imedi /  13 აგვისტო 2017, 13:40 / სანდო წყარო

საყდრისთან ხანძარია

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საყდრისთან ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი მინდორში ხმელ ბალახსა და ბუჩქნას უკიდია. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებულია ბოლნისის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორი ბრიგადა და დამატებით ბრიგადებსაც ელოდებიან.

ამ დროისთვის მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

კომენტარები ()