imedi /  22 აპრილი 2019, 17:57 / სანდო წყარო

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ინტერნეტში თაღლითობის ფაქტების გახშირების შესახებ აფრთხილებს

ფიშინგი

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას. ბანკის განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები.

საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების განხორციელება. ასეთ მონაცემებს მიეკუთვნება საგადახდო ბარათის ნომერი და მისი უსაფრთხოების სამნიშნა კოდი, რომელიც დატანილია ბარათის მეორე გვერდზე, ასევე ინტერნეტ-ბანკის, მობილური ბანკის, ელექტრონული საფულის მომხმარებლის სახელი, პაროლი და უსაფრთხოების კოდი. აღნიშნული მონაცემების ხელში ჩაგდებით თაღლითები ახორციელებენ არასანქცირებულ გადარიცხვებს.

თაღლითობის ამ ფორმას ფიშინგი ეწოდება. ფიშინგის დროს, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული სარეკლამო შეტყობინებების ან ელექტრონული მეილის საშუალებით მიღებული ბმულის საშუალებით მომხმარებელი შედის/გადადის ყალბ ვებგვერდზე, რომელზე გადასვლაც, უმეტესწილად, შეტყობინებაში მითითებული ფიშინგის ბმულით ხდება.

აღსანიშნავია, რომ გაყალბებული ვებგვერდი, ხშირ შემთხვევაში, ვიზუალურად მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ფინანსური ინსტიტუტის ნამდვილ, ოფიციალურ ვებგვერდს (მაგ. ინტერნეტ-ბანკის ვებგვერდი, სხვადასხვა გადახდების ვებგვერდი). გაყალბებულ ვებგვერდზე, რომელიც ინტერნეტ-ბანკის მსგავსია, მომხმარებლის დასახელების (user name), პაროლისა და სხვა უსაფრთხოების მონაცემების შეყვანით, თაღლითები იძენენ მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომას, ხოლო გადახდების ვებგვერდზე მომხმარებლის მიერ გამჟღავნებული ბარათის ნომერისა და უსაფრთხოების სამნიშნა კოდის საშუალებით თაღლითებს საშუალება ეძლევათ ინტერნეტ სივრცეში არასანქცირებული გადახდები განახორციელონ.   

ფინანსური ორგანიზაციის ვებგვერდის/ინტერნეტბანკის გამოყენებისას და ინტერნეტ-გადახდების განხორციელებისას მომხმარებელმა უნდა დაიცვას შემდეგი წესები:

1. არ გადასცეთ სხვა პირებს საკუთარი პირადი მონაცემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღებით გადაამოწმეთ ის ვებგვერდი, რომელიც პირადი მონაცემების შეყვანას გთხოვთ. 

2. გადაამოწმეთ ვებმისამართი. ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის ვებ მისამართი, სადაც აპირებთ მონაცემების შეყვანას.  იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხო ვებგვერდზე იმყოფებით, აუცილებლად შეამოწმეთ, რომ ვებმისამართი იწყებოდეს ‘https://’ ან ‘shttp://’-ით. ასევე დარწმუნდით, რომ ვებმისამართის მარცხენა კუთხეში განთავსებულია მწვანე, ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო (იხ. ქვემოთ). დამატებით, შეგიძლიათ დააჭიროთ ბოქლომის ღილაკს, რომ შეამოწმოთ ვებგვერდის სანდოობა და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

3. შეაფასეთ ვებგვერდის შიგთავსი. ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს.  ვებგვერდის ტექსტი, გრაფიკა, ორგანიზაციის ლოგოები და სხვა მონაცემები ხშირად ემთხვევა ლეგიტიმური ვებგვერდის შიგთავსს. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ყალბი ვებგვერდის გამოვლენა და ზოგადად, ყალბი ვებგვერდის ნამდვილი ვებგვერდისგან გარჩევა. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, ყალბი გვერდის ვებმისამართი მცირედით განსხვავდება ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის მისამართისგან. ამასთან, ყალბ ვებგვერდზე გამოყენებული შრიფტი შეიძლება მცირედით განსხვავდებოდეს ნამდვილი ვებგვერდის შრიფტისგან, ან ყალბ ვებგვერდზე მართლწერისას დაშვებული იყოს შეცდომები.

4. უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შემოთავაზებებს. ყურადღებით გადაამოწმეთ სოციალური ქსელებიდან მიღებული ფინანსური შემოთავაზებები. სიფრთხილე გამოიჩინეთ აღნიშნულ შეთავაზებაზე თანხმობის განხილვისას და დარწმუნდით, რომ მიღებული შეთავაზება არის ლეგიტიმური და არ შეიცავს თაღლითობის ნიშნებს.

5. გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი. ინტერნეტში შესაძლებელია WHOIS მომსახურების ვებგვერდის მოძიება, სადაც მომხმარებელს კონკრეტული ვებმისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია. ვებგვერდის გადამოწმებისას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვებგვერდის შექმნის თარიღს. თუ იცით, რომ ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც თქვენ უნდა შესულიყავით, დიდი ხნის მანძილზე არსებობს, მაგრამ თქვენ მიერ გადამოწმებული გვერდი ახალი შექმნილია, მოცემული გვერდი დიდი ალბათობით არ ეკუთვნის იმ ორგანიზაციას, რომლის ვებგვერდზეც თქვენ გსურდათ შესვლა.

6. გადახდის სანდო წყარო. ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ. PayPal) მეშვეობით. თუ ვებგვერდი, რომელზეც მომხმარებელი იმყოფება, იძლევა გადახდის მხოლოდ ერთ მეთოდს, ეს, დიდი ალბათობით, ყალბი ვებგვერდია. 

ყველა სიახლე

აბას არაღჩი

15 მარტი 2026, 08:02

მსოფლიო

აბას არაღჩი: აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, ხვრელებით სავსეა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ქოლგა, ხვრელებით სავსეა.

15 მარტი 2026, 00:19

საზოგადოება

ტელეკომპანია „იმედი“ 23 წლის გახდა

23 წელი სატელევიზიო სივრცეში - „იმედი“ დღეს იუბილარია. ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსებული ტელევიზია პირდაპირ ეთერში პირველად 2003 წლის 15 მარტს გავიდა.

14 მარტი 2026, 23:46

პოლიტიკა

პაპუაშვილი ვახტანგ მეგრელიშვილს: საქართველო საგარეო პოლიტიკის ლაბორატორიების და ექსპერიმენტის ადგილი არ უნდა იყოს - ექსპერიმენტი შეიძლება ატაროთ თქვენს პარტიაში, მაგრამ სხვა ქვეყნები, „რეჟიმ ჩეინჯები“ ცოტა სხვა პასუხისმგებლობაა

„საქართველო საგარეო პოლიტიკის ლაბორატორიების და ექსპერიმენტის ადგილი არ უნდა იყოს. თქვენ ექსპერიმენტს ატარებდით გამოგონილი ეკლესიითა და რელიგიით, თქვენ ექსპერიმენტი გიყვართ. ექსპერიმენტი შეიძლება ატაროთ თქვენს პარტიაში, შეიძლება საკუთარ ქვეყანაშიც ატაროთ ექსპერიმენტი, მაგრამ სხვა ქვეყნები, „რეჟიმ ჩეინჯები“ ცოტა სხვა პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ბარტ დე ვევერი

14 მარტი 2026, 23:45

მსოფლიო

ბელგიის პრემიერი: რადგან არ შეგვიძლია, დავემუქროთ პუტინს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნით და არც მისი ეკონომიკურად დახრჩობა შეგვიძლია აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, რჩება მხოლოდ ერთი მეთოდი - რუსეთთან გარიგების დადება

ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ბარტ დე ვევერი გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის გაფორმდეს შეთანხმება უკრაინასთან კონფლიქტის გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციების დასასრულებლად. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

14 მარტი 2026, 23:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბატონი სიკორსი დღემდე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, ჩვენ გვახსოვს პოლონელი ექიმები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის ნიმუშები წინდით გაჰქონდათ

ბატონი სიკორსი დღემდე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა. ასევე, ჩვენ გვახსოვს პოლონელი ექიმები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის ნიმუშები წინდით გაჰქონდათ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

14 მარტი 2026, 23:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თუკი საკუთარ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, მაშინ ის ვერც პარტნიორობას შეძლებს

„საქართველო საგარეო პოლიტიკის ლაბორატორიების და ექსპერიმენტის ადგილი არ უნდა იყოს. თქვენ ექსპერიმენტს ატარებდით გამოგონილი ეკლესიითა და რელიგიით, თქვენ ექსპერიმენტი გიყვართ. ექსპერიმენტი შეიძლება ატაროთ თქვენს პარტიაში, შეიძლება საკუთარ ქვეყანაშიც ატაროთ ექსპერიმენტი, მაგრამ სხვა ქვეყნები, „რეჟიმ ჩეინჯები“ ცოტა სხვა პასუხისმგებლობაა“, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა ვახტანგ მეგრელიშვილს.

