imedi /  03 ოქტომბერი 2018, 16:43 / სანდო წყარო

ეროვნული ბანკი თიბისი ბანკიდან 4 მილიონის გაცემაზე განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი ბოლო დღეების სკანდალს ეხმაურება. საუბარია ზაზა ოქუაშვილის ინფორმაციაზე, თიბისი ბანკიდან არასამუშაო საათებში 4 მილიონი ლარის ექვივალენტი უცხოური ვალუტის განაღდებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ GBC.ge-ი წერს. 

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას „თიბისი ბანკიდან“ უცხოურ ვალუტაში გატანილი თანხის შესახებ.

ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კომერციული ბანკიდან გაცემული თანხა „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკისგან მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება. „თიბისი ბანკიდან“ თანხის გატანის პერიოდში კომერციულ ბანკს ეროვნული ბანკის საცავიდან უცხოური ვალუტის ინკასირება არ განუხორციელებია.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ოპერაციების განხორციელების პროცესში კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან დაიცვან „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პროცედურები და მოთხოვნები.

აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული მასალები წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და, შესაბამისად, ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას საჯაროდ ისაუბროს ტრანზაქციის დეტალებთან ან/და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ/განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველთვის მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

30 ოქტომბერს "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებამოსთხოვა. მისივე თქმით, მას 4 მილიონი იძულებით გადაარიცხინეს ანგარიშზე, რომლიდანაც 24 საათში თანხა ნაღდი ფულით ყოველგვარი ანგარიშსწორების წესის დარღვევით, შს მინისტრის ზეწოლით გაიტანეს.

ოქუაშვილის მტკიცებით, ამ პროცედურას ესწრებოდნენ თიბისი ბანკის პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარეებიც, რომლებზეც ასევე ხორციელდებოდა ზეწოლა.

„თიბისი ბანკში“ ოქუაშვილის განცხადება უარყვეს.  ბანკში აცხადებენ, რომ ზაზა ოქუაშვილის  განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს.

„ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკი“ განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. „თიბისი ბანკს“ გააჩნია კანონიერი ვალდებულება დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროვება“, - ნათქვამია თიბისი ბანკის განცხადებაში.

„პატრიოტთა ალიანსისთვის“ თანხის გადარიცხვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, არჩევნების შემდგომ პერიოდში პარტიას უამრავი აქტივობა ჰქონდა. ჩხეიძე და ოქუაშვილი, როგორც მონაწილეები, პარტიის აქტივობებში, ყოველთვის მონაწილეობდნენ, "მაგრამ არც ერთ შემთხვევაში, არც ქალბატონ ნატოს და არც ბატონ ზაზას, არც მათი მხრიდან რომელიმე მხარდამჭერს ფინანსური თანამონაწილეობა არ გაუღია.

გარდა ამისა, პირველ ოქტომბერს, „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „საქართველოს ბანკმა“. როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სს „საქართველოს ბანკის“ მიმართ „ომეგა ჯგუფს“ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, „ომეგა ჯგუფი“ ბანკის მიმართ ვალდებულებებს 2016 წლიდან მოყოლებული არ ასრულებს და ამ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოში დავაა.

სექტემბერში, „იბერიის“ ეთერში, რომლის მფლობელიც „ომეგა ჯგუფია“ პირველი ჩანაწერი გამოქვეყნდა. არხი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ომეგას“ ბიზნესზე ზეწოლით მას ავიწროებს და „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს“.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, „ომეგა ჯგუფს“ 51 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს და სახელმწიფოსგან შეღავათიანი რეჟიმის დაწესების მიუხედავად ვალის გადახდა არ სურს, ტელევიზიას კი შანტაჟისთვის იყენებს.

27 სექტემბერს საგამოძიებო უწყებაში "ომეგა ჯგუფის" სამი დირექტორი დაიბარეს, - მათ შორის: ზაზა ოქუაშვილი, ირაკლი ჩუბინიშვილი და გიორგი ქურდაძე. გიორგი ქურდაძემ საგამოძიებო უწყების დატოვებისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამომძიებლებთან არ თანამშრომლობს და სასამართლო წესით დაკითხვას ითხოვს.

მედიაში გავრცელებული ჩანაწერების გამო პროკურატურაში გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო.

ყველა სიახლე

17 აპრილი 2026, 15:26

მსოფლიო

Reuters: ევროკავშირი მაისიდან სირიასთან ოფიციალური კონტაქტების აღდგენას გეგმავს

ევროკავშირი სირიასთან თანამშრომლობის გაღრმავებას ოფიციალური პოლიტიკური კონტაქტების აღდგენისა და უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარების საშუალებით აპირებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნიკა ობოლაძე

17 აპრილი 2026, 15:18

პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე ჩერგოლეიშვილზე: მიშას ხმებით პარლამენტში შესვლა უნდა, თან ისე, რომ „არაფერზე და არავისზე" აზრს არ იცვლის და 5 წელია, პოლიტპატიმარ სააკაშვილს ჩარეცხვით ემუქრება და რუსის აგენტობას აბრალებს - ნაცმოძრაობა დუმს

„ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე, „ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ, მიხეილ სააკაშვილის, გიგი წერეთლისა და სხვადასხვა ოპოზიციური აქტორების მიმართ გამოთქმული მწვავე კრიტიკის ამსახველ სქრინებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ინტერესდება, რა პასუხს გასცემს ჩერგოლეიშვილი, რომელიც ახლა თავად არსებობს სააკაშვილის გვერდით პოლიტიკურად და გიგი წერეთელთან ერთადაც დგას.

