შეკეცვა
ENG მთავარი პოლიტიკა ეკონომიკა მსოფლიო ჯანდაცვა საზოგადოება სამართალი თავდაცვა რეგიონი კულტურა სპორტი ტექნოლოგიები ტაბლოიდი
არქივი
თემა ინტერვიუ ინქვიზიცია
არჩევნები 2025 არჩევნები 2018 არჩევნები 2017 საქართველო პოლიტიკა ეკონომიკა მსოფლიო არჩევნები აშშ არჩევნები 2024 LIVE ისრაელი ჯანდაცვა საზოგადოება კომენტარი სამართალი თავდაცვა რეგიონი მოსაზრება კულტურა სპორტი ტექნოლოგიები ტაბლოიდი იმედი CITY ხანძარი ისტორიები
სებ-ის კურსი
2.6125

დოლარის კურსი

2.6125
-0,0005
3.0585

ევროს კურსი

3.0585
+0,0010
Imedinews Facebook Imedinews Twitter Imedinews Youtube
ყველა
  • ყველა
  • არჩევნები 2025
  • არჩევნები 2018
  • არჩევნები 2017
  • საქართველო
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • არჩევნები აშშ
  • არჩევნები 2024
  • LIVE ისრაელი
  • ჯანდაცვა
  • საზოგადოება
  • კომენტარი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • რეგიონი
  • მოსაზრება
  • კულტურა
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • ტაბლოიდი
  • იმედი CITY
  • ხანძარი
  • ისტორიები
  • თემა
  • ინტერვიუ
  • ისტორია

დროის მიხედვით

დან
მდე
ძიება

ნაპოვნია 300 სტატია

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2023, 17:30

პოლიტიკა

პრემიერი: ჩემთვის სასაცილოა მართლა ნამდვილი ჯაშუშების კომენტარების მოსმენა - მოსამართლეები რომ დაასანქცირეს და თქვეს, რომ კორუფციის ფაქტების გამო მოხდა, ვინმემ ნახა მტკიცებულება?

პრემიერი: ჩემთვის სასაცილოა მართლა ნამდვილი ჯაშუშების კომენტარების მოსმენა, ქვეყნის გამყიდველების და მოღალატეების კომენტარების მოსმენა. მოსამართლეები რომ დაასანქცირეს და თქვეს, რომ კორუფციის ფაქტების გამო მოხდა, ვინმემ ნახა მტკიცებულება?

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2023, 15:25

პოლიტიკა

პრემიერი: ოთარ ფარცხალაძე 10 წელზე მეტია აღარაა საჯარო მოხელე, 10 წელი გავიდა, რაც ამ ადამიანმა დატოვა საჯარო სამსახური. მინდა გაკვირვება გამოვხატო, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება, გაუგებარია, აუხსნელია ჩემთვის პირადად

მე გეტყვით ჩემს აზრს - ოთარ ფარცხალაძე 10 წელზე მეტია აღარ არის საჯარო მოხელე. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა დატოვა საჯარო სამსახური, 10 წელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

27 სექტემბერი 2023, 23:37

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: იყო მცდელობა, რომ მომხდარიყო ეროვნული ბანკის პარალიზება და ამით დაზიანებულიყო საქართველოს საბანკო სისტემა - ნათია თურნავამ მიიღო კონსტიტუციასთან შესაბამისი, კანონიერი გადაწყვეტილება

ძალიან რთულია მოახერხო, რომ მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც გაკრიტიკებდეს. დღეს სწორედ ამ პოზიციაშია პრეზიდენტი. ჩვენ რაც უნდა ვუთხრათ მოქალაქეებს პირველ რიგში არის ის, რომ ეროვნული ბანკი განაგრძობს სტაბილურად ფუნქციონირებას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

27 სექტემბერი 2023, 21:49

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პოპულიზმი რომ სპორტის ოლიმპიური სახეობა იყოს, ალბათ ბატონი ვაშაძე ჩემპიონი გახდებოდა

