imedi /  19 ივნისი 2017, 14:39 / სანდო წყარო

სააკაშვილს ბრილიანტის მწვანით შეღებილი კვერცხები დაუშინეს

ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ბრილიანტის მწვანით შეღებილი კვერცხები ესროლეს. ინციდენტის ვიდეოს თავად სააკაშვილი საკუთარ Facebook-ზე აქვეყნებს.

შემთხვევა კრივოი როგში მოხდა, სადაც სააკაშვილი ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. მას შემდეგ, რაც ყოფილმა გუბერნატორმა კიევში დაღუპული დემონსტრანტებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო, ადგილობრივებს სიტყვით მიმართა.

მოულოდნელად მას კვერცხები ესროლეს, უცნობმა ახალგაზრდამ კი ექსგუბერნატორს პერანგზე ბრილიანტის მწვანე შეასხა და გაქცევა სცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

"შეხვედრა ჩვენ მაინც ჩავატარეთ და ქვეყნის უსამართლობის გადასაწყვეტად გეგმა ჩამოვაყალიბეთ", - წერს ყოფილი გუბერნატორი. 

 

კომენტარები ()