IMEDI /  06 ოქტომბერი 2020, 17:21 / სანდო წყარო

ეროვნული ბანკი მომხმარებელს მოუწოდებს, ინტერნეტ სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას სიფრთხილე გამოიჩინოს

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გაცნობებთ, რომ მიმდინარე ეტაპზე, ისევ გრძელდება შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე შესვლისას გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით გათამაშებაში მონაწილეობის მიღების შეთავაზების შეტყობინება ხვდებათ. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ არ ხდება მსგავსი სახის ონლაინ გათამაშების ორგანიზება. გასათვალისწინებელია, რომ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების ან შემდგომ პრიზების მიღებისთვის ითხოვენ პირადი მონაცემების, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდებას. დამატებით, რიგ შემთხვევაში, შეტყობინებებში მითითებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპრიზო თანხის მონაწილისთვის გადარიცხვის შესახებ, რაც ცალსახად არასწორი ინფორმაციაა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი.

ნებისმიერ გათამაშებაში თუ სხვადასხვა ორგანიზაციის ვებგვერდის/ინტერნეტბანკის გამოყენებისას და ინტერნეტ-გადახდების განხორციელებისას მოგიწოდებთ დაიცვათ შემდეგი წესები:

1. არ გადასცეთ სხვა პირებს პირადი მონაცემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება. ასეთ მონაცემბს მიეკუთვნება: საგადახდო ბარათის მონაცემები, ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი, ერთჯერადი SMS კოდი, სატელეფონო აპლიკაციით გენერირებული ერთჯერადი კოდი და სხვა. განსაკუთრებული ყურადღებით გადაამოწმეთ ის ვებგვერდი, რომელიც პირადი მონაცემების შეყვანას გთხოვთ.

2. გადაამოწმეთ ვებმისამართი. ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის ვებმისამართი, სადაც მონაცემების შეყვანას აპირებთ. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხო ვებგვერდზე იმყოფებით, აუცილებლად შეამოწმეთ, რომ ვებმისამართი იწყებოდეს ‘https://' ან ‘shttp://'-ით. ასევე, დარწმუნდით, რომ ვებმისამართის მარცხენა კუთხეში განთავსებულია ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო (იხ. ქვემოთ). დამატებით, შეგიძლიათ დააჭიროთ ბოქლომის ღილაკს, რომ შეამოწმოთ ვებგვერდის სანდოობა და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

3. შეაფასეთ ვებგვერდის შიგთავსი. ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს. ვებგვერდის ტექსტი, გრაფიკა, ორგანიზაციის ლოგოები და სხვა მონაცემები ხშირად ემთხვევა ლეგიტიმური ვებგვერდის შიგთავსს. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ყალბი ვებგვერდის გამოვლენა და, ზოგადად, ყალბი ვებგვერდის ნამდვილი ვებგვერდისგან გარჩევა. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, ყალბი გვერდის ვებმისამართი მცირედ განსხვავდება ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის მისამართისგან. ამასთან, ყალბ ვებგვერდზე გამოყენებული შრიფტი შეიძლება მცირედით განსხვავდებოდეს ნამდვილი ვებგვერდის შრიფტისგან, ან ყალბ ვებგვერდზე დაშვებული იყოს მართლწერის შეცდომები.

4. უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შეთავაზებებს. ყურადღებით გადაამოწმეთ სოციალური ქსელებიდან მიღებული ფინანსური შეთავაზებები. სიფრთხილე გამოიჩინეთ აღნიშნულ შეთავაზებაზე თანხმობის განხილვისას და დარწმუნდით, რომ მიღებული შეთავაზება არის ლეგიტიმური და არ შეიცავს თაღლითობის ნიშნებს.

5. გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი. WHOIS მომსახურების ვებგვერდზე -https://who.is/, მომხმარებელს კონკრეტული ვებმისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია. ვებგვერდის გადამოწმებისას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვებგვერდის შექმნის თარიღს. თუ იცით, რომ ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც თქვენ უნდა შესულიყავით, დიდი ხნის მანძილზე არსებობს, მაგრამ თქვენ მიერ გადამოწმებული გვერდი ახალი შექმნილია, მოცემული გვერდი დიდი ალბათობით არ ეკუთვნის იმ ორგანიზაციას, რომლის ვებგვერდზეც თქვენ გსურდათ შესვლა.

6. გადახდის სანდო წყარო. ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ. PayPal) მეშვეობით. თუ ვებგვერდი, რომელზეც მომხმარებელი იმყოფება, იძლევა გადახდის მხოლოდ ერთ მეთოდს, ეს, დიდი ალბათობით, ყალბი ვებგვერდია.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, განსაკუთრებით, როდესაც ეს საეჭვო ან გაურკვეველი რეპუტაციის ვებგვერდებზე პირადი და ფინანსური მონაცემების განთავსებას ეხება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406.

საქართველოს ეროვნული ბანკის გაფრთხილებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=675

ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ფინანსური განათლების ვებგვერდზე - https://finedu.gov.ge/ge/finansuri-usafrtkhoeba-1

ყველა სიახლე

24 ივნისი 2026, 10:32

რეგიონი

იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

24 ივნისი 2026, 10:28

მსოფლიო

Reuters: ყოველი მეოთხე ამერიკელი ირანთან ომს გამართლებულად მიიჩნევს

ამერიკელების 24% ფიქრობს, რომ ირანთან ომი გაწეულ ხარჯებს ამართლებს, მაშინ როცა მოსახლეობის ნახევარი ამბობს, რომ ეს ამად არ ღირდა. კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს Reuters-ი ავრცელებს.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 10:26

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: 2025 წელს გაიზარდა რეალიზატორების გამოვლენისა და მათი დანაშაულებრივი კავშირების გამოძიების პრაქტიკა

„ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა მზარდი რაოდენობის მიუხედავად, პროკურატურა მათ მიმართ ატარებდა დაბალანსებულ პოლიტიკას და იყენებდა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშემწყობ სასჯელს, რომელიც დანაშაულის გავრცელების შემცირებისა და მომხმარებლის დამოკიდებულებისგან გათავისუფლების ხელშემწყობ საშუალებას წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 10:24

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად 2025 წელს თბილისის პროკურატურაში არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო შეიქმნა

როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო დაკომპლექტდა სპეციალიზებული პროკურორებით, რომლებიც საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას ახორციელებენ მხოლოდ ამ საქმეებზე.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 10:05

პოლიტიკა

გიორგი გვარაკიძე: დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტია

დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტია - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

დონალდ ტრამპი

24 ივნისი 2026, 09:54

მსოფლიო

ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა შეისწავლოს, რატომ არ ამცირებენ ნავთობკომპანიები ბენზინზე ფასებს ისე სწრაფად, როგორც ეს ნედლი ნავთობის შემთხვევაში ხდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნავთობკომპანიები ბენზინგასამართ სადგურებზე ფასებს იმ ტემპით არ ამცირებენ, რა ტემპითაც თავად ნავთობს იაფად ყიდულობენ.

დონალდ ტრამპი პიტ ჰეგსეტი

24 ივნისი 2026, 09:31

მსოფლიო

აშშ-ში კოსმოსური თავდაცვის ახალი სისტემა, „ოქროს გუმბათი“ გამოცადეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა პირველად გამოცადეს კოსმოსური თავდაცვის ახალი სისტემა, „ოქროს გუმბათი“.

24 ივნისი 2026, 09:09

საზოგადოება

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა სახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოსაწყობად შერჩეული ორი პოტენციური ტერიტორია დაათვალიერეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, სახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოსაწყობად შერჩეული ორი პოტენციური ტერიტორია და იალღუჯის მთაზე მდებარე ქიმიური ნარჩენების განთავსების ყოფილი ტერიტორია დაათვალიერა.

24 ივნისი 2026, 09:07

რეგიონი

რუსთავის მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო

რუსთავის მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო. რეფორმის ფარგლებში, ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები პროფესიული გადამზადების ორთვიან კურსს გაივლიან.

24 ივნისი 2026, 09:02

სპორტი

სპორტის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილ გარბენს დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილ გარბენს დაესწრო და მამაკაცთა კატეგორიაში გარბენის პრიზიორი დააჯილდოვა.

დონალდ ტრამპი

24 ივნისი 2026, 09:00

მსოფლიო

ტრამპმა სენატი, რომელმაც მას ირანთან ომის წარმოება აუკრძალა, მკაცრად გააკრიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა სენატი, რომელმაც მას ირანთან ომის წარმოება აუკრძალა.

24 ივნისი 2026, 08:58

სპორტი

გლდანის რაიონის გამგეობამ ტურნირი „გლდანის თასი ქვიშის ფრენბურთში - 2026“ გამართა

გამარჯვებულ გუნდებს თასები, მედლები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. ვაუჩერები ასევე გადაეცათ საპრიზო ადგილზე გასული გუნდების მწვრთნელებს

24 ივნისი 2026, 08:54

რეგიონი

დაბა ადიგენში სამ ქუჩაზე ასფალტის საფარი და ტროტუარები განახლდება

დაბა ადიგენში სამ ქუჩაზე ასფალტის საფარიდა ტროტუარები განახლდება. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში სკვერების მოწყობაზე მუშაობენ.

24 ივნისი 2026, 08:51

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი მთავარი პროკურორის ანგარიშზე: ალბათ ძალიან ბევრი კითხვაც იქნება და ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებთ

ალბათ ძალიან ბევრი კითხვაც იქნება და ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებთ, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

24 ივნისი 2026, 08:42

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, რომ საგარეო კომიტეტის სხდომაზე, სადაც გაფართოების საკითხზე იმსჯელებენ, ქართული დელეგაცია არ მიიწვიეს: საქართველოს იქ ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას, რაც არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში

საქართველოს იქ [სხდომაზე] ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას. ეს უბრალოდ არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

24 ივნისი 2026, 08:33

პოლიტიკა

ლევან მაჭავარინი ევროკავშირზე: ისინი უნდა შეეგუონ, რომ ვერც რევოლუციის გზით მოხდა ჩვენი ჩანაცვლება, ვერც არჩევნებში მათი უხეში ჩანაცვლება და სხვა გზა არ დარჩებათ, დასხდებიან და დაიწყებენ ჩვენთან საუბარს

სხვა გზა არ დარჩებათ, დასხდებიან და დაიწყებენ ჩვენთან საუბარს, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის მისამართით.

გურამ მაჭარაშვილი

24 ივნისი 2026, 08:25

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს წინსვლას პოზიტიურად აფასებდნენ და ამ დროს ევროსაბჭოში მიდიოდეს უსამართლოდ საუბარი

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში და უკვე მის ფარგლებს გარეთაც არავის აღარ სჯერა ევრობიუროკრატიაში საქართველოს წინააღმდეგ განცხადებების და გადაწყვეტილებების.

ლევან მახაშვილი

24 ივნისი 2026, 08:21

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე: ასეთი ტიპის დოკუმენტებს ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის, სამწუხაროდ მნიშვნელობა არ აქვს

ასეთი ტიპის დოკუმენტებს ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის, სამწუხაროდ მნიშვნელობა არ აქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

24 ივნისი 2026, 08:12

პოლიტიკა

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესებთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესები მკაცრდება. არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომელსაც პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებს.

24 ივნისი 2026, 08:09

პოლიტიკა

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებზე და პლენარულ სხდომაზე პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.