imedi /  09 დეკემბერი 2020, 13:55 / სანდო წყარო

იოსებ არჩვაძე: მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიმდინარე წელს თითქმის 2.2-ჯერ აღემატება საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს

იოსებ არჩვაძე

იოსებ არჩვაძე

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის მესამე კვარტალში - 302.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა, 2019 წლის მესამე კვატალთან შედარებით, 23.6 პროცენტით ნაკლებია (მთლიანად იანვარ-ოქტომბერში - 719.0 მლნ. აშშ დოლარი - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 24.0 პროცენტით ნაკლები), რასაც ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე შემდეგი გარემოებებით ხსნის - ექსპერტი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია გლობალური მასშტაბით წარმოების, ეკონომიკური აქტიურობის მკვეთრი შემცირება და საინვესტიციო მიმართულება ამ მხრივ არაა გამონაკლისი.

„საკმარისია ითქვას, რომ გლობალური მასშტაბით 2020 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფაქტობრივად განახევრდა (შემცირდა 49 პროცენტით), მაშინ როდესაც ჩვენთან მისი შემცირების დინამიკა მსოფლიოს ანალოგიურ მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლები იყო - 24.2 პროცენტით“, - განაცხადა ექსპერტმა.

გარდა ამისა, იოსებ არჩვაძის განცხადებით, 2019 წლის კვარტალებს შორის უცხოური ინვესტიციები ყველაზე მეტი მესამე კვარტალში იყო, რის გამოც მასთან შედარებით საგრძნობი აღმოჩნდა 2020 წლის მესამე კვარტალის საინვესტიციო კლება, მაგრამ თუ 2020 წლის მესამე კვარტალის მაჩვენებელს 2019 წლის ოთხივე კვარტალის საშუალო მონაცემებს შევადარებთ, იგი მხოლოდ 7.3 პროცენტით ნაკლები იქნება, რაც, სხვათა შორის, შესაბამის პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ვარდნის მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლებია.

ექსპერტის განცხადებით, მიუხედავად ზემოხსენებული შემცირებისა, მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიმდინარე წელს თითქმის 2.2-ჯერ აღემატება საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს - ეს იმ დროს, როდესაც მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მშპ საქართველოში საშუალო მსოფლიო დონის მხოლოდ 90 პროცენტია.

მისი თქმით, უცხოელი ინვესტორების მზარდი დაინტერესება საქართველოს საფინანსო სექტორითა და მომპოვებითი მრეწველობით (ამ სფეროებში ჯამურად მესამე კვარტალში განხორციელდა 159.3 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია - მთელი ინვესტიციების 52.6% და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 31.8%-ით მეტი) მიანიშნებს, რომ მათი ინტერესი საქართველოსადმი სერიოზულ და ხანგრძლივ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული.

ექსპერტის განცხადებით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში პრაქტიკულად ეკონომიკური აქტიურობის ის ერთადერთი სფეროა, რომელიც 2020 წლის გავლილი სამი კვარტალის მანძილზე ხასიათდებოდა მხოლოდ აღმავლობის დინამიკით. – 2020 წლის მეორე კვარტალში მისი მოცულობა პირველ კვარტალთან შედარებით გაიზარდა 38.4 პროცენტით, მესამე კვარტალში მეორე კვარტალთან კი - 27.2 პროცენტით.

„მხედველობაშია მისაღები, რომ საზღვარგარეთელ ინვესტორებში მოწინავე პოზიციები (როგორც მესამე კვარტალში, ისე მთლიანად იანვარ-ოქტომბერში) განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებს უკავიათ. მაგალითად, 2020 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ინვესტიციების სიდიდით პირველ ოთხ ადგილზე გასულ ქვეყნებზე (აშშ, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები) მთელი ინვესტიციების თითქმის 4/5 მოდიოდა. ეს მიუთითებს საქართველოზე, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყანაზე, ისე დასავლური კაპიტალის საქართველოსთან ხანგრძლივი, ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების მყარ განზრახვაზე. ამ სახის ინვესტიციების დინამიკა ცალსახად ადასტურებს საქართველოში შექმნილ სასურველ საინვესტიციო გარემოსა და კლიმატზე, რაც ქვეყანაში გატარებული თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია და უცხოელ ინვესტორების თვალში საქართველოს მაღალ საინვესტიციო ნდობაზე მიუთითებს. აღნიშნული ფაქტორი სულ უფრო მზარდ როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ისეთი სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტაში, როგორიცაა წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და საგარეო მოწყვლადობის შემცირება,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

ყველა სიახლე

ჯონ რეტკლიფი

27 აგვისტო 2026, 02:46

მსოფლიო

The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.