imedi /  17 ივლისი 2017, 14:49 / სანდო წყარო

პანტომიმის თეატრის შენობა 1 ლარად უკვე მეორედ იყიდება

თეატრში აცხადებენ, რომ მყიდველის და გამყიდველის შესახებ დეტალურ ინფორმაციას თვის ბოლოს გაავრცელებენ. 

29 ივლისს, თეატრის დასი აქციის გამართვასაც გეგმავს, სადაც კოლექტივის წევრები დაზიანებული შენობის გადარჩენას მოითხოვენ. თეატრის დირექტორი და ასევე მსახიობები არ გამორიცხავენ, აქციის შემდეგ, თეატრის კუთვნილი ტერიტორიის დაბრუნების მოთხოვნით შიმშილობაც დაიწყონ.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობა ეკონომიკის სამინიტრომ უკვე მეორედ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს, მეტსახელად „ზარალას“ მიჰყიდა.

მიუხედავად პრობლემებისა თეატრი სეზონს არ დახურავს. 52-ე სეზონი მაყურებლის მოთხოვნით ისევ გაგრძელდება და ზაფხულის განმავლობაში თანამშრომლები სრული დატვირთვით იმუშავებენ.

კომენტარები ()