დიმიტრი ხუნდაძე

14 მარტი 2026, 23:19

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებზე: ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს

ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს, - ასე პასუხობს სოციალურ ქსელში „ხალხი ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციურ არხზე გასულ სიუჟეტს, რომელიც მისი სახელის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

 შალვა პაპუაშვილი

14 მარტი 2026, 23:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ობოლაძეს: თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს

თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს, - ასე მიმართა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებელ პოლიტიკოსს ნიკა ობოლაძეს.

შალვა პაპუაშვილი

14 მარტი 2026, 23:11

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ობოლაძეს: მსხვერპლს და თავდამსხმელს ერთმანეთში ურევთ. როგორც „იმედის“ შემთხვევაში ერთმანეთში აურიეს ზოგიერთებმა, რომ მსხვერპლი გგონიათ ბრიტანეთი და თავდამსხმელი „იმედი“, არადა სინამდვილეში სხვანაირად არის

ეს უკვე შეცდომა აღარ არის, ეს არის განზრახვა, რომ თქვენ ქრონოლოგიებს ურევთ ერთმანეთში, თქვენ მიზეზს და შედეგს ერთმანეთისგან ურევთ და ანაცვლებთ, - ასე მიმართა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებელ პოლიტიკოსს ნიკა ობოლაძეს.

ნიკოლოზ სამხარაძე

14 მარტი 2026, 23:09

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს თუ ვინმე შეგვილახავს, უნდა ვიყოთ პრინციპულები, როცა მიხვდებიან, რომ ხარ მონური ფსიქოლოგიის, მაშინ უფრო მეტს შემოგიტევენ

ჩვენ პრინციპული პოზიცია გვაქვს ყველასთან მიმართებაში, რუსეთთან მიმართებაშიც ძალიან პრინციპული პოზიცია გვაქვს და ეს პოზიცია იცის ყველამ, მათ შორის მოსკოვმაც ძალიან კარგად იცის - ვიდრე ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და ჯარებს არ გაიყვანს, მანამდე არ გვექნება არც დიპლომატიური და არც პოლიტიკური ურთიერთობები, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ. მისივე თქმით, საქართველომ რუსეთს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ყველა სამართლებრივი მეთოდით უამრავი საქმე მოუგო.

შალვა პაპუაშვილი

14 მარტი 2026, 23:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნიკა ობოლაძეს: მე ვმუშაობდი კეთილსინდისიერად და ჩემი შრომის ანაზღაურებას ვიღებდი იმ საქმეებში, რომელსაც მე ვაკეთებდი

მე ვმუშაობდი კეთილსინდისიერად და ჩემი შრომის ანაზღაურებას ვიღებდი იმ საქმეებში, რომლებსაც მე ვაკეთებდი, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ პაპუაშვილს ჰკითხა, იყო თუ არა ის გერმანიის გავლენის აგენტი, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ არანაირ აგენტობაზე საუბარი არ არის.

დავით დარჩიაშვილი

14 მარტი 2026, 22:44

პოლიტიკა

დავით დარჩიაშვილი: 2008, მანამდე 2007, 2011 წელს საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას ჰქონდა პრობლემები დასავლეთთან

2008, მანამდე 2007, 2011 წელს საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას, პარლამენტის დონეზე რომელსაც წარმოვადგენდი, ჰქონდა პრობლემები დასავლეთთან ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით - სასამართლოს დამოუკიდებლობა, ოპოზიციასთან ურთიერთობა, ზუსტად ის პრობლემებია, რატომაც საბოლოო ჯამში ურთიერთობები იყო არც თუ ისე კარგი, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ილიაუნის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა.

14 მარტი 2026, 22:40

რეგიონი

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ქარის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

14 მარტი 2026, 22:39

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად სოფელ ტალავერის № 1 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა

სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, სამეცნიერო ლაბორატორია და ბიბლიოთეკა. შენობაში განთავსებულია, ასევე, კვების სივრცე, ადმინისტრაციული, მუსიკის ოთახები და სპორტული დარბაზი. გარდა ამისა, კეთილმოეწყო სკოლის ეზო და სათამაშო მოედანი.

