ანგარიში: 2020 წელს მთავრობა ეკონომიკის 4%-ით შემცირებას პროგნოზირებს
ფოტო:shutterstock.com
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
„2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა. COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის გამო 2020 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4 პროცენტით შემცირება. მიუხედავად ამისა, მომდევნო წლებში ეკონომიკა დაიწყებს გაჯანსაღებას და 2021-2024 წლებში 4 საშუალოდ 5.3 პროცენტით გაიზრდება წლიურად. 2024 წლისთვის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 70.4 მლრდ ლარამდე გაიზრდება, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2019 წელთან შედარებით 5.5 ათასი ლარით მოიმატებს და 18 917 ლარს გაუტოლდება“, - წერია დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 2020 წლისთვის მშპ-თან 58%-ს მიაღწევს, აქედან საგარეო ვალი 46.2%, ხოლო საშინაო ვალი 11.8% იქნება.
“ეს მაჩვენებელი დაბალია ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრულ მთავრობის ვალის დონესთან შედარებით (მშპ-ს 60%), თუმცა აღნიშნული მაჩვენებლის საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნება მნიშვნელოვან რისკებთან არის დაკავშირებული, და აუცილებელია შემდგომ წლებში კონსოლიდაციის პოლიტიკის გატარება. 2021-2024 წლებში დაგეგმილია მთავრობის ვალის თანმიმდევრული კლება და 2024 წლისთვის 54.5 პროცენტამდე შემცირება.”
დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის ბიუჯეტში შემოსავლები, ჯამში, 1.8 მილიარდ ლარამდე მცირდება, ეს მოიცავს როგორც საგადასახადო, ასევე, სხვა შემოსავლებსაც. აქედან გამომდინარე, მთავრობა ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებს 600 მლნ ლარამდე ამცირებს. ამასთან, ამტკიცებს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში პრემიები საერთოდ არ იქნება გათვალისწინებული.
“მაქსიმალურად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, წარმომადგენლობითი და მივლინების ხარჯები, სპეციალიზებული დაწესებულებების გარდა მნიშვნელოვნად მცირდება საწვავის ხარჯები, მაქსიმალურად შეიზღუდება ვაკანსიების შევსება და სრულად იქნება ამოღებული საპრემიო რესურსი.
მიმდინარე ხარჯების ნაწილში ადმინისტრაციულ ხარჯებთან ერთად შემცირდება ყველა ის პროგრამა, რომელთა არგანხორციელება ან/და დროში გადაწევა მნიშვნელოვნად არ დააზიანებს შესაბამის სექტორს, მათ შორის ბუნებრივი ფაქტორების (პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვები) გათვალისწინებით შეიზღუდება კულტურული, სპორტული და ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები. კაპიტალური პროექტების ნაწილში შემცირება ძირითადად შეეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ასევე, იმ პროექტებს, სადაც იმპორტის წილი განსაკუთრებით მაღალია. შედეგად, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად მცირდება დაახლოებით 600 მლნ. ლარის ოდენობით”, – წერია ანგარიშში.
ყველა სიახლე
29 აპრილი 2026, 22:55
მსოფლიო
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბარზე: ძალიან კარგი საუბარი გვქონდა - ვფიქრობ, გამოსავალს საკმაოდ სწრაფად ვიპოვით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ დეტალები გააჟღერა. მისი განმარტებით, დიალოგი უკრაინისა და ირანის საკითხებს შეეხო და საუბარს „ძალიან კარგი“ უწოდა.
