ევროპის გუნდი: ევროპის საინვესტიციო ბანკი, კოვიდ-19-ის პანდემიისას საქართველოს საწარმოების დასახმარებლად, 25 მილიონი ევროს ინვესტიციას გამოყოფს და თიბისი ბანკთან საკრედიტო ხაზს აფართოებს
ევროპის საინვესტიციო ბანკი
ფოტო: Shutterstock.com
ევროპის საინვესტიციო ბანკი სს თიბისი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 25 მილიონ ევროს ამატებს და მის საერთო ოდენობას 81 მილიონ ევრომდე ზრდის, რათა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საინვესტიციო ბანკი ავრცელებს.
მათი განცხადებით, მხარდაჭერა გავრცელდება საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესებზეც.
აღნიშნული ინვესტიცია წარმოადგენს კოვიდ-19-ის პანდემიაზე „ევროპის გუნდის“ საგანგებო რეაგირების ნაწილს, რომლის მიზანია დაეხმაროს საქართველოში სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და ბიზნესოპერაციების შენარჩუნებას და ხელი შეუწყოს ეკონომიკის აღდგენას.
2007 წლიდან, ევროკავშირის ბანკმა უზრუნველყო 2 მილიარდ ევრომდე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკის ყველა ძირითად სფეროში, მათ შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების, ჯანმრთელობის დაცვის და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად.
ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტს წარმოადგენს, უზრუნველყოფს 25 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესისთვის სს თიბისი ბანკში არსებული საკრედიტო ხაზის გასაზრდელად. აღნიშნული რესურსი ქვეყნის ეკონომიკას კოვიდ-19-ის პანდემიით შექმნილი კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება. საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს სხვადასხვა ვალუტაში, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
იმ დროს, როდესაც კოვიდ-19-ის პანდემია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ლიკვიდურობასთან, ფინანსებზე წვდომასთან, ყოველდღიურ საქმიანობასა და ფონდების გაფართოებასთან დაკავშირებით პრობლემებს უქმნის, ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი ქვეყნის ეკონომიკაში ახალ კაპიტალს შეიტანს.
ევროკავშირის ბანკის მიერ უზრუნველყოფილი ინვესტიცია გააძლიერებს მცირე და საშუალო ზომისა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის ხერხემალსა და მთავარ დამსაქმებლებს წარმოადგენენ, ასევე ქვეყნის ფინანსურ სექტორს, პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსასვლელად საჭირო შესაძლებლობების გაზრდის გზით.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ბანკის საქმიანობაზე, აღნიშნა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი რესურსი დაეხმარება როგორც საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, ასევე მის ფინანსურ სექტორს.
„როგორც ევროკავშირის ბანკი, ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ საქართველოს და მის ეკონომიკას, ასეთ მძიმე პერიოდში, მდგომარეობის სირთულის მიუხედავად, ვაძლიერებთ. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი რესურსი დაეხმარება როგორც საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, ასევე მის ფინანსურ სექტორს, და პანდემიის მიუხედავად, მისცემს მათ საქმიანობის გაგრძელებისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ სამუშაო ადგილებს და შემოსავლებს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორიდან, გვჯერა საქართველოს წარმატებული და მდგრადი მომავლის“, - განაცხადა ტერეზა ჩერვინსკამ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩიმა, კარლ ჰარცელმაც თავის მხრივ გამოყოფილი დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„პანდემიის პერიოდში ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა. ევროკავშირმა საქართველოსთვის კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად დახმარების უპრეცედენტო პაკეტის, 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ბიზნესის ეკონომიკური აღდგენა წარმოადგენს. ევროკავშირის ბანკის მიერ გამოყოფილი რესურსი ამ კომპონენტს აძლიერებს და ადგილობრივი ბანკების საშუალებით მეტი დახმარების გაწევის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული შეთანხმების წყალობით, საქართველოში მოქმედ უფრო მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს ექნება წვდომა ფინანსებზე, რაც მათ ამ რთული პერიოდის გადალახვის შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.
თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ აღნიშნა, რომ მათთვის საამაყოა ევროპის საინვესტიციო ბანკთან წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც უკვე 8 წელიწადზე მეტს ითვლის.
„ჩვენი ეფექტიანი საქმიანი ურთიერთობის დასტურია. ევროპის საინვესტიციო ბანკი განაგრძობს ჩვენ გვერდში დგომას ამ რთულ პერიოდში და კვლავაც მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც კოვიდ-19 პანდემიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ევროკავშირის გარანტიით, ევროპის საინვეტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი სესხი თიბისი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს საკუთარი საკრედიტო საქმიანობა, საქართველოს საფინანსო სექტორის გრძელვადიანი სტაბილურობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ან გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის აღდგენის მხარდასაჭერად.
საკრედიტო ხაზი, რომელიც ახლა, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გარდა, ხელმისაწვდომი ხდება საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებისთვისაც, კიდევ უფრო მიმზიდველია კოვიდ-19-თან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკის საგანგებო ზომებით გათვალისწინებული უფრო მოქნილი პირობების გამო. აღნიშნული საგანგებო ზომები წარმოადგენს „ევროპის გუნდის“ ძალისხმევის ნაწილს, რომლებიც მიმართულია პანდემიის პერიოდში პარტნიორი სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს დასახმარებლად.
ეს არის ევროპის განვითარების ბანკსა და სს თიბისი ბანკს შორის დადებული მეოთხე სასესხო ხელშეკრულება. თიბისი ბანკი ასევე მონაწილეობს ევროპის განვითარების ბანკის ჯგუფის 2 საგარანტიო პროგრამაში. საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და საშუალი კაპიტალიზაციის მქონე საწარმოების საკრედიტო ხაზებში ევროკავშირის ბანკის მიერ დღემდე განხორცილებული ინვესტიციების მოცულობა 330 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ქვეყანაში 54 000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მფლობელობაში არსებული გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად გონივრული ინვესტიციებისთვის გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს.
2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოში საკუთარი საქმიანობა დაიწყო, ბანკმა დაახლოებით 2 მილიარდი ევროს მოცულობით დაფინანსა 23 პროექტი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურის განვითარება, კერძო სექტორის მხარდაჭერა და კლიმატის ცვლილების შერბილება და ადაპტაცია. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს მხარდაჭერა 2014 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერით კიდევ უფრო გაძლიერდა, რომლის შედეგადაც საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროპის საინვესტიციო ბანკის ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი გახდა.
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში პროექტების უმეტესობას ევროკავშირის გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე აფინანსებს. ეს მანდატი ევროპის საინვესტიციო ბანკს ანიჭებს ევროკავშირის ბიუჯეტით უზრუნველყოფილ გარანტიას, რომლითაც ხორციელდება სოციალური, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარების და კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის პროექტები. საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე this link.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 13:01
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.
26 აგვისტო 2026, 12:53
მსოფლიო
ზელენსკიმ მასკი უკრაინის “თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელი ბიზნესმენი და მილიარდერი ილონ მასკი „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა ატვირთული.
26 აგვისტო 2026, 12:31
საზოგადოება
სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გენადი კერძევაძე წარუდგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 12:18
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრების გზაზე უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს.
26 აგვისტო 2026, 12:05
საზოგადოება
28 აგვისტოს, უქმე დღესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
აღნიშნულ თარიღში საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევაზე იმოქმედებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული, არასამუშაო დროისთვის/უქმე დღისთვის დაწესებული ტარიფი.
