გოგა ხაინდრავას განცხადებით, ცალკეული ჯგუფების ზეწოლის შემდეგ, მისი ფილმი აღარ დაფინანსდა
გოგა ხაინდრავა
ფოტო: Imedi.ge
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს პასუხს სთხოვს კითხვაზე, რატომ გაიწვია უკან მთავრობისთვის გადაგზავნილი პროექტი, რომელზეც კინორეჟისორი აფხაზ კოლეგებთან ერთად მუშაობდა და რომელიც, ნაწილობრივ, აფხაზეთის მთავრობას უნდა დაეფინანსებინა.
გოგა ხაინდრავას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გარკვეული მედიასაშუალებების გავლენის ქვეშ მოექცა.
„დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩვენ სტუდიაში დავიწყეთ მუშაობა; დავუკავშირდით კოლეგებს აფხაზეთში, სოხუმში, ისტორიკოსებს, იმ ადამიანებს, ვინც ამაში არიან გარკვეულნი. მოვიძიეთ უამრავი მასალა, სადაც აღწერილია ის ბარბაროსობა, რაც ჩადენილი აქვთ რუსებს მთლიანად კავკასიასა და კონკრეტულად, აფხაზეთში. ეს პროექტი არის ჩაფიქრებული და ხორციელდება ორივე მხარის მიერ, რასაც, პრინციპში, აქამდე ადგილი არ ჰქონია და ამას მოჰყვა ძალიან მკვეთრი რეაქცია როგორც აფხაზეთში, ისე - საქართველოში. იქაური რეაქცია გასაგებია, იქ მთლიანად კონტროლდება რუსეთის ფე-ეს-ბე-ს მიერ ყველაფერი. საქართველოში ამას სათავეში ედგა „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი, ტელევიზია „მთავარი“, „ფორმულა“ ,- რომ თითქოს რაღაც 100 000 გამომიყვეს და ჩვენ ეს თანხა ავიღეთ. ესაა სრული სიცრუე. ჩვენ შევიტანეთ განაცხადი ციკლზე „სიმართლე აფხაზეთის შესახებ“ და ის ბიუჯეტი, რომელიც შეიძლება, დაჯდეს მსგავსი ციკლი. მოთხოვნილი თანხა არის მთლიანი პროექტის 1/3 და ამ ბიუჯეტიდან 2/3-ს ვიღებდით ჩვენ თავზე. ამ ციკლის პირველი ფილმი უნდა ყოფილიყო მუხაჯირები. იმ ბულინგის შედეგად, რომელიც განხორციელდა, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, აბაშიძემ დაიბარა კულტურის მინისტრი ნიჟარაძე და განკარგულება გასცეს, რომ პროექტი შეჩერდეს. თუ ვინმესთვის ეს ფილმი საფრთხეს წარმოადგენდა, ეს იყო რუსეთი. მხოლოდ ისეთი უგუნური და უსინდისო ადამიანი, როგორიცაა დევნილი გვარამია შეიძლება იყოს მსგავსი პროექტების მოწინააღმდეგე, რადგან პირდაპირ ასრულებს იმ დავალებებს, რომლებიც მოსდის საქართველოს ფარგლებს გარედან. ვუსვამ კითხვას ბატონ აბაშიძეს: რატომ გააჩერა პროექტი? რა უდევს ამას საფუძვლად? რამ განაპირობა მისი გადაწყვეტილება ამ პროექტის გაჩერების შესახებ“ - აცხადებს რეჟისორი.
ყველა სიახლე
01 მაისი 2026, 08:10
ეკონომიკა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია დასკვნაზე დღეს იმსჯელებს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია თავისივე დასკვნას დღეს განიხილავს.
01 მაისი 2026, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
პირველ მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
01 მაისი 2026, 03:23
მსოფლიო
ჰეგსეტი უკრაინაში მიმდინარე ომზე: საფრთხე გაცილებით ახლოსაა ევროპის მდიდარ და ძლიერ ქვეყნებთან და სწორედ მათ უნდა იტვირთონ წამყვანი როლი
აშშ-ს სურს, რომ უკრაინაში ომის დაფინანსება ევროპამ იტვირთოს, რადგან საფრთხე ამ კონტინენტთან გაცილებით ახლოსაა. გარდა ამისა, ევროპული ქვეყნები „მდიდრები“ არიან და მათი ჯამური მშპ 20 ტრილიონ დოლარს შეადგენს - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენის დროს.
01 მაისი 2026, 03:14
მსოფლიო
გაერთიანებულ სამეფოში ტერორისტული საფრთხის დონე „სერიოზულამდე“ გაიზარდა
გოლდერს გრინში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოში ტერორისტული საფრთხის ეროვნული დონე „მნიშვნელოვანიდან“ „სერიოზულ“ ნიშნულამდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თავდასხმის მცდელობა მაღალი ალბათობითაა მოსალოდნელი.
01 მაისი 2026, 00:35
პოლიტიკა
კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში “იმედი LIVE” ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით პოზიტიური სიახლეები არსებობს.
01 მაისი 2026, 00:30
პოლიტიკა
კახა კალაძე: წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ჩამოსული, დიპლომატიური საქმიანობის გარდა ყველაფერს აკეთებს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანა უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა გარედან დასმულმა აგენტურამ.
01 მაისი 2026, 00:14
მსოფლიო
რობერტ ფიცო: როდესაც პრეზიდენტ ტრამპს კარგად სძინავს, ფასები ეცემა - როდესაც არ სძინავს და რაიმე განცხადებას აკეთებს, ნავთობის ფასი ავტომატურად იზრდება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული არასტაბილურობა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გავლენა მკვეთრი განცხადებით შეაფასა.