„გამოდის დღეს ოპოზიცია და ამბობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს ბიუჯეტის გაზრდას, თუ მთელი ეს ფული პენსიების ზრდას მოხმარდება. ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი და ამ ადამიანებს არანაირი ემპათია არ აქვთ რომელიმე პენსიონერთან, იმიტომ რომ „ქართული ოცნება“ იყო ხელისუფლება, რომელმაც პენსიების ზრდის თემა პოლიტიკურ დღის წესრიგში დაამთავრა და თქვა, რომ პოლიტიკოსები კი არ ივაჭრებენ პენსიების ზრდით ყოველი წლის ბოლოს, არამედ პენსიების ზრდა მიბმული იქნება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

27 სექტემბერი 2023, 21:18

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: მოდით ვიყოთ რეალისტები - გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით არ იქნება დამყარებული მმართველი გუნდის მიერ გაწეულ სამუშაოზე. რასაც ჩვენ 31ოქტომბერს მოვისმენთ, იქნება წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება

საქართველოში სანქციების შეერთება ნიშნავს, საკუთარი მოსახლეობის პრაქტიკულად სანქცირების ქვეშ ყოფნას, ეკონომიკა უნდა დაინგრეს, სოციალურად დაუცველთა პრობლემები კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს, ხელფასები, ვალუტის კურსი, მშენებლობები გაუარესდეს და შემდეგ ყალიბდება საერთო სარგებელი, რაც დესტრუქციულ ოპოზიციას და ე.წ. ომის პარტიას აქვს, რომ საზოგადოება ამ ფონზე, თანდათან მომზადდება როგორც რევოლუციის შემქმნელი და მოიშორებს იმ ხელისუფლებას, რომელიც გარე დაკვეთებს არ იღებს და პრაქტიკულად მიღწეული იქნება მიზანი, რომ დაბრუნდება ხელისუფლება, რომელიც გარე დაკვეთებს იოლად ასრულებს, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ ისაუბრა.

ნათია თურნავა

26 სექტემბერი 2023, 21:55

პოლიტიკა

ნათია თურნავა: ჩვენი გადაწყვეტილება არის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე ორიენტირებული. არ მაინტერესებს და არც უნდა გვაინტერესებდეს არც ერთი სახელი და გვარი

არ მაქვს უფლება თუნდაც სანქცირებული კლიენტის ტრანზაქციებზე ვისაუბრო, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ალბათ, არანაირი ტრანზაქცია არ მოხდებოდა - კომერციული ბანკები ძალიან ფრთხილად მიუდგებოდნენ ამ შემთხვევას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ აქვს ინფორმაცია ყოფილი გენერალური პროკურორის მიერ ქართული ბანკებიდან თანხების გატანის თაობაზე.

ნათია თურნავა

26 სექტემბერი 2023, 21:47

პოლიტიკა

ნათია თურნავა: 18 სექტემბერს რაიმე სპეციალური გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკს არ მიუღია, შეიძლება ვთქვათ, რომ კი არ შევცვალეთ, დავაზუსტეთ წესი, რომელიც სხვადასხვა ფორმით მოქმედებდა ჯერ კიდევ გასული წლის თებერვლიდან

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში 19 სექტემბერს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განმარტა, რომლის მიხედვითაც სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებზე გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართული სასამართლოს მიერ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი.

მიხეილ სარჯველაძე

26 სექტემბერი 2023, 18:19

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტი შეიძლება ცდილობდა, რომ ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობა დაემძიმებინა, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა - დამოკლეს მახვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტის თავზე გადაინაცვლა

პრეზიდენტი შეიძლება ცდილობდა, რომ ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობა დაემძიმებინა, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა. იმიტომ რომ მას შემდეგ რაც იგივე იუსტიციის სამინისტროდან გაიგზავნა დასკვნა, არავითარი პასუხისმგებლობა დამოკლეს მახვილივით ჩვენს თავზე ჩამოკიდებული აღარ არის და ამ დამოკლედ მახვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტის თავზე გადაინაცვლა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

