„სან ანტონიოს“ მთავარმა მწვრთნელმა, Black Lives Matter-ის აქციის ფარგლებში, დაჩოქებაზე უარი განაცხადა
ფოტო: Getty Images
„სან ანტონიოს“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა „საკრამენტოსთან“ თამაშის წინ, Black Lives Matter-ის („ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“) აქციის ფარგლებში, დაჩოქებაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ Sporting News-ი წერს.
პოპოვიჩმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ყველა ადამიანმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს და თითოეულ საკითხზე ჰქონდეს ისეთი რეაგირება, როგორიც თავად სურს.
თუ რატომ მოიქცა ასე და რას ფიქრობს კონკრეტულად ამ თემაზე, ამის შესახებ „სპურსისა“ და ამერიკის შეერთებული შტატების კალათბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს არ უსაუბრია.
„სან ანტონიო სპურსსა” და „საკრამენტო კინგზს” შორის გამართული შეხვედრა პოპოვიჩის მომზადებულმა გუნდმა 129:120 მოიგო.
Spurs players kneeled during the national anthem
— The Big Fundamental Spurs Podcast (@bigfunpod) August 1, 2020
Gregg Popovich and Becky Hammon stoodpic.twitter.com/6OIt2lJTfq
სლოგანით „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ აშშ-სა და მსოფლიოს სხვა, არაერთ ქვეყანაში რასიზმს აპროტესტებენ. საპროტესტო აქციები აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.
ყველა სიახლე
30 აპრილი 2026, 11:25
საზოგადოება
ზესტაფონში სკოლის მოსწავლეებთან ეკოსაგანმანათლებლო საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მორიგი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდა.
30 აპრილი 2026, 11:22
თავდაცვა
მიხეილ ყაველაშვილი: ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, უდრეკობისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი
დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ყოველ წამს მზადაა დაიცვას სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოება. თქვენი ერთგულება და სიმტკიცე ქართველი ხალხისგან გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
30 აპრილი 2026, 11:20
პოლიტიკა
გია აბაშიძე: მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებმა ბოლო წლების მაქსიმუმს მიაღწია. ფასების მატებამ პირდაპირი გავლენა იქონია საწვავის ღირებულებაზე. აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გალონზე 4 დოლარს გადააჭარბა
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებმა ბოლო წლების მაქსიმუმს მიაღწია. Brent მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 125 დოლარს გასცდა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე გაიზარდა ამერიკული WTI-ის ფასიც, რომელმაც 110 დოლარს გადააჭარბა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
30 აპრილი 2026, 11:19
თავდაცვა
პრეზიდენტი: თავდაცვის ძალების დღე განსაკუთრებული თარიღია. ეს არის დღე, როდესაც უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას
30 აპრილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დღე, ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული თარიღია. ეს არის დღე, როდესაც უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად მსახურობენ და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
30 აპრილი 2026, 11:11
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირი უკრაინისთვის “შეღავათების“ გაცემას აპირებს, რადგან იმედები სწრაფ გაწევრიანებაზე იწურება
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, მას შემდეგ, რაც კიევს სწრაფ და სრულუფლებიან გაწევრიანებაზე უარი უთხრეს, უკრაინისთვის მოკლევადიან შეღავათებს ამზადებენ, რათა ის ბლოკს დაუახლოვდეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
30 აპრილი 2026, 11:05
ტაბლოიდი
ინდოელმა გარდაცვლილი დის ჩონჩხი ბანკში მიიტანა, რათა მისი კუთვნილი თანხა მიეღო
59 წლის ჯიტუ მუნდამ, დის გარდაცვალებიდან 2 თვის შემდეგ, მისი ანგარიშიდან 19 300 რუპიის (დაახლოებით 630 ლარი) გატანა სცადა. ქალმა ეს თანხა საქონლის გაყიდვით დააგროვა. მას პირდაპირი მემკვიდრეები არ ჰყავდა - ძმა მისი ერთადერთი ცოცხალი ნათესავი იყო. მუნდამ ბანკის განყოფილებას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა თანამშრომლები გარდაცვალების დამადასტურებელ საბუთს ან ანგარიშის მფლობელის პირად გამოცხადებას სთხოვდნენ.
