გიორგი ცუცქირიძე: ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები რეკორდულად მზარდია, რაც იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლების სტრატეგიაზე გადასვლას უზრუნველყოფს
გიორგი ცუცქირიძე
ფოტო: არქივი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ლევან დავითაშვილის მიერ სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის და ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგების პრეზენტაციას ექსპერტები ეხმაურებიან.
როგორც გიორგი ცუცქირიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, პანდემიურმა პერიოდმა აჩვენა, რომ სასურსათო უზრუნველყოფას, სურსათის უსაფრთხოებასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება მომავალშიც და ამ კუთხით არის სწორედ საინტერესო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წლიური ანგარიშის განხილვა. ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად პანდემიური პერიოდისა, სოფლის განვითარების სააგენტოს ფარგლებში გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამები, აგროწარმოების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებთან ერთად, არა თუ შემცირდა, არამედ კიდევ უფრო მეტი დინამიკა შეიძინა.
„დიდწილად ამის შედეგია, რომ 2020 წელს, მიუხედავად პანდემიით შექმნილი კრიზისული ვითარებისა, რეკორდულად მზარდია ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები, რაც იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლების სტრატეგიაზე გადასვლას უზრუნველყოფს. გაზრდილია ფერმერებისა და მეწარმებისთვის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა, ხოლო სახელმწიფოს თანამონაწილეობა გაცილებით დიდია საფინანსო ინსტიტუტებთან აღებულ ვალდებულებებში, რაც სახელმიფოს მიერ, ფერმერებისა და მეწარმების სესხების საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსებას ემსახურება“, - წერს ექსპერტი.
ტატუსში მას კონკრეტული ციფრებიც მოჰყავს.
სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად, ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა და მათ შემოსავლების სახით, 310 მლნ ლარამდე მიიღეს, შეიქმნა „მცირე მარნების დახმარების პროგრამა“, რომლის ფარგლებში, პანდემიის შედეგად დაზარალებული ათეულობით მცირე მარნის ბოთლი ღვინის ტრანსპორტირება განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ აგროსექტორის ანტიკრიზისული მართვის ფარგლებში მოხერხდა სურსათით მომარაგების უწყვეტობის შენარჩუნება, რაც გლობალური მიწოდების ჯაჭვების წყვეტის პირობებში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა. ამ ურთულესი გამოწვევის დროს, ქვეყნის არც ერთ რეგიონში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა, ხოლო ხორბლის იმპორტის და ფქვილის სუბსიდირების პროგრამები უმოკლეს ვადებში განხორციელდა.
არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობას, სულ ფერმერების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმასთან ერთად, 300 მლნ ლარი გამოიყო, ხოლო სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირების პროგრამით 172,000-ზე მეტ ფერმერმა ისარგებლა.
სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, ასევე წარმატებულად უნდა შეფასდეს მცენარეთა მავნებლების, მათ შორის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები, რამაც განაპირობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვასთან ერთად, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. 2020 წელს თხილის სარეკორდო საექსპორტო მაჩვენებელიც ამას ადასტურებს და პერსპექტივაში ბაზრის სერიოზულ მოთამაშედაც გვაქცევს. ეკონომიკური ზრდის კონტრიბუციაში დიდი მნიშვნელობა აქვს დამატებული ღირებულების ზრდას აგროსექტორში, მარტო 2012 წლიდან 2019 წლამდე - სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში, პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი 1.6 მილიარდი ლარით (43%), შექმნილი დამატებული ღირებულების მაჩვენებელი ერთი მილიარდი ლარით (44%) არის გაზრდილი.
ამასთან, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული ბიზნეს სექტორში 2012-2019 წლებში, პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი სარეკორდო 163%-ით გაიზარდა, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი -42%-ით. კიდევ ერთი მეტად პერსპექტიული მიმართულებაა ახალი სატყეო პოლიტიკის ფარგლებში, სატყეო-სამეურნეო საქმიანობის განვითარება, რაც გარდა იმისა, რომ მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, და ეკონომიკურ ზრდაზე მხოლოდ დადებითად აისახება, უზრუნველყოფს ქვეყნის ბიომრაფალფეროვნებასაც. მარტო ბოლო პერიოდში დაცული ტერიტორიების ფართობი 122,374 ჰექტარით არის გაზრდილი, სულ კი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 12%-ია და საშუალო ევროპულ მაჩვენებელს უახლოვდება.
„ფაქტია, რომ აგროსექტორის ანტიკრიზისული მართვის ფარგლებში მოხერხდა სურსათით მომარაგების უწყვეტობის შენარჩუნება, რაც გლობალური მიწოდების ჯაჭვების წყვეტის პირობებში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა. ამ ურთულესი გამოწვევის დროს, ქვეყნის არც ერთ რეგიონში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა, ხოლო ხორბლის იმპორტის და ფქვილის სუბსიდირების პროგრამები უმოკლეს ვადებში განხორციელდა“, - წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 09:40
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა სავიზო გასაუბრებები მსოფლიო მასშტაბით შეაჩერა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიო მასშტაბით სავიზო მომსახურების მსურველთათვის გასაუბრებების ჩატარება დროებით შეაჩერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 09:32
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდები მომდევნო კვირაშიც შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში, დღის ბოლომდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 27-დან 32 გრადუსამდე იქნება.