29 აპრილი 2026, 22:49
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ძალიან მკაფიოდ გამოიყვანეს აგენტურულ ველზე ფორმალურად, თანამდებობრივად ელჩები
ძალიან მკაფიოდ გამოიყვანეს აგენტურულ ველზე ფორმალურად, თანამდებობრივად ელჩები, ბატონი ჰერჩინსკის თაოსნობით, რა თქმა უნდა ყველა დიპლომატიურ მისიას არ ვგულისხმობ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის ელჩის ბოლო განცხადებაზე საუბრისას. „დავიწყოთ ბატონი ჰერჩინსკით და მისი მორიგი თავხედური, დესტრუქციული განცხადებით, რომელსაც სამწუხაროდ მან და არა მხოლოდ მან შეაჩვია ჩვენი საზოგადოება. თავხედურ და შეურაცხმყოფელ განცხადებასთან ერთად მკაფიო მუქარის ტონები. შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, გასცდა ყველანაირ მორალურ ზღვარს, არაფერს ვამბობ დიპლომატიურ ეთიკასა და ვენის კონვენციაზე, არც არის მოსატანი ამ ყველაფერთან. მათ ვერ გაიცნეს ჩვენი ქვეყანა, მათ აქვთ მკაფიო დავალება და ისინი გამხმოვანებლის ფუნქციას ასრულებენ“, - განაცხადა კირცხალიამ.
29 აპრილი 2026, 22:24
რეგიონი
ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ლაურეატთა დაჯილდოება და გალაკონცერტი გაიმართა
ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ლაურეატთა დაჯილდოება და გალაკონცერტი გაიმართა.
29 აპრილი 2026, 22:22
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ეწეოდნენ პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანიას, საპატრიარქოს ლანძღავდნენ, ეს არის მათი სახე და სწორედ ამიტომ ვეძახით უსამშობლოებს და უღმერთოებს
სე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ეკლესიასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადება.
29 აპრილი 2026, 21:57
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი: გვესმის ბრალდებები არჩევნების შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით, თუმცა ვერც საერთაშორისო დონეზე ვერ მოვისმინეთ ისეთი მტკიცებულება, რომელიც რაიმენაირად დაადასტურებდა რომელიმე ბრალდების არსებობას
ჩვენ დისკუსიისა და დებატების ფარგლებში, ფაქტობრივად, დავფარეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა რაიმე წუხილები, თუ კითხვის ნიშნები, - განუცხადა „ქრონიკას“ პარიზში, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლთა მონაწილეობით გამართულ დებატებში მონაწილეობდა.
29 აპრილი 2026, 21:41
მსოფლიო
ზელენსკი: მივიღეთ გზავნილები პარტნიორებისგან, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული გამოწვევის გამო, შესაძლოა არ ღირდეს რუსეთის ზოგიერთ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარტნიორებისგან მიიღო გზავნილები რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშების შეჩერების შესახებ, რაც ახლო აღმოსავლეთში არსებულ გამოწვევებს უკავშირდება.
29 აპრილი 2026, 21:33
მსოფლიო
კრემლი: პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განუცხადა.
29 აპრილი 2026, 21:26
პოლიტიკა
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნასთან დაკავშირებულ კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და უკვე ძალაშია
საქართველოს პრეზიდენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
29 აპრილი 2026, 21:22
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ბლოკადა გარკვეულწილად უფრო ეფექტურია, ვიდრე დაბომბვა - მათ ჩასუქებული ღორივით სული ეხუთებათ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მან უარყო ირანის წინადადება აშშ-ის ბლოკადის მოხსნისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ.
29 აპრილი 2026, 21:15
პოლიტიკა
თბილისის მერია 1 მაისიდან ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უფასო პროცედურა დედაქალაქში რეგისტრირებულ, 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით, თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს ჩაუტარდებათ, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია, თავი დაანებეს.
29 აპრილი 2026, 21:07
პოლიტიკა
ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეის წარმომადგენელი დიკსონ სრიუარტი: მე პირადად მჯერა, რომ თუ ოპოზიციაში ვარ, ძალიან აქტიურ ოპოზიციაში ვიქნები, მონაწილეობას მივიღებ არჩევნებში, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ არჩევნებს სამართლიანად არ მივიჩნევ
მე პირადად მჯერა, რომ თუ ოპოზიციაში ვარ, ძალიან აქტიურ ოპოზიციაში ვიქნები, მონაწილეობას მივიღებ არჩევნებში, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ არჩევნებს სამართლიანად არ მივიჩნევ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეის წარმომადგენელმა, დიკსონ სრიუარტიმ.
