არქივი

24 მაისი 2026, 15:54

პოლიტიკა

რუსთავში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს განაგრძობს. დღეს ღონისძიებას მე-7 რეგიონი მასპინძლობს. კონფერენცია რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონის ახალგაზრდებთან გაიმართა, რომელსაც სტუმრის სტატუსით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი ესწრებოდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

24 მაისი 2026, 15:28

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ირანს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება არ უნდა მიეცეს

„ევროპა კვლავაც გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას, რათა ეს მომენტი გრძელვადიანი დიპლომატიური გადაწყვეტისთვის იქნას გამოყენებული“, - წერს ფონ დერ ლაიენი.

24 მაისი 2026, 15:11

სამართალი

პროკურატურამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას დანით, გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა დაზარალებულს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

24 მაისი 2026, 15:09

საზოგადოება

მუნიციპალური განვითარების ფონდი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს

„რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მუნიციპალური განვითარების ფონდი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს რათა ქვეყანა რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ღირსეულად შეხვდეს“,- განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ.

შიო მესამე

24 მაისი 2026, 15:09

საზოგადოება

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა და ზიარების მნიშვნელობაზე იქადაგა. უწმინდესისა და უნეტარესის თქმით, წმინდა საიდუმლოს მიღებით, ადამიანი ქრისტეს ერთიანი სხეული წევრი ხდება და სხვა ადამიანებთანაც ერთიანდება.

მეუფე დანიელი

24 მაისი 2026, 14:56

საზოგადოება

მეუფე დანიელი: ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, სვეტიცხოვლობას ამ დიდი თარიღის დაგვირგვინება იქნება

ეკლესია საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. პროგრამა, რომელიც 12 მაისს დაიწყო, 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება და 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასრულდება. გაიმართება ეკლესია-მონასტრებიდან ფეხით მსვლელობები, კულტურული, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

24 მაისი 2026, 14:46

მსოფლიო

საფრანგეთში ნალექიანი ამინდი მაისისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურით შეიცვალა

ევროპაში ნალექიანი და ცივი ამინდის შემდეგ მკვეთრად დაცხა. საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურამ 30 გრადუსამდე მოიმატა, რაც ამ სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალია და მეტეოროლოგები კიდევ უფრო მატებას პროგნოზირებენ. მოულოდნელი და მკვეთრი დათბობის ფონზე პარიზელები გაგრილებას შადრევნებთან და სენას სანაპიროზე ცდილობენ. მდინარეში ცურვის აკრძალვის მიუხედავად რამდენიმე ადამიანი სენაში გასაგრილებლად ხიდიდან გადახტა.

კაია კალასი

24 მაისი 2026, 14:42

მსოფლიო

კაია კალასი: „ორეშნიკით“ დარტყმები მსოფლიოს ბირთვული ომის ზღვარზე აყენებს

რუსეთი ბრძოლის ველზე ჩიხში შევიდა, რის გამოც უკრაინას ქალაქების ცენტრებზე მიზანმიმართული დარტყმებით ატერორებს. ეს არის ამაზრზენი ტერორისტული აქტები, რომელთა მიზანიც რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაა, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა უკრაინაზე განხორციელებული ღამის დარტყმების კომენტირებისას.

ვარლამ ლიპარტელიანი

24 მაისი 2026, 14:40

პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: ქვემო ქართლში ძალიან მაგარი შეხვედრა გამოვიდა. ახალგაზრდებს მადლობა მინდა, ვუთხრა ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის

ძალიან მაგარი შეხვედრა გამოვიდა ქვემო ქართლში. ახალგაზრდებს მადლობა მინდა, ვუთხრა ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

გიორგი ვოლსკი

24 მაისი 2026, 14:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი კანდელაკის „კვლევაზე“: ეს არის პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა - ორგანიზებული, დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი

„ის, რომ საქართველოში კამპუსებია და აქ ტერორისტები მზადდებიან, რასაკვირველია მოგონილი თემაა, მხოლოდ იმისთვის, რომ დაიწეროს ზუსტად ისეთი სტატია, რომელიც ცნობილი ჯო უილსონის კარნახით არის ჩამოყალიბებული. ეს სტრატეგია გრძელდება. ადრე ჩინეთი იყო დღის წესრიგში, ახლა ირანია დღის წესრიგში. ეს არის პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა - ორგანიზებული, დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი“, - მიიჩნევს ვოსლკი.

