imedi /  19 აპრილი 2017, 21:50 / სანდო წყარო

Новая газета-მ ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკითხვის ვიდეო გამოაქვეყნა

მოსკოვი
რუსეთი

რუსული Новая газета აქვეყნებს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილის ანზორ გუბაშევის ჩვენების ვიდეოჩანაწერს ნემცოვის მკვლელობის ადგილიდან, კერძოდ მოსკვორეცკის ხიდიდან. 

მანამდე, Новая газета-მ და Коммерсант-მა გამოაქვეყნეს ანზორ გუბაშევის და ზაურ დადაევის პირველი დაკითხვის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. დადაევი დანაშაულის უშუალო შემსრულებლად ითვლება. 

ამ ჩანაწერებში ორივე ეჭვმიტანილი ყვება, რომ მათ ნემცოვის მოკვლა ფრანგული ჟურნალის Charlie Hebdo-ს მხარდაჭერის გამო გადაწყვიტეს, რომელმაც წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა. ამ მოტივს სასამართლოში ბრალდების მხარე არ ახსენებს, ის პოლიტიკოსის მოკვლის მოტივად ფულს ასახელებს.   

სასამართლოში დადაევმაც და გუბაშევმაც აღიარებითი ჩვენებების მიცემაზე უარი თქვეს და განაცხდეს, რომ ასეთი ჩვენებები მათ ზეწოლის ქვეშ მიაცემინეს.

ოპოზიციონერი, ლიბერალი რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს ღამით, მოსკოვში მოკლეს.

კომენტარები ()