14 მარტი 2026, 22:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 2008 წელს საქართველოსთვის იყო თანავარსკვლავედი საერთაშორისო პოლიტიკაში: ბუში - ამერიკაში, კამერონი - ბრიტანეთში, სარკოზი - საფრანგეთში, ყველა იყო სააკაშვილის მეგობარი და რა მივიღეთ?! მივიღეთ ომი და ნგრევა

„2008 წელს საქართველოსთვის იყო თანავარსკვლავედი საერთაშორისო პოლიტიკაში: ბუში - ამერიკაში, კამერონი - ბრიტანეთში, სარკოზი - საფრანგეთში, ყველა იყო სააკაშვილის მეგობარი. იდეოლოგიური თანხვედრაც ჰქონდათ და კიდეც მეგობრობდნენ. და რა მივიღეთ?! მივიღეთ ომი და ნგრევა. ვნახეთ ის, რომ ორი ტერიტორია დღეს აქვს არა მხოლოდ ოკუპირებული, არამედ აღიარებული. აი ეს ვნახეთ 2008 წელს, მაშინ, როდესაც იყო მაქსიმალური იდეოლოგიური თანხვედრა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

14 მარტი 2026, 22:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ამით ავიცილეთ ჩვენ ომი თავიდან, რომ არ შევედით კონფრონტაციაში იმ დროს, როდესაც იყო დიდი ქვეყნების ინტერესების დაჯახება და აქლემივით ჩხუბში არ გავიჭყლიტეთ

ამით ავიცილეთ ჩვენ ომი თავიდან, რომ არ შევედით კონფრონტაციაში იმ დროს, როდესაც იყო დიდი ქვეყნების ინტერესების დაჯახება და აქლემივით ჩხუბში არ გავიჭყლიტეთ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

14 მარტი 2026, 22:28

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საგარეო პოლიტიკას არ უყვარს ემოციები, ჩვენ ვცდილობთ, პრაგმატული საგარეო პოლიტიკა ვაწარმოოთ

საგარეო პოლიტიკას არ უყვარს ემოციები, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ. მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრაგმატული და საქართველო სწორედ ასეთი პოლიტიკის წარმოებას ცდილობს.

შალვა პაპუაშვილი

14 მარტი 2026, 22:10

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომი, კატასტროფა დასრულდა საქართველოსთვის, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას იგივე ხალხი გვირჩევდა, რომელიც დღეს სტრატეგიული კონფრონტაციისკენ გვიბიძგებს რუსეთთან

მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომი, კატასტროფა დასრულდა საქართველოსთვის, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას იგივე ხალხი გვირჩევდა, რომელიც დღეს სტრატეგიული კონფრონტაციისკენ გვიბიძგებს რუსეთთან, ვგულისხმობ სხვადასხვა ჯგუფს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას საქართველო დიდი ხანია აწარმოებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

14 მარტი 2026, 22:03

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპის კავშირთან დაპირისპირების სპირალი იწყება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ - ჩვენ არ უნდა გვიყურონ რუსეთის ჭრილში, ჩვენ არ უნდა ვიყოთ რუსეთის გამაღიზიანებელი და არ უნდა შეგვხედონ ასე

„იმის გამო, რომ ჩვენ არ ვიყავით მათთვის კომფორტული ხელისუფლება და არ გავყევით მათ ყველაფერ იმაში, რაც გვთხოვეს, შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ სხვა ძალებზე დაედოთ ფსონი და გადაწყვიტეს საქართველოში რეჟიმის ცვლილება“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შალვა პაპუაშვილი

14 მარტი 2026, 21:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ომიდან სამ დღეში „ვითიბი“ ბანკმა ისე შეაჩერა მოქმედება, რომ ეს დიდად ვერავინ იგრძნო, ვინაიდან სახელმწიფომ საკუთარი როლი შეასრულა

ომიდან სამ დღეში „ვითიბი“ ბანკმა ისე შეაჩერა მოქმედება, რომ ეს დიდად ვერავინ იგრძნო, ვინაიდან მათ შორის სახელმწიფომ საკუთარი როლი შეასრულა ამაში, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.