26 აგვისტო 2026, 09:27
მსოფლიო
პოლონეთის მცხოვრებლების უმრავლესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება
პოლონეთის მცხოვრებლების უმრავლესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება. სოციოლოგიური გამოკითხვა „პოლსტერის“ ლაბორატორიამ ჩაატარა. გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 53% ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკისა და იარაღის გადაცემას.
26 აგვისტო 2026, 09:24
მსოფლიო
მედია: უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე NORSI-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 09:23
მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა, არ დაერტყა რუსეთისთვის, ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა, არ დაერტყა რუსეთისთვის, ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა. ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.
26 აგვისტო 2026, 09:19
საზოგადოება
ბაკურიანის ახალგაზრდული ბანაკი დასრულდა
გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული ბაკურიანის ახალგაზრდული ბანაკი დასრულდა. პროექტში გორის მუნიციპალიტეტიდან 16-დან 21 წლამდე ასაკის 180 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
26 აგვისტო 2026, 09:17
საზოგადოება
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკს რატი იონათამიშვილი და არჩილ ბერიძე ეწვივნენ
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი სტუდენტების მეშვიდე ნაკადს მასპინძლობს. ბანაკის მონაწილეები ყოველდღიურად სპორტულ-საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში არიან ჩართულები. ამჯერად ბანაკს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და პარლამენტის წევრი, არჩილ ბერიძე ეწვივნენ.
26 აგვისტო 2026, 09:14
რეგიონი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხს ამოწმებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების მშენებლობის, რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვისა და პერიოდული შეკეთების პროცესში შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს სისტემატურად ახორციელებს.
26 აგვისტო 2026, 09:12
საზოგადოება
თბილისში, თამარაშვილის ქუჩის N15, N17, N19, N21-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
დამონტაჟდა სარწყავი ქსელი და გარე განათება. მოეწყო საპარკო ინვენტარი - დამონტაჟდა ურნები, სკამები. ასევე ეწყობა საბავშვო სივრცე და მონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები. იგება რულონური ბალახიც.
26 აგვისტო 2026, 09:06
საზოგადოება
იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდიან - მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება
26 აგვისტო 2026, 09:00
საზოგადოება
განათლების მინისტრი მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
განათლების მინისტრი მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. გივი მიქანაძემ, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან და პარლამენტის დელეგატ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 09:00
მსოფლიო
უკრაინულმა ძალებმა რუსეთის Wildberries-ზე დარტყმები განაახლეს. დაიბომბა ტამბოვის ოლქში მდებარე ობიექტი
უკრაინულმა ძალებმა რუსეთის უმსხვილეს ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმა Wildberries-ზე დარტყმები განაახლეს. გვიან ღამით აფეთქებები რუსეთის ტამბოვის ოლქში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა, იუწყება უკრაინული მედია.
26 აგვისტო 2026, 02:39
მსოფლიო
AXIOS: რუბიომ მოკავშირეებს აცნობა, რომ აშშ ირანზე სამხედრო დარტყმებიდან სანქციების პოლიტიკაზე გადადის
ამერიკელი ოფიციალური პირისა და ინფორმირებული წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უცხოელ კოლეგებს განუმარტა, რომ „ამ ეტაპზე“ შეერთებული შტატები ირანზე ახალი იერიშების მიტანას არ გეგმავს, - წერს გამოცემა AXIOS-ი.
26 აგვისტო 2026, 00:47
სპორტი
ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია
ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია, - ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 23:48
მსოფლიო
The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი სამშაბათს მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია, ეს რუსეთის დედაქალაქში მისი პირველი საჯაროდ ცნობილი ვიზიტია, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
25 აგვისტო 2026, 22:57
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა, რითაც სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრების პირველი ეტაპი ქვეყნის მასშტაბით დღეს დასრულდა, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 22:49
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ქანთრი-მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში ამერიკელი ქანთრი-შემსრულებელი დოლი პარტონი გარდაიცვალა, - წერს The New York Times-ი.
25 აგვისტო 2026, 21:51
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვი Reuters-თან ინტერვიუში: მიმაჩნია, რომ ახლა გარდამტეხი მომენტია, რომელიც ჩვენს მომავალ გზას განსაზღვრავს, თუმცა ისე ჩანს, თითქოს ეტაპობრივად, ნელ-ნელა ვმარცხდებით
უკრაინა, როგორც ჩანს, რუსეთთან ომში ნელ-ნელა მარცხდება, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა და გააფრთხილა, რომ კიევს რამდენიმე თვე აქვს იმ ძირითადი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც ვითარების მის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად არის საჭირო.
25 აგვისტო 2026, 21:44
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ვნუკოვოში სტრატეგიული C-17-ის გამოჩენა მეტყველებს, რომ მხარეები იმყოფებიან აქტიური არაოფიციალური მოქმედებების ფაზაში
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში Boeing C-17A Globemaster III-ის ტიპის მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის დაჯდომას ეხმიანება.
25 აგვისტო 2026, 21:39
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: თამარ ჩერგოლეიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და გვეწყინოს. მილიონობით დოლარი დახარჯა ფონდმა „ქართუმ“ იმისთვის, რომ ფილტვის ცენტრის ულტრათანამედროვე კლინიკა შეექმნა აბასთუმანში
თამარ ჩერგოლეიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და გვეწყინოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება, ჩერგოლეიშვილი მიზანმიმართულად არ იმჩნევს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას და ყურადღებას აბასთუმნის ლანდშაფტზე ამახვილებს.


