სამართალი
22 სექტემბერი 2026, 22:52
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დასჯადია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დასჯადია. სასამართლოებში სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს.
22 სექტემბერი 2026, 17:18
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
22 სექტემბერი 2026, 16:48
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა 96.83 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი’’. ხოლო სამმა პირმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება - „კოდეინი’’, „მეთილფენიდატი’’ და ფსიქოტროპული ნივთიერება - „პრეგაბალინი“.
22 სექტემბერი 2026, 14:55
ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ სამი მედიკოსის მიმართ საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ სამი მედიკოსის მიმართ, საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
22 სექტემბერი 2026, 14:32
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე, სასამართლომ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2012 წლის 22 მაისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ, ფარული ხარჯების მუხლით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისთვის 330 000 ლარის გამოყოფის მოთხოვნით იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს ბაჩანა ახალაიას წერილით მიმართა. მინისტრის თანხმობით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა მეგის ქარდავას დავალებით ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანეს და მისი კონვერტაცია მოახდინეს, რის შემდეგაც 200 000 აშშ დოლარი მეგის ქარდავამ უკანონოდ მიითვისა.
22 სექტემბერი 2026, 14:06
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, თამაზ ბორაშვილმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ თამაზ შუბითიძეს მრავალი წლის განმავლობაში, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტში, სხვადასხვა საფეხურზე თანმიმდევრული კარიერული წინსვლა აქვს გავლილი, რაც სამომავლოდ დანაყოფის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.
22 სექტემბერი 2026, 14:00
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი - წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1986 წელს დაბადებული ძმები - გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, ასევე 1983 წელს დაბადებული კიდევ ერთი პირი დააკავეს.
22 სექტემბერი 2026, 10:44
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


