imedi /  17 ივლისი 2017, 18:48 / სანდო წყარო

ეროვნული კინოცენტრი სამ მხატვრულ პროექტს დააფინანსებს

ეროვნული კინოცენტრის მიერ 2018 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი იყო 24 პროექტი. მეორე ტურში გადასულ 6 პროექტს შორის ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. "არმატურა" (საპროდიუსერო კომპანია - შპს "პანსიონატი’" დირექტორი - ნოდარ ნოზაძე, რეჟიოსრი - გიორგი ცქვიტინიძე); - 245 ქულა;

2. "მინდვრის ყვავილები" (საპროდიუსერო კომპანია - შპს "3003 ფილმ ფროდაქშენ" დირექტორის მინდობილი პირი - აკაკი ტოგონიძე, რეჟისორი - ლანა ღოღობერიძე); - 239 ქულა;

3. "ჩემი სახლი ტყის პირას" (საპროდიუსერო კომპანია- შპს "ნუში ფილმი" დირექტორი - თეკლე მაჭავარიანი, რეჟისორი - თამარ შავგულიძე); - 235 ქულა;

4. "სად მიდის ლიზა (ქართულ-აფხაზური დღიურები)" (საპროდიუსერო კომპანია - შპს "N&N" დირექტორი- ნანა ჯანელიძე, რეჟისორი - ნანა ჯანელიძე); -233 ქულა;

5. "ავთუშა" (საპროდიუსერო კომპანია - შპს "ლე ხაინდრაო პროდაქშენ" დირექტორი - გიორგი ხაინდრავა, რეჟისორი - გიორგი ხაინდრავა) – 221 ქულა;

6. "სამურაი დასვენების ჟამს" (საპროდიუსერო კომპანია - შპს "ალამდარი" დირექტორი - ნინო დევდარიანი, რეჟისორი - ლევან თუთბერიძე) – 219 ქულა;

კონკურსის ბიუჯეტში და საკონკურსო ფონდი 1 080 000 ლარით იყო განსაზღვრული. საექსპერტო კომისიის რეკომენდაციით დაფინანსდა შემდეგი სამი პროექტი:

"არმატურა" - 470 000 ლარით;
"მინდვრის ყვავილები" - 470 000 ლარით;
"სახლი ტყის პირას" - 136 854 ლარით.

კომენტარები ()