imedi /  05 ივნისი 2017, 09:50 / სანდო წყარო

არაბული ქვეყნების კოალიციამ კატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

ელ-რიადი

არაბული სახელმწიფოების კოალიციამ, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს და იემენში ამბოხებულებთან ბრძოლისთვის შეიქმნა, კატარი ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაიდასთან“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში დაადანაშაულა. ამის შესახებ Al Arabiya იუწყება. ამის გამო  არაბულმა სახელმწიფომ, საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა, ეგვიპტემ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კატართან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ განაცხადეს.

არაბულმა ქვეყნებმა კატარი რეგიონში ტერორიზმისა და დესტაბილიზაციის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ეგვიპტემ განაცხადა, რომ ოფიციალური დოჰა „მუსლიმ ძმებს“ ეხმარება.  

კატარსა და მის მეზობლებს შორის კონფლიქტი ელ-რიადში გამართული აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნების სამიტიდან ერთ კვირაში განვითარდა. ერთ-ერთმა კატარულმა სააგენტომ ამირის სახელით მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ირანთან ურთიერთობის დალაგებაზე იყო საუბარი. არაბული ქვეყნების სამიტზე კი ირანი მტრული პოლიტიკის წარმოებაში დაადანაშაულეს და ადეკვატური ზომების მიღებით დაემუქრნენ. მოგვიანებით, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სააგენტოს ვებგვერდი გატეხეს და ამირის სახელით განცხადება ჰაკერებმა გაავრცელეს. თუმცა არაბულმა ქვეყნებმა ეს უარყოფა დამაჯერებლად არ მიიჩნიეს. 

კომენტარები ()