30 აპრილი 2026, 11:05
რეგიონი
რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაცვის პაკეტს მერია დაუფინანსებს
რუსთავის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის რეფორმას აგრძელებს. დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაცვის პაკეტს მერია დაუფინანსებს.
30 აპრილი 2026, 10:59
თავდაცვა
ვაზიანში თავდაცვის ძალების დაარსების დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნება. LIVE
საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა. ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე, ეს დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნება.
30 აპრილი 2026, 10:55
სამართალი
ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სგპ „სარფსა“ და „ბათუმის პორტში“ საბრძოლო ვაზნებისა და 2 ცალი ასაფეთქებელი ხელყუმბარის შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,სარფი“ და ,,ბათუმის პორტი“ მებაჟე ოფიცრებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 149 ცალი საბრძოლო ვაზნისა და 2 ცალი ასაფეთქებელი ხელყუმბარის შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა.
30 აპრილი 2026, 10:43
ტაბლოიდი
ჰარი სტაილსი და ზოი კრავიცი ქორწინდებიან💍
გამოცემა PEOPLE-ის წყარო ადასტურებს, რომ 32 წლის სტაილსმა და 37 წლის კრავიცმა ნიშნობის შესახებ ინფორმაცია „ვიწრო წრეს“ უკვე გაუზიარეს. გავრცელებული ცნობით, მსახიობს თავისი ნიშნობის ბეჭედი ძალიან მოსწონს.
30 აპრილი 2026, 10:36
კულტურა
ლედი გაგამ და Doechii-მ ახალი ვიდეორგოლი წარადგინეს
ლედი გაგამ და Doechii-მ გამოუშვეს ვიდეორგოლი სიმღერაზე Runway, რომელიც ფილმის „ეშმაკი ატარებს პრადას 2“ საუნდტრეკი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ფილმისთვისაა შექმნილი, რეჟისორ პერის გობელის ვიდეორგოლში ფილმიდან კადრები გამოყენებული არ არის.
30 აპრილი 2026, 10:29
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 14 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს, ხოლო 2 კი მხილებულია.
30 აპრილი 2026, 10:29
რეგიონი
გარდაბანში ფერმერებთან საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფისა და სუბსიდირების მექანიზმების შესახებ შეხვედრა გაიმართა
შპს „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული დირექტორი, მამელი ქობალია, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ფერმერებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში წყალმომხმარებლებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ საირიგაციო მომსახურების განახლებული ტარიფისა და სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმების შესახებ, რომლებიც ფერმერთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
30 აპრილი 2026, 10:27
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, უზბეკეთის, პაკისტანის, ჩინეთის, ბელარუსის, ნეპალის, ტაილანდის, ბანგლადეშის, ეთიოპიის, იემენის, ერაყის, იორდანიის, ნიგერიის, სუდანის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 103 მოქალაქე.
30 აპრილი 2026, 10:26
მსოფლიო
The Guardian: მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 126 დოლარამდე ავარდა
Brent-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 126 დოლარამდე ავარდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
30 აპრილი 2026, 10:25
საზოგადოება
WOAH-ის გენერალური მდივანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობას გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ მდივან ემანუელ სუბეირანს და ორგანიზაციის დელეგატებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობა გააცნო.
30 აპრილი 2026, 10:21
თავდაცვა
30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა
დღეს ქართული არმია დაარსებიდან 35-ე წლისთავს აღნიშნავს. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა.
30 აპრილი 2026, 10:14
პოლიტიკა
თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წელი გავიდა - ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წელი გავიდა - თარიღთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა. მათ დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
30 აპრილი 2026, 09:51
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: შეერთებული შტატები სწავლობს და განიხილავს გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შესაძლო შემცირებას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეერთებული შტატები გერმანიაში არსებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირებას განიხილავს.
30 აპრილი 2026, 09:40
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პირველად ამერიკული მხრიდან გაჟღერდა, რომ საქართველო დაბრუნდა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დღის წესრიგში. ჩვენ მას შემდგომ უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც ვიხილეთ. შედგა არაერთი კონსულტაცია, მათ შორის შედგა ზარი პრემიერ-მინისტრთან, ვიზიტები როგორც ვაშინგტონში, ისე თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.