ცოტნე ივანიშვილი

24 მაისი 2026, 14:29

პოლიტიკა

ცოტნე ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე: ძალიან მიხარია, რომ ასეთი აქტიური შეხვედრა იყო დღეს - ძალიან გამიხარდა, რომ ისინი არ აპირებენ გაჩერებას, აპირებენ დიალოგის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, ამას ალტერნატივა არ აქვს

ძალიან მიხარია, რომ ასეთი აქტიური შეხვედრა იყო დღეს. მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რომ ყველა შეხვედრას დავესწრო, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

24 მაისი 2026, 14:23

მსოფლიო

საპროტესტო აქცია ბელგრადში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

საპასუხოდ ქალაქში სპეცრაზმი გამოიყვანეს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სერბეთში პრეზიდენტ ვუჩიჩის ხელისუფლების წინააღმდეგ განახლებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

24 მაისი 2026, 14:19

მსოფლიო

პაკისტანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ინციდენტი ქალაქ კვეტაში სარკინიგზო მაგისტრალზე მოხდა. მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, დაზიანდა საავტომობილო გზებზე მოძრავი მანქანებიც. აფეთქების მიზეზი ჯერ დაუდგენელია. დაწყებულია გამოძიება. ინციდენტის ადგილზე მაშველები და კრიმინალისტები მუშაობენ.

24 მაისი 2026, 14:15

მსოფლიო

NYT: ირანი საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმების პროექტს დათანხმდა

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დოკუმენტი რეგიონში საომარი მოქმედებების შეწყვეტას, აშშ-ის მხრიდან საზღვაო ბლოკადის მოხსნას და 25 მილიარდი დოლარის ღირებულების ირანული აქტივების განბლოკვას ითვალისწინებს. ბირთვული პროგრამის საკითხების ცალკე განხილვას მხარეები 30–60 დღის განმავლობაში გეგმავენ.

ალენ სიმონიანი

24 მაისი 2026, 14:04

მსოფლიო

სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე: ახლა სომხეთს ასევე აქვს კავშირი ევროკავშირთან, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით

„უახლოეს მომავალში ამოქმედდება სომხეთი-თურქეთისა და სომხეთი-აზერბაიჯანის რკინიგზები, რასაც მოჰყვება სომხეთი-ირანის სარკინიგზო ხაზი ნახიჩევანის გავლით. ამ მოვლენებს ჩვენ უახლოეს მომავალში ვიხილავთ, რაც TRIPP [ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის] პროექტის იმპლემენტაციის შედეგი იქნება“, - წერს სიმონიანი.

24 მაისი 2026, 13:58

მსოფლიო

თურქეთის სპეცწარმომადგენელი ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის გახსნაზე: იმედს ვიტოვებ, რომ ეს ახალი წინ გადადგმული ნაბიჯი ასევე გააძლიერებს თურქეთ-სომხეთ-აზერბაიჯან-საქართველოს ოთხმხრივ თანამშრომლობას

​„ახალი ნაბიჯი პირდაპირ ვაჭრობის მიმართულებით თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ახალი წინ გადადგმული ნაბიჯი ასევე გააძლიერებს თურქეთ-სომხეთ-აზერბაიჯან-საქართველოს ოთხმხრივ თანამშრომლობას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობაში. ვუსურვებ წარმატებას და კეთილდღეობას ყველა ამ ქვეყანას“, - ქილიჩი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 მაისი 2026, 13:39

მსოფლიო

ზელენსკიმ მერცის წინადადება უარყო და უკრაინისთვის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა მოითხოვა

„უკრაინის გარეშე სრულფასოვანი ევროპული პროექტი უბრალოდ ვერ იარსებებს. შესაბამისად, უკრაინის ყოფნა ევროკავშირში უნდა იყოს სრული და ყველა უფლებით აღჭურვილი. უკრაინა დღეს იბრძვის საკუთარი სიცოცხლისთვის, დამოუკიდებლობისთვის და იმ ევროპისთვის, რომელიც ყველაზე დიდხანს ცხოვრობდა მშვიდობაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

24 მაისი 2026, 13:14

კულტურა

შაკირამ მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ ჰიმნზე გადაღებული ვიდეორგოლი წარადგინა🎶⚽

პოპ-ვარსკვლავი შაკირა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ხმა კიდევ ერთხელ გახდა. მომღერალმა წარადგინა ვიდეორგოლი სიმღერაზე Dai Dai, რომელიც მან Burna Boy-სთან ერთად შეასრულა. სწორედ ეს კომპოზიცია იქნება 2026 წლის მუნდიალის ოფიციალური ჰიმნი, რომელსაც აშშ, კანადა და მექსიკა ერთობლივად უმასპინძლებენ.

