imedi /  07 აგვისტო 2017, 15:06 / სანდო წყარო

პოლიციამ განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე დააკავა

შსს-მ განმუხურში ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

პოლიციის ცნობით განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 1981 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე ს.რ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდის“ შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი „მეტადონი“, „მდმა“-ს შემცველი 2 ფირფიტა და ფირფიტის 4 ნაჭერი, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ს.რ.-ს მარიხუანის, „მდმა“-ს და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვმის შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ბოლო 4 დღის განმავლობაში განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირია დაკავებული.

კომენტარები ()