ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა
ფოტო: თბილისის მერია
ორბელიანის მოედანზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა. ახალი წესი 200-ზე მეტ საპარკინგე ადგილს შეეხო.
თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა თბილისის მერიის სატრანსპორტო რეფორმის ნაწილია, რომელიც სატრანსპორტო სისტემის განვითარებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას, ქალაქის საცობებისგან განტვირთვასა და ჰაერის დაბინძურების შემცირებას ისახავს მიზნად. შემოსული თანხა მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას მოხმარდება.
„დღის განმავლობაში ყველა სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია ოთხჯერ, 15 წუთის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე ისარგებლოს უფასო პარკინგით, შემდეგ კი დგომა ფასიანია. იმ ზონებში, სადაც ეს სისტემა უკვე ამოქმედდა, პარკირების საფასური საათში ერთი ლარია. გადახდა შესაძლებელია სწრაფი აპარატების, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ტარიფები, რომელიც საკრებულომ დაადგინა, დიფერენცირებულია: ერთი, ორი და სამი ლარი. იმის მიხედვით, თუ საათობრივი პარკირების რა ზონა იქნება გადახდის დროს მითითებული, კონკრეტული ტარიფი მიენიჭება“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ უფასო პარკირებით სარგებლობა შშმ პირებს, ელექტრომობილების მფლობელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლიათ. ამისათვის კი მათ, რეგისტრაცია ვებგვერდზე ან ორბელიანის მოედანზე განთავსებულ სპეციალურ ჯიხურში უნდა გაიარონ. „ელექტრომანქანებისთვის ამ მიწისქვეშა სადგომზე პარკირების სპეციალური ადგილებია, სადაც სხვებს დგომის უფლება არ აქვთ . დაყენებულია ელექტროდამტენებიც. პირველ რიგში ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას მოვემსახურებით, რათა ინფორმაცია მივაწოდოთ, მათი სატრანსპორტო საშუალებები დავარეგისტრიროთ და უფასოდ პარკირების სისტემაში დავამატოთ“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემის საპილოტე პროექტი პირველად კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდა.
ყველა სიახლე
03 ივლისი 2026, 16:12
პოლიტიკა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა
„უზბეკეთი ცენტრალური აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა გაფორმებულიყო სამი თანამშრომლობის მემორანდუმი სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და რადიაციული ნარჩენების მართვის სფეროებში. სამივე მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, თითოეულში განსაზღვრულია თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც აუცილებლად აისახება უზბეკეთთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობაში. ქართული აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის კუთხით კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობები იხსნება, რაც ფერმერების შემოსავლის ზრდას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
03 ივლისი 2026, 16:09
საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მოადგილეებთან და თადარიგის გენერლებთან ერთად, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურს, ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძეს და აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
03 ივლისი 2026, 15:58
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა.
03 ივლისი 2026, 15:52
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან ერთად, პოეტ ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან ერთად, პოეტ ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნას დაესწრო.
03 ივლისი 2026, 15:45
მსოფლიო
ევროპარლამენტარი პეტრა შტეგერი: ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების აფეთქება ევროპის კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თავდასხმა იყო
გერმანიის პროკურატურის მიერ ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენის აფეთქების საქმეზე წაყენებულ პირველ ბრალდებას ეხმიანება ავსტრიელი ევროპარლამენტარი პეტრა სტეგერი.
03 ივლისი 2026, 15:40
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით: ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ განცხადებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი შეაჯამა და ვიზიტის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრა.
03 ივლისი 2026, 15:17
რეგიონი
ქუთაისში რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობის პროცესი გრძელდება
ქუთაისის მუნიციპალიტეტში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ქალაქში ერთდროულად კიდევ 15 სკვერი განახლდა.
03 ივლისი 2026, 15:09
მსოფლიო
DW: უკრაინა ნატოსგან არა მხოლოდ დახმარებას, არამედ მისი ახალი როლის აღიარებას ითხოვს
უკრაინა ნატოსგან არა მხოლოდ დახმარებას, არამედ მისი ახალი როლის აღიარებას ითხოვს. ინფორმაციას DW ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 15:07
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც სპეციალური ანგარიშის - „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზი“ პრეზენტაციას მიეძღვნა.