26 სექტემბერი 2023, 14:22

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ეროვნული ბანკი და საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილურად და ნორმალურ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას

ეროვნული ბანკი და საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილურად და ნორმალურ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თამარ ჩიბურდანიძე

25 სექტემბერი 2023, 20:59

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: თუ დავაკვირდებით, ზურაბიშვილი დადის იმ ქვეყნებში, რომლებიც გამოირჩევიან „ნაცმოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის, მათ ირგვლივ შემოკრებული ოპოზიციის ღია მხარდაჭერით. ამით კიდევ ერთხელ ადასტურებს ზურაბიშვილი, რომ ის არის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი

იმდენ აბსურდულ, აბლაბუდას ქსელში გაეხვია პრეზიდენტი იმიტომ, რომ რასაც გეგმავენ უცხოეთიდან პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ყველა სვლას უგებს ხელისუფლება, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი 2023, 20:43

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტის მხრიდან აშკარა პირდაპირი ზეწოლაა ეროვნულ ბანკზე

„ნელ-ნელა უფრო ჭირს აიხსნას პრეზიდენტის გადაწყვეტილებები და ქმედებები. ორი რამეა ფაქტი, ერთია, რომ ზოგადად პრეზიდენტის მხრიდან აშკარა პირდაპირი ზეწოლაა ეროვნულ ბანკზე, რომ ბანკმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც თავად პრეზიდენტი თვლის საჭიროდ. ამიტომ ზეწოლას ახდენს ეროვნულ ბანკზე, მათ შორის გვახსოვს მისი ადმინისტრაციის განცხადება, რომ კანდიდატებს მანამ არ წარადგენდა პარლამენტში, სანამ ეროვნული ბანკი არ მიიღებდა პრეზიდენტისთვის სასურველ გადაწყვეტილებას. ეს არის პირდაპირი ჩარევა ეროვნული ბანკის საქმიანობაში. ყველას შევახსენებ, რომ ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტის მიმართ არის ანგარიშვალდებული ორგანო. ამიტომ საქართველოს პარლამენტის და პირადად ჩემი ვალდებულებაცაა, რომ როდესაც ხდება ჩარევა ეროვნული ბანკის საქმიანობაში და პირდაპირი შანტაჟი პრეზიდენტის მხრიდან, რომ ის ეროვნული ბანკის საბჭოს უფუნქციოდ აქცევს თუ არ დაემორჩილებიან მის ნებას და მისი ნების შესაბამისად არ დაადგენენ წესებს, ეს არის პირდაპირი ჩარევა და მნიშვნელოვანია, რომ მან ასეთი ჩარევა შეწყვიტოს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ბექა ოდიშარია

25 სექტემბერი 2023, 17:57

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: ოპოზიციას, რომელიც მაამებლურად ესაუბრებოდა პრეზიდენტს იმაზე, თითქოს მას მხარს უჭერდა გარკვეულ ინიციატივებში, სინამდვილეში ერთი მიზანი აქვს - პრეზიდენტმა შეიწყალოს სააკაშვილი

ოპოზიციას, რომელსაც პრეზიდენტის სასახლეში ვხედავდით და რომელიც მას მაამებლურად ესაუბრებოდა იმაზე, თითქოს მას მხარს უჭერდა გარკვეულ ინიციატივებში, სინამდვილეში ერთი მიზანი აქვს - პრეზიდენტმა შეიწყალოს სააკაშვილი და მათ განახორციელონ საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო გადატრიალებას და რევოლუციას, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ხატია დეკანოიძე

25 სექტემბერი 2023, 14:23

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: ჩემი აზრით, ოთარ ფარცხალაძეს დაუყოვნებლივ უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა

იყო მცირე შანსი, ან საერთოდ არ წარდგენილიყვნენ მსგავსი კანდიდატები ან, გამოსულიყო ქალბატონი პრეზიდენტი თურნავას გადაწყვეტილებამდე და ეთქვა, რომ სებ-ის დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ არის. ეს ასე არ მოხდა სამწუხაროდ. მისი არგუმენტი ვფიქრობ, ძალიან სუსტია, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დავით მათიკაშვილი