26 აგვისტო 2026, 12:02
რეგიონი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კუმისის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, სოფელ კოდაში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 11:52
მსოფლიო
უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ელჩად შესაძლოა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება დაინიშნოს
აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დმიტრო კულებას კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 11:33
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით რომან გოცირიძის განცხადებებზე: ერთი ემირატული გიგანტის მეორეთი ჩანაცვლების „საერთაშორისო იზოლაციად“ გასაღების მცდელობა არის იაფი პოლიტიკური პროპაგანდა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში უცხოური ინვესტიციების შესახებ რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და პოლიტიკურ პროგაპანდას უწოდებს.
26 აგვისტო 2026, 11:15
მსოფლიო
Reuters: ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა
პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, სახელმწიფო საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 11:12
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროვოკაციული და ცილისმწამებლური განცხადება მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით მიზნად ისახავს საზოგადოების გარკვეული ნაწილის სიცრუეში შეყვანას და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციას
სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
26 აგვისტო 2026, 11:10
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებული შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს
„მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა თანხის ბიზნეს საქმიანობაში ან მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა, რადგან სწორედ ამ თანხით ხდება სქემის მონაწილეებისთვის თითქოსდა ბიზნეს საქმიანობიდან, ამ შემთხვევაში კრიპტოაქტივებით ვაჭრობიდან, მიღებული მოგების გადახდა. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება სქემაში, მით უფრო იზრდება მისი სიცოცხლისუნარიანობა“, - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.
26 აგვისტო 2026, 11:07
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ლარსიდან გავრცელებულ ვიდეოზე: უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, ზაფხულში შექმნან თემა, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია
„2008 წლის ომი არ იყო მათი ომი? ბიჭების დაღვრილი სისხლი არ იყო მნიშვნელოვანი მათთვის? თუ მაინცდამაინც უკრაინაში უნდა შევარდნილიყო რუსეთი, რომ როგორც იქნა მათთან რაღაც პატრიოტული განწყობები გაღვივებულიყო? ეს არის ჩვეულებრივი ხელოვნური, ყალბი, დაკვეთილი პოლიტიკური აქტივობა, რომლის მიზანიც არის, რომ საერთო ანტირუსული, პროუკრაინულ ტალღას მოერგონ. ეს არის პოლიტიკურ მოდას აყოლილი პოლიტიკოსების აქტივობა“, - აცხადებს მახაშვილი.
26 აგვისტო 2026, 11:05
საზოგადოება
სტატისტიკის მიხედვით, 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ვრცელდება ვიდეო ლარსის პუნქტიდან, სადაც მათი მტკიცებით, უკონტროლო შემოდინებაა და ირაკლი ფავლენიშვილის სიტყვებით, ამ ხალხის მოშორებაა საჭირო.
26 აგვისტო 2026, 10:56
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „გარდაბნის მეცხოველეობა“ ფერმა დაათვალიერა. მინისტრმა, კომპანიის წარმომადგენლებისგან მეურნეობის საქმიანობისა და განვითარების გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
26 აგვისტო 2026, 10:52
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თურქეთის მიერ ძებნილი პირები გამოავლინეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გამოავლინეს, რომელთა მიმართაც კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 10:52
ტექნოლოგიები
მსოფლიოში პირველად შობადობა მოსახლეობის აღწარმოების დონეზე დაბლა დაეცა
მანამდე გაეროში ადრე განაცხადეს, რომ მსოფლიოში შობადობის შემცირების მიზეზებია ფინანსური სირთულეები, საცხოვრებლის ნაკლებობა, არასტაბილური დასაქმება, პარტნიორის არყოლა და მომავლის შიში. ამასთან, ბევრს კვლავ სურს შვილები: ქალების 38%-ს და კაცების 35%-ს ორი ბავშვის ყოლა სურს.
26 აგვისტო 2026, 10:49
სამართალი
პოლიციამ თბილისში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობა აღკვეთა - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
26 აგვისტო 2026, 10:47
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
26 აგვისტო 2026, 10:45
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პირველი სექტემბრიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
26 აგვისტო 2026, 10:44
მსოფლიო
პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტი მოსკოვში სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის ჯონ რეტკლიფის ვიზიტი მოსკოვში ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.