17 აპრილი 2026, 15:12

საზოგადოება

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში ცხოველთა სამი ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში.

17 აპრილი 2026, 15:10

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა თბილისის N145-ე, N106-ე, N190-ე, N211-ე, N212-ე საჯარო სკოლების და კერძო სკოლა „ალბიონის“ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პაატა სალია
ლი ჯუნჰუა

17 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ქართული ინოვაციური პროექტები გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 15:05

პოლიტიკა

პრემიერი: ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

17 აპრილი 2026, 14:59

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, იუსტიციის მინისტრ, აიაზ ბაეტოვთან.

17 აპრილი 2026, 14:51

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფერიტ ჰოჯასთან.

17 აპრილი 2026, 14:50

რეგიონი

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ კურსებში იმყოფებოდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერ დავით კუბლაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ კურსებში იმყოფებოდა.

17 აპრილი 2026, 14:49

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის სხდომა გახსნა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი დგებუაძემ აღნიშნა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის შეხვედრის საქართველოში გამართვის მნიშვნელობა.

ანდრია ჯაღმაიძე

17 აპრილი 2026, 14:47

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა. ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის, რასაც პატრიარქი მისგან ელოდა

მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა. ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის, რაც პატრიარქი მისგან ელოდა, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

17 აპრილი 2026, 14:45

მსოფლიო

Reuters: ლიბანსა და ისრაელს შორის ზავის გამოცხადების შემდეგ ნავთობმა გაიაფება დაიწო

ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ მსოფლიოში ნავთობის ფასი დაეცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ალუდა ღუდუშაური

17 აპრილი 2026, 14:41

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: ოპოზიციას ვურჩევდი ტრენინგებში, სახელმძღვანელოებში ნურც დროს, რესურსს და ნურაფერს დახარჯავენ

ოპოზიციას ვურჩევდი ასეთ ტრენინგებში, სახელმძღვანელოებში ნურც დროს, რესურსს და ნურაფერს დახარჯავენ,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

სვიმონ ჯანგულაშვილი

17 აპრილი 2026, 14:33

საზოგადოება

სვიმონ ჯანგულაშვილი: 40-მდე ვერ მოიცადეს ნაცისტებმა, ლორწოვანი იუდა გამოაჭენეს „ბრძოლის ველზე“. თქვენ მოკალით პატრიარქი, ასე ეთერებში გეჯდათ ცაავა და მისი სექტანტები და პატრიარქს ცილს სწამებდით

ყველა, ვინც მუშაობთ „მთავარ“, „ტვ-პირველ“ და „ფორმულა“ კანალიზაციებში, მორალურად დამნაშავენი ხართ ჩვენი პატრიარქის წინაშე, - წერს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში.

მაია ბითაძე

17 აპრილი 2026, 14:29

პოლიტიკა

მაია ბითაძე: თურქეთის რესპუბლიკის სპიკერმა ერთმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში არ მოხდა სიტუაციის ესკალაცია

„ჩვენი მთავარი გზავნილი გარდა სამომავლო ეკონომიკური გეგმებისა, იყო არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება. ძალიან კარგი გზავნილები მივიღეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. თურქეთის რესპუბლიკის სპიკერმა ერთმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში არ მოხდა სიტუაციის ესკალაცია“, - აღნიშნა ბითაძემ.

ლევან მახაშვილი

17 აპრილი 2026, 14:29

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება - ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება

იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, როგორ ჩანს, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება - ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

ნიკოლოზ სამხარაძე

17 აპრილი 2026, 14:27

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: თითქმის, ნახევარი მსოფლიო ჩვენს ირგვლივ არის ცეცხლის ალში და კავკასიაში არის მშვიდობა. ეს არის ზუსტად იმ ბრძნული პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთიანად ვაწარმოებთ

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძე, რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებები პოლიტიკა შეაფასა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია კავკასიაში მშვიდობა.

17 აპრილი 2026, 14:22

პოლიტიკა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ბორჯომში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 14:20

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს აბიტურიენტების, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ამომწურავი და სანდო ინფორმაციის მიწოდებას გამოცდებთან დაკავშირებული პროცესების სწორად დაგეგმვისა და ეფექტიანი მართვის მიზნით. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 14:19

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან ძლიერია, არამხოლოდ უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე, არამედ უწყებებს შორისაც, ვმუშაობთ ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის

საქართველოსა და თურქეთს ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებთ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან ძლიერია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სააგენტო „ანადოლუსთან“ ინტერვიუში.