25 სექტემბერი 2023, 14:22

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტიც, რადიკალური ოპოზიციაც, ერთი მიმართულებით მიცურავენ და ამ მიმართულებას ჰქვია დესტაბილიზაცია და რადიკალიზაცია

„სავარაუდოდ, პრეზიდენტს კონსტიტუციიდან დაწყებული, ყველა კანონის და ნორმატიული აქტის დარღვევა აქვს გადაწყვეტილი, რადგან კონსტიტუციით დაიწყო, ეს საზოგადოებამ დაინახა და დღეს უკვე კანონებს არღვევს“

გიორგი ვაშაძე

25 სექტემბერი 2023, 14:18

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ სამი თვე დაელოდება, ვიდრე ფარცხალაძე დაალაგებს თავის საქმეებს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, არის აბსურდი

სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება, რომ სამი თვე დაელოდება, ვიდრე ფარცხალაძე დაალაგებს თავის საქმეებს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, არის აბსურდი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატი გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ზაზა შათირიშვილი

25 სექტემბერი 2023, 09:38

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ისმის ლოგიკური კითხვა - რა სჭირს სალომე ზურაბიშვილს და რატომ აკეთებს ის ამ ყველაფერს? ამ შეკითხვაზე ერთადერთი პასუხი არსებობს: სალომე ზურაბიშვილს აგენტობა სჭირს

„დარწმუნებული ვარ, უახლოეს წელიწადნახევარში მსოფლიოში ვითარება დადებითი მიმართულებით შეიცვლება, უკრაინაში ომი დასრულდება და საქართველოზე პოლიტიკური წნეხიც შესუსტდება. ჩვენთვის მთავარია, მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ და საქართველოში აგენტოკრატიის დაბრუნება არ დავუშვათ, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის მთავარი პირობაა“, - წერს შათირიშვილი.

ვლადიმერ ბოჟაძე

24 სექტემბერი 2023, 21:51

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: გლობალური ომის პარტიის აქტივისტმა, კონსტიტუციის დამრღვევმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო კიდევ ერთი მტკიცებულება გამოაქვეყნა

გლობალური ომის პარტიის აქტივისტმა, საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევმა სალომე ზურაბიშვილმა და მისმა ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მტკიცებულება გამოაქვეყნა, საქართველოს სუვერენიტეტის და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მტკიცებულება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი კატეგორიულად ითხოვდა ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას, თუმცა ახლა შესაბამის დადგენილებას ხელს არ აწერს და არ უნდა ფარცხალაძეზე, როგორც რუსეთის მოქალაქეზე საერთაშორისო სანქციები გავრცელდეს.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2023, 20:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოთარ ფარცხალაძეს ალბათ, ეკუთვნის მადლობის გადახდა სალომე ზურაბიშვილისთვის - ის ინარჩუნებს ორი ქვეყნის მოქალაქეობას. წარმოუდგენელია გადაწყვეტილება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა მიიღო

ოთარ ფარცხალაძეს ეკუთვნის მადლობის გადახდა ალბათ, სალომე ზურაბიშვილისთვის - ის ინარჩუნებს ორი ქვეყნის მოქალაქეობას. წარმოუდგენელია ეს გადაწყვეტილება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

ბექა ოდიშარია

24 სექტემბერი 2023, 14:16

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: პრეზიდენტის გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია ადამიანურად, სამართლებრივად ხომ საერთოდ ნონსენსია

ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია ადამიანურად, სამართლებრივად ხომ საერთოდ ნონსენსია, - ასე შეაფასა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ შეუჩეროს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს.

