Imedi /  04 ივლისი 2017, 11:03 / სანდო წყარო

ფხენიანმა მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ფრენა 40 წუთს გაგრძელდა. რაკეტა იაპონიის ზღვის ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა. ინფორმაციას იაპონური მედია სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. რაკეტის გამოცდისას იაპონიის ზღვაში გემები იმყოფებოდნენ. მათ განგაშის სიგნალი მიიღეს. ოფიციალურმა ტოკიომ ფხენიანის ქმედებას მორიგი პროვოკაცია უწოდა.

კომენტარები ()