imedi /  07 აგვისტო 2017, 14:13 / სანდო წყარო

თერჯოლაში ავტოავარიას ორი მოზარდი ემსხვერპლა

თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავებულია ერთი ადამიანი.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. 

კომენტარები ()