პაატა მანჯგალაძე

24 სექტემბერი 2023, 14:12

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: რატომ უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა ჯაშუშს? სიბრიყვეა იმის თქმა, რომ თუ საქართველოს მოქალაქე იქნება, უფრო დავსჯით

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ის არგუმენტები, რომლითაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახსნა თავისი გადაწყვეტილება, არ შეუწყვიტოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს.

ნათია თურნავა

24 სექტემბერი 2023, 11:37

ეკონომიკა

ნათია თურნავა: არც მე და არც ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ვინმეს მითითება, რომ ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულება მოვიყვანოთ მეტ შესაბამისობაში ადგილობრივ კანონმდებლობასთან

არც მე და არც ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ვინმეს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულება მოვიყვანოთ მეტ შესაბამისობაში ადგილობრივ კანონმდებლობასთან, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი - მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

ნათია თურნავა

24 სექტემბერი 2023, 11:32

პოლიტიკა

ნათია თურნავა: ეროვნული ბანკი არის აპოლიტიკური უწყება, რომელმაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს მიუხედავად პოლიტიკური კონიექტურისა

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, პრეზიდენტი ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

ნინო წილოსანი

23 სექტემბერი 2023, 20:37

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: პრეზიდენტის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის ქმედებებს თუ დავაჯგუფებთ და გავაანალიზებთ, ნამდვილად ვერ დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ქვეყნის ინტერესების ფარგლებში მოქმედებს

„რაც თვალნათელია, არის ის, რომ ოთარ ფარცხალაძე რჩება საქართველოს მოქალაქედ და, სამწუხაროდ, იმის მიუხედავად, რომ ის რეალურად რუსეთის მოქალაქეა, ამერიკის დაწესებული სანქციები პირველად მიემართება საქართველოს მოქალაქეს“, – აღნიშნა წილოსანმა.

არჩილ თალაკვაძე

23 სექტემბერი 2023, 20:31

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: შთაბეჭდილება რჩება, თითქოს პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვეს, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობა არ შეეწყვიტა, ეს ემსახურება იმას, რომ საკითხი დღის წესრიგში დიდხანს დარჩეს

მისი თქმით, როგორც ჩანს, პოზიციის ცვლილება ემსახურება იმას, რომ ფარცხალაძის საკითხი დარჩეს დღის წესრიგში უფრო დიდი ხნის განმავლობაში.

პაატა მანჯგალაძე

23 სექტემბერი 2023, 14:35

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ არის სიბრიყვე

პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ არის სიბრიყვე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალსიტებს განუცხადა.

ხატია დეკანოიძე

23 სექტემბერი 2023, 14:33

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: რბილად რომ ვთქვათ, ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება ცოტა უცნაურია

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, არ შეუწყვიტოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს, უცნაური უწოდა.

მიხეილ სარჯველაძე

23 სექტემბერი 2023, 14:26

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე: ოპოზიციას გათვლა ჰქონდა, რომ ხელისუფლება არ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც მან მიიღო ფარცხალაძესთან დაკავშირებით

გათვლა ჰქონდათ, ვითომ ხელისუფლება არ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც მან მიიღო., – ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც შეაფასა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, არ შეუწყვიტოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს.

ეკა სეფაშვილი

23 სექტემბერი 2023, 00:09

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე: ეს არის მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის უკვე მესამე შემთხვევა - გამაოგნებელი განცხადებაა

„აბსურდული“ და „გამაოგნებელი“ უწოდა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ მოაწეროს ხელი ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დოკუმენტს.

სალომე ზურაბიშვილი

22 სექტემბერი 2023, 22:27

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია

„ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს? ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“

ირაკლი ქადაგიშვილი

22 სექტემბერი 2023, 18:09

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტი გადაწყვეტილებებსა და ქმედებებში, აღარ მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე

სამწუხაროდ, უკვე დადასტურებულია, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილებებსა და ქმედებებში, აღარ მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

წინა გვერდი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
შემდეგი გვერდი
  • რედაქცია
  • კონტაქტი
© Imedi News
ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას. დახურვა კონფიდენციალურობა

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE