება, ეს არის გარანტი, რომ იქნება ჩვენი ქვეყანა, ვიდრე იარსებებს სამყარო, იქნება ქართველი თავისი ეროვნულობით, იდენტობით, რწმენით
ხალხის დამოკიდებულება იგრძნობა თავისი ეროვნულობისა და იდენტობის მიმართ იმაში, რაც დღეს ხდება, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
17 მაისი 2026, 12:43
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: მინდა საქართველოს მივულოცო ეს არაჩვეულებრივი დღე, რომელსაც, მართალია არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, მან უკვე უზარმაზარი ბრწყინვალება შეიძინა
„დრომ აჩვენა და გამოცდილებამაც, რომ ეს არამც თუ უბრალოდ მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ერისთვის, არამედ მიჭირს ვთქვა, რომელია უფრო მეტად მნიშვნელოვანი - დღე, როდესაც ერთიანდება ერი და ბერი - ყველაზე მეტად, მკაფიოდ და ცხადად სწორედ დღევანდელ დღეს არის ეს ყველაფერი გადმოცემული, განხორციელებული. ვფიქრობ, რომ ეს განაპირობებს კიდეც ამ დღის მნიშვნელობას. მინდა ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და მთელ საქართველოს მივულოცო ეს არაჩვეულებრივი დღე, რომელსაც, მართალია არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, მან უკვე მოასწრო და უზარმაზარი ბრწყინვალება შეიძინა“, - განაცხადა მინისტრმა.
17 მაისი 2026, 12:40
საზოგადოება
ირაკლი კირცხალია: დღეს ეს ზღვა ხალხი, რომელიც გამოვიდა სიყვარულით, ერთიანობით, კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, თუ სად დგას საქართველო და რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის სარწმუნოება, ოჯახი, ჩვენი იდენტობა, ტრადიცია და ისტორია
დღეს ეს ზღვა ხალხი, რომელიც გამოვიდა სიყვარულით, ერთიანობით, კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, თუ სად დგას საქართველო, რა ფასეულობებზე და რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის სარწმუნოება, ოჯახი, ჩვენი იდენტობა, ტრადიცია და ისტორია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ,
17 მაისი 2026, 12:32
საზოგადოება
ლევან ჟორჟოლიანი: მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს, ხედავთ, როგორი ერთიანობაა ქუჩებში, როგორი ერთიანია საზოგადოება, ერი და ბერი ერთიანდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის
მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს, ჩვენს ყველა მოქალაქეს. ხედავთ, როგორი ერთიანობა არის ქუჩებში, როგორი ერთიანია საზოგადოება, ერი და ბერი ერთიანდება, რაც, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, - განუცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს.
17 მაისი 2026, 12:29
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: როდესაც იდენტობაზე, ეროვნულობაზე და ტრადიციებზეა საუბარი, პოზიცია შეუვალია, იმიტომ, რომ ქართველი ყოველთვის ამ პოზიციაზე იყო - ქართველი ხალხის დამოკიდებულების ამაზე მკაფიო გამოხატვა არის შეუძლებელი
„ქართველი ხალხის დამოკიდებულებაზე როცა ვსაუბრობთ, დამოკიდებულების ამაზე მკაფიო გამოხატვა არის შეუძლებელი. რა თქმა უნდა, ყველა აზრს, ყველა მიმდინარეობას აქვს თავისი ადგილი, მაგრამ როდესაც მთავარზე - იდენტობაზე, ეროვნულობაზე და ტრადიციებზეა საუბარი, ამ შემთხვევაში პოზიცია შეუვალია. იმიტომ, რომ ქართველი ყოველთვის ამ პოზიციაზე იყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
17 მაისი 2026, 12:28
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი: ძლიერი ოჯახები ქმნიან ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველს, იმ სახელმწიფოსი, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს ქრისტიანულ საძირკვლებზე, ეროვნულ ინტერესებზე
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელიც დაწესდა ჩვენი დიდი პატრიარქის, ილია მეორის დროს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია გრძელდება და ძლიერდება წლიდან წლამდე, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
17 მაისი 2026, 12:27
პოლიტიკა
პაატა სალია: ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საყრდენია. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის გააკეთებს მაქსიმუმს, იმისთვის რომ საქართველოში რაც შეიძლება, მეტი ძლიერი ოჯახი იყოს
„ვხედავთ, რომ დღეს მსოფლიოში ძალიან დიდი გამოწვევებია ტრადიციული ღირებულებების მიმართ და გვიხარია, რომ საქართველოში ასეთი ერთიანობა არსებობს ერში ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა, ახალმა თაობამაც გაითავისოს ეს ტრადიციები, რაც ჩვენ წინაპრებისგან მოგვდევს და ეს ტრადიციები თაობიდან თაობას უნდა გადავცეთ. ძლიერი ოჯახი არის ძლიერი სახელმწიფოს საყრდენი, საფუძველი და, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის გააკეთებს მაქსიმუმს, იმისთვის რომ საქართველოში რაც შეიძლება, მეტი ძლიერი ოჯახი იყოს“, - განაცხადა სალიამ.
17 მაისი 2026, 12:21
პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი: დიალოგისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ არსებობდეს ერთი პოსტულატი, რომელიც ორ მხარეს გააერთიანებს და ეს არის ქვეყნის სიყვარული, არამხოლოდ სიტყვით და სადღეგრძელოთი, არამედ საქმითაც
ჩვენი ქვეყნის იდენტობა დგას ოჯახზე, ოჯახის სიწმინდეზე და ჩემი აზრით ამ დღით ყველა ახალგაზრდა ცდილობს გამოხატოს პატივისცემა, სიყვარული მშობლებისადმი, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.
