imedi /  12 აგვისტო 2017, 21:22 / სანდო წყარო

ანა ურუშაძის ფილმი ლოკარნოს კინოფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ფილმად დაასახელეს

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ანა ურუშაძის სადებიუტო ფილმი „საშიში დედა“ (Scary Mother) ლოკარნოს 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ფილმად აღიარეს.

მსოფლიო პრემიერა სწორედ ლოკარნოს კინოფესტივალზე გაიმართა. დრამაში მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს. ფილმი აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს.

ლოკარნოს კინოფესტივალი შვეიცარიაში 2017 წლის 2-დან 12 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა.

ანა ურუშაძის პირველი ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია :პროექტმა სახელმწიფო სუბსიდია 2016 წელს მიიღო. ფილმის პროდიუსერები საქართველოდან არიან ლაშა ხალვაში, თინათინ ყაჯრიშვილი და ივო ფელტი.

კომენტარები ()