ნიკოლ ფაშინიანი

24 მაისი 2026, 13:01

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: თურქეთის რკინიგზა საქართველოს გავლით, უკვე ღიაა სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და საქართველოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის

„ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და საქართველოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“, - წერს ფაშინიანი.

24 მაისი 2026, 12:51

საზოგადოება

26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობის შეზღუდვის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 27 მაისის 08:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეზღუდულია რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ზურაბ ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

24 მაისი 2026, 12:45

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 3 პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთ პირს და ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს.

24 მაისი 2026, 12:45

პოლიტიკა

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

24 მაისი 2026, 12:43

რეგიონი

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები მარტვილისა და ჩხოროწყუს რაიონის საჯარო სკოლებში გაიმართა

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს ანტინარკოტიკულ კამპანიას. პროკურორებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრები მარტვილის N2 და ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის N1 საჯარო სკოლებში გამართეს.

24 მაისი 2026, 12:42

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გვიან ღამით უკანონოდ შეაღწია ქალაქ ხაშურში მდებარე ელექტროტექნიკის მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მობილურ ტელეფონებს, ლეპტოპს, სხვა ელექტრომოწყობილობებსა და სალაროში არსებულ თანხას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

24 მაისი 2026, 12:34

მსოფლიო

კიევში რუსეთის იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა

თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც დაადასტურა, რომ ქალაქ ბელაია ცერკოვზე იერიშისას რუსეთმა „ორეშნიკი“ ტიპის რაკეტა გამოიყენა. მისივე ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით ჯამში 90 რაკეტა, მათ შორის 36 ბალისტიკური და 600 დრონი გაუშვეს.

ცოტნე ივანიშვილი

24 მაისი 2026, 12:25

პოლიტიკა

ცოტნე ივანიშვილი: თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს და ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, მყარი პოზიცია და იბადება სიმართლე, რაც მთავარია

თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს, იკამათოს და ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, იბადება მყარი პოზიცია და იბადება სიმართლე, რაც მთავარია, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაზე, რომელიც დღეს რუსთავში გაიმართა.

მარკო რუბიო

24 მაისი 2026, 12:15

მსოფლიო

მარკო რუბიო ირანზე: ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ

„ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული სამუშაო შესასრულებელი. არის „კარგი ამბები“, მაგრამ „არა საბოლოო ამბები“, - დასძინა რუბიომ.

გიორგი კანდელაკი

24 მაისი 2026, 11:59

პოლიტიკა

გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს და წერს, რომ თბილისი ირანელთა რეკრუტირების და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა“ - კანდელაკს ანტიქართული ბრალდების გასამყარებლად ერთი ფაქტიც კი ვერ მოჰყავს

„ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს საქართველოში სამი კამპუსი აქვს და, მოგეხსენებათ, ირანში ეს სერიოზული ორგანიზაციაა, რომლის წლიური ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარია. სულ მცირე ერთ შემთხვევაში, ალ-მუსტაფას წარმომადგენელი მხილებული იყო მექსიკაში ისრაელის ელჩის მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაში. ასე რომ, ამ ტიპის ადამიანებს და ამ დაწესებულებას, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს სამი კამპუსი აქვს“, - აღნიშნავს კანდელაკი.

24 მაისი 2026, 11:59

რეგიონი

ზუგდიდმა სტუდენტურ ფესტივალს უმასპინძლა

ზუგდიდმა „სტუდენტურ ფესტივალს უმასპინძლა. ქართული ცეკვის კონკურსში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ანსამბლები მონაწილეობდნენ. გაიმართება 45 კონკურს-შეჯიბრი, როგორც სპორტული, ისე კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით.

24 მაისი 2026, 11:58

რეგიონი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მერიის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მერიის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა. „მომავლის ხმა“ - ასე ჰქვია პრემიას, რომლის ფინალისტები და ლაურეატები ჟიურიმ გამოავლინა.