17 მაისი 2026, 12:15
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ქართველისთვის ყველაფერი წმინდაა, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, იდენტობასთან, ტრადიციასთან, ვუსურვებ ყველას, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი დამოკიდებულებით ყოფილიყოს მსგავსი ღონისძიებები
„ქართველისთვის ყველაფერი არის წმინდა, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, იდენტობასთან, ტრადიციასთან. ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელ დღეს, ჩვენი უწმინდესი პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, დაერქვა ოჯახის სიწმინდის დღე, იმიტომ, რომ ეს არის ტრადიცია, რწმენაც ერთგვარი და მისი პატივისცემა, ეს არის იდენტობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საკითხი . პატრიარქ შიო III-ის დღევანდელი ინიციატივაც, რომ ეს გაგრძელდეს და ამას ჰქონდეს შეუქცევადი ხასიათი, ასევე ნიშნავს იმას, რომ ქართველი არასდროს დაკარგავს ამ საკითხებთან დაკავშირებულ არანაირ თემას,არანაირ რწმენას, იდენტობას, ტრადიციას, საკუთარ კულტურას და საკუთარ ოჯახს, საკუთარ მშობლებს ყოველთვის სცემს პატივს და ეს იქნება მისი მთავარი განმასხვავებელი, მათ შორის, ნიშანი ყველა დანარჩენისგან. ვუსურვებ ყველას, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი დამოკიდებულებით ყოფილიყოს მსგავსი ღონისძიებები, იმისათვის, რომ თაობები გაიზარდონ ამ მაღალ ღირებულებებზე”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
17 მაისი 2026, 12:12
პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი მისი ნაშრომის პოლიტიკურ შეფასებაზე: სამეცნიერო ნაშრომის პოლიტიკასთან კორელირება არასერიოზულია - სასაცილო იყო, რომ სტატია, რომელიც დაწერეს, თავიდან ბოლომდე Chat GPT-ს დაწერილი იყო და Chatgpt.com-ის წაშლა დაავიწყდათ
„იქიდან დავიწყებდი, რომ სამეცნიერო ნაშრომის პოლიტიკასთან კორელირება უკვე აპრიორი ცოტათი არასერიოზული არის, თუმცა, მგონი ამის დაზუსტებაც არ უნდა იყოს საჭირო. თვითონ სამეცნიერო ნაშრომი, სხვათა შორის, ეფუძნებოდა იმის გამოკვლევას თუ რა გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მედიასაშუალებების მიერ მათ ეკონომიკურ სიტუაციაზე და საკმაოდ სასაცილო იყო, რომ სტატია, რომელიც დაწერეს, თავიდან ბოლომდე Chat GPT-ს დაწერილი იყო, იმ დონეზე არასერიოზულად, რომ ბმული მიუთითეს სტატიის ბოლოში და Chatgpt.com-ის წაშლა დაავიწყდათ. ზედმეტს აღარ ვისაუბრებდი ამაზე, უბრალოდ კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ სამეცნიერო ნაშრომის პოლიტიკასთან კორელირება არ მიმაჩნია მაინცდამაინც სწორად“, - განაცხადა ივანიშვილმა.
17 მაისი 2026, 12:03
საზოგადოება
კახა კალაძე: ჩვენთვის განსაკუთრებული ღირებულებაა ოჯახი და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანია გამოსული
ყველას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. პატრიარქის ინიციატივით ყოველწლიურად ხდება შეკრება. ხედავთ რამდენი ადამიანია და ამ დანატოვარს პატრიარქი, მისი უწმინდესობა შიო აგრძელებს, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
17 მაისი 2026, 12:01
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა დაიწყო
მსვლელობაში მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები და ლიდერები, ცოტნე ივანიშვილი.
17 მაისი 2026, 11:56
პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი: უკვე რამდენჯერმე დავაფიქსირე ჩემი აზრი. რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას. ნებისმიერი ტიპის ძალადობა მიმაჩნია ძალიან მიუღებლად
„უკვე რამდენჯერმე დავაფიქსირე ჩემი აზრი. რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას. ნებისმიერი ტიპის ძალადობა მიმაჩნია ძალიან მიუღებლად. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ხელისუფლება ახორციელებს კიდეც ამ ფაქტების მიმართ გამოძიებას და გარკვეული ქმედებებიც იყო მიღებული. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და იმის გარდა, რომ ძალადობაზე ვწუხვარ, არ ვარ ისეთ პოზიციაში, რომ რამე დამატებით გითხრათ. ბოლოს, როდესაც ძალადობაზე ვისაუბრე დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამას ძალიან. ათასი ტიპის სხვადასხვა აზრი იყო გამოხატული, კონსპირაციული თეორიებიც იყო, თითქოს რადგან ძალადობასთან დაკავშირებით ვისაუბრე, ეს იყო რაღაც სტრატეგიული ნაბიჯი თუ პოლიტიკაში მოსვლის სვლა თუ ა.შ. ეს ყველაფერი მართლა არასერიოზული არის. ზუსტად 1 წლის წინ, 17 მაისს, იგივე დავაფიქსირე. ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ყოველთვის თანმიმდევრული იყო. ახალს ვერაფერს გეტყვით. ძალადობა ზოგადად - ნებისმიერი ტიპის და ნებისმიერი მიმართულებით მაქსიმალურად უნდა იყოს არიდებული. ამასთან, აუცილებელია წესრიგის დაცვა ქვეყანაში“, - აღნიშნა ივანიშვილმა.