03 ივლისი 2026, 15:05
პოლიტიკა
შავკატ მირზიოევი ირაკლი კობახიძეს: საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები, მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, უდავოდ არის მთავრობის - მთელი თქვენი გუნდის თანმიმდევრული და ეფექტური მუშაობის შედეგი, ამ წარმატების უკან დგას შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსების ძალისხმევა თქვენი ხელმძღვანელობით, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიაში
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები და გულწრფელად გილოცავთ ამას. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად ასეთი შედეგების მიღწევა უდავოდ არის მთავრობის - მთელი თქვენი გუნდის თანმიმდევრული და ეფექტური მუშაობის შედეგი, - განაცხადა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართული ერთობლივის მოლაპარაკებების დროს.
03 ივლისი 2026, 15:05
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე შავკატ მირზიოევს: ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩვენს ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს, ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დერეფნების გამყარებას და ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას
საქართველო აფასებს პარტნიორობას უზბეკეთთან, რომელსაც არამხოლოდ სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად, არამედ მეგობრად მივიჩნევთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა წლების განმავლობაში სტაბილურად ვითარდება და ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩვენს ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს, - განაცახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან გამართული გაფართოებული მოლაპარაკებების დროს.
03 ივლისი 2026, 15:01
პოლიტიკა
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა მოაწერეს.
03 ივლისი 2026, 14:59
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უზბეკეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
03 ივლისი 2026, 14:57
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა
პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. ხაზი გაესვა უზბეკეთიდან საქართველოში უმაღლესი დონის პირველი ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ურთიერთობებს თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.
03 ივლისი 2026, 14:56
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: უაღრესად მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დოკუმენტებს მოეწერა ხელი საქართველოსა და უზბეკეთის შესაბამის უწყებებს შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა საქართველოსთვისაც და იმავდროულად უზბეკეთისთვისაც
საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი დელეგაციასთან ერთად ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა.
03 ივლისი 2026, 14:48
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე: დღეს საქართველოს ჰყავს 21,000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური - ორჯერ მეტი, ვიდრე ათი წლის წინ
„ევროპასა და აზიას შორის მდებარე საქართველო, შუა დერეფნის ფარგლებში, სულ უფრო მნიშვნელოვან საზღვაო კარიბჭედ ყალიბდება. მზარდმა სატვირთო ნაკადებმა ახალი მოთხოვნები შექმნა ჩვენი ნავსადგურების, მარეგულირებელი სისტემისა და საზღვაო სერვისების მიმართ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა დაახლოებით 46 პროცენტით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს შავი ზღვის, როგორც საიმედო სატრანსპორტო დერეფნის მზარდ მნიშვნელობას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ თურქეთის საზღვაო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
03 ივლისი 2026, 14:47
პოლიტიკა
სადღობელაშვილი: როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ირანის მხარესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის გამო აკრიტიკებს, მათ ავიწყდებათ, რა არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და რეალპოლიტიკა - მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ ნიშნავს ვინმეს იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ თანაგრძნობას, ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვა
როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ირანის მხარესთან ნებისმიერი სახის დიპლომატიური კომუნიკაციის ან პროტოკოლური ვიზიტის გამო აკრიტიკებს, მათ ხშირად ავიწყდებათ, რა არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და რეალპოლიტიკა, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
03 ივლისი 2026, 14:46
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ვიზიტის ფარგლებში საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკის მხრიდან ხელი მოეწერა ერთწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო სექტორების უფრო მჭიდრო დაკავშირებას უზრუნველყოფს
საქართველოსა და უზბეკეთს შორის ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ერთწლიან სამოქმედო გეგმას ორივე სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მეტწილად მიმართულია უშუალოდ ეკონომიკური აქტივობების გაძლიერებისკენ, - განცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
03 ივლისი 2026, 14:46
სამართალი
სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ნოდარ სოლომნიშვილს 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ნოდარ სოლომნიშვილს 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სასამართლო სხდომას სამართალდამრღვევი არ ესწრებოდა.
03 ივლისი 2026, 14:45
რეგიონი
ხულოს მერიაში მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა
ხულოს მერიაში მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. საბჭო 17 ახალგაზრდისგან შედგება და მისი მიზანი ახალგაზრდების ინტერესებისა და ინიციატივების მხარდაჭერა, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.


