imedi /  11 აპრილი 2017, 12:43 / სანდო წყარო

Tbilisi Open Air 2017-ის ლაინაფი ცნობილია

Tbilisi Open Air 2017-ის ლაინაფი უკვე ცნობილია. მსმენელის წინაშე წელს ARCHIVE, ANATHEMA, LENINGRAD, SEVDALIZA, ALEX.DO, OXIA, SOFT EJECT, YOUNG GEORGIAN LOLITAZ და კიდევ 20-ზე მეტი ქართველი არტისტი წარდგება. 

TBILISI OPEN AIR 2017 - 16, 17 და 18 ივნისს, ფესტივალის მიმდინარე მისამართზე - ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, ლისი ვანდერლენდში გაიმართება. სამი დღის განმავლობაში ფესტივალი სტუმრებს სამ განსხვავებულ სცენას, შეუზღუდავ მუსიკალურ ჟღერადობასა და საფესტივალო ქალაქში სრულად გამართულ ინფრასტრუქტურას შესთავაზებს. 

ბილეთების გაყიდვა დაიწყება 12 აპრილს ონლაინ, tkt.ge-ზე, ასევე სპორტის სასახლის წინ განთავსებულ ფესტივალის სალაროსა და ფილარმონიის სალაროებში. პირველ ეტაპზე, 12 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით გაიყიდება მხოლოდ ლიმიტირებული 1,500 ცალი აბონიმენტი, რომლის ფასი 100 ლარია. "თიბისი ბანკის" ნებისმიერი ბარათით ყიდვის შემთხვევაში იმოქმედებს 20%-იანი cashback სისტემა და რეალურად აბონიმენტის შეძენა 80 ლარად იქნება შესაძლებელი. 29 აპრილიდან, აბონიმენტების გარდა, დაიწყება ყოველდღიური ბილეთების გაყიდვაც. აბონიმენტის საბოლოო ფასი კი გახდება 150 ლარი. 

რამდენიმე დღის წინ AlterVision-მა უცნაური ბრენდინგი დააანონსა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათ Facebook-ზე ატვირთეს პოსტერი წარწერით "Moosic Breaks Free", რის გამოც სოციალური ქსელის მომხმარებლები მომავალი ლაინაფის თავიანთ ვერსიებს წერდნენ.

TBILISI OPEN AIR ქვეყნის ყველაზე დიდ კულტურულ მოვლენაა, რომელსაც ყოველწლიურად ესწრება 50 000-მდე ადამიანი, მათ შორის 5,000-მდე ტურისტი. 

კომენტარები ()