29 აპრილი 2026, 21:01
მსოფლიო
Deutsche Welle: წინასწარი მონაცემებით, ირანის ომის გამო, აპრილში გერმანიაში ენერგომატარებლებზე ფასები 10.1%-ით გაიზარდა, რამაც გერმანიაში ინფლაციის საერთო მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია
წინასწარი მონაცემებით, ირანის ომის გამო, აპრილში გერმანიაში ენერგომატარებლებზე ფასები 10.1%-ით გაიზარდა, რამაც გერმანიაში ინფლაციის საერთო მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 20:55
სამართალი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 84 ადამიანი - საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაკავებული 84 ადამიანი - ბრალდება ნარკოდანაშაულია. საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
29 აპრილი 2026, 20:54
პოლიტიკა
პარიზში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენელთა მონაწილეობით არჩევნების თემაზე დებატები დასრულებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარიზში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენელთა მონაწილეობით დებატები დასრულებულია.
29 აპრილი 2026, 20:53
მსოფლიო
გერმანიის ფინანსთა მინისტრი არ გამორიცხავს საგანგებო სესხების აღებას
გერმანია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იმაზე მეტ ვალს აიღებს, ვიდრე ოდესმე - და შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი სახსრების მოზიდვა დასჭირდეს დონალდ ტრამპის ირანში „უპასუხისმგებლო ომით“ გამოწვეულ სირთულეებთან გასამკლავებლად, - განაცხადა ოთხშაბათს გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბაილმა.
29 აპრილი 2026, 20:51
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი: არასდროს გვიდავია, რომ საქართველოს ახალი არჩევნები სჭირდება. სამწუხაროდ, ოპოზიცია არ არის პარლამენტში, მე კი ვფიქრობ, რომ პარლამენტი იქნებოდა სწორი ადგილი აზრიანი დისკუსიებისთვის
ჩვენ არასდროს არ გვიდავია, რომ საქართველოს ახალი არჩევნები სჭირდება. სამწუხაროდ, ოპოზიცია არ არის პარლამენტში. მე კი ვფიქრობ რომ სწორედ პარლამენტი იქნებოდა სწორი ადგილი აზრიანი დისკუსიებისთვის, - - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანმა, რობერტო მონტელამ.
29 აპრილი 2026, 20:47
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ირანის ომი ევროკავშირს დღეში 500 მილიონი ევრო უჯდება
ევროპა ყოველდღიურად თითქმის 500 მილიონ ევროს კარგავს, რადგან ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი წიაღისეული საწვავის ფასებს ზრდის, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოთხშაბათს.
29 აპრილი 2026, 20:46
პოლიტიკა
ტერიტორიების და სუვერენიტეტის დათმობა ევროინტეგრაციის სანაცვლოდ - უკრაინისა და მოლდოვისთვის დასაშვები გზა საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზა სუვერენიტეტის დაცვაზე გადის. საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მოლდოვის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების გზად რუმინეთთან შეერთების იდეა კვლავ გაახმიანა.
29 აპრილი 2026, 20:40
პოლიტიკა
ქუთაისის შემდეგ ბათუმი - რა ნიშნით უშვებენ მოქალაქეებს ოპოზიციური ალიანსის შეხვედრაზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუთაისის შემდეგ ბათუმი - ოპოზიციური ალიანსის შეხვედრა ამჯერად აჭარაში გაიმართა. მედიას გადაღების უფლება არც აქ მისცეს. გასვლით შეხვედრებში არ მონაწილეობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დღეს „ფედერალისტების“ ლიდერმა ისევ გააკრიტიკა.
29 აპრილი 2026, 20:37
პოლიტიკა
ეკლესიაზე შეტევა არ წყდება - ხელისუფლება რწმენის შეურაცხყოფასა და თავდასხმას გმობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკლესიაზე შეტევა არ წყდება - გიგი უგულავა ისევ აქტიურობს. მის მორიგ შეურაცხმყოფელ გზავნილს არა მხოლოდ პოლიტიკოსების, საზოგადოების კრიტიკაც მოჰყვა.