01 მაისი 2026, 00:10
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი: როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ქუთაისში, მე-19 საუკუნის კათოლიკური ტაძარი მიიტაცა მართლმადიდებელმა ეკლესიამ - სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ეს უსამართლობა გამოასწოროს
„ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს ქუთაისში მდებარე მე-19 საუკუნის ტაძარზე, რომელიც, მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კათოლიკეებს არ დაბრუნებიათ, ვინაიდან, მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიტაცა.
01 მაისი 2026, 00:10
პოლიტიკა
კახა კალაძე: ვეხმარებით შშმ პირების ოჯახებს. ყოველწლიურად ვაძლევთ შესაძლებლობას, ზაფხულის თვეებში თავად აირჩიონ ნებისმიერი დრო, აარჩიონ საკურორტო ზონა, სასტუმრო და ა.შ. და მუნიციპალიტეტი ეხმარება ფინანსურად
ვეხმარებით შშმ პირების ოჯახებს. ყოველწლიურად ვაძლევთ შესაძლებლობას, ზაფხულის თვეებში თავად აირჩიონ ნებისმიერი დრო, აარჩიონ საკურორტო ზონა, სასტუმრო და ა.შ. და მუნიციპალიტეტი ეხმარება ფინანსურად, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
01 მაისი 2026, 00:04
პოლიტიკა
კახა კალაძე: ის, რომ 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოსა და სომხეთში გაიმართება, ძალიან სასიხარულო ამბავია. ეს მოაქვს მშვიდობას, ეს მოაქვს იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს
ის, რომ 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოსა და სომხეთში გაიმართება, ძალიან სასიხარულო ამბავია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
01 მაისი 2026, 00:03
პოლიტიკა
კახა კალაძე: უახლოეს მომავალში ბაგებში, ახალი საავტომობილო ხიდის მიმდებარედ, ვგეგმავთ მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის გაკეთებას. პირველი პროექტი იქნება ღია საცურაო აუზით
უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ბაგებში ახალი საავტომობილო ხიდის მიმდებარედ მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის გაკეთებას. პირველი პროექტი იქნება ღია საცურაო აუზით, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
01 მაისი 2026, 00:02
მსოფლიო
ტრამპმა მერცი გააკრიტიკა და მის საქმიანობას „საშინელი“ უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი მკაცრად გააკრიტიკა და მის საქმიანობას „საშინელი“ უწოდა.
30 აპრილი 2026, 23:53
პოლიტიკა
კახა კალაძე: ხვალ ვიწყებთ ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებები განვახორციელოთ
ეს არის პრევენციული ღონისძიება, რაც შემდეგ მკურნალობას ექვემდებარება და იმ საფრთხეებს და პრობლემებს, რომელიც აღნიშნულ დაავადებას თან ახლავს, მთლიანად ხსნის, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
30 აპრილი 2026, 23:53
მსოფლიო
ტრამპი: ბაიდენმა უკრაინას 350 მილიარდი დოლარი მისცა, რაც სრული სიგიჟე იყო - ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ომი ამდენ ხანს გაგრძელდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისთვის გაწეული ფინანსური და სამხედრო დახმარების მასშტაბები არაგონივრული იყო.
30 აპრილი 2026, 23:50
საზოგადოება
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ტენდერში გამარჯვებული უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი
ძალიან მძიმე მდგომარეობა არის რუსთაველის გამზირზე. მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებულია, ხშირ შემთხვევაში საგზაო ნაწილს უდიდეს პრობლემას უქმნის, ასევე გამზირზე არსებულ შენობა-ნაგებობებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ტენდერში გამარჯვებული უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
30 აპრილი 2026, 23:45
პოლიტიკა
კახა კალაძე: ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით
ინფრასტრუქტურის მინისტრთან განვიხილეთ დედაქალაქში ალტერნატიული შემოსასვლელი და გასასვლელები. უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ კონკრეტულად რომელი გზა იქნება გამოსადეგი და მოგვცემს განტვირთვის შესაძლებლობას, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
30 აპრილი 2026, 23:44
მსოფლიო
ტრამპი იტალიიდან და ესპანეთიდან ჯარების ნაწილის გაყვანას არ გამორიცხავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიიდან ამერიკული კონტინგენტის ნაწილის შესაძლო გაყვანის თემის კომენტირებისას არ გამორიცხა, რომ მსგავსი ნაბიჯი იტალიისა და ესპანეთის მიმართაც გადაიდგას.
30 აპრილი 2026, 23:43
პოლიტიკა
კახა კალაძე რადიკალებზე: როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია. რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვსაუბრობთ
„როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია. რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ რადიკალების მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.
30 აპრილი 2026, 23:35
პოლიტიკა
კახა კალაძე: მისასალმებელია, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა უწყება, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს
„სპეკულაციები სულ იქნება, მაგრამ მინდა მამუკა მდინარაძეს, გეკა გელაძეს, სულხან თამაზაშვილს წარმატებები ვუსურვო. ამ უწყებების სწორი, გამართული, ეფექტური მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მისასალმებელია, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა უწყება, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს“, - აღნიშნა კალაძემ.
30 აპრილი 2026, 23:34
პოლიტიკა
კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობებზე: არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი
არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე საუბრისას. მისივე თქმით, აუცილებელია რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.


