Imedi /  11 ოქტომბერი 2018, 13:59 / სანდო წყარო

რთველი 2018-ის მთავარ მონაპოვრად მევენახეებსა და კომპანიებს შორის ფასზე ვაჭრობა სახელდება

რთველი საქართველოში

საქართველოში "რთველი 2018" დასასრულს უახლოვდება. რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს ანდრო ასლანიშვილს თქმით, საბოლოოდ საქართველოს მასშტაბით, მოსავალი 15 ოქტომბრისთვის დაბინავდება. ინფორმაციას Business Time-ი ავრცელებს.

ანდრო ასლანიშვილის თქმით, ამ დროისთვის მევენახეების შემოსავალმა ჯამში 300 მლნ ლარს მიაღწია, რაც 2018 წლის რთველის დადებითად შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

„რთველის ოფიციალურად დასრულების შემდეგ გაკეთდება საბოლოო შეფასება, თუმცა ახლა შემიძლია გითხრათ,  რომ ამ დროისთვის, კახეთში 225 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, მაშინ როდესაც 2017 წელს ეს რიცხვი 125 ათასი ტონას უტოლდებოდა, რაჭა-ლეჩხუმში კი შარშანდელი 800 ტონა ყურძნის ნაცვლად, წელს 1500 ტონა ყურძნის გადამუშავება მოხდა“, - განაცხადა საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა.

წელს გადაწყდა, რომ სახელმწიფო რთველის სუბსიდიას აღარ განახორციელებდა, სწორედ ამასთან დაკავშირებით, ასლანიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ წელს მევენახეებსა და კომპანიებს შორის ყურძნის ფასზე ვაჭრობა გაიმართა: "ვფიქრობ, რთველი 2018-ის მთავარი მონაპოვარი არის, ის რომ მათი ურთიერთობა მოლაპარაკებისა და ვაჭრობის სახით იმართებოდა", - ამბობს ასლანიშვილი

"ჩვენ ამ რთველმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ უმჯობესია ჩვენი ძალისხმევა ქართული ღვინის პოპულარიზაცისა და კონიუნქტურის გაჟანსაღებისკენ მივმართოთ, ვიდრე ხელოვნური ჩარევის ხარჯზე მოვახდინოთ მდგომარეობის გამოსწორება", - თქვა ანდრო ასლანიშვილმა.

რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, 2017 წელს ყურძენს 230 კომპანია იბარებდა, წელს კომპანიების რიცხვი 280-მდე გაიზარდა.

როგორც psnews-თან ინტერვიუში ასლანიშვილმა თქვა, კომუნიკაცია მევენახეებსა და მეწარმეებს შორის  რთველის პროცესში სრულად შედგა. 2007 წლის შემდეგ პირველმა არასუბსიდირებულმა რთველმა აჩვენა, რომ მეწარმეებიც და მევენახეებიც მზად არიან მეღვინეობის დარგის მდგრადი განვითარების პროცესში ჩასართავად.

ყველა სიახლე

მარკ რუტე

18 აპრილი 2026, 13:17

მსოფლიო

მარკ რუტე დარწმუნებულია, რომ აშშ ნატოდან არ გავა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ აშშ-ის გამოსვლა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან ნაკლებად სავარაუდოა.

ცოტნე ივანიშვილი

18 აპრილი 2026, 13:12

პოლიტიკა

ცოტნე ივანიშვილი: ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მჯერა, ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს. იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ ესაუბრონ და ეკამათონ ერთმანეთს

მე პირადად, მართლა ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მგონია, რომ დებატი და დისკუსია არის ყველაზე კარგი გამოსავალი პოლარიზაციიდან, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა გურიის რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

18 აპრილი 2026, 13:07

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, ტაშკენტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართულ დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი – აზიზ ტაშპულატოვი მასპინძლობს.

18 აპრილი 2026, 12:46

ეკონომიკა

ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მრგვალ მაგიდაში მიიღეს მონაწილეობა

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, გაიმართა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

18 აპრილი 2026, 12:45

მსოფლიო

ირანმა ჰორმუზის სრუტე კვლავ დაკეტა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე კვლავ დაიკეტა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

18 აპრილი 2026, 12:36

სპორტი

ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება - დღეს საქართველოს ღირსებას 5 სპორტსმენი იცავს

70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნინო გულბანმა გერმანელ მეტოქეს იპონით სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ამავე წონაში გამოდის მარიამ ჭანტურიაც. 81 კილოგრამში ტატო გრიგალაშვილი მერვედფინალშია, ხოლო 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს 2 წარმომადგენელი ჰყავს. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე.

ცოტნე ივანიშვილი

18 აპრილი 2026, 12:36

პოლიტიკა

ცოტნე ივანიშვილი: პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია განსხვავებული აზრის მოსმენა, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანთან, რომელსაც ვესაუბრებით, გვაერთიანებდეს საერთო ღირებულება, რომელსაც სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია

ძალადობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩემი აზრით, ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე, სადაც უპასუხა ერთ-ერთი დამსწრე ახალგაზრდის შეკითხვას, ძალადობრივი აქციების შედეგად დაკავებული "პოლიტპატიმრებისა და სინდისის პატიმრების" შესახებ.

ნინო წილოსანი

18 აპრილი 2026, 12:32

პოლიტიკა

ნინო წილოსანი რადიკალურ ოპოზიციაზე: ისინი უკვე დეკლარირებულად რევოლუციონერები არიან, რაც მთავარია, დამარცხებული რევოლუციონერები

ისინი უკვე დეკლარირებულად რევოლუციონერები არიან, რაც მთავარია დამარცხებული რევოლუციონერები,- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.

ეკა სეფაშვილი

18 აპრილი 2026, 12:19

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველოს ბაზარზე Starbucks-ის შემოსვლა ქუვეითში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით მოხდა - ეს არის გლობალური ბრენდი, რომელიც სხვა ინვესტორებს ეუბნება, რომ საქართველოში ინვესტიცია უსაფრთხოა

საქართველოს ბაზარზე Starbucks-ის ბრენდის შემოსვლა ქუვეითში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით მოხდა, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

დავით ქართველიშვილი

18 აპრილი 2026, 12:18

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ბრიუსელს არ აქვს ფუფუნება, დისტანცირდეს საქართველოსგან. მიზეზი უკიდურესად პრაგმატულია - ალტერნატიული მარშრუტები უფრო ძვირია, მოწყვლადი, ან პოლიტიკურად ტოქსიკური

„საქართველო სწრაფად ტოვებს პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელ პერიფერიული დამკვირვებლის როლს და გარდაიქმნება გეოეკონომიკის ფუნქციურ კვანძად, სადაც მსხვილი მოთამაშეების ინტერესები კი არ იკვეთება მხოლოდ, არამედ კონკრეტულ ნაკადებში (ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და ფინანსურ) რეალიზდება,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

გიორგი კალანდარიშვილი

18 აპრილი 2026, 12:15

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა

ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა. პროექტი საარჩევნო სამართლის დარგში საავტორო პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს პარტნიორ უნივერსიტეტებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაღრმავებას.

დონალდ ტრამპი

18 აპრილი 2026, 12:13

მსოფლიო

ტრამპი: თუ ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ბირთვულ მტვერს ირანიდან არამეგობრული ფორმით გავიტანთ

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თუ შეერთებული შტატები ირანთან შეთანხმებას მიაღწევს, ისლამურ რესპუბლიკაში არსებულ ბირთვულ მტვერს ერთად გაიტანენ, ხოლო თუ გარიგება დადებული არ იქნება, ამას ვაშინგტონი მაინც გააკეთებს, მაგრამ არამეგობრული ფორმით.

18 აპრილი 2026, 12:12

პოლიტიკა

ახალციხის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სოფლების მინაძე-ჭაჭარაქის რეაბილიტირებული სატუმბი სადგური დაათვალიერა

ახალციხის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სოფლების მინაძე-ჭაჭარაქის რეაბილიტირებული სატუმბი სადგური დაათვალიერა, რომელიც მოახლოებულ რწყვის სეზონს გამართული ინფრასტრუქტურით ხვდება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

შალვა პაპუაშვილი

18 აპრილი 2026, 12:08

პოლიტიკა

პაპუაშვილი მორიგი რევოლუციური სცენარის შექმნის მცდელობაზე: საქმე გვაქვს სპეცსამსახურების სახელმძღვანელოს მიხედვით ჯგუფების მომზადებასთან - დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოავლენს, რასთან გვაქვს საქმე

ფაქტია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სპეცსამსახურების სახელმძღვანელოს მიხედვით ჯგუფების მომზადებასთან იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ და ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

თეკლა თიკანაშვილი

18 აპრილი 2026, 12:00

პოლიტიკა

თეკლა თიკანაშვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე: იზრდება ინტერესი ჩვენი კონფერენციების მიმართ, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს მიმართ ახალგაზრდებში იზრდება ნდობა და თანამშრომლობის სურვილი

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები გრძელდება. დღეს შეხვედრა გურიის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან გაიმართა, რომელსაც ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად, ბორდის წევრებიც ესწრებოდნენ, რომელთა შორისაც თეკლა თიკანაშვილია.

ვარლამ ლიპარტელიანი

18 აპრილი 2026, 11:55

პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე: შეხვედრის მიზანია მეტი კომუნიკაცია იყოს ახალგაზრდებთან, რადგან მათი როლი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და წინსვლაში

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა რეგიონული ტურნეს შესახებ და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

18 აპრილი 2026, 11:50

სამართალი

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი: 2000 წელს დაბადებული მ.მ. და ამავე წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე კ.პ. დააკავეს. ხოლო დანაშაულში მონაწილე 2001 წელს დაბადებულ ლ.ჩ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

18 აპრილი 2026, 11:44

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

18 აპრილი 2026, 11:41

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ზუგდიდში, ქობულეთსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე, მათ შორის - კენიის, უგანდის, ინდოეთის, თურქმენეთის, ფილიპინების, კუბის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, განას, ზიმბაბვეს და ეთიოპიის მოქალაქეები. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

18 აპრილი 2026, 11:37

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკების მოქალაქეები - 1964 წელს დაბადებული ო.თ. და 1990 წელს დაბადებული ვ.ა. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.