imedi /  21 აპრილი 2017, 00:56 / სანდო წყარო

პარიზის ცენტრში თავდამსხმელის შესახებ სპეცსამსახურებმა იცოდნენ

პარიზის ცენტრი ამ წუთებში

პარიზის ცენტრში პოლიციელის მკვლელის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ, - იუწყება BFM-TV.

რატომ მიიქცია მან სამართალდამცველების ყურადღება, ჯერჯერობით უცნობია. მის საცხოვრებელ სახლში, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ჩხრეკა მიმდინარეობს.

თავდასხმაზე გამოძიება პროკურატურის ანტიტერორისტულმა სამსახურმა დაიწყო. საფრანგეთის ხელისუფლება ამ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაციას ჯერ არ ანიჭებს.

თუმცა, მომხდარს უკვე გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი და მან მომხდარი ტერაქტად შეაფასა.

ინციდენტი 20 აპრილს, საღამოს, ელისეს მინდვრების ქუჩაზე მოხდა. დაშავდა სამი პოლიციელი, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ცოტა ხნის წინ. სამართალდამცველების ცნობით, ადამიანი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ლიკვიდირებულია.

კომენტარები ()