imedi /  08 აგვისტო 2017, 18:22 / სანდო წყარო

დიღომში ჰესის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

ენერგეტიკის სამინისტრომ თბილისში მდ. მტკვარზე ასაშენებელი "დიღომი ჰესის" ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.

ინტერესთა გამოხატვა კომპანია  შპს „ჯი ემ ჯი”-ის განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.

"დიღომი ჰესის" დადგმული სიმძლავრე 17.50 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 95.0 მლნ.კვტ.სთ-ია. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 35,000,000  დოლარს შეადგენს.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, განაცხადების მიღება 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